ყოფილი კოლონია და კოლონისტები ერთად იზეიმებენ

ესპანეთი მეცხრე ცაზეა, ქვეყანაში ჯერ კიდევ არ დასრულებულა ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობით გახარებულთა დღესასწაულები, თუმცა დღეს სადღესასწაულო სწორედ "ფურია როხას" მეტოქე ქვეყანას აქვს - დღეს მთელს მექსიკაში დამოუკიდებლობის 200 წლისთავს იზეიმებენ... ესპანეთისგან დამოუკიდებლობის. მუნდიალის ტრიუმფატორებს პირველ გამოცდას სახელგანთქმული "აცტეკა" გაუწევს.

ჩემპიონებს საკმაოდ სახეშეცვლილი "ელ ტრი" დაუხვდება. მექსიკის ნაკრებს ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია აფრიკულ მუნდიალზე, მაგრამ მერვედფინალში მათ არგენტინელებმა (ნაწილობრივ მსაჯთა დახმარებით) აჯობეს - 3:1. მას მერე თანამდებობიდან გადადგა მექსიკელთა თავკაცი ხავიერ აგირე, რომლის მოხსნასაც არავინ აპირებდა. მექსიკის ფეხბურთის ბოსებმა სახელდახელოდ 62 წლის ენრიკე მესა მოიწვიეს, თუმცა იქვე დასძინეს, რომ მესა მექსიკის ნაკრებს "ფურია როხას" წინააღმდეგ გაწვრთნის და მორჩა. აბა ასეთი პირობით დანიშნულმა მწვრთნელმა რა უნდა შეცვალოს გუნდში, თუმცა მესამ გაბედული ნაბიჯი გადადგა და ეროვნულ ნაკრებში "ბარსელონას" თინეიჯერი ნახევარმცველი ჯონათან დოს სანტოსი მიიწვია. ჯონათანი ნაკრების გაფართოებულ სიაში იყო, მაგრამ სამუნდიალე შემცირებაში მოყვა და ნაკრებს მიღმა დარჩა. სამაგიეროდ სამხრეთ აფრიკაში მისმა უფროსმა ძმა ჯოვანი დოს სანტოსმა ითამაშა, თანაც ძალიან კარგად. სხვათა შორის, მაშინ ამ ამბავს დოს სანტოსების მამის, ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელის ზიზინიოს რეაქცია მოყვა - ჩემი შვილი აღარასოდეს ითამაშებს მექსიკის ნაკრებშიო, როგორც ჩანს ჯონათანს წყენამ გაუარა...

ენრიკე მესამ კიდევ ერთი ახალგაზრდა მიიწვია, რომელსაც, თუკი ესპანეთთან ითამაშებს, ეროვნულ გუნდში დებიუტი ექნება - ლაპარაკია მექსიკუერი "მორელიას" 22 წლის ვინგერ ელიას ერნანდესზე. ენრიკე მესამ ისიც განაცხადა, რომ მექსიკის ნაკრების ახალი ბირთვი ახალგაზრდების ირგვლივ უნდა შეიკრას და მომავალ ბირთვში ანდრეს გუარდადო, ჯოვანი დოს სანტოსი, ხავიერ ერნანდესი და კარლოს ველა იგულისხმა.

მოკლედ, მექსიკის ნაკრების ვეტერანებს დამტკიცება მოუწევთ, რომ კვლავ საჭირონი არიან. კვატემოკ ბლანკოს მწვრთნელმა აღარ დაუძახა, მაგრამ იგივე რაფა მარკესს ვერ შეჰბედა, კაპიტანი ისევ გუნდშია. "აცტეკა" რომ გადაიჭედება ამაზე ლაპარაკიც არ ღირს...

მექსიკის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ხესუს კორონა, გილერმე ოჩოა.

მცველები: პოლ აგილარი, ლეონარდო ლოპესი, რაფაელ მარკესი, ექტორ მორენო, ფაუსტო პინტო, ფრანსისკო როდრიგესი, კარლოს სალსიდო.

ნახევარმცველები: პაბლო ბარერა, ჯონათან დოს სანტოსი, ანდრეს გუარდადო, ეფრაინ ხუარესი, ხერარდო ტორადო.

თავდამსხმელები: ჯოვანი დოს სანტოსი, ენრიკე ესკედა, ელიას ერნანდესი, ხავიერ ერნანდესი, კარლოს ველა.

დღეს ესპანეთის ნაკრები სათამაშოდ ისტორიაში პირველად გავა, როგორც მსოფლიოს ჩემპიონი. ზუსტად ერთი თვის წინათ, 11 ივლისს იკერ კასილიასმა და მისმა 22-მა თანაგუნდელმა დამსახურებული თასი ჩაიბარა იოჰანსებურგში. ამ დღიდან "ფურია როხას" ყველგან მოუწევს დამტკიცება, რომ პლანეტის საუკეთესო გუნდია, პირველი გაჩერება კი სწორედ "აცტეკაა".

ვისენტე დელ ბოსკემ სამექსიკო შემადგენლობა დაასახელა და... კატალონიიდან კრიტიკის ქარცეცხლი დაიმსახურა. არა, გამოცდილ სპეციალისტს სულაც არ უთქვამს უარი იმ ხალხზე, რომელთაც მას კარიერის მთავარი ჯილდო მოაპოვებინეს, ნაკრების ბირთვს ხომ "ბარსელონას" ფეხბურთელები შეადგენდნენ მუნდიალზე - საქმეც იმაშია, რომ დელ ბოსკეს იმიტომ აკრიტიკებენ, რომ ბარსელონელი ტრიუმფატორები ისევ გამოიძახა ნაკრებში - ერთბაშად 7 კაცი. ამხანაგური თამაშიდან ზუსტად სამ დღეში ესპანეთში სუპერთასის მატჩია "სევილია" "ბარსელონას" წინააღმდეგ! 8 კაცს კი (ერთი სევილიელი ხესუს ნავასია) უკან, ატლანტიკის "გადმოცურვა" და სუპერთასისთვის ძალების აღდგენა აქვს მოსასწრები, რაც დროში სხვაობასაც თუ დავამატებთ, წარმოუდგენელია. მოკლედ, დელ ბოსკემ ბარსელონელები სულ წუწუნით გარეკა მექსიკაში...

დელ ბოსკემ მხოლოდ სამ ფეხბურთელს დაუძახა, რომელთაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული არ მოუპოვებია. სულ პირველად გამოიძახეს ესპანეთის ნაკრებში "ვილიარეალის" ნახევარმცველი ბრუნო სორიანო, რომელიც ბასკ ხავი მარტინესს ცვლის (ახალგაზრდულ ნაკრებს დასჭირდა). "როხას" დაუბრუნდნენ ნაჩო მონრეალი და სანტი კასორლა, რომლებიც გაფართოებულ სიაში კი იყვნენ, მაგრამ აფრიკაში აღარ წაიყვანეს.

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: იკერ კასილიასი, ვიქტორ ვალდესი.

მცველები: სერხიო რამოსი, ალვარო არბელოა, კარლოს მარჩენა, ჟერარდ პიკე, კარლეს პუიოლი, ხოან კაპდევილა, ნაჩო მონრეალი.

ნახევარმცველები: ხესუს ნავასი, ჩაბი ალონსო, სერხიო ბუსკეტსი, სანტი კასორლა, სესკ ფაბრეგასი, ჩავი, ბრუნო სორიანო, დავიდ სილვა, ხუან მატა.

თავდამსხმელები: ფერნანდო ლორენტე, პედრო როდრიგესი, დავიდ ვილია.

ლელო

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...