ლოს ანჯელესის ტურნირზე გამორჩეული მატჩში არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროსა და ამერიკელ ჯეიმს ბლეიკს შორის გაიმართა
ერთი გამორჩეული შეხვედრა გაიმართა ლოს ანჯელესის ტურნირზე. დღის ბოლოს მატჩში, რომელიც ადგილობრივი დროით ღამის 11 საათზე დაიწყო, არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო ჯეიმს ბლეიკს ხვდებოდა.

აღსანიშნავია, რომ საკუთარი პუბლიკის წინაშე ამერიკელი საკმაოდ ღირსეულად გამოიყურებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ორ სეტში წააგო ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან. მთელ რიგ ეპიზოდებში ის იმ ბლეიკს მოგაგონებდათ, რომელიც ერთ დროს ATP-ის საუკეთესო ათეულში შედიოდა. თუმცა ამერიკელმა ბევრი შეცდომაც დაუშვა და დელ პოტრომ დამსახურებულად მოიპოვა მეოთხედფინალში თამაშის უფლება.

სამაგიეროდ, წააგო მესამე ნომრად განთესილმა მარკოს ბაღდატისმა. თანაც კვიპროსელს უშანსოდ მოუგო მოკრძალებულმა ტაივანელმა იენ-ჰსუნ ლუმ. მთელმა მატჩმა ისე ჩაიარა, რომ მსოფლიოს 30-ე ნომერს ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია. ასე რომ, სავსებით ლოგიკური შედეგი მივიღეთ.

პირველი წრის სენსაციამ, ამერიკელმა დანიელ კოსაკოვსკიმ (მან საწყის ეტაპზე პროფესიულ ტურში პირველი მატჩი მოიგო) ვეღარ შეძლო მშობლიური პუბლიკის (კოსაკოვსკი კალიფორნიის უნივერსიტეტის სტუდენტია) გაკვირვება. ლატვიელი ერნესტ გულბისი თანდათან გამოდის კრიზისიდან. პირველ წრეში ქსავიე მალისეს ძლევის შემდეგ, ლატვიელმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ძალიან იოლად დაამარცხა - 6:2, 6:4.

როგორც ჩანს, ბალტიისპირელ ჩოგბურთელს მოუხდა ახალ მწვრთნელთან მუშაობა - უიმბლდონის შემდეგ გულბისს არგენტინელი გილერმო კანიასი ავარჯიშებს. მეოთხედფინალში ერნესტი თავისი მწვრთნელის თანამემამულეს ხუან მარტინ დელ პოტროს შეხვდება.

უმაგსა და გშტაადტში არც ისე ბევრი მატჩი გაიმართა, რაშიც დამნაშავე უამინდობაა. ყველაზე საინტერესო შეხვედრა ხორვატულ გრუნტზე გაიმართა. ორი დამსახურებული ვეტერანის - ხუან კარლოს ფერეროსა და ივან ლუბიჩიჩის მატჩი სამი სეტი გაგრძელდა. ესპანელმა უშანსოდ წააგო პირველი სეტი და მეორეში ერთხელ კრიტიკული მომენტი ჰქონდა, როცა 3:3-ზე ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია. ფერერომ გეიმი გადაარჩინა და ამის შემდეგ მისი საქმეები კარგად წავიდა, რაშიც ხორვატმა ჩოგბურთელმა შეუწყო ხელი - ლუბიჩიჩს მეორე და მესამე სეტებში პირველი მოწოდების სიზუსტე მხოლოდ 36 პროცენტი ჰქონდა.

ფერერო მეოთხედფინალში არგენტინელ კარლოს ბერლოკს შეხვდება, რომელიც ამ ეტაპზე ესპანელი ტომი რობრედოს ტრავმის ხარჯზე გავიდა. რობრედომ ბოლო ექვსი ტურნირიდან მეხუთედ შეწყვიტა ბრძოლა სხვადასხვა ტრავმის გამო.

ATP

Farmers Classic

ლოს ანჯელესი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 619 500 დოლარი

II წრე

ერნესტ გულბისი (ლატ)-დანიელ კოსაკოვსკი (აშშ) 6:2, 6:4; რაიან ჰარისონი (აშშ)-მაიკლ რასელი (აშშ) 6:3. 6:4; მარკო ბაღდატისი (კვიპ)-იენ ჰსუნ ლუ (ტაივ) 3:6, 4:6; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ)-ჯეიმს ბლეიკი (აშშ) 6:4, 7:6(3).

Croatia Open

უმაგი (ხორვატია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 398 250 ევრო

II წრე

ალბერტ რამოსი (ესპ)-ჯანლუკა ნასო (იტა) 6:1, 6:3; ხუან კარლოს ფერერო (ესპ)-ივან ლუბიჩიჩი (ხორ) 1:6, 6:3, 6:4; კარლოს ბერლოკი (არგ)-ტომი რობრედო (ესპ) რობრედოს უარი; ფილიპო ვოლანდრი (იტა)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ) 1:6, 2:6.

Suisse Open

გშტაადი (შვეიცარია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 398 250 ევრო

I წრე

მატიას ბახინგერი (გერ)-პაბლო ანდუხარი (ესპ) 6:1, 6:4.

II წრე

მიხაილ იუჟნი (რუს)-დენის ისტომინი (უზბ) 6:3, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს