ამხანაგურ მატჩში „ნაპოლი“ წვიმიან ამინდში „სპალს“ დაუზავდა - 1:1.

ხვიჩა კვარაცხელია აქტიური იყო, ყველა სტანდარტულს ასრულებდა, პარტნიორებს პასებით ამარაგებდა, ბურთი ხარიხას გაარტყა და სეზონის პირველი შეხვედრის კვალობაზე ურიგოდ არ გამოიყურებოდა. გასათვალისწინებელია, რომ მან ვარჯიში რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

„ნაპოლის“ ახალმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ ფაქტიურად სათადარიგო სასტარტო შემადგენლობა დააყენა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. კვარაცხელია და სხვა წამყვანი ფეხბურთელები შესვენების შემდეგ შევიდნენ შეცვლაზე და თამაშის სურათი შეიცვალა: ოსიმენის პასის მერე ხვიჩას დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, „კვარამ“ რასპადორი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ მან მიზანს ვერ უწია, კონტრშეტევისას კი მეტოქე მეკარე მერეტის შეცდომის შედეგად კურიოზული გოლით დაწინაურდა. თუმცა, მერე ანგისამ ანგარიში გაათანაბრა. წვიმა თანდათან გაძლიერდა, "სპალს" კონტრშეტევისას კიდევ ერთი შანსი მიეცა, თუმცა თავისი გუნდი მერეტმა იხსნა, ბოლოს ხვიჩას პასებით ოლივეირამ და ოსიმენმა ვერ ისარგებლეს და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

შეხვედრას "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მეუღლესთან ერთად დაესწრო, ტრიბუნაზე მათთან კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი იმყოფებოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჯუღელი იტალიაში ხვიჩას კონტრაქტის განახლების საკითხის განსახილველად ჩავიდა. Sky Sport-ის მტკიცებით, აგენტი დე ლაურენტისს სხვა ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელებსაც შესთავაზებს.

შემდეგ სპარინგს „ნაპოლი“ 29 ივლისს „ჰათაისპორთან“ ჩაატარებს.

დიმარო. „კომუნალე“

ნაპოლი - სპალ 1:1

გოლები: 0:1 პულეტო (62), 1:1 ანგისა (73)

aburjga
კი, მასე იქნება ფაჩუჩებს თუ გამოიცვლის და ბუცებს ჩაიცვამს!
ძველი გულშემატკივარი
პირველი თამაშის თაობაზე ძალიან კარგად ითამაშა, პარტნიორებიც უფრო ხშირად აძლევდნენ პასებს (ეს მისდამი მწვრთნელის დამოკიდებულებაზე მიუთითებს), კარგად დაარტყა და 2-3 შესანიშნავი გამჭოლი პასიც გააკეთა. კიდევ ერთი რაც მომხვდა თვალში: თავის ნახევარზე არ ჩამოსულა და ბურთის დაკარგვის შემთხვევაში იქვე ერთვებოდა მის დასაბრუნებლად. ანუ სპალეტის კონცეფციიდან განსხვავებით წელს უფრო თავდასხმაზე ორიენტირებულ და ხშირ შემთხვევაში 10 ნომრად მოთამაშე ხვიჩას ვიხილავთ. როგორც "ფეოლა" იტყოდა : "მე ძალიან კმაყოფილი ვარ მისი თამაშით".
რობი
ალბათ მეორე ტაიმში გამოსული ფეხბურთელები იქნებიან ძირითადის მოთამაშეები, გამიხარდა მათ რიგში რასპადორიც რომ მოხვდა, არაა ცუდი ფეხბუთელი, ხვიჩა კი ამ სეზონში ჩემი აზრით უფრო უკეთესი იქნება ვიდრე წინაში, ორჯერ მეტ ასისტს გააკეთებს და 20 მდე გოლს შეაგდებს!

:)))))) მთლად ილია მეორეს ვერ დავაბრალებთ ადამიანის ცხოვრებაში წარუმატებლობის სერიას, მაგრამ შესრულების კლასი აკლია კვარას. იმედია დახვეწავს მაგასაც და ყველა შანსს გამოიყენებს სეზონში.
ალექს
ნეტავი მასე დამლოცავდეს ვინმე, იტალიის სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ხელფასი მილიონით გაეზარდა.
ბს
გოლი გააკეთა ოსტმნნმა
თენგო
კვარას აშკარად მომატებული აქვს წონაში, ჩვეულებრივი ამბავია. პროფესორობა არ გინდათ, მეორედ შეეხო კაცი ბურთს, დასვენების შემდეგ და უკვე დასკვნებს აკეთებთ. მოიცადე!
დავით 67
ჩემი დაკვირვებით წელს ნაპოლი ჩემპიონობა გამორიცხულია. ეს იცოდა სპალეტიმ და ამიტომ წავიდა. გამარჯვებული უნდოდა წასულიყო. ხუთეულში თუ მოხვდა ნაპოლი ეს იქნება მისი მაქსიმუმი .
ემზარი
ძალიან მომატებულია და მოუწევს წონის დაგდება. იმედია უმტკივნეულოდ შეძლებს ამას.
რრრ
პრე ასისტი იყო.
ILIA
ორი კარგი ამბავი: ხვიჩა კარგ ფორმაშია; პასებს გაცილებით ხშირად აძლევდნენ.
ეჰჰ
რა მაგარი ცოდო ხარ ნეტავ გესმოდეს მაინც ეგ მინიმუმი.
ლაშა
პ. ს.-ში დე ლაურენტისი ვიგულისხმე...
გულშემატკივარი
მე ძალიან ვისიამოვნე როგორც ყოველთვის კვარას თამაშით!!! გაიხარე ხვიჩა წარმატებები❤️
ქუთაისი
კვარა უნდა თამაშობდეს ცენტრში. საჯარიმოს მისადგომებთან.
ლაშა
ზელინსკის ასისტით გაუტანია ანგისას!
ლაშა
ანგისამ ხვიჩას ასისტით გაიტანა გოლი!
ლაშა
შესთავაზოს მერე U21-ის ნიჭიერი ფეხბურთელები (ვინძლო ასევე გ. წიტაიშვილი?!), ამას რა სჯობს? ეს მართლაც კარგი ამბავი იქნება და ძვირიც არ დაუჯდება დე ლაურენტისს... პ. ს. ისე, ალბათ ფეხზე რომ დგება ყოველთვის სკამზე იყურება რაიმე ხომ არ დამრჩაო...
მეტი ივარჯიშე
დამთხვევაა მაგრამ ფაქტია და რას იზამ ილია მეორემ რომ დალოცა იმის შემდეგ გოლი არ გაუტანია ამ კაცს.დღესაც ცარიელ კარში ვერ გაიტანა.
ilar10N YouTube
1 პასი ჩაუჭრეს კვარას, დანარჩენი უშეცდომო იყო. საგოლე კომბინაცია დაიწყო მაგარი გამჭოლი პასით ჟელისნკიზე და + ძალიან მაგარი მაგჭოლი პასი გააკეთა ოსიმენზე, შეატოვა მეკარეს 1-1 ზე და იმან ბოდიალი დაიწყო და ვერ შეაგდო ))
მიშა
სძლია ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია სძლია სძულს სძალო სძლიასო წვიმა იყო და ყინავსო
"ღმერთო დიდებულო, როგორ უყვარს ამ ბიჭს არაერთგვაროვანი ასპარეზობა" - ინგლისური მედია მამარდაშვილის თამაშს გამოეხმაურა
[VIDEO] მამარდაშვილის დიდებული მოგერიებები - "ლივერპულმა" თასზე "ტოტენჰემს" სძლია
წიტაიშვილი ლა ლიგაში პირველ გოლთან ახლოს იყო - "რაიო ვალეკანომ" "ესპანიოლს" მოუგო
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
[VIDEO] 5-გოლიანი თრილერი "სან სიროზე" და "ნაპოლის" ზედიზედ მეორე მარცხი
ოპერაცია გულის არითმიის გამო - "ნაპოლის" სკოტ მაკტომინი გამოაკლდა
კვარაცხელია "სპალთან" სათადარიგოა - ჯუღელი ტრიბუნაზე დე ლაურენტისთან ერთად იმყოფება
სერია A. I ტური. ფავორიტებმა 3-3 ქულით დაიწყეს [VIDEO]
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
[VIDEO] "არსენალმა" სტუმრად "ნაპოლის" მოუგო - "სპორტინგმა" "გალათასარაის" თამაში შემოუტრიალა
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
მადრიდის "ატლეტიკომ" და სპალ-მა ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი სინჯებზე მიიწვიეს
"ბრეშიამ" მარიო ბალოტელის გოლით იმარჯვა და ბოლო ადგილს თავი დააღწია [VIDEO]