ყოფილმა ნახევარმცველმა ვინჩენცო მონტეფუსკომ, რომელიც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში "ნაპოლის" ღირსებას იცავდა, Tele A-ს გადაცემა "ოფსაიდში" ხვიჩა კვარაცხელიას დაბალი ხელფასის გამო გაკვირვება ვერ დამალა:

"მე ვერ გავიგე, ვიქტორ ოსიმენი რატომ უნდა გამოიმუშავებდეს 7-8 მილიონ ევროს, როდესაც ხვიჩა კვარაცხელია კონტრაქტის განახლების შემდეგ 2.5 მილიონს მიიღებს. ნიგერიელის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, დამანგრეველი ფეხბურთელია, მაგრამ ვის შეუძლია ამ ორ თავდამსხმელს შორის გასამრჯელოს ასეთი უზარმაზარი სხვაობის მიზეზი ამიხსნას?

ჩემთვის გულდასაწყვეტია, რომ ასეთი შეუსაბამობა არსებობს. ეს სამარცხვინოა. ვუყურებ კვარაცხელიას და ვფიქრობ, ძალიან ძლიერია, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა".

მონტეფუსკოს ჟურნალისტმა გაეტანო იმპარატომ უპასუხა: "ჩემთვის ნამდვილი სკანდალია, რაც ირვინ ლოსანოს ეხება. შეუძლებელია მექსიკელმა 4 მილიონ ევროზე მეტი მიიღოს".

სოსო
იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელებს,რამდენს აძლევენ,ხელფასს?მათ შორის საუკეთესოს,რომ 3-4 ჯერ ნაკლებს გადაუხდი,მაგას რა ჰქვია?თქვენც სადღაც მუშაობთ და თქვენ რანგის თანამშრომლებთამ შედარებით,სამჯერ ნაკლები რომ შემოგთავაზონ,დათანხმდებოდით?გულზე ხელი დაიდეთ და ისე თქვით!თანაც 5 წლიან კონტრაქტზეა ლაპარაკი და კაპიკიც რომ აღარ მოუმატონ,კანონიერი უფლება აღარ ექნება.გამოსასყიდიც ისეთია,ადვილად ვერავინ გამოისყიდის.ჰოდა ამას რა ჰქვია?ბაზარში ორი გიჟია,მყიდველი და გამყიდველიო!რომელია გიჟი,დე ლავრენტისი თუ ჯუღელი?თავისას,არც ერთი არ დაკარგავს,აი ხვიჩა კი,ვირის მუშა გამოდის!საფეხბურთო კარიერა ხანმოკლეა და არავინ იცის,როგორ განვითარდება,კონტრაქტი,27 წლისას დაუმთავრდება და ღმერთმა იცის რა მდგომარეობაში იქნება.უამისოდაც,სხვაზე მეტს რომ აკეთებს,რატომ უნდა მისცენ სხვებზე ნაკლები?ამას პირდაპირი ახსნა არა აქვს,რაიმე ფარული მიზეზები უნდა ჰქონდეს და სწორედ ამას ვამბობ!დე ლავრენტისიც ოდიოზურის სახელით სარგებლობს და არც ჯუღელზეა მაინც და მაინც კარგი აზრი.ჰოდა ეჭვებიც, სრულიად ბუნებრივად ჩნდება!
ნაპოლეონი
მთავარია ელგებეტე . . . პროევროპელებო ხედავთ რა ხდება. . ზანგს რატო აქ მერიის. . .ხმა ამოიღეთ
ქუთაისელი
ხვიჩა, არ აყვე მილანის და იუვენტუსის დაქირავებული შუღლის ჩამომგდებებს. სტაბილურად რომ 15+ გოლ/პასს გააკეთებ, შემდეგ მოითხოვე ხელფასის მომატება. ;-)
ქ. გ.
აურელიო: მამუკა! kickback-ი ქართულად როგორ იქნება? მამუკა: ატკატი. ანუ, პრიდლაჟენია.
პავლოვიჩი
სხვისი ხელფას-ჯიბე არ მაინტერესებს,მაგრამ...სერია ა საუკეთესო ფეხბურთელს ,რომ ასე ცოტას გადაუხდი...არაა სწორი...შეურაცყოფაა... ხვიჩა წადი...!
odala
ყველაფერი ბიძინამ ჩაიჯიბა, დაგვაბეჩავეს, გაგვაღატაკეს და პუტინს მიგვყიდეს. აფსუს ნაცების დრო :)
odala
პუწინის ხელი ურევია მე ვიყო :)
ასეა ეს
აშკარა ეშმაკის ჩაგდებაა როდესაც ოსიმენს უპირისპირებენ ხვიჩას,რომელიც აშკარა ლიდერი იყო წინა ჩემპიონატში და თავისი ხელფასი ღირსეულად გამოიმუშავა.თუ მაინცდამაინც ხელფასები აწუხებდა შეეძლო იმ ფეხბურთელებზე ეთქვა ვისაც 4-5 მილიონი აქვთ და ხვიჩაზე ნაკლები არიან.
2,5 მლნ მონობაა? )
ეჰ, 2,5 მლნ თუ მონობაა… ყველა კაცმა თვითონ იცის თავის საქმის. ხვიჩა ბედნიერია და თქვენ რატომ ღელავთ არ მესმის. მშიერი არ დარჩება )))
ბიძინა კუკულაძე
დაველოდოთ სატრანსფერო ფანჯრის დახურვას და თუ სერია A-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელს შესაბამის ხელფასი არ მისცეს, მერე მართლა გაჩნდება სერიოზული კითხვები.
papai
ჯერ მილიონიდან 5-6 მილიონამდე არავინ აუწევს, მერე ოსიმენი გუნდში რამდენიმე სეზონია უკვე თამაშობს და ბოლოს კვარას აგენტი არის დილეტანტი... აგენტი ყავდა კიმს და შედეგიც სახეზეა
შულაია
კიდევ კარგი მრავალმილიონიანი ხელფასი არ აქვს თორემ ეროვნულშიც არ იკადრებდა თამაშს არა თუ ახალგაზრდულში,ისე კი მაინტერესებს, ჩვენ გულშემატკივრებს,ქართულ ფეხბურთს და ქვეყანას რაა? კვარას 2.5მლ ექნება თუ ოთხი. კიდევ ოსიმენას რომ ადარებთ,ისიც გაითვალისწინეთ რომ ის უკვე ჩამოყალიბრდა,როგორც გოლების მანქანა,არასრულ სამ სეზონში ნაპოლის შემადგენლობაში უკვე გაიტანა 48 გოლი,კვარს კი თქვენ წარმოიდგინეთ ისევ დასამტკიცებელი აქვს თავის სტატუსი, ის ზღაპრული დასაწყისი გასული წლის სტარტზე დიდი ხანია დამთავრდა,რომელიც მეტწილად მოულოდნელობის ეფექტიდ იყო გამოწვეული.მცველებმა მარტივად აუღეს ალღო მის სტილს და როგორც საშიში მხეცი გალიაში ადვილად გამოკეტეს.ხვიჩას რაღაც ახალის მოფიქრება მოუწევს,თორემ ერთფეროვნად შესრულებული სტანდარტებით შორს ვერ წავა. ასე რომ ამ ეტაპზე მისი სატრასფერო ფასის გათვალისწინებით მას არავინ იყიდის და არც ნაპოლის აქვს აუცილებლობა მეტი გადაუხადოს.კიდევ... ხომ თვალში საცემია მისი დღემანდელი ფორმა და მომატებული წონა,ხოდა ეს პირველ რიგში ახალგაზრდულში თამაშზე უარმა და ზედმეტმა დასვენებამ გამოიწვია.....დარწმუნებული ვარ ეხლა თვითონაც ძაან განიცდის....ქვეცნობიერში მაინც..
las
სამარცხვინოა აბა რა არის. იტალიის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. და ბიჭს ერთ-ერთი დაბალი ხელფასი აქვს კლუბში, არათუ სერია აში :) ეს თავად კლუბის სირცხვილია. მისი პრესტიჟის. დიდი გუნდები, რეალი, ბაიერნი, ბარსელონა ამას არ იკადრებენ,იმიტომ კი არა რომ ეხალისებად დიდი ფულის ხდა, უბრალოდ მატ პრესტიჟზე აისახება უარყოფითად.
დავით 67
გავიგეთ ბატონო რომ ნიგერიის ჩემპიონატი დაბალი დონისაა, მაგრამ ჩვენ საერთოდ რომ არ გვაქვს ჩემპიონატი? ჩვენ გვაქვს დინამო თბ ჩემპიონატი, რომელიც ადინამოებს ხალხს. ეს მარტო ჩვენ კი არ ვიცით. ამიტომაც ექცევიან ასე აგდებულად ჩვენს ტალანტებს. შეიძლება სხვა რამეშია საქმე და არ ვიცით. მოკლედ ჩემი აზრით ჩვენ ტალანტს არ უნდა ადინამოებდნენ ჩემპიონატის არ ქონის გამო.
მირზა
ჯერ, როგორც ვიცი, კონტრაქტი არ განახლებულა. თუ ჯუღელი დათნხმდა, თუნდაც 6 მილიონზე ნაკლებს, ეს არა მარტო უნასობა, უფრო უტვინობა იქნება.აშკარა იქნება, რომ ფარულ გარიგებაზე წავიდა. ეს ადრე, თუ გვიან გასკდება და დაკარგავს ხვიჩას, რომელიც მისთვის სამუდამო შემოსავლის წყარო უნდა ყოფილიყო.
სოსო
რა პრობლემა უნდა შეუქმნას,ღირსეული ხელფასის მოთხოვნამ?იტალიის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და ნახევარ გუნდზე ნაკლები ხელფასით,რატომ უნდა ითამაშოს?ვინ უსაყვედურებდა,თუნდაც 6 მილიონი,მისთვის ძალიან დიდი,დაუმსახურებელი ხელფასიაო?
ვოოტ
დანარჩენ 5-6 მილიონს, სავარაუდოდ, აგენტად მონათლული ჯუღელი იღებს, ასე, რომ ბალანსი დაცულია და ყველა კმაყოფილია, რაღათქმაუნდა, ყოვლისმჩხრეკი ქართველი გულშემატკივრის გარდა... უფრო სერიოზულად კი, ჩვენ მხოლოდ ოფიციალური ანაზღაურება ვიცით, კონტრაქტში კი უამრავი პუნქტია, რომლებიც, შესაძლოა, გარკვეულწილად განაპირობებდნენ ამ მიზერულ ხელფასს... ამ პუნქტების შინაარსს ნაწილობრივ, ალბათ, მაშინ შევიტყობთ, როცა ხვიჩას სერიოზული მყიდველი გამოჩნდება მისი სანუკვარი რეალის სახით, ან, შესაძლოა, სულაც ვერაფერი გავიგოთ ხსენებული ტრანსფერის არარსებობის შემთხვევაში... იქამდე კი, რა დოზით უკმაყოფილოებიც არ უნდა ვიყოთ ჩვენი და სხვათაშორის, იტალიის სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელის ხელფასით, ალბათ, ერთი შეკითხვა მაინც უნდა დავუსვათ საკუთარ თავებს - შარშან ამ დროს ხვიჩაც და ჩვენც საკმარისად ბედნიერები ვიყავით ნაპოლიში გადმოსვლითა და ნეაპოლური ხელფასით და ერთ წელიწადში ამ ხელფასის გაორმაგებით ვითომ რატომ უნდა ვიყოთ უბედურები?!...
ლაშა
უფასო აკადემიებია ბრაზილიასა და არგენტინაში, სადაც პელე, მესი, რონალდო, რონალდინიო, ნეიმარი და სხვ. ვარსკვლავები გაიზარდნენ. უყურეთ პელე: ლეგენდის დაბადებას! ლაპარაკია არა დღევანდელ კვერცხზე, არამედ ხვალინდელ ქათამზე. უნდა გაიწეროს გრძელვადიანი განვითარების კონცეფცია, რომ ვტრიალებთ 30 წელზე მეტია ერთ წრეზე... საინტერესოა რა არ მოეწონა ზოგიერთს ჩემს კომენტარში? ადრე ბოავიშტას თუ სხვა კლუბებს სახლში მაინც ვუგებდით და ახლა მალტურ კლუბთან რომ დავმარცხდით ეს უკვე ფსკერია. ფიფია დინამოს აკადემიის დირექტორად და წერტილი!
ლაშა
ნუ, როგორ გითხრა, მსოფლიო რეიტინგი მაინც განსაზღვრავს ფეხბურთელების სატრანსფერო ფასს. კვარა ეხლა არგენტინელი ან ბრაზილიელი იყოს ხომ ეღირებოდა გაცილებით ძვირიც და გაცილებით დიდი ხელფასი ექნებოდა?! ეროვნული ჩემპიონატის დონე ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი ფაქტორია ნაკრების სიძლიერის. უკეთესია არა ესეთი დაბალი დონის, არამედ რაღაც თამასას ვაკმაყოფილებდეთ. არავინ არ ითხოვს ლა ლიგის დონეს, მაგრამ ხორვატიის, ავსტრიის ან თუგინდ სლოვაკეთის დონეზე ყოფნა მისწრება იქნებოდა, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ქართველი მწვრთნელების დაბალ კვალიფიკაციასთან გვაქვს საქმე, თუგინდ დემჩენკო და კინი შეადარე ჩვენს "ტვინებს"! ნიგერიის ჩემპიონატიც ასეა, მინიმალურ დონეს აკმაყოფილებს და არაფრით ჩამოუვარდება აფრიკის სხვა ჩემპიონატებს... რატომ ფიქრობ, რომ დაბალი დონის ჩემპიონატი აქვთ? მათ ნაკრებში ადგილობრივი ლუბებიდანაც გამოდიან, მაგრამ უმთავრესად ნაკრებიდან უფრო ხვდებიან ტოპ-ჩემპიონატებში და აფრიკის თასის გათამაშებიდან ნაკლებად. ეს ჩვენთანაა კატასტროფა, კლუბი ჩემპიონი ხდება (დინამო თბილისი) და პირველივე რაუნდიდან ვარდება! ეს ურტყავს როგორც დინამოს, ისე მთლიანად მის აკადემიას და ქვეყნის საკლუბო იმიჯს... არ უნდა აგებდე ჩემპიონი მალტურ კლუბთან მაშინ, როცა დილამ დუნაი სტრადას მოუგო, რომელსაც სლოვაკეთის ჩემპიონობამდე შარშან ცოტა დააკლდა.
ლევანი
ყველას თავისი საქმეა, ღმერთმა მეტი მისცეს! და შავად ხომ არ იღებს ჯუღელი? გადასახადოს გვერდი რომ აუაროს ალბათ
მარტოხელა მგელი!
ჯოხაძე, იქნებ დაანებო თავი მხოლოდ შენს თავზე ფიქრს!
G.LA
ლაშას ჩვენი საფეხბურთო დონეზე არ ვიდავებ კი გასაგებია ყველაფერი. მაგრამ ნიგერიის ჩემპიონატი ასე ბრდღვნის რომ ასეთი განსხვავება აქვთ ოსის და ხვიჩს? აქ მგონი ჯუღელის სისუსტეშია საქმე უფრო მეტად და არა ჩვენ ჩემპიონატში ან სერთო რეიტინგს. თვითონ ხვიჩა ხომ არის დონე? და ლოსანოს 4 მილიონი, რას ნიშნავს ხვიას ფონზე? აბა რატოა ასეთი სხვაობა, მართლაც ვერავინ ჰვიპასუხებს. კაბალური კონტრაქტია აღარ უნდა გაეხანგძლივებინა ჩემი აზრით.
ლაშა
აუცილებელია 30-ეულში ვიყოთ მსოფლიო რეიტინში (თა 20-ეულში მთლად უკეთესი) და საზონოვი 3 მილიონად კიარა, 30 მილიონად გაიყიდებოდა და ჩვენს ფეხბურთელებს ექნებოდათ გაცილებით მეტი ხელფასი, მარტივია! ამისათვის ეროვნული ლიგის დონე უნდა გაიზარდოს, როგორც მაგალითად ხორვატიის ჩემპიონატის დონეა. აბა როგორ, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა გვინდა და საფუძველი არა, ესე ვერ გამოვა ჩინოვნიკო! თუ არ არსებობს ნება ნე ვიდატ ნამ მირა სეგო... და კიდევ, თბილისის დინამო რომ აანონსებს რეგიონებში აკადემიების მშენებლობას, რეგიონებში რა უნდა?! რეგიონებში უნდა ააშენოს არა მან, არამედ იქაურმა კლუბმა! აბა ააშენოს უფასო აკადემია როგორც ბრაზილიასა და არგენტინაშია?! არა, ამას არ იზამენ! მერე მუქთახორებს ვინ უხადოს ბავშვთა გადასახადები? მთავარი ხომ რეკლამაა,რომელიც დინამოს საქართველოში არ აკლია!
გიუშა
ეჰ ვინჩენცო...რომ იცოდე რამდენი მუქთახორა უზის წილში სულ გამომზევდებოდი
zura222
ამ სურათში ხელფასის გამო ჩხუბობენ ? DD
Pele
Kvara argentineli Ro iyos 8-10 milioni eqneboda.ubeduro saqartvelo
ბათუმის დინამო
რათუნდა ბევრი ბაზარი იმას რო ხვიჩას მინიმუმ 5 მილიონი აქვს უბრალოდ რატომღაც ჩვენ ქვეყანაში ხდება ეგრე რო , ფეხბურთელის ხელფასი , გაყიდული ტრანსფერიდან გუნდის დივიდენდს და მსგავს თემებს არ ასაჯაროებენ. აბა მიპასუხეთ რამდენში გაიყიდა სიგუა. აბა მიპასუხეთ რამდენში გაიყიდა ჩაკვე გენტში , აბა მიპასუხეთ რამდენში გაიყიდა ალთუნაშვილი. კორუმპირებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ ეს არის სიმართლე .
1 წელიც
ხვიჩა ამ სეზონსღა ითამაშებს ნაპოლიში სავარაუდოდ და მერე გაიყიდება. 22 წლის ბიჭია და არ იქმნის კარიერაში პეობლემებს ფულის გამო. 2,5 მლნ სულაც არ არის პატარა თანხა. ამ სეზონსაც ითამაშებს მაგრად და 1 წელში ახალ გუნდში 10 ექნება. მე მომწონს მისი სიმშვიდე ფულთან მიმართებაში
სოსო
ისეთი რა ვალი აქვს,ბადრი კვარაცხელიას,რომ შვილი მონად გაყიდა?!ძალიან ძნელია დავიჯერო,რომ რაღაცა უცნობი ფაქტორის გამო არ დათანხმდნენ,ამ დამამცირებელ ხელფასზე.თან როცა ნეაპოლზე ვსაუბრობთ,არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.
TEAMtalk The Telegraph-ის საპირისპიროდ - "რეალმა" კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო!
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
"3-4 წლის წინ, არავინ მომისმინა" - "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
U21. საქართველოს ნაკრები აშშ-სთან დამარცხდა
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ფარერებთან თითქმის მოგებული მატჩი წააგო
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
[VIDEO] არშავინმა "კვარა" მეორეაო და თბილისში წაუცეკვა
"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კონტე აღარ გაწვრთნის" - კევინ დე ბრუინი
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
საქმე სერიოზულადაა - ოსიმენმა და კვარაცხელიამ შეიძლება ისევ ერთად ითამაშონ
ელმასს "ნაპოლის" დატოვება ისევ მოუწევს
ოსიმენი ესპანურ გრანდში? - ნიგერიელის მიმართ ინტერესი სერიოზულია
ოსიმენი: კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგება შეუძლია - საოცარი ფეხბურთელი და შესანიშნავი ბიჭია
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
გულისხმობა თუ არა კვარაცხელიას - The Telegraph-მა დაასახელა ფეხბურთელი, რომლის სანაცვლოდაც პერესი 150 მილიონს იხდის
"ხვიჩა უკმაყოფილო იყო, ოსიმენი კი ამას აკეთებდა..." - კალცონამ მისი მწვრთნელობის დროს "ნაპოლის" კულისებში მომხდარი ამბები მოჰყვა
"ეს რა დაბრკოლება იქნება?!" - დე ლაურენტისმა დე ბრუინისა და ლუკაკუს მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთა
რა შარში გაყო თავი - "ნაპოლის" ალეგრი ჩაიბარებს
TEAMtalk The Telegraph-ის საპირისპიროდ - "რეალმა" კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო!
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვინ შეცვლის ალეგრის "მილანში" - 2 კანდიდატი უკვე დასახელდა
"მას ეს არ ეშლება"- პირლომ კვარაცხელიაზე ისაუბრა
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს