"მეტალურგი" ასეთი დონის გუნდებთან თამაშით იზრდება და იმედია, მომავალში ასეთ უმწეოს აღარ ვიხილავთ
70-ე წუთზე ჯონათან პიტროიპამ ბრწყინვალე დრიბლინგით "მეტალურგის" მთელ დაცვას თავბრუ დაახვია, ვიქტორ-უგო მონტანოს "კედელი" გაუთამაშა და მასპინძელთა ტანჯვას წერტილი დაუსვა.

კიდევ კარგი, რომ სტუმრებმა ამის მერე აღარ (და არა ვეღარ) გაგვიტანეს, თორემ ავადგასახსენებელი "ვიტ ჯორჯია"-"ვისლას" შედეგის გამეორება ნამდვილად არ გაუჭირდებოდათ. ბოლო წუთები ნამდვილი საცოდაობა იყო, გულშემატკივართა დიდმა ნაწილმა სტადიონი ნაადრევად მიატოვა, ტრიბუნებზე დარჩენილებმა კი საიმედო ვერაფერი ნახეს. "მეტალურგს" საერთოდ აღარაფერი შეეძლო, "რენმა" კი კარგად წაივარჯიშა და სიმართლე რომ ვთქვათ, დაგვინდო.

"მეტალურგი" ყველაზე უსუსური მატჩის ბოლო წუთებზე იყო და საფინალო სასტვენმა ყველა დაგვასვენა.

შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ სრული შემადგენლობით მოთამაშე რუსთაველები მეტოქეს რაიმეს დაუპირისპირებდნენ, მაგრამ ვინც თამაში ნახა, დაგვეთანხმება, რომ "მეტალურგი" ნებისმიერ შემთხვევაში განწირული იყო.

არც გვქონდა იმის ილუზია, რომ საქართველოს მესამე გუნდი საფრანგეთის მეექვსე გუნდს დაამარცხებდა, მაგრამ მცირე იმედს მაინც ვიტოვებდით, რომ "მეტალურგი" "რენს" გვარიან წინააღმდეგობას გაუწევდა და თუ დადებით შედეგს ვერ შესწვდებოდა, ღირსეულად მაინც დამარცხდებოდა.

სამწუხაროდ, ამ ორი გუნდის კლასს შორის იმხელა უფსკრული აღმოჩნდა, რომ თამაშის დეტალური მიმოხილვა ყოველგვარ აზრს კარგავს. ვფიქრობთ, გასახსენებლად გოლებიც საკმარისი უნდა იყოს.

"მეტალურგმა" თამაში სწრაფ ტემპში დაიწყო და შეტევასაც შეეცადა, თუმცა ფრანგები მოვლენათა განვითარებას დინჯად აკვირდებოდნენ და სულ მალე მოედნის სრული ბატონ-პატრონები გახდნენ. მე-17 წუთზე "რენის" შემადგენლობაში ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა აბდულრაზაქ ბუქარიმ შეტევის მარჯვენა ფლანგზე გაინავარდა და მახვილი კუთხიდან გაიტანა.

28-ე წუთზე კი მასპინძლები უიმედო მდგომარეობაში აღმოჩდნენ. ბუქარი მეკარეს გასცდა და გიორგი მურველაშვილმა ვარდნით შეაჩერა. ეს უკანასკნელი გაძევებით, "მეტალურგი" კი პენალტით დაისაჯა. გრიგოლ ბედიაშვილმა დაზარალებულს თერთმეტმეტრიანი კი აუღო, მაგრამ ორიოდ წუთში ბუქარიმ შეცდომა გამოასწორა და "რენის" მრავალსვლიანი კომბინაცია დააგვირგვინა - 0:2.

ტაიმის ბოლოს კიდევ ორი გავიდა. შეტევაში ჩართულმა ლაშა ჯაფარიძემ შორეული დარტყმით სტუმართა კარი ეფექტურად დალაშქრა, თუმცა ერთ წუთში პიტროიპამ სტატუს-ქვო აღადგინა.

შესვენების შემდეგ რუსთაველთა კარში დაშავებული ბედიაშვილის ნაცვლად ზურაბ ბათიაშვილი ჩადგა და მანაც არაერთი უსიამოვნო ეპიზოდი გადაიტანა. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, ჟულიენ ფერემ ჯარიმა უზადოდ რომ შეასრულა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა. "მეტალურგმა" კიდევ გაიბრძოლა და ირაკლი მოდებაძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გოლად ლუკა რაზმაძემ აქცია, პიტროიპას ულამაზეს გოლზე თავში გითხარით და სათქმელიც, ფაქტობრივად, ამოგვეწურა.

როგორც მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე რუსთაველთა თავკაცმა არმაზ ჯელაძემ თქვა, "მეტალურგი" ასეთი დონის გუნდებთან თამაშით იზრდება და იმედია, მომავალში ასეთ უმწეოს აღარ ვიხილავთ.

"რენი" კი აუცილებლად უნდა შევაქოთ. ფრანგებმა ლამაზად და კომბინაციურად ითამაშეს და გულახდილად უნდა ვთქვათ, შესანიშნავი სანახაობით გვასიამოვნეს. "მეტალურგისთვის" ევროსეზონი დასრულებულია, ორი ეტაპის გავლით რუსთაველებმა ქართულ ყულაბას თავისი წილი სარეიტინგო ქულები შესძინეს და ესეც საქმეა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენციები მეტისმეტად მოკლე გამოდგა. არც არის გასაკვირი, ბევრი სათქმელი არც გამარჯვებულს ჰქონდა და არც - დამარცხებულს.

არმაზ ჯელაძე: "რა გვეთქმის, ასეთი დონის მეტოქესთან ტოლსწორად სათამაშოდ მზად არ აღმოვჩდნით. ყველა თვალსაზრისით "რენი" "მეტალურგზე" გაცილებით ძლიერი გუნდია. ბევრი ვეცადეთ, მაგრამ ვერაფერს გავხდით.

ჩვენთვის ეს სასარგებლო გაკვეთილია, შევეცდებით, სტუმრადად ვიბრძოლოთ და შედარებით მისაღებ შედეგს მივაღწიოთ".

ფრედერიკ ანტონეტი: "ჩემი გუნდის თამაშით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეს ჩვენთვის სეზონის პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო, ბიჭების მიმართ საყვედურს ვერ ვიტყვი. შედეგი კი, რაღა თქმა უნდა, შესანიშნავია".

28.07. თბილისი. ეროვნული. 5 000 მაყურებელი

მეტალურგი-რენი 2:5

0:1 ბუქარი (17), 0:2 ბუქარი (31), 1:2 ჯაფარიძე (41), 1:3 პიტროიპა (42), 1:4 ფერე (49), 2:4 რაზმაძე (56. პენ.), 2:5 პიტროიპა (70)

მეტალურგი რენი

4-4-2 4-4-2

ბედიაშვილი კოსტილი

მურველაშვილი დანსი

კვახაძე კანა-ბიიკი

ორბელაძე მანგანი

ჯაფარიძე კატერინი

გეწაძე დუმბია

რაზმაძე პიტროიპა

მიქაბერიძე მვილა

მაისურაძე ბრაჰიმი

ქობალია ფერე

მოდებაძე ბუქარი

მთ. მწვრთნელი მთ. მწვრთნელი

ა. ჯელაძე ფ. ანტონეტი

მეტალურგი

32. მიქაბერიძე - მახვილაძე

46. ბედიაშვილი - ბათიაშვილი

67. გეწაძე - ტყემალაძე

სათადარიგოები: დ.ლომაია, დობროვოლსკი, ქავთარაძე, ტატანაშვილი

რენი

61. ბრაჰიმი - ა. კამარა

65. ბუქარი - მონტანო

72. პიტროიპა - ტეტეი

სათადარიგოები: დიალო, მანძიეკი, ჯებური, ბოიე

გაფრთხილება: რაზმაძე (25), ქობალია (74)

გაძევება: მურველაშვილი (28)

არბიტრი: მ. პანაი (კვიპროსი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

eddy
მწვრთნელთან მაქვს შეკითხა: ითამაშა მეტალურგმა "ქართული ფეხბურთი"? თუ არა - რატომ? თუ კი - იქნებ მოვეშვათ სხვა გუნდების დამცირებას და იაფასიანი სიტყვების რახარუხს.
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
[VIDEO] "იბერია 1999" "იაგელონიასთან" ისევ დამარცხდა და ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?