ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ხვიჩას პირველი მატჩის შეფასება ახალ მწვრთნელთან, განსხვავება სპალეტის ტაქტიკასთან და ანგისას როლი...

ხვიჩას პირველი მატჩის შეფასება ახალ მწვრთნელთან, განსხვავება სპალეტის ტაქტიკასთან და ანგისას როლი...

რა თქმა უნდა, "ნაპოლის" ერთი ამხანაგური მატჩით ("სპალთან" 1:1) სიღრმისეული ანალიზის შემოთავაზება სწორი არ იქნება, თუმცა, იმ დიდი ინტერესიდან გამომდინარე, რაც ამ გუნდისა და ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ არსებობს, რუდი გარსიას ხელმძღვანელობით ქართველის მიერ ჩატარებული პირველ მატჩის ანალიზი მოგვიწევს.

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ სპალეტისა და გარსიას ტაქტიკებს შორის დიამეტრალურად განსხვავებები არაა, რგოლებში გუნდი ერთნაირი რაოდენობის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. მთავარი ცვლილება, რაც ფრანგმა გუნდის თამაშში უნდა შეიტანოს, ნახევარდაცვის იმგვარად გარდაქმნაა, მათ თამაში მხოლოდ მაშინ არ გამოსდიოდეთ, როცა ისინი ბურთით არიან. ე.წ. გეგმა ბ სპალეტის განკარგულებაში, ფაქტობრივად, არ ყოფილა. სანამ შუა ხაზში ტრანსფერებს არ ვნახავთ, ამ მხრივ დასკვნები მაინც ნაადრევია, თუმცა მწვრთნელი ამაზე მეტს უნდა მუშაობდეს - ასე ჩანს...

ვიცით, რომ გარსია ზამბო ანგისას კარგად იცნობს და მის შესაძლებლობებში დარწმუნებულია. ამან გუნდს დამატებითი არსენალი უნდა მისცეს. კამერუნელის გოლი იქნებ ამ ფაქტორსაც უნდა დავუკავშიროთ. გვახსოვს, გასულ სეზონში, მსოფლიო ჩემპიონატამდე ანგისა რა კარგად გამოიყურებოდა როგორც ართმევებში, ასევე შეტევით ფაზაში, ამის შემდეგ კი მაისის ბოლომდე "ნამდვილ" ზამბოს ვეძებდით. მთავარია, როგორ დაკომპლექტდება ნახევარდაცვა. "სპალთან" მატჩში იმაშიც დავრწმუნდით, თუკი კარგ ფორმაშია, პიოტრ ზელინსკის რესურსი აქვს, არაერთი შედეგიანი პასი ჰქონდეს. პოლონელს "ლაციოს" უკავშირებენ, მომავალი სეზონის დაწყებამდე ცოტა რჩება და გუნდის გადაწყობას დრო დასჭირდება. წინა ზაფხულისგან განსხვავებით, ტრანსფერები აშკარად გვიანდება.

რა თქმა უნდა, ნახევრად ექსპერიმენტულ შეხვედრაში შედეგი მთავარი არაა და დასაფიქრებლად ეს ფრე იქნებ უკეთესიც იყოს, თუმცა ფრანგ სპეციალისტს ერთი დილემა მუდმივად ექნება, სუსტი გუნდები ეცდებიან, მოქმედ ჩემპიონს ქულები ყველა გზით დააკარგვინონ. ნეაპოლელთა ცებტრალური დაცვის რესურსი საკმარისი ნამდვილად არაა და კიმის შემცვლელი მაქსიმალურად მალე უნდა იპოვონ. ასევე, ალექს მერეტის სტაბილურობა ნამდვილად არ აქვს...

რაც შეეხება კვარაცხელიას - ხვიჩა, ტრადიციულად, მონდომებული იყო და თავის საუკეთესო თვისებებს ავლენდა. მართალია, "კვარას" "მშრალი" სერია აქვს, თუმცა ის გასული სეზონის ბოლოსაც ისეთი იყო, როგორც 24 ივლისის მატჩში - მუდმივად მოძრაობაში მყოფი, გამწვავებასა და თანაგუნდელების პასებით მომარაგებაზე ორიენტირებული. მას ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება ჰქონდა და ეს აღსანიშნავია. ჩვენებურს გატანაც შეეძლო და "ასისტენტად" ყოფნაც. თუკი დარჩენილ დროში რამე არ შეიცვლება, ქართულ-ნიგერიული დუეტი ისევ ერთად გააგრძელებს და მათ სიმწვავეს ახალი ელემენტები დაემატება. რასპადორისაც დიდი ამბიციები აქვს.

ორი საკითხია საინტერესო: პირველი - გარსიას ტაქტიკაში კვარაცხელიას რამდენად ექნება დავალება, დაცვით ფაზაშიც ისეთივე აქტიური იყოს, როგორც ამას სპალეტის დროს ვხედავდით. თუკი ახალი თავკაცი უფრო მრავალფუნქციურ ნახევარდაცვას ჩამოაყალიბებს, ხვიჩას მაქსიმალურად მეტი თავისუფლება უნდა მიეცეს. როგორც რუდის ზოგადი განცხადებები, ასევე მატჩი, ამის დასკვნის საფუძველს გვაძლევს, მაგრამ ისევ გავიმეორებთ, რომ დარჩენილი ამხანაგური მატჩები უფრო მეტს გაგვაგებინებს. რაც შეეხება მეორე ამბავს, სპალეტის გუნდის ნაკლი თუ რამე იყო, ეს სტანდარტული მდგომარეობების ცუდად გამოყენებაა. საქმე მხოლოდ პენალტებში არ ყოფილა, საჯარიმო დარტყმებზეც იმავეს ვიტყოდით და კუთხურებისას ცოტა გაუგებარ ვითარებას ვხედავდით, სადაც მარიო რუი აუცილებლად მონაწილეობდა; ალამთან ერთზე მეტი ფეხბურთელი იყო, კვარაცხელიას კი მხოლოდ ე.წ. გადმოვარდნილ ბურთებზე ვამჩნევდით, საიდანაც რამდენიმე ხიფათი შექმნა. "მილანთან" გუნდმა ათზე მეტი კუთხური ჩააწოდა, ამას კი შედეგი არ მოჰყოლია. ყველაზე მწვავე მაინც 77-ე ნომრის ჩაწოდებები იყო, თუმცა ეს იშვიათად ევალებოდა. ისე გამოიკვეთა, რომ ხვიჩამ კუთხურები ხშირად უნდა შეასრულოს და ეს გარსიას სწორი სვლა იქნება.

შემდეგი მატჩი 29 ივლისსაა, ლობჟანიძისა და აბურჯანიას "ჰათაისპორთან".

• ნიკო

რატო ხარ დაბოღმილი? რაზე იყრი ჯავრს. რას ცდილობ ამ კომენტარით?

წარუმატებელი და უბადრუკი ლუზერის თავის დასამშვიდებელი და ღატაკი ცხოვრების გამომხატველი კომენტარი. არ იდარდოთ, თქვენც მიაღწევთ რაღაცას. სულ ასე არ იქნებით სხვის ცუდის სურვებაზე ორიენტირებული. გირჩევდით რამოდენიმე წიგნი წაგეკითხათ. სხვა ადამიანის მიმართ პატივისცემას და სხვისი ცხოვრების სირთულეებს დაგანახებდათ. ❤️ წარმატებები!

• გიო

1212-ჯერ მ.......ნი ყველა და ყველაფერი

• 1212

კვარა წადი წალენჯიხაში სანამ უდინეზეში არ გაგიშვეს

• სოსო

შარშან,სეზონის დასაწყისში,შეტევისას,ბურთი ხშირად,პირდაპირ ერთი პასით გადადიოდა,ერთი ფლანგიდან მეორეზე.ეს ,თავისუფალ სივრცეებს ქმნიდა და შეტევაც მწვავე გამოდიოდა.მერე და მერე,ეს დაიკარგა და სპალთან თამაშშიც,ერთი ფლანგიდან მეორეზე,3-4 პასით თუ მიდიოდა!რა თქმა უნდა, მოულოდნელობა აღარ არის.ამ ერთ წელიწადში,ხვიჩას ფიგურა,საგრძნობლადაა შეცვლილი.დღეს ის,ბიჭი კი არა,მძლავრ სხეულიანი მამაკაცია,რომელიც თამაშის სტილის შეცვლასაც გამოიწვევს.ამ სეზონში,მას ფიზიკა,უკან ჩამოსასვლელადაც ეყოფა და შეტევაში მძაფრი თამაშისთვისაც,თუმცა სავარაუდოდ,მასის მატებიდან გამომდინარე,აღარ იქნება ძველებურად ბურთიანად მოფარფატე,მიმართულების წამიერი შეცვლის უნარით.ვფიქრონ უფრო წინ,სხეულის მასის და ფიზიკური ძალის გამოყენებით დრიბლინგები წამოიწევს,ფილიგრანულ ტექნიკასთან ერთად.ერთიცაა,შარშან სეზონის დასაწყისში,ხვიჩა ძალიან დიდი სიზუსტით ურტყამდა კარში.გაზაფხულისაკენ ეს სიზუსტე შემცირდა და შესაბამისად შედეგიანობაც გაქრა.ჩვენ ყველაფერს გადაღლას ვაბრალებდით,მაგრამ ეს შესაძლოა მასის მომატების გამო,სხეულის მექანიკის შეცვლამაც გამოიწვია.ამ შემთხვევაში,უკვე სხვანაირ სხეულს,სხვანაირი ტექნიკა დასჭირდება და ხვიჩა უნდა გადაეწყოს.ამას კი დრო დასჭირდება.ვნახოთ,მალე ყველაფერი გამოჩნდება.თუ ის ტექნიკა ჰქონდა და სხვა დასჭირდა,სხვანაირ,ადაპტირებულ ტექნიკასაც აითვისებს. რაც მე დავწერე,ეს რა თქმა უნდა, უბრალოდ მდგომარეობის ახსნის ჰიპოთეზაა,რომელსაც არსებობის უფლება აქვს,მაგრამ სულაც არ არის სავალდებულო,სიმართლე იყოს.

• ყურშა

ხვიჩამ კრეატივი უნდა შეიტანოს მის თამაშში .

• ბმბ

დისლაიქების სავარაუდო ავტორები: ჰავლაბრელი ყლაიმაზა, ოდყალა, ზყლურა222...

• მინდია

იფრინე,ჩვენო ხვიჩა,სულ მაღლა და მაღლა იფრინე,შენც იხარე და ჩვენც მრავალჯერ გაგვახარე!

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?

L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა

"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"

[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?

Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა