ზუსტად ერთი წლის წინ ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" რიგებში სასტარტო, ამხანაგურ მატჩებში გაჰქონდა. მაშინ ჯერ კიდევ არსებობდა განცდა, რომ ეს ბევრს არაფერს ნიშნავდა და ქართველ გარემარბს თავისი შესაძლებლობები მნიშვნელოვან შეხვედრებში უნდა დაემტკიცებინა. კარგი დასაწყისი საქმის ნახევარიაო - გვინახავს ფეხბურთელები, აკლიმატიზაციის პროცესი ძალიან რომ გაეწელათ და მათი კარიერა ამან მნიშვნელოვნად შეცვალა, "კვარა" კი სიტუაციას თავიდანვე თამამად და ენერგიულად მოერგო, მოწინააღმდეგეებს შიშის ზარს სცემდა; მოულოდნელობის ეფექტიც დიდი იყო. ამის შემდეგ კვარაცხელიასთვის საგანგებო დაცვითი ტაქტიკის შემუშავება დაიწყო. "ასე იწყებდა ხვიჩა" - ამ გამოხმაურებებს წააწყდებოდით გიორგი კვერნაძის სადებიუტო მატჩზე. "ფროზინონესაც" სუსტი მეტოქე ჰყავდა, თუმცა ეს ქართველი ასევე მარცხენა გარემარბის მშვენიერ დებიუტს საერთოდ არ აკნინებს.

20 წლის კვერნაძემაც ყველას დაანახა, მის კოზირებად რა მიიჩნევა და თავიდანვე მათ გამოყენებას შეუდგა. საქმე მხოლოდ გოლში არაა, გიორგის სხვა სასარგებლო აქტივობებიც ჰქონდა და მზადების საწყის ეტაპზევე მთავარ მწვრთნელს აგრძნობინა, მისი იმედი რომ შეიძლება ჰქონდეს. აგვისტოს ბოლომდე ჯერ კიდევ დიდი დროა და ჩვენებურმა ასევე უნდა განაგრძოს. ისიც თავიდანვე გამოჩნდა, ამ ტიპის შემტევებს ფეხებში რა ხშირად ხვდება, კვერნაძე სიფრთხილის მიზნით მოედნიდან გაიყვანეს.

ძალიან გვინდა, გიორგი, ხვიჩას მსგავსად, ფიზიკურადაც ბოლომდე მზად იყოს, გამოწვევებს გაუძლოს. წინა სეზონის დასაწყისში კვარაცხელიას კონდიციებსაც გარკვეული დრო დასჭირდა, შეუცვლელად რომ ეთამაშა, სპალეტის ტაქტიკურ სქემაში ბოლომდე ჩამჯდარიყო, დაცვაში თამაში კიდევ უფრო გაეუმჯობესებინა. კვერნაძეს ძალიან კარგი "მასწავლებელი" ჰყავს - "კვარას" განვლილი სეზონი, მისი დამოკიდებულებები. რა თქმა უნდა, ისიც, თუკი ძლიერ საფრთხეს იგრძნობენ, მოწინააღმდეგეთა დამრიგებლები ეცდებიან, კვერნაძის მიმართ დაცვითი ზღუდეები უფრო გაამყარონ. "კვარას" ირგვლივ მინიმუმ ორი მცველის ყოფნა ჩველებრივი ამბავი იყო, რასაც ის წარმატებით უმკლავდებოდა!..

არ გვსურს, კვერნაძე ზედმეტად დავძაბოთ. ამავდროულად, მან ზუსტად იცის, რა დონის ლიგაში მოხვდა და რაა საკმარისი, რათა აქ წარმატებული იყოს. მისი თანამემამულის აწეული თამასა ძალიან მაღალია, რაც პასუხისმგებლობას ისედაც უზრდის, თუმცა გიორგიმ უნდა ითამაშოს ლაღად, საკუთარ ძალებში დარწმუნებულად!.. დიდი იქნება მწვრთნელის როლი, რა რეაგირება ექნება მას, როცა შემტევებს ყველა დრიბლინგი ერთნაირი წარმატებით არ გამოუვათ, რამაც შესაძლოა, საკუთარ კართან შეტევა გამოიწვიოს; რა დავალებები ექნება გიორგის. ეუსებიო დი ფრანჩესკოსგან მაინც 3-4-2-1 ტაქტიკურ სქემაში ველით, სადაც ძლიერი ნახევარდაცვის პირობებში, ჩვენებური შეტევაზე მეტად იფიქრებს.

სერია "ა" უფრო "ქართული" და საინტერესო ხდება!..

koba
კარგი სტატიაა, მოზომილი, კეთილგანწყობილი და პროფესიონალური.
გიორგი
ნიჭიერია, მონდომებულია და ჭკვიანია. ცოტა იღბალიცაა აუცილებელი ფეხბურთში, და გამოუვა!

კი პუტინის ავანტიურამდე რუსეთის ლიგას რასაც ვერ დაუკარგავდი ეს ფიზიკური ორთაბრძოლები და მუდმივი ჯახი იყო მოედნის ყველა მონაკვეთზე რაც ერთი ორად უწყობს ხელს ფეხბურთელს რათა ფიზიკური კონდინციები უფრო აიმაღლოს და მზად იყოს მომავალში ტოპ ლიგების ფიზიკური დატვირთვებისთვის სწორედ ეს დაეხმარა კვარას ეს ფაქტია მაგრამ გიორგის ეხლა უწევს ვარჯიშებზე ამ დატვირთვების გავლა უშუალოდ მწვრთნელის ხელში. და არ მინდა ვიფიქრო ეს მცირე ტრამვა ამ უფრო დიდმა დატვირტვებმა გამოიწვია ვიდრე ეს საქართველოს ჩემპიონატში ქონდა.
გ.შ.
მომენტები ვნახე, და ერთ ეპიზოდში თითქოს ძალიან მძიმედ გაიქცა, მგონია თქვენც შეამჩნევდით , ანუ სისწრაფე ნელა აკრიფა, მოუმატოს უნდა აუცილებლად
Charley
კიდევ ერთხელ ვიტყვი მთავარია ამ ბიჭს ტრამვებისკენ არ ქონდეს მიდრეკილება ყველაზე მთავარი ეს არის დიდი კარიერის შექმნაში. თორემ თვალს ვერ მოატყუებ კი სამუშაოც ძალიან ბევრი ექნება მაგრამ რაც ჩანს აქვს მონაცემები იმისა რომ კვალი დატოვოს ისეთ ტოპ ლიგაში როგორიც სერია აა. აგერ წელს ამ აუტსაიდერ ფროსინონეში გამოიჩენს თავს? მომავალ სეზონში უფრო მაღალი კალიბრის პირობითათ უდინეზე ლაციო, ფიორენტინას რადარზე აღმოჩნდება და განვითარების კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს გადადგამს მის კარიერაში. უბრალოდ ვისურვოთ რომ სამწუხარო ქართული გამოცდილებიდან გამომდინარე ამ ბიჭსაც არ ქონდეს ტრამვებთან პერმანენტული "მეგობრობა".
სოსო
იტალიაში გადასულ კვარას,რუსეთში გატარებული წლების გამოცდილება უმაგრებდა ზურგს და ადაპტაციაც,შესაბამისად სწრაფად გაიარა!გიორგისათვის,იტალია პირველი ქვეყანაა,საქართველოს შემდეგ,ასაკიც და სათამაშო გამოცდილებაც ნაკლები აქვს.ხვიჩას შემდეგ კი,მის მიმართ მოლოდინები გაზრდილია და ამ მხრივაც ზეწოლა ექნება.ხვიჩა,ბოლოს უკვე მიათრევდა რუბინს და მასაც კი,70 წუთზე მეტხანს თამაში,უჭირდა.გიორგის,ბათუმშიც აკლდა სათამაშო პრაქტიკა,რაც ცხადია,მისი ფიზიკურ მზადყოფნას,საეჭვოდ ხდის.ასე რომ, მიუხედავად ცხადად გამომჭვირვალე ნიჭისა,დასაწყისშივე მის აფეთქებას,არ უნდა ველოდოთ.ფლანგზე თამაშთან ერთად,დარწმუნებული ვარ,საჯარიმოში მაღალ ბურთებზე ბრძოლაში,მისი სიმაღლიდან გამომდინარე,გიორგი,კვარაზე პროდუქტიული იქნება.ვფიქრობ,მისი ფიზიკური მზადყოფნის ზრდასთან ერთად,მის სათამაშო დროსაც თანდათან გაუზრდიან.ვნახოთ,სეზონი მალე დაიწყება და შარშან,არც ხვიჩასგან ველოდით,დასაწყისიდანვე,ასეთ დინამიტად ქცევას.წარმატებები,ჩვენს ბიჭებს!
გადასარევი გიორგი
კვარას კიდევ ერთი და მაგარი თვისება ისაა, რომ მეგობრულია, თავმდაბალი და ადამიანების მიმართ კეთილგანწყობილი. კვერნაძეს ძალიან ვგულშემატკივრობ და ამას მიაქციოს ყურადღება. მოწინააღმდეგეებსაც უნდა მოსწონდე
Kutaisi
Martals ambob kvaras chemi azrit rusetis chempionati daexmara ik sul chzxavden da upro viruli pexburti midioda
ჰაჰა
კვარას პლიუსი არის ის რომ, ის არის ძალიან პოზიტიური ადამიანი. ფეხბურთსაც ასე თამაშობს, ხალისიანად, ლამაზად, პატიოსნად.ამიტომ დაიმსახურა ასეთი დიდი სიყვარული.
ჰენრი
კვარას ერთერთი ძალიან დიდი პლიუსი არის მისი ძლიერი და მსხვილი ფეხები, მან იმდენ და ისეთ "მოჩეხვებს" გაუძლო რომ სხვა ქართველ ფეხბურთელს ფეხი თუ არ მოტყდებოდა მინიმუმ 6თვიან პაუზაზე გავიდოდა. ვიმედოვნებ კვერნაძეც არ ჩამორჩება ამ ასპექტში მიუხედავად იმისა რომ პირველივე შეხვედრაში ტრამვა მიიღო. თან კვარასგან განსხვავებით მას თავით თამაშიც უკეთ გამოსდის.
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონემ" "სამპდორიას" მოუგო
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "ჩეზენასთან" ფრეს დასჯერდა
კვერნაძის 82 წუთი და "ფროზინონეს" ფრე "ემპოლისთან"
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
კვერნაძის 77 წუთი - "ფროზინონე" აუტსაიდერთან წაგებას გადაურჩა
[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა
[VIDEO] კვერნაძის გოლი+საგოლე პასი - მან ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა