უნგრეთის გრანპრის წინ "ზაუბერის" ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ მომავალ სეზონში პილოტთა შემადგენლობა უცვლელი დარჩება
ამ კვირას გასამართი უნგრეთის გრანპრის წინ "ზაუბერის" ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ მომავალ სეზონში პილოტთა შემადგენლობა უცვლელი დარჩება. გუნდის მფლობელის - პიტერ ზაუბერის თქმით, მას სავსებით აკმაყოფილებს კამუი კობაიასისა და სერხიო პერესის მუშაობა.

"ორივე პილოტი ჩვენს მოლოდინს აჭარბებს. ისინი ჯერ კიდევ ახალგაზრდები არიან, მაგრამ თითქმის არაფრით ჩამოუვარდებიან უფრო გამოცდილ მეტოქეებს. მოხარულები ვართ, რომ არ შევცდით ჩვენს არჩევანში. კამუისა და სერხიოს წინ დიდი წარმატება ელით", - ამბობს პიტერ ზაუბერი.

"ლოტუსის" წევრი იარნო ტრული დაიბრუნებს მალაიზიური საჯინიბოს საპრიზო პილოტის სტატუსს. როგორც იცით, ერთი კვირის წინ გერმანიის გრანპრიზე იტალიელი პილოტი ინდოელმა კარუნ ჩანდჰოკმა შეცვალა, მაგრამ ძალიან წარუმატებლად, რადგან ინდოელი გამარჯვებულს ოთხი წრით ჩამორჩა.

"ისევ საქმეში ვარ, - განაცხადა ტრულიმ. - მიხარია, რომ ასე სწრაფად შევძელი დაბრუნება. მოუთმენლად ველი უნგრეთში რბოლას და დადებით შედეგზე ვარ განწყობილი. ვფიქრობ, ჩემპიონატის დასასრული ძალიან საინტერესო გამოვა".

ერთ-ერთ წინა ნომერში ვწერდით იმის შესახებ, რომ უნგრეთის გრანპრი საიუბილეო იქნება "მერსედეს გრანპრის" პილოტ ნიკო როსბერგისთვის - გერმანელი მეასედ გავა ტრასაზე.

"ჰუნგარორინგის" რბოლას კიდევ ერთი იუბილარი ეყოლება. "მაკლარენის" ბრიტანელი წევრისთვის ჯენსონ ბატონისთვის ეს იქნება კარიერაში რიგით მეორასე ეტაპი. მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონი იმედოვნებს, რომ საიუბილეო რბოლა წარმატებით ჩაივლის.

"არც კი მჯერა, რომ უკვე ამდენი სტარტი დამიგროვდა. თუმცა ზუსტად იგივე ენერგია და შემართება მაქვს, რაც 2000 წელს, როცა სადებიუტო რბოლა ჩავატარე. იმედი მაქვს, ასეთი იუბილე კარგი შედეგით დასრულდება. ამის მჯერა, რადგან "ჰუნგარორინგი" ძალიან ჰგავს მონაკოს, იქ კი ორი თვის წინ ჩვენი ბოლიდები ძალიან სწრაფები იყვნენ", - ამბობს Autosport-სთვის მიცემულ კომენტარში ბატონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ