ფონდ „ახალი საზოგადოების“ ინიციატივით და რაგბის კავშირთან პარტნიორობით, Entrepreneur Georgia-მ პირველი ქართული სარაგბო კომიქსი „შერკინება“ გამოსცა, რომლის შეძენა მსურველებს უკვე შეუძლიათ „ბიბლუსის“ მაღაზიებში.

კომიქსის მიზანია რაგბის, ზოგადად სპორტის და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, ასევე სკოლის ბავშვებისა და მოზარდებისთვის რაგბის ღირებულებების და წესების მარტივი ენით მიწოდება.

ისტორია რეალურ ამბავზეა აგებული. მოქმედება ქუთაისში ხდება, სადაც 12 წლის ვაკოს ძალიან უყვარს რაგბი და სურს უფროსი ძმასავით წარმატებული მორაგბე გახდეს, რათა დაიცვას სკოლის ღირსება სასკოლო ჩემპიონატში. ვაკოს ამ გზაზე არაერთ სირთულესთან უწევს შერკინება.

„ახალგაზრდების ჰარმონიული განვითარება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. რაგბი ბავშვების განვითარებისთვის სპორტის გამორჩეული სახეობაა. აქ 15 პოზიციაა და ეს გაძლევს შესაძლებლობას ყველა ზომისა თუ წონის ბავშვი ათამაშო. ამას ემატება ის ღირებულებები და ფასეულობები, რომლებსაც ყველა ვიზიარებთ. დღეს საქართველოში რაგბი თითქმის ყველას უყვარს, მაგრამ ბევრს არ აქვს გათვითცნობიერებული მისი წესები და რაობა, კომიქსის მეშვეობით კი ბავშვები რაგბს ადვილად შეისწავლიან“ – ამბობს ლუკა ქამუშაძე, „ახალი საზოგადოების“ დამფუძნებელი, რომელიც პროექტის ავტორია:

„დაგეგმილი გვაქვს კიდევ 8 სერიის გამოცემა. ზოგადად, სპორტული კომიქსები მსოფლიოში პოპულარულია, „შერკინება“ კი პირველი ქართული სპორტული კომიქსია, რომლის სიუჟეტი და თემატიკა თავიდან ბოლომდე ქართულია და საინტერესო ნახატებითაა გაფორმებული. გამოცემამდე კომიქსმა დიდი გზა გაიარა, ორჯერ იყო წარმოდგენილი ანგულემის (საფრანგეთი) კომიქსების საერთაშორისო ფესტივალზე და დიდი მოწონება დაიმსახურა“.

პირველი სარაგბო კომიქსის გამოცემას მიესალმება რაგბის კავშირის პრეზიდენტის მრჩეველი ნიკა ალავიძე:

„ეს არის საგანმანათლებლო სახის ისტორია ორ ძმაზე, რომლებიც რაგბის სკოლის გუნდში თამაშობენ. რაგბის ღირებულებები და შინაარსი კარგად არის გადმოცემული როგორც თხრობითი, ასევე ვიზუალური სახით. საინტერესო ისტორიას თან ახლავს მარტივად ახსნილი რაგბის წესები, ტერმინების განმარტებები. ის ხელს შეუწყობს რაგბის პოპულარიზაციას და განვითარებას, რადგან სახალისო საკითხავია როგორც ბიჭებისთვის, ასევე გოგონებისთვის“.

RUGBY.GE

სოსო
ნებისმიერი ღონისძიება,რაც ბავშვებს სპორტთან,ცხოვრების ჯანსაღ წესთან და წიგნთან(თუნდაც ეს კომიქსი იყოს)დააკავშირებს,მისასალმებელია.
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"