ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ვისით "შეცვალეს" მესი და რონალდო - კრიზისი ევროპულ ფეხბურთში, არაბული გავლენა და კვარაცხელია, როგორც გამოსავალი

ვისით "შეცვალეს" მესი და რონალდო - კრიზისი ევროპულ ფეხბურთში, არაბული გავლენა და კვარაცხელია, როგორც გამოსავალი

აგვისტო დადგა. ეს თვე საფეხბურთო სამყაროში ტრანსფერებთან ასოცირდება. მიმდინარე წელს ფეხბურთელთა მიდი-მოდი უფრო აქტიურად არაბულ ბაზარზე გვესმის, ლეო მესიმ კი კარიერა აშშ-ში განაგრძო. ერთი შეხედვით ისე ჩანს, წამყვანი ევროპული კლუბები უფრო სუსტდებიან, ვიდრე ძლიერდებიან. ამასობაში, არაბეთში კიდევ უფრო მეტი მიდის - ვეტერანები, საშუალო რანგის ვარსკვლავები...

ფიფასა და უეფას მიმართ სხვადასხვა სახის პრეტენზია არსებობს, მათ შორის, კორუფციასთან დაკავშირებით, თუმცა ეს ორგანიზაციები ახერხებენ, ფეხბურთი მაქსიმალურად საყოველთაო გახადონ, ფინანსური გადანაწილება მუშაობდეს; სპორტის სხვა სახეობებისგან განსხვავებით, სანაკრებო ფანჯარა არსებობს. როცა რამდენიმე კლუბმა დამოუკიდებელი ტურნირის ჩატარება გადაწყვიტა, უეფა ამას მკაცრად შეეწინააღმდეგა. ახლა ევროპულ ფეხბურთს ახალი "კონკურენტი" ჰყავს, დიდი ინვესტიციები არაბულ ფეხბურთში. ჯერ საქმე საგანგაშოდ არაა, მაგრამ სამომავლოდ რა შეიცვლება, არავინ იცის, ფული ხომ აქ სულ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება. რიჰარდ მაჰრეზის კალიბრის ფეხბურთელების წასვლა შესაძლოა, ერთგვარი სიგნალი იყოს. ამას თავადაც მდიდრული პროექტის, "ნიუკასლის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრის, ალან საინტ-მაქსიმენის გადაბარგებაც დაემატა.

მესისა და რონალდოს ეპოქიდან გადართვა მარტივი არაა, თუმცა ერთგვარ საკადრო კრიზისზე საუბარი მაინც შეგვიძლია. მაგალითად, "ოქროს ბურთის" ბოლო მფლობელი ქარიმ ბენზემა "რეალიდან" მიდის და "სამეფო კლუბი" მხოლოდ იმ დონის ფორვარდით ძლიერდება, როგორიც ვეტერანი ხოსელუა. მან კარგი გოლი გაიტანა, თუმცა ეს ბევრს არაფერს ცვლის. მუდმივად ვარსკვლავებზე მოფიქრალი პსჟ-ც კი მესის წასვლის შემდეგ ტოპ-სვლაზე არ მიდის და შეტევას ჯერჯერობით ასენსიოს მეშვეობით აძლიერებს. "მანჩესტერ სიტის", ერლინ ჰოლანის მეშვეობით, წინა ხაზზე მაინც ყველაზე დიდი ფუფუნება აქვს.

ასეთ დროს მნიშვნელობას იძენს აკადემიიდან ფეხბურთელების დაწინაურება და გეოგრაფიის გაზრდა. ხვიჩა კვარაცხელიამ შეძლო და საქართველოს მსგავს ქვეყნებს ახლა უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ, თუმცა თანამედროვე ფეხბურთში უამრავ დეტალს აკვირდებიან და სრულყოფილების გარეშე ევროპული კარიერის წარმართვა რთულია. მთელი სეზონის განმავლობაში ყველა აღნიშნავდა, რომ "კვარადონამ" გულშემატკივრებს ბევრი მივიწყებული ემოცია დაუბრუნა. ქართველი გარემარბი გუნდში რჩება, ისე კი ხვიჩას ტრანსფერს იქნებ 2023 წლის ზაფხულში ყველაზე დიდი რეზონანსი გამოეწვია. "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი 77-ე ნომრის მეტ თავისუფლებაზე საუბრობს, თუმცა ჩვენებური ფიზიკურად გაცილებით ძლიერი ჩანს, რაც გარკვეულ საფეხბურთო უნარებს ცვლის, თუმცა "კვარას" ბურთთან ერთად ჯადოქრობები შეუძლია!..

ტრანსფერების განსახორციელებლად ჯერ კიდევ მთელი თვეა. დარჩება თუ არა კილიან მბაპე პსჟ-ში, სად გადავა ოსიმენი - ეს ამბები საინტერესოა.

• nedved

პოგბა ნამდვილად იყო სუპერ ტალანტი, ვინც აქტიურად უყურებდა იუვეს თამაშებს მის დროს აუცილებლად დამეთანხმება. უბრალოდ მას განსხვავებული ხასიათი აქვს, რის გამოც ყველა მწვრთნელთან ვერ აჩვენებს უმაღლეს დონეს. ყველაფერი ჰქონდა იმისთვის რო ყველა დროის ტოპ ნახევარმცველებში მოხვედრილიყო

• sdas

რატო აკეთებ მაგას? რაში გჭირდება?

• სოსო

1979 წელს,თბილისის დინამოს წინააღმდეგ ლივერპულის შემადგენლობაში,თუ სწორად მახსოვს,მხოლოდ ერთი ინგლისელი თამაშობდა.სხვები,ზოგი შოტლანდიელი იყო,ზოგი უელსელი და ზოგიც,ირლანდიელი.მიუხედავად ამისა,თქვენ მაინც დაახლოებით მაშინდელ მოდელს თვლით,საუკეთესოდ.სამართლიანობის მხრივ,ის მოდელი,მართლაც უკეთესი იყო,თუმცა ევროკავშირის შექმნამ,ეს სისტემა დაანგრია და ფეხბურთელებმა საშუალება მიიღეს,ევროკავშირის მასშტაბით,თავისუფლად ემოძრავათ.ეკონომიურად ძლიერი ქვეყნების გუნდები გაძლიერდნენ,აღმოსავლეთ ევროპის გუნდები კი,დაიჩაგრნენ.სიმართლის მიუხედავად,ამ ვარიანტს,მაინც არავინ დააბრუნებს.გამორიცხულია!რადგან,ტოპ გუნდების დონე დაეცემა და გამარჯვებულებში,ეკონომიკურად განუვითარებელი ქვეყნების გუნდებიც აღმოჩნდებიან.ფეხბურთი ბიზნესია და ეს,მოგებას,ძალიან შეამცირებს.ამას კი,რა თქმა უნდა არავინ დაუშვებს.საკუთარი თავის მტერი,არავინ იქნება!

• ციციკორე

მასე იწელებოდნენ 10 წლის წინ ცინელები, მაგრამ გადატყდნენ წელში. 36-37 წლის ვარსკვლავს სადაც უნდა იქ წავიდეს. 26 წლის ასაკში, არაბეთში რომ წახვალ ფეხბურთის სათამაშოდ, ე.ი არ გიყვარს ფეხბურთი. მასეთეს ჯანდაბამდეც გზა ჰქონიათ. მარეზის, მილინკოვიჩის და სენტ-მაქსიმინის გარეშე გადარჩება რამენაირად ევროპული ფეხბურთი :) რაც შეეხება რონალდუ-მესის წასვლას, დადებითიც ბევრი აქვს მაგ მოვლენას. 15 წელი მაგ ორი კაცის პატერნში გაგვატარებინეს და ბევრი ღირსეული დაიცაგრა. ერთი დიდი, ფულის საჭრელი მანქანა იყო შექმნილი, მთელი თავისი ოქროს ბურთებით და მედია მარკეტინგით. მესი და რონალდუ ძალიან ძლიერები მაინც იყვნენ, მაგრამ პოგბებს რომ გვტენიდნენ რაღაც სუპერ-ტალანტებად, ის დროც გვახსოვს.

• ბექა

აბსოლიტურად გეთანხმები გერასიმე რაც დაწერე. ყველაფერი არის სწორი. და ძალიან გავბრაზდი რომ დაგიწერა ორმა ვითომ მინუსი. ვერ მივხდი რა არ მოეწონათ. ყველაფერი იმენა დამარცვლე თავისი წერილი და მძიმეთი.

• გიორგი

როგორაა გამოსავალი? მანდ მარტო ფულია, სხვა არაფერი. ეგენი მარტო მოიხმარენ და არაფერს ზრდიან. ფუხბურთს საერთოდ ჩაკლავს.

• გოგა

მაგარი ღარიბი გახდა ფეხბურთი სახელების მხრივ, ეს ყველაფერი მესი რონალდუს დაპირისპირებამ მოიტანა და უფრო მძიმეები დღეები ელის. თან ყველა ფულს უყურებს. სუპერლიგაა გამოსავალი.

• რევაზი გერმანიის ფანი

მინუსებში ვინც წერთ, მესი არ გიყვართ, რონალდო თუ კვარა?

• ზვიადი

სწორი და ამ ეტაპზე საკმაოდ მოზომილი სტატიაა. წავა ხვიჩა გრანდში, დღეს თუ არა, ხვალ!

• გერასიმე

როცა კლუბების წარმომადგენლები ამბობდნენ,მეტი ფულია საჭირო და ახალი ტურნირებიო,უეფამ ხელები გადაუგრიხა,იუვე და ანიელი ლამის გაშოლტეს,ხოდა ახლა რაღას იტყვით? დღე არ გავა,ერთი ტრანსფერი მაინც კეთდება არაბეთის კლუბებისგან და ეს არც არის გასაკვირი,რადგან რონალდუ გადაიყვანეს. მართალია ასაკშია,თუმცა მისი კალიბრის მოთამაშეს ხალხი მიყავს სტადიონზეც და მინდორზეც. მარადონა ღიპიანი უფრო მეტ ხალხს აგროვებდა,ვიდრე 90% ფეხბურთელების მოაგროვებს. სუპერლიგა იმ ფორმატით,რაც დაანონსებული იყო,არ იყო კარგი,თუმცა მოფიქრება შეიძლებოდა რაღაცის. 300 მილიონს მონაწილეობისთვის იღებდნენ გუნდები,რაც ძალიან დიდი თანხაა,ამას დაუმატეთ დასწრების და მოგები ფული,ხოდა კარგი მსუყე თანხა გამოდიოდა. უეფამ არ დაუშვა და ამაში ქვეყნების მთავრობები დაიხმარა,რაც კორუფციის მაშტაბს უფრო ზრდის. გვაქვს ყველაზე შემოსავლიანი ტურნირი ლიგა,სადაც გამარჯვებული 70 მილიონს იღებს და მაქსიმუმ 150 მილიონი მოაგროვოს. ეგეც ხომ არ არის,სიტი შემოსავლების გაზრდაში დადანაშაულეს,მერე გამართლდა და 10 მილიონი გადაიხადა.რომელ სამართალშია ასე,მართალი მხარე იხდიდეს ფულს? ახლა უარესი,რეალმა და პერესმა წინასწარი შეთანხმება გააკეთა მბაპესთან,რაც უეფას წესების დარღვევა არის,რადგან კლუბის თანხმობის გარეშე არ შეუძლიათ ფეხბურთელთან მოლაპარაკება,თუ 6 თვე და ნაკლები არ აქვს დარჩენილი კონტრაქტი.სუპერლიგის ერთერთი ინიციატორია პერესი,ხოდა ანიელის რატომ დაბრალდა ყველაფერი? გამოდის რო რეალსაც აქვს კორუფციული გარიგებები უეფასთან და არამარტო. ამხელა ხელფასებს იხდის,დიდ ტრანსფერებს ჩარხავს და ეხლა მბაპეში 200+ გადახდა უწევს,ხოდა ფეირფლეის წესებს რანაირად არ არღვევს? მსოფლიო ფეხბურთის პრობლემა მარტო არაბები არ არიან,არც ზოგიერთი კლუბი და უეფა/ფიფა აკლებს. ამის მიზეზი არის მონოპოლიზებული ბაზარი. კვარას რაც შეეხება,ჯერ არ არის იმ კალიბრის რო ასე შეფასდეს,თუმცა განსხვავებული სტილი აქვს ნამდვილად.ევროპული გუნდები არ სუსტდებიან,მათ აქვთ გამოცდილება,რაც არ აქვს არაბეთს. დამიჯერეთ,სადაც დაიჭერენ ევროპული გუნდები არაბულს,იქ გახევენ შუაზე. ფულით ვერ იყიდი გამოცდილებას და ეს უხვად აქვთ ევროპულ გუნდებს. ჩემი აზრით,გამოსავალი ერთია,უნდა აიკრძალოს რაღაც თანხაზე მაღლა ტრანსფერები და ხელფასის გადახდა,ასევე კლუბებს უნდა ქონდეთ ვალდებულება,საკუთარი აკადემიის აღზრდილთა 70 % იყოს გუნდის შემადგენლობაში. უნდა იქნას მოფიქრებული ახალი ტურნირი და ჩემპიონატების თამაშები უნდა შემცირდეს. ეს ახალი ტურნირი უნდა იყოს მსოფლიო მაშტაბის.როგორც ეხლა გადიან გუნდები ლიგაზე,ისე უნდა გადიოდნენ მსოფლიოს ჩემპიონთა ლიგაზე. ლიგაზე მოთამაშე გუნდები უნდა იყვნენ მარტო ჩემპიონები,თავისი შესარჩევი ფლეიოფებით და როგორც მსოფლიო სანაკრებო ჩემპიონატზე გადიან,ისე გავლენ და იგივე კვოტა ექნება ყველა კონფედერაციას.ევროპა ლიგა/კონფერენს ლიგა ჩვეულებრივად დარჩეს,როგორც სხვა კონფედერაციების ტურნირები.ის ახალი ტურნირი უნდა ჩატარდეს ეროვნული ჩემპიონატების გუნდების და შესაბამისად,თამაშების შემცირებით. ეს ჩემპიონატები უნდა ითამაშო ერთ წრედ და სტადიონები უნდა შეირჩეს კენჭისყრით,თუმცა 50% მეტი თამაში არ უნდა ითამაშო გასვლა ან შინ. ინგლისის პრემიერლიგის გარდა,უენტერესო გახდა რიგი თამაშები,ბარსელონა ლევანტეს ყურებას,ადამიანს ურჩევნია უყუროს ბარსელონა კორინთიასს ან რეალი ინტერმაიამი. რაღაც დროის შემდეგ,ის ლევანტეც წამოიწევს წინ,რადგან ტალანტებს არ გაუშვებს უპრაგონოდ,მთლად ლევანტე არა,მარა ბენფიკა ან აიაქსი ხო გახდება დიდი ძალა ან ლიონი? ბრეშა იტალიაში და სოტონი ინგლისში.თბილისის დინამოც მიაღწევდა წარმატებას,შესაძლოა ამ წესებით მამარდა,კვარა და სხვები ისევ გუნდში ყოფილიყვნენ.რავი რა,ჩემი აზრით,ეს არის გამოსავალი,თუ არადა ერთ დღეს ბევრი ისტორიული კლუბი გაქრება და აღმოცენდება ფულით შეკოწიწებული გუნდები,სადაც დომხალი იქნება და ფულის გამო ბურთავი. მესი ბარსელონაში და მესი პსჟში ერთი იყო? ან მესი არგენტინის ნაკრებში და მესი პსჟში? ეშხი ქონდა დაკარგული ამ გუნდში ფეხბურთელს,რადგან იქ მხოლოდ ფულის და ეიფელზე ასვლის გამო წავიდა.

• las

ევროპულ ფეხბურთს ვერ გაუწევს არაბეთი კონკურენციას. მარტო ფული ვერ გადაწყვეტს. აქ ტრადიციებია მთავარი. ერთადერთი ამერიკას შეუზლია კონკურენცია გაუწიოს და რო მოინდომოს შეზლებს. ამერიკა მექაა სპორტის ნჰელი ნბეი. ასე რომ ფეხბურთშიც შექმნის მონსტრს. ეგაარ ომ საბედნიეროდ ამერიკელ ხალხს ფეხბურთი არ უყვარს :) რაც შეეხება მესი-რონალდოს შეცვლას ეს სეუზლებელია. ესეთები 50 წელიწადში ერთხელ იბადებიან. ასეთი დეპირისპერება ერტადერთი მახსენდება. ბეკენბაუერი-კრუიფლი. დღემდე მიდის მსჯელობა ვინ უფრო დიდი იყო. უმრავლესობა კრუიფისკენ იხრება, თუმცა მსოფლიო მარტო ბეკენბაუერმა მოიგო :)

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში

U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა

[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe

თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან

მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა

[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა

ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს

აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!

აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ

ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს

მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება

შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება

მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით

"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა

"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი

ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს

"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა

მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა

ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა

[VIDEO] მესის ფანტასტიკური გოლი ჯარიმიდან - მაიამის "ინტერი" ბოლო წამებზე დამარცხდა

"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა

მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით

"ბარსელონა" მესის საპატივსაცემოდ ღონისძიებას გამართავს

იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი

"მისნაირი არავინაა, მიეცით "ოქროს ბურთი" მესის" - რომერომ არგენტინელს მხარდაჭერა გამოუცხადა

"იმედი გამიცრუვდება, მე რომ ვერ მოვიგო" - კილიან მბაპე "ოქროს ბურთზე"

"ოქროს ბურთი" ამ ფეხბურთელს უნდა გადასცენ" - კურტუამ თავისი ფავორიტი დაასახელა

"იმსახურებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს"? - საფონოვმა ამ კითხვაზე უპასუხა

საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში

"მოპარული მანქანასავითაა" - რიოლომ მბაპე მიწასთან გაასწორა

"თუ ჰპირდები, უნდა შეასრულო" - ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდო დაიცვა

"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე

"რატომ კილიან მბაპე?" - პსჟ-მ France Football-ს პრეტენზიები წაუყენა

სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია

"მბაპე თუ იამალი? მე თავშეკავებულ ადამიანს ვირჩევ" - რუმენიგემ "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა

"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა

"კარგად არ გამოიყურება" - ზიდანმა მბაპეს ტრავმის სიმძიმეზე ისაუბრა

საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?