ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ჩაკვეტაძის მატჩის დღე: დასუსტება, არველაძისა და ჩისკოს გამოცდილება, მწვრთნელის კავშირი სანიოლთან...

ჩაკვეტაძის მატჩის დღე: დასუსტება, არველაძისა და ჩისკოს გამოცდილება, მწვრთნელის კავშირი სანიოლთან...

დღეს, 5 აგვისტოს, თბილისის დროით 18:00 საათზე, გიორგი ჩაკვეტაძის ახალი გუნდი "უოტფორდი" ინგლისის ჩემპიონშიპში ჩაერთვება და პირველ მატჩში ქპრ-ს უმასპინძლებს. მთავარმა მწვრთნელმა ისმაელმა განაცხადა, რომ ქართველი ნახევარმცველი ფიზიკურად მზადაა, თუმცა მის ინტენსივობას ეტაპობრივად გაზრდიან.

გიორგი ჩაკვეტაძის გვარი უკვე საკმაოდ დიდი ხანია გვესმის, თუმცა ის ჯერ მხოლოდ 23 წლისაა. აღმაფრენით ჩატარებული ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი, გამორჩეული თამაში საქართველოს პირველობაზე და გამართლებული შანსი ვლადიმირ ვაისისგან ეროვნულ ნაკრებში - ასე შემოვიდა "ჩაკვე" ჩვენს გულებში. ფეხბურთელის კარიერაში დგება მომენტი, როცა მან უნდა დაამტკიცოს, რომ თავის გამოჩენა უფრო მაღალ დონეზე შეუძლია. გიორგის ტრავმამ ბევრი სწორედ ამ დროს დააკარგვინა. ამ პროცესს ბევრი ფსიქოლოგიური სირთულე მოჰყვება - ხასიათის გაფუჭება, შიში ტრავმის რეციდივის, საკუთარ თავში მიზეზების ძიება, სინანული იმაზე, რასაც ვერ ცვლი. დიდ მნიშვნელობას თანადგომა იძენს, რომელიც გიოს ბელგიაში არ აღმოაჩნდა, თუმცა ვლადიმირ ვაისმა ამისთვის ყველაფერი შეუქმნა. ასევე იყო ნაკრებშიც, ვილი სანიოლის მხრიდანაც. ახლა ახალი გამოწვევა იწყება, ჩაკვეტაძე ინგლისის ჩემპიონშიპში, "უოტფორდში" ითამაშებს და თუკი ყველაფერი კარგად განვითარდა, აქ დარჩება და პრემიერლიგაშიც აღზევდება...

ქართველ ნახევარმცველს ლიგაში, სადაც თამაშები ინტენსიურად იმართება, არაერთი თვისების გამოვლენა დასჭირდება. ჩვენებურმა, პირველ რიგში, საკუთარი ხელწერით თამაშში სიახლე უნდა შეიტანოს; გიორგის აქვს რესურსი, არაორდინარული გადაწყვეტილება მიიღოს. მას სისწრაფეც არ დაეწუნება. ამავდროულად, ფიზიკური კონდიციების კუთხით ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს, ინგლისის რანგით მეორე ლიგაში ბევრი ორთაბრძოლა და მსაჯის ნაკლები სასტვენია.

"უოტფორდში" მწვრთნელები ხშირად იცვლებიან. ცოტა ხნის წინ აქ თბილისის "დინამოს" ექსთავკაცი ჩისკო იყო, რომელმაც უიმედო სიტუაციიდან გუნდი პრემიერლიგაში აღაზევა. მაშინ დასკვნით მაწილში უოტფორდელები, ფაქტობრივად, ქულებს აღარ კარგავდნენ, რაც აქაურ არაპროგნოზირებადობაში საკმაოდ რთულია. ჩემპიონშიპის სირთულე საკუთარ თავზე შოთა არველაძემაც გამოსცადა. ქართველ სპეციალისტს ძალების გადასანაწილებლად საკმარისი რესურსი არ ჰქონდა.

"უოტფორდში" ახლა ახალი მწვრთნელი მივიდა. ფრანგ ვალერიენ ისმაელს საკმაოდ დატვირთული სათამაშო და სამწვრთნელო კარიერა გაუვლია. ის დაახლოებით ვილი სანიოლის თაობისაა (47 წლის), მიუნხენის "ბაიერნში" კი საქართველოს ნაკრების მწვრთნელის შემდეგ თამაშობდა. ისმაელი უპირატესობას 5-მცველიან ტაქტიკას ანიჭებს და ეს მისი წინამორბედის სათამაშო ფილოსოფიას ჰგავს. ახლა მთავარია, ის "ჩაკვეს" სად მოიაზრებს. გუნდი სენეგალელმა იამაილა სარიმ დატოვა და "მარსელში" გადავიდა, ეს კი სერიოზული დასუსტებაა.

ჩაკვეტაძის ახალმა გუნდმა გასული სეზონი მე-11 ადგილზე დაასრულა. ჩემპიონშიპიდან დიდი უპირატესობით აღზევებულ "ბარნლისთან" მათ 4 ქულა მოიპოვეს. ახალი მწვრთნელის მისვლის შემდეგ 3 ამხანაგური მატჩში ჩაატარეს, ლონდონის "არსენალს" კი (1:1) დაუზავდნენ.

24-გუნდიან ჩემპიონატში დატვირთული გრაფიკი იწყება. "უოტფორდი" აგვისტოში 5 შეხევედრას ჩაატარებს (ერთს თასზე), 2 სექტემბრის ტურის შემდეგ კი სანაკრებო პაუზა იქნება. ახალ წლამდე ჩემპიონშიპში მეორე წრე დაიწყება და 25 ტური მოესწრება...

გიორგი ჩაკვეტაძე გუნდს მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოერგოს და სტაბილური საკლუბო კარიერა ჰქონდეს!..

• robert22

მიდი ჩხაკვე მთელი ავლაბარი შენთანია.გოლი გვინდა ძმაო მოვსესიანის სტილჩი

• ქ. გ.

4:0. 43 წუთი ითამაშეს. მეორე ნახევარში ველოდებით გიორგის დებიუტის.

• ვაჟა მასწ.

თუ ვინმე უყურებთ თამაშს დადეთ რა მისამართი! მაღარიჩი ჩაკვეზე იქნება!

• კაი კუშზე გაგიმაზავთ გაწყობს

გეთანხმები ძმაო ამ ასაკში უკვე ვარსკვლავს დამტკიცებული უნდა ქონდეს თავისი თავი , არც მე მგონია რომ რამე ქნას ... ნეტა ვცდებოდე , ბოდიშს მოვიხდი არც გამიტყდება პირიქით გამიხარდება ... რეალობა ეგაა

• სიმართლე

ნეტა ვცდებოდე მაგრამ ჩაკვეც ჩაეწერა მუდამ პერსპექტიულების სიაში , აქამდეც უნდა ეთქვა თავისი სიტყვა როგორც ამომავალ ვარსკვლავს , სამწუხაროდ რეალობა ეგრეა ..

• ჯიმა

გიო მიდი.. შენ შეგიძლია უდიდესი სიხარული მიანიჭო ქართველ ხალხს და ამისთვის ვიცი ყველაფერს გააკეთებ. წამატებები... შეგეწიოს წმინდა გიორგი და დაგიფაროს ღვთისმშობელმა.

• ქ. გ.

სასტარტო შემადგენლობა უკვე გამოაცხადეს. გიორგი სათადარიგო შემადგენლობაშია. იმედია, მეორე ნახევარში მიეცემა შანსი.

• Mr.kostaia

რა ხალხი ხართ ვერ დადის ჩემამდე, შეურაცხყოფას აყენებ უცხო ადამიანს და ამით რას ამტკიცებ. სათაურიც წავიკითხე და ტექსტიც, თან დღეს მეორედ,15 წუთს მისცემენ თუ წუთნახევარს, მაინტერესებდა სასტავში თუ იქნება-თქო, არ შემიძლია ვიკითხო თუ შენგან ავიღო ნებართვა. თუ სასტავში იქნება, ესეიგი მოიზრებენ მომდევნო თამაშისთვისაც, ეს მაინტერესებდა, მორჩა და დამთავრდა, არ გინდათ შეურაცხყოფები...

• თუ გინდათ ნამდვილ სახელს დავწერ გვართამ ერთად და კაი კუშზე გაგიმაზავთ, გაწყობთ?

ამ ბიჭისაგან ფეხბურთელი არ დადგება, ერთხელ საცხა რაცხა და... რატომ? ფეხები აქვს სუსტი, მაგას კი უშველის, თუ ივარჯიშა, მარა რაც მთავარია თავი აქვს ცარიელი, თავიი! მე აე მგონია პირდარებული ბოთეა, ღმერთმა ქნას, იფრინოს! თუმცა მოვა გაზაფხული და ყველა ნახავთ როცა ბაც! იტყვიან, ვერ გაგვიმართლაო, ან ტრენერის ბრალიაო, ბეყე როა მაგას არავინ იტყვის, მერე ბეყეს ვინღა იყიდის ტოო?

• გოგია

რა თქმა უნდა, მხოლოდ სათაურებს კითხულობენ. ზოგჯერ ტექტსაც, მაგრამ აზრის გამოტანა უჭირთ. :)

• ლაშა

ჩუკვეზე კვარასთან გადადის და ჩაკვე მაინც გადასულიყო. რომ არა ტრავმა...

• mmm

Daniel Bachmann 2 Jeremy Ngakia 4 Wesley Hoedt 22 Ryan Porteous 6 Jamal Lewis 6 Imran Louza 8 Jake Livermore 7 Tom Ince 16 Giorgi Chakvetadze 18 Yaser Asprilla 14 Rhys Healey

• რაბუ

ჩაკვეტაძე კარგად ითამაშებს უოტფორდში დაიმახსოვრეთ. გამორჩეული ფიგურა იქნება ცენტრში შემოქმედების მხრივ

• კარლო

სეტანტა

• Mr. Kostaia-ს

მხოლოდ სათაურებს კითხულობთ? პირველივე აბზაცში წერია მწვრთნელის მატჩისწინა კომენტარი. არცერთ საიტზე არ უთმობენ დროს რატომღაც ჩაკვეს და მადლობა ამათ. ახლა მივიდა და 15 წუთს თუ მისცემენ

• უვიცი

აჩვენებს ვინმე?

• Mr.kostaia

ამ ოთხიდღისწინანდელ სტატიას ახლად რომ გვასაღებ, ის მაინც გაგერკვიათ დღეს გიო იქნება სასტავში თუ არა?! წარმატებები გიორგი, ღმერთმა დალოცვილი და გამარჯვებული გატაროს

• Mauritsio

ამ ბიჭს აგენტები ყავს ისეთი რო შანსი არაა რამე გამოვიდეს დროზე თუ არ მოცილდა მაგენს. ფსიქოლოგიურად არ მოეშვებიან და მიხმარება ჭირდება სფფს ან ვინმესი. თორე აზრი არ აქვს ეს ვერაფერს ვერ იზამს იმათი მითითებების გარეშე. გამლიცვალე გიო აგენტები, მოშორდი მაგ ხალხს დამიჯერე ბიძია, ვიცი რასაც გეუბნები

• gio

ჩემპიონშიპი ძალიან გრძელი ტურნირია 46 ტურია სათამაშო პლიუს 2 თასი საშუალოდ გუნდებს 50 მატჩის ჩატარება მაინც უწევთ (ჩემპიონატი პლიუს თასი) სეზონში ასე რომ ჩაკვეტაძეს ნამდვილად ექნება თავის გამოჩენის საშუალება და სათამაშო დროსაც მიიღებს მთავარია შედეგიანად ათამაშდეს კარგ გუნდშია კარგ ჩემპიონატშია ისეთ გუნდში გადავიდა რომელიც ჩემპიონშიპში ყოველთვის იბრძვის პრემიერ ლიგის საგზურისთვის და ხშირად გადის ხოლმე უბრალოდ ერთი რაც არის ცუდი ძალიან მძიმე ჩემპიონატია ფიზიკურ კონდიციებს დიდი მნიშვნელობა აქვს უხეშობა და ხისტი თამაში ხშირადაა კლასიკური ბრიტანული სტილი მაღალი ბურთები და ორთაბრძოლები და ამ სტილის ჩემპიონატში ხოარ გაუჭირდება ჩაკვეს თამაში თავისი სათამაშო სტილიდან გამომდინარე მე ეგ მაფიქრებს თან ინგისში ისეთი მიდგომა რომ 6-7 თამაშს გათამაშებენ და თუ ვერ აჩვენებ შედეგს და მერე უკვე სკამზე გადაგსვამენ თან როცა ფეხბურთელი არენდითაა და მასში ფული არ გადაუხდიათ მასეთი ფეხბურთელების მიმართ უფრო ნაკლებად იჩენენ ნდობას სად ფეხბურთელი რომელშიც 10- 20 მილიონი გაქ გადახდილი და სად ისეთი რომელიც არენდითა მოსული ერთი წლით ხომ? ვისშიც ფული გადაიხადე იმაზე უფრო აკეთებ აქცეტს რომ იმან გაგიმართლოს ასე რომ ვნახოთ იმედი მაქვს ყველაფერი კარგად წავა ჩაკვესთვის.

• alexandre

წარმატებებს გისურვებ, გიორგი! გაიხარე და გაახარე საქართველო! უყვარხარ ყველას, ყველას ახსოვხარ და მხოლოდ საუკეთესოს გისურვებთ!

• კოტე

წარმატებები ჩაკვე.გფარავდეს უფლის მადლი და ძალა

• ლევანი

წარმატებები გიორგი! ახლა ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, და მე მაინც იმედი მაქვს, რომ გაიბრწყინებ. აბა შენ იცი. დიდება საქართველოს!

• გივი

მიდი გიო შეუბერე! იღბალს და წარმატებებს გისურვებ!

• ქ. გ.

პატივცემულო მოდერატორებო! თუ შეიძლება, autocorrector-ის შეცდომა გაასწორეთ. უნდა იყოს: "გაყინულ ტალახზე".

• სოსო

ვფიქრობ,უოტფორდის ხელმძღვანელებს,ჩაკვეს ფიზიკური და ფსიქიკური პრობლემების შესახებ,ინფორმაცია ექნებოდათ.ასე რომ მის გამოსწორებაზეც ნაფიქრი ექნებათ!ჩაკვეს ტალანტში ეჭვი არავის გვეპარება და ეს პრობლემები,ერთობლივად თუ გადალახეს,თვითონაც მაგრად იხეირებენ,ჩაკვეც და ჩვენც.ძალია მეშინია და მეძნელება,მაგრამ გიორგიმ გარისკა და ღმერთმა ქნას,გამოუვიდეთ!ვნახეთ,საკმაოდ კაფანდარა კვარასაგან,ნახევარ წელიწადში,როგორი დაკუნთული ათლეტი გამოიყვანეს,ნაპოლიში და ინგლისშიც შესძლებენ,ამას.

• ლაშა

ყაველაშვილის ნათამაშები არ გაიშვას

• ქ. გ.

ბრიტანული კლუბების წინააღმდეგ ქართველი ვარსკვლავები კარგად თამაშობენ: ქინქლაძე, ქეცბაია, ყაველაშვილი. ჩივაძის და შენგელიას თაობამ West Ham-ი და Liverpool-ი გადარია.

• ქ. გ.

ინგლისში კარგი ხარისხის მოედნებია. გაყინულ ტალახაძე და ხელოვნურ ბალახზე ტექნიკურ ფეხბურთელს მისი მთავარი უპირატესობა ეკარგება, და ტრავმების ალბათობა გაცილებით უფრო მაღალია.

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა

[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა

გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა

"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?

[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან

დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

ჩაკვეტაძის თანაგუნდელი შეიძლება რუსულ კლუბში გადავიდეს

გადადის ჩაკვეტაძე "ვალენსიაში"? - მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება

Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს

ჩაკვეტაძე ისევ არ იყო განაცხადში - "უოტფორდი" მე-17 ადგილზე დაქვეითდა

"უოტფორდმა" ჩიქოვანი "შარლერუაში" გაანათხოვრა

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი

როდის დაბრუნდება ჩაკვეტაძე? - ინგლისური გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს