ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" სეზონისწინა მზადების ეტაპზე პირველი ასე თუ ისე სერიოზული მეტოქე დიდი ანგარიშით (4:0) დაამარცხა - გიორგი აბურჯანიასა და საბა ლობჟანიძის "ჰათაისპორი". რადგანაც ნეაპოლურ კლუბს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, თითოეულ დეტალს ყურადღებით ვაკვირდებით.

იმით უნდა დავიწყოთ, იტალიურ მედიაში წინასწარ დაანონსებული ამბავი, რომ ქართველ გარემარბს პოზიციას შეუცვლიდნენ, არ გამართლდა. "კვარა" ისევ გამოკვეთილად მარცხენა გარემარბი იყო. ის ნამდვილად ჩანს, რომ რუდი გარსია ჩვენებურს კართან უფრო ახლოს ყოფნისა და მეტ თავისუფლების საშუალებას აძლევს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერ საქმე მხოლოდ მოსამზადებელ ეტაპთან, ნაკლებად ძლიერ მოწინააღმდეგეებთან და არასატურნირო თამაშებთან გვაქვს.

ხვიჩას თამაში ართმევაზეც ვნახეთ. როგორ ფორმაშიც უნდა იყოს, მეტოქეებს ყოველთვის გაუჭირდებათ, კვარაცხელიას ფლანგიდან საკუთარი შეტევა წარმართონ, რადგან კონტრშეტევის საფრთხე დიდია. ასე იყო ლიბჟანიძის შემთხვევაშიც, თუმცა მან გარკვეული ხიფათის შექმნა მაინც მოახერხა. აბურჯანიაზეც ვთქვათ - იტალიელთა წნეხის პირობებში, თანაგუნდელებისგან განსხვავებით, მნიშვნელოვანი შეცდომა არ დაუშვია.

თუ მთავარ სიახლეზე ვსაუბრობთ, ეს ლობოტკას პოზიციაზე ანგისას დაყენება იყო. შეუძლებელია, ეს ერთჯერად ექსპერიმენტად ჩავთვალოთ. რამდენიმე ფაქტორია: ერთი ის, რომ სლოვაკი ნახევარმცველი იქნებ არაბეთში გადაბარგდეს. ასევე, ლობოტკასთან ერთად ნახევარდაცვას ბევრი ვარიაცია არ აქვს, რადგან სტანისლავის მთავარი უპირატესობა ბურთთან ერთად მოქმედებაა. კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი იმასაც, ყოფილ შეგირდ ანგისას მიმართ გარსიას სხვა დამოკიდებულებები აქვს, ზუსტად იცის, მისი შესაძლებლობები გუნდს როგორ მოახმაროს. ამავდროულად, ასეთ დროს ნახევარდაცვაში ერთი შემტევის, ჯაკომო რასპადორის ადგილი გამოჩნდა, რაც სამომავლოდ იქნებ სწორედ კვარაცხელიას პოზიციის ცვლილებას და მის საჯარიმოსთან უფრო ახლოს ყოფნას ნიშნავდეს. გასული სეზონის მიხედვით, ლობოტკა მაინც სასტარტოს უალტერნატივო წევრად მიგვაჩნია. აღვნიშნოთ, თავისი შანსები კვლავ გამოიყენა ჯოვანი სიმეონემ...

საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ სპალეტის დანერგილი ექსპერიმენტი წარსულს ჩაბარდა და ეს მოცემულობა ვერც მარიო რუის დაბრუნებამ უნდა შეცვალოს - სტანდარტულ მდგომარეობებს კვარაცხელია ასრულებს. ხვიჩა ამ საქმე კიდევ უფრო უკეთ გაუძღვება, ამის გვჯერა. "კვარამ" ამით შედეგიანი პასების რაოდენობა უნდა გაზარდოს. მოგეხსენებათ, 77-ე ნომერი თავით თამაშით ასპექტში ნაკლებად გამორჩეულია, კუთხურისა და ჯარიმის შესრულებით კი გუნდისთვის მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია.

"ნაპოლის" ლიდერებიდან ჯერჯერობით მხოლოდ კიმი წავიდა, რაც კარგია, თუმცა ჩემპიონ გუნდს სიახლე ყოველთვის სჭირდება, რათა მათი შესწავლა გაუჭირდეთ. ახალი თავკაცი სწორედ ამას ცდილობს. დარჩენილ ამხანაგურ მატჩებში ხვიჩას პოზიციები ძალიან გვაინტერესებს. ამავდროულად, მთავარი წარმატება კვლავ ქართულ-ნიგერიულ დუეტზე უნდა მოვიდეს, რაც ბოლო შეხვედრამაც აჩვენა. თურქების მიერ მინდვრის ცენტრში დაკარგული ბურთის შემდეგ კვარაცხელიას ბევრი არ უფიქრია, ძალიან ეფექტური პასით ოსიმენი მარტივად მოძებნა და ნიგერიელმაც გაიტანა - მრისხანე დუეტი "დაბრუნდა". "კვარადონას" ახლა გოლის გემოს დაბრუნება სჭირდება და იმედია, ამას მალე ვნახავთ. 2 აგვისტოს მომდევნო მეტოქეა - ესპანური "ჟირონა", რომელსაც შარშან ჩვენებურმა თერთმეტმეტრიანით გაუტანა.

გიორგი არგენტინა
ოსიმენი წასვლა ლამის გადაწყვეტილი იყო, ხვიჩას ყველგან უშვებენ, ლობოტკა არაბეთშიო და მხოლოდ კიმი გაუბრალიება ნამდვილად არაა, დანაკლისი დიდია, მაგრამ კიმი თუ კულიბალს ასე შეცვლიდა, ეგონა ვინმეს?
Kk
ნეაპოლში გავატარე წინ კვირა... ძალიან მეამაყებოდა კვარას ქართველობა, ყველა კუთხეში მისი და ოსიმენის სურათი იყო,. მაგრამ იგრძნობა, რომ მარადონა არათუ მეფე, არამედ ღმერთია აქ. ქალაქის კულტურის ნაწილია უბრალოდ
კვარაა
ყველაზე კაი ვარიანტია არსენალი კარგი პროექტი აქვთ და შეუძლიათ რომ 10 წელი ძლიერი გუნდი ყავდეთ ძალიან კარგი იქნება მეტი დაფასებაც ექნება და მეტი ხელფასიც
ლადო
კიმის წასვლა მთლიანად ანგრევს ნაპოლის დაცვას და შესაბამისად გუნდსაც. "მხოლოდ კიმი წავიდა" ძაააან გაუბრალოებაა სიტუაციის
ალეკსანდრე
ასისტობა კარგია მაგრამ გვინდა ხვიჩამაც დაიწყოს გოლების გატანა , ძალიან კარგად გამოსდიოდა
სოსო
მხოლოდ კიმი რომ წავიდა,ეს არისო კარგი.
ზვიადი
აშკარად ის წერია,მხოლოდ კიმი რომ წავიდა, ესაა კარგიო, კიმის წასვლა კარგია სად ამოიკითხეთ?
ირაკლი ქუთაისელი
კიმის წასვლა კარგია? ცოტა საკამათო დებულებაა. გამოჩნდება მალე
პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება