საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საასპარეზოდ პორტუგალიაში მიემგზავრება. პორტუს მოსაზღვრე ქალაქ მატოსინოსში 21-დან 30 ივლისის ჩათვლით კონტინენტის 22 ქვეყნის ნაკრები შეიკრიბება და იმ 3 საგზურისთვის იბრძოლებს, რომელთა მფლობელებიც მომავალ, 2024 წლისთვის ელიტარულ, A დივიზიონში იასპარეზებენ.

22 გუნდი 4 ჯგუფშია გადანაწილებული. A და C ჯგუფები 5-გუნდიანია, ხოლო B და C – 6-იანი. ირაკლი ძიძიგურის, ნიკა მეტრეველისა და ანდრო ანთელიძის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები B ჯგუფშია, სადაც მეტოქეებად სლოვაკეთი (21 ივლისს ვეთამაშებით), უნგრეთი (22 ივლისი), ალბანეთი (23 ივლისი), მონტენეგრო (25 ივლისი) და ბოსნია (26 ივლისი) ჰყავს.

გათამაშების ფორმატის თანახმად, საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას ჯგუფის 2-2 საუკეთესო გუნდი განაგრძობს, რომლებიც მეოთხედფინალში დაწყვილდებიან (A – B ჯგუფთან, ხოლო C ჯგუფი D-სთან). შესაბამისად, თუკი საქართველო პლეი-ოფში გავა, მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში მეტოქეებად A ჯგუფის (ავსტრია, ისლანდია, დიდი ბრიტანეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, ნორვეგია) წარმომადგენლები ეყოლება.

საქართველოს ნაკრებმა B დივიზიონისთვის კარგი მოსამზადებელი შეკრება გაიარა. თავდაპირველად, 50-ზე მეტი კანდიდატი გამოიცადა, საიდანაც 16 შეირჩა და სწორედ ამ შემადგენლობით გაემგზავრა ნაკრები უცხოურ შეკრებაზე. ჩვენმა ნაკრებმა შეკრებები გაიარა ლატვიაში, ფინეთსა და ესტონეთში, რომლის განმავლობაშიც ამ ქვეყნებისა და უკრაინის ნაკრებთან მთლიანობაში 7 საკონტროლო მატჩი გამართა, რომლებშიც მარცხი განიცადა, თუმცა დიდი გამოცდილება მიიღო.

საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ხვალ, გამთენიისას გაემგზავრება და 21 ივლისიდან ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში სლოვაკეთთან დაპირისპირებით ჩაებმება. შეხვედრა თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

GBF

წარმატებები! საკმაოდ რთული ჯგუფია
გიო
შემადგენლობა რატო არ გამოაქვეყნეთ საინტერესოა ვის უნახავთ ერთი გამაგებია. სად წავა მაინც გამოჩნდება ...
გიო
შემადგენლობა რატო არ გამოაქვეყნეთ საინტერესოა ვის უნახავთ ერთი გამაგებია. სად წავა მაინც გამოჩნდება ...
მოქალაქე
გვარები რატო არ გიწერიათ საინტერესოა ძაან
აბდულა
ძაან არ მინდა 20 ების ბედი გაუზიარონ...მაგრამ ისეთი ბავშვები დატოვეს რომ გაგიკვირდება ადამიანს
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა