კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაკ-ის "დილასთან" მარცხს სლოვაკურმა პრესამ კატასტროფა უწოდა, უკრაინულმა "სპორტმა" სენსაცია, ua-football-მა აღნიშნა, რომ ფეხბურთში პროგნოზების გაკეთება არასაიმედოა, რამეთუ ყველა ფავორიტად დუნაისკა სტრედულ გუნდს მიიჩნევდა, შემდეგ ეტაპზე კი გორული კლუბი გავიდა.

მეორე ეტაპზე "დილა" "ვორსკლას" დაუპირისპირდება და მომავალი შეხვედრის წინ Sport.ua-მ ინტერვიუ პოლტავური გუნდის ვეტერან მცველს იგორ პერდუტას ჩამოართვა.

- ამჟამად გუნდი პოლონეთშია, მაგრამ, ალბათ, ეს შეხვედრები ნახეთ. რით დაგამახსოვრდათ "დილა"?

- ბურთის კარგი კონტროლით, მებრძოლი ხასიათით. პირველ მატჩში ქართველები დაირაზმნენ და თამაშში გარდატეხა შეიტანეს, რომელიც მათთვის წარმატებულად არ მიმდინარეობდა.

- თქვენ იცნობთ მეკარე კუჩერენკოსა და თავდამსხმელ კოვტალიუკს, რომლებიც "დილას" ღირსებას იცავენ?

- არა, არ ვიცნობ, მხოლოდ ის ვიცი, რომ უკრაინელები არიან.

- ის, რომ "დილას" სათავეში უკრაინელი სპეციალისტი ანდრეი დემჩენკო უდგას, ქართულ გუნდს სარგებელს მოუტანს?

- არ მგონია. ყველაფერი პირველ რიგში ჩვენზე იქნება დამოკიდებული, როგორ განვეწყობით და მოვახერხებთ თუ არა ჩვენი საუკეთესო უნარების წარმოჩენას. თუ დაპირისპირებებს საბრძოლო სპორტულ ფორმაში შევხვდებით, მაშინ არავითარი ინფორმაცია, რომელსაც დემჩენკო "ვორსკლაზე" ფლობს, "დილას" დივიდენდებს ვერ მოუტანს.

- დღეს "ვორსკლა" პოლონურ შეკრებაზე ბოლო სპარინგს გამართავს. გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობას როგორ შეაფასებთ?

- ჩემი აზრით, მთავარია ლაზარეთი დაცარიელდა. ბიჭები მოტივირებულები არიან, იმის სურვილი აქვთ, დაამტკიცონ, რომ ევროთასზებზე წინა წარუმატებლობებიდან სწორი დასკვნები გაკეთდა.

- ევროტურნირებზე ორ უკანასკნელ დაპირისპირებებში პოლტაველებმა დასკვნით წუთებში გაუშვეს გოლები და დამარცხდნენ.

- იმის გამო არ მოვიპოვეთ ასეთი შრომით კონფერენს ლიგის საგზური, რომ პირველივე მატჩების შემდეგ გამოვვარდეთ.

27 ივლისს "ვორსკლა" "დილას" პოლონეთის ქალაქ ტიხის სტადიონზე უმასპინძლებს, სადაც რამდენიმე დღის წინ ადგილობრივ გუნდს შეხვდით.

- ძალიან ლამაზი სტადიონია, დღევანდელი დღის ყველა მოთხოვნას პასუხობს. დაგვამახსოვრდნენ გულშემატკივრებიც, რომლებიც თავიანთ გუნდს გულმხურვალედ ქომაგობდნენ. იმედი მაქვს, 27 ივლისს მე-12 ფეხბურთელი ძალიან დაგვეხმარება.

ლაშა
მოუტანს, მოუტანს...
მდაა...
რა დღეში გაქვს ნერვები ბიჭოო?!...
რრრ
ერთადერთი რისიც მეშინია ფიზიკური გამძლეობაა დაახლოებით 75 წუთის მერე ამ კუთხით ყველა ქართულ გუნდ პრობლემა ააქ, ამიტომ გორელებმა რომლებიც საინამდე დაიღლებიან უამრავ საგოლე მომენტს ქმნიან და მაქსიმალურად უნდა მოახდინონ მათი რეალიზება.
შულაია
წევიდა აპაა!! უკრაინის,ზელენსკიის,არახამიას გინებაააააა.....როგორ გვაკადრა ქართველებს მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელმა- ვერ მოგვიგებთო და ჩვენიანი მწვრთნელიც ვერ გიშველითოოოო....
მწარე
ვა-შააა!!!
მელა
დილა საკუთარ კედლებში კარგად თამაშობს არამგონია მიხეილ მესხზე წარმატებას მიაღწიონ დამიჯერეთ ეგრეა არამგონია ადგილობრივებმა სტადიონი შეავსონ წარმატებები სამივე გუნდს.
სიმართლე
გორია დილა ღირსია მიხეილ მესხის ულამაზეს სტადიონზე უამრავი გულშემატკივრების თანხლებით გავიდეს შემდეგ ეტაპზე !!!!
G.LA
რეებს წერთ რა აუვარდა თავში უკრაინელს ამ პასუხებით, თქვაას წავაგებთ გამოვარდებითო? მე კი მგონია რომ დემჩენკო ძაალიან მოტივირებული იქნება ვორსკლასთან და იმედია ბიჭებიც გვერდს აუბავენ. ვორსკლა არაფრით გამორჩეული გუნდია, ძალიასმიერ ფეხბურთს თამაშბს და სლოვაკურ გუნდზე ძლიაერი ნამდვილად არაა. შახტარს, დინამოს და ზორიასაც ძალიან ჩამორჩებიან ყველაფრით.
Status quo
ბურიაკის როყიო ნათქვამის შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება,რომ უკრაინელებს თავში აუვარდათ რუსების წინააღმდეგ რომ იბრძვიან და ყველა ეხმარება.მტრისას, თუ მოიგეს. რუსეთუმე არა ვარ და ჩემზე მეტად არავის გძულთ ეს საღორეთი, მაგრამ ობიექტური ვარ.
კარაკასი
ამ უკრაინელებს ძაან გაუმძაფრდათ ამ ბოლოს ესეთი აგდებული საუბარი!
ნოდო
რა უაზრო კომენტარია
ლაშა
25 ივლისი „ჰამრუნ სპარტანსი“ (მალტა) – „დინამო თბილისი“ 3 აგვისტო „დინამო თბილისი“ – „ჰამრუნ სპარტანსი“ 27 ივლისი „ვორსკლა“ (უკრაინა) – „დილა“ 3 აგვისტო „დილა“ – „ვორსკლა“ 27 ივლისი „ტორპედო (ქუთაისი) – „აქტობე“ (ყაზახეთი) 3 აგვისტო „აქტობე“ – „ტორპედო“
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 იბერია 1999. ...პასუხი ფსიქოლოგებისთვის მიგვინდვია...
ანდრეი დემჩენკო: ყველაფერი გავაანალიზეთ და მოგება შეგვიძლია
ეს "დილაა" - გორულმა გუნდმა გაიმარჯვა და მესამე რაუნდში გავიდა! [VIDEO]
აზაროვის საგოლე პასი - "შახტარი" თასის მფლობელიც გახდა [VIDEO]
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
გორის "დილა" - პოლტავის "ვორსკლა" [LIVE]
კოვტალიუკი "დილადან" "ვორსკლაში" გადავიდა, რომელსაც ზაფხულში ორი გოლი გაუტანა
"შახტარი" "ვორსკლასთან" დამარცხდა - გოჩოლეიშვილის 90 და აზაროვის 83 წუთი [VIDEO]
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-1 დილა. ვის არგო და ვის აწყინა სანაკრებო პაუზამ?