ფრანგული ტოპ 14-ის "ბორდოს" მთავარი მწვრთნელი იანიკ ბრუ ქართული ფრენჩაიზის, "შავი ლომის" ჩელენჯ თასში ჩართვას მიესალმება და იმ სიკეთეებზე საუბრობს, რასაც ეს გადაწყვეტილება ქართულ და ევროპულ რაგბის მოუტანს:

„ეს ორივე მხარისთვის სასარგებლოა. ქართველებისთვის ეს არის პროფესიული ხარისხის გაზრდის კარგი საშუალება, ეტაპია საკლუბო დონიდან საერთაშორისო დონეზე გადასასვლელად. ბევრმა ფრანგულმა კლუბმა მიიღო ამ ტურნირით გამოცდილება – აქ თამაში გაცილებით მაღალ ტემპში მიდის, ვიდრე თუნდაც ტოპ 14-ში, სადაც შეჯიბრება მეტწილად ფიზიკური მომზადების დონეზეა და ქართული კლუბისთვის ჩელენჯ თასში თამაში კარგი გამოცდილება იქნება. ეს ასევე კარგი იქნება საქართველოს ნაკრებისთვისაც, რომლის ბევრი მოთამაშე ევროპის კლუბებშია გაფანტული და ერთმანეთთან შეთამაშების საშუალება ნაკლებად აქვთ. ახლა ისინი "შავი ლომის" ფარგლებში შეძლებენ მთელი სეზონი ერთად ივარჯიშონ და მაღალი დონის თამაშებისთვის მოემზადონ“.

„მეორე მხრივ, ქართული რაგბის სპეციფიკასთან უშუალო შეხება ევროპულ კლუბებსაც წაადგებათ, – სიახლე იქნება და დარწმუნებული ვარ, ძალიან მოეწონებათ. კიდევ ერთი ასპექტი – კომერციული მხარეა, – ქართული რაგბი ჩელენჯ თასის საშუალებით გაცილებით დიდი აუდიტორიის, პოტენციური სპონსორების წინაშე წარდგება, – როგორც წესი, საშინაო ბაზარი რაგბისთვის სახსრების მოსაზიდად საკმარისი არ არის. თანაც ქართველი ვარსკვლავები: ნინიაშვილი, აბჟანდაძე ან აფრასიძე, ევროპულ აუდიტორიას მხოლოდ ფრანგული კლუბების შემადგენლობაში ჰყავთ ნანახი, ევროპა არ იცნობს კარგად საქართველოს შიდა ჩემპიონატს, "შავი ლომის" თამაშის ხარისხს და ძალიან საინტერესო იქნება ჩვენთვის ნაცნობი ქართველი ვარსკვლავების თამაში ქართული რაგბის ფარგლებშიც“.

„ერთი, რაც დაზუსტებით ვიცით, არის ის, რომ ქართული რაგბი სწრაფი აღმავლობის გზას ადგას. თუკი აქამდე საერთო წარმოდგენა იყო, რომ ქართული რაგბი მხოლოდ ძალისმიერ თამაშს გულისხმობს, ახლა ვხედავთ, რომ ეს იცვლება, – ნინიაშვილი ამის მაგალითია, ქართველთა თამაში უფრო სწრაფი და სტრატეგიულად გათვლილი ხდება და ჩელენჯ თასი მოგვცემს საშუალებას, ეს კარგად ვნახოთ, მათ შორის, ერთ დღეს ჩემპიონთა თასზეც. ეს ასევე ბიძგს მისცემს 6 ერში მიღებასთან დაკავშირებით მიმდინარე პოლიტიკურ ბრძოლას საქართველოს სასარგებლოდ, თუმცა ამას დროს დასჭირდება, რადგან იცით, 6 ერის ტურნირი ძალიან კონსერვატორულია და ცვლილებებს ძნელად განიცდის, თუმცა, ვფიქრობ, საქართველოსთვის ეს შესაძლებელი იქნება“.

RUGBY.GE

გიორგი
ერთი თხოვნა მექნება რედაქციასთან: იქნებ გაიგოთ და შეგვატყობინოთ დავით ნინიაშვილის ახლანდელ მდგომარეობაზე. მომჯობინდა ოპერაციის შემდეგ? თუ ვარჯიშობს უკვე?
G.LA
მსოფლიოზე ერთხე კიდევ დავამარცხოთ უელსი და ჯგუფიდან გავიდეთ. მერე ვნახავ იმ 6 ერში როგორ აზრზე დადგებიან.
ბათუმელი ექსპერტი
დიახ, ვეთანხმები ამ კაცს და ამასთან ერთად შავი ლ9მის წარმატებული გამოსვლა მეორე ქართული კლუბის ჩართვასაც განაპირობებს როგორც ევროპის სუპერთასსზე სადაც ასევე გამოდის შავი ლომი და ორჯერ უკვე გაიმარჯვა, ასევე ჩელენჯ ქაფზე და ჰაინეკენის ჩემპიონთა თასზე, რაც გამოიწვევს ნაკრების კიდევ უფრო ძლიერ გუნდად ჩამოყალიბებას და 6 ერიც მალე მოვა ამ ფონზე!
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად