თავის დროზე ჰატემ ბენ არფა გვაოცებდა და ამავდროულად, გვაბნევდა საკუთარი ნიჭითა და შესაძლებლობებით, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ კი დაგვიტოვა კითხვის ნიშნები. სპორტის ამ დიდებული სახეობის გულშემატკივრები მასთან დაკავშირებით ყოველთვის ფიქრობენ - "ვინ იცის, რომ არა...".

ფრანგი ვირტუოზი ბოლოს "ლილში" გამოდიოდა, 7 შეხვედრის ჩატარების შემდეგ კი მწვრთნელ იოსელინ გორვენეკთან დაპირისპირების გამო გააძევეს. ამის შემდეგ მოედნის მწვანე საფარისთვის ფეხი აღარ დაუდგამს... მისი კარიერა მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულ ეპიზოდებში ჩადებული მაგიით შემოიფარგლა, იმ ფეხბურთელებში კი, რომლებმაც კითხვის ნიშნები დატოვეს, საპატიოდ მაღალი ადგილი დაიკავა.

ერთ-ერთ ინტერვიუში გულახდილი საუბრისას, ჰატემმა ღიად განაცხადა, რომ შეეძლო ყოფილიყო ლიონელ მესის მსგავსი, თუ საკუთარი კარიერის გზას სხვა ტრაექტორიით დაატრიალებდა. წარმოუდგენელი ნიჭის მქონე ფეხბურთელს მართლაც შეეძლო მსოფლიოს დაპყრობა, ტექნიკური მარცხენა ფეხი მის ცხოვრებას ექსტრავაგანტურს ხდიდა, მუდმივად ყურადღების ცენტრში იყო, მაგრამ რად გინდა... დაშვებული შეცდომები და როგორც უკვე აღვნიშნე, განიავებული პოტენციალი.

17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ ბენ არფამ გეზი იმ დროისთვის ლიგა 1-ში დომინანტ "ლიონისკენ" აიღო. იქ ახალგაზრდა ქარიმ ბენზემა და ჯარიმების დიდოსტატი ჟუნინიო დახვდნენ. 4 წლის განმავლობაში 64 შეხვედრა ჩაატარა, თავი კი მხოლოდ და მხოლოდ 7 გოლით გამოიჩინა.

კარიერაში შემდეგი გაჩერება "მარსელი" იყო. ცოტა უცნაური და მოულოდნელი გადაწყვეტილების შემდეგ დისციპლინის პრობლემებიც გამოჩნდა, აცდენდა ვარჯიშებს, არ იხარჯებოდა ბოლომდე, ამას ემატებოდა ღია დაპირისპირებები... რამაც საბოლოოდ ახალგაზრდულ ასაკში საკუთარი თავი ვერა და ვერ დაიმკვიდრა (მიუხედავად იმისა, რომ ლიგა 1-ის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა და 5-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, ფრანგს საკუთარ პროფესიაზე კონცენტრაცია უჭირდა, რაც ხელს უშლიდა მაგიის მწვანე საფარზე გადატანაში).

"მარსელის" შემდეგ "ნიუკასლში" გადასული ბენ არფა პრემიერლიგის გიგანტებს ცრუ მანევრებით და შედევრი-გოლებით აოცებდა. რად ღირს ლონდონის "ჩელსისთან" მოტყუებული ფეხბურთელების ჩამოთვლა და გოლის გატანა, რომელმაც მაშინ წამყვანი პრესის გარეკანებზე განსაკუთრებული ადგილი მოუტანა. თუმცა ამჯერად თავს ტრავმების ეპიდემია დაატყდა. მიუხედავად ამისა, "სენტ ჯეიმს პარკის" გულშემატკივრები ჰატემის პოტენციალს 1/1-ში აფასებდნენ და ხვდებოდნენ, რომ "კაჭკაჭების" ლიდერის კარგი თამაში გუნდის აღზევებითა და პრემიერლიგაში მაღალი საფეხურის დაკავების გარანტი იყო და ეს ასეც მოხდა, ბენ არფას ლიდერობით გუნდმა მშვენიერი სეზონი ჩაატარა, ინგლისის უმაღლეს ლიგაში მე-5 ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის ზონას მხოლოდ და მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩა.

სწორედ ამ დროს წარმოდგენა შეიცვალა და ბენ არფას "ნიუკასლის" ამომავალი ვარსკვლავის სტატუსი მიენიჭა. კლუბი მაიკ ეშლიმ იყიდა. ფრანგი ფეხბურთელის სახე რევოლუციონერ ჩე გევარას შეერწყა, "სენტ ჯეიმს პარკზე" ბანერის ქვეშ წარწერა Hope (იმედი) გამოისახა. ეს გულშემატკივრებისგან ამბიციური განაცხადი იყო. სამწუხაროდ, ბენ არფას "კაჭკაჭებში" გატარებულ პერიოდს თან სევდიანი დასასრული ახლდა. "ზარმაცმა მესიმ" კარიერა იჯარის წესით "ჰალში" გააგრძელა. ამას დაემატა "ნიუკასლის" იმჟამინდელ მთავარ მწვრთნელ სტივ ბრიუსთან კონფლიქტი, რის შემდეგაც ფრანგი კლუბიდან გააგდეს.

ეჭვგარეშეა, ბენ არფას კარიერა იმედგაცრუებებით სავსე გამოდგა. მიჩნდება კითხვები, რატომ ჰქონდა პრობლემები ამდენ ადამიანთან? იქნებ ეს მისი მენტალიტეტის ბრალია... მიუხედავად ყველაფრისა, ფეხბურთი რთული თამაშია, სპორტის ამ სახეობაში უამრავი ფაქტორი იჩენს თავს.

თანამედროვე ფეხბურთი ზედმეტად პრაგმატული გახდა. ამან ზიანი მიაყენა ისეთ მოთამაშეებს, როგორებიც ბენ არფა, ადელ ტაარაბტი და მესუთ იოზილი არიან. იქნებ ბენ არფას შეეძლო საკულტო გმირი გამხდარიყო? უდიდესი ნიჭის მქონე ფეხბურთელები მოდიან, თუმცა არაფერი გამოსდით, რატომ ვერ სწავლობს ასეთ შეცდომებზე ფეხბურთი?

ბენ არფას მთავარი პლუსი მისი ბურთთან ურთიერთობის სიმარტივე გახლდათ, რითაც მას არაფრისგან ჯადოსნური მომენტების შექმნა შეეძლო. მეტოქის მცველებთან დაუნდობელი იყო, ის იყო მოთამაშე, რომელიც მატჩის ტემპს ცვლიდა. ზოგჯერ მცველები გაოცებასაც ვერ მალავდნენ, იმდენად სწრაფად უვლიდათ ბენ არფა გვერდს. ყველაზე რთული სიტუაციიდანაც კი შეეძლო იდეალური პასის გაკეთება. ბენ არფა ფლობდა ნიჭს, რომლის წყალობითაც შეეძლო ევროპული ფეხბურთის მთავარი ვარსკვლავი გამხდარიყო...

ბენ არფამ ერთხელ თქვა: "ფეხბურთი - ეს სიყვარულია, მაგრამ ზოგჯერ პირიქით".

პლეხანოველი
ფუი ეშმაკს და სურათზე ჩვენს გიორგი მიქაუტაძეს წააგავს ცოტა!
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
ერიკ კანტონამ პსჟ-ს პატარა კლუბი უწოდა
1 სეზონით სერია A-ში - ვოლტემადე "იუვენტუსის" ფეხბურთელი გახდა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
პაპის სისეს "ნიუკასლის" ახალი სპონსორი რელიგიური მოსაზრებით არ მოსწონს
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
ჰატემ ბენ არფა: საფრანგეთის ნაკრები ძალიან მახინჯურ ფეხბურთს თამაშობდა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰატემ ბენ არფა პსჟ-სთან კონტრაქტის გაწყვეტისათვის 10 მილიონს ითხოვს
"იუვენტუსს" "ნიუკასლის" ფორვარდის დამატება სურს
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა