ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

თბილისის "დინამო" "ჰამრუნთან" ისევ დამარცხდა და ევროსეზონი უსახელოდ დაასრულა [VIDEO]

თბილისის "დინამო" "ჰამრუნთან" ისევ დამარცხდა და ევროსეზონი უსახელოდ დაასრულა [VIDEO]

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში თბილისის „დინამო“ საკუთარ მოედანზე „ჰამრუნ სპარტანსთან“ 0:1 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

მალტაში 1:2 დამარცხებული „დინამო“ თავიდანვე გადავიდა იერიშებზე, მეტოქე საკუთარ კარს მიაჯაჭვა, თუმცა რეალური მომენტის შექმნას ვერ ახერხებდა, ვინაიდან სწორხაზოვნად და უხიფათოდ უტევდა. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში კი მაისურაძის შეცდომის შედეგად ბურთს პეინტსილი დაეუფლა, კარის წინ უმეთვალყურეოდ დატოვებულ ჯურანოვიჩს გაუკეთა გადაცემა და მან ლორიას კარი დალაშქრა.

შესვენების შემდეგ „დინამომ“ რიცხობრივ უმცირესობაში მყოფ მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა, რომლის თავდამსხმელი ჯურანოვიჩი მსაჯმა გააძევა. შეხვედრის ბოლოს ხარაიშვილმა ორჯერ გაარტყა ბურთი ძელს და მატჩიც დასრულდა.

თბილისი. „დინამო არენა“

დინამო (თბ) - ჰამრუნ სპარტანსი 0:1

გოლი: ჯურანოვიჩი (45+2)

გაძევება: ჯურანოვიჩი (46)

• kakoie

ერთი რამ უნდა გაიგოთ ხალხო, ფული აკეთებს ყელაფერს და არა ისტორია და ყოფილი ცალკული მიღწევები.არ აქვს მნივნელობა სნმარინოში გაქვს კლუბი, ლუქსემბირგში სომხეთში თუ საქართველოში, თუკი ფულს ახარჯავ მიზანს აღწევ,ჩვენთან ფული არაა, ამიტომაც არც შედეგია ასე რომ უფრო მაღალბიუჯეტიანმა მალტის კლუბმა მოუგო ღარიბ დინამოს,

• გაიოზ გოშაძე

გუნდში, რომ ლორია გეყოლება და კაპიტნად მექვაბეს დანიშნავ, რა თქმა უნდა ყველაფერი თავდაყირა იქნება. ამას თვითონვე აკანონებ.

• გიზოგ

კი არის ორდენის წევრი,ხოლო არა მალტის, არამედ ...

• სიმართლე

მეგობრები სულ სხვა თვალით შევხედოთ შედეგს...აშკარად ტოტალიზატორზე ითამაშეს

• semi

ხარაიშვილის გამო არ აგინებდით ვაისს ნაკრებში რატომ არ იძახებსო?

• დდდ

ჯოგი

• დ

ჭიაბრიშვილის ზედმეტსახელი "მწვრთნელია" დღეიდან. ჭია, იმედია ხუმრობას გაიგებ და სიტყვას მწვრთნელი შეურაცყოფად არ მიიღებ

• სიმართლე

dinamoshi aris sachio akademis fegburtelebis shenarchuneba ziritadi birtvi iqidan unda atamasho da sheizleba warmatebis mixweva vigaca gaifafxurebs da egreve kidian arsheizleba ese...dilas gage da vafshe gundi ki momwons da mainteresebs apoeltan ras itamasheeben mivdivar aucilebad stadionze imedia gagvaxareben ufali faravdess mtel saqartvelos da mere msoflios!!!!!!

• Lasha

პროფესიონალ ფეხბურთელად რომ მიგაჩნია ფეხბურთელს თავი, ხელფასს რომ იღებ და დინამო არენაზე თამაშობ, მალტის ფეხბურთელს საჯარიმოს ცენტრში ბურთზე ორ შეხებას რომ აცლი, დაგიხიოს უნდა კაცმა ის ბუცები. და 40 წუთის განმავლობაში ამავე მალტის კაცნაკლულ გუნდს გუნდს გოლს რომ ვერ გაუტან, აი ფსკერი კი არა, ქვესკნელია უკვე.

• Lasha

უსახელოდ კი არა, სამარცხვინოდ ჰქვია მაგას.

• 100%

,,ბნელეთი,,

• zaza

საკვირველი ის არის, რომ ეს ხელმოცარული გუნდი ქვეყნის შიგნით ყველაფერს იგებს. ხალხო, არ შეიძლება ასეთი პროტექციონიზმი, დათვური სამსახურია სინამდვილეში.

• buxrika

არ ვიცი რა დავწერო

• სტალინი

დაგვანებეთ გორელებს თავი

• ზაგალო

ფსკერი რომ იყოს ათვლის წერტილად მაინც გამოიყენებდა კლუბის ხელმძღვანელობა, ფსკერს ქვემოთაა და არ უჩანს დასასრული. დაწყებული სელექციონერებიდან და მწრთვნელებით დამთავრებული ყველა ფსკერს ქვემოთაა. ფეხბურთელებზე საუბარიც არ ღირს.

• dato

არა ფსკერს დიდი ხანია გასცდნენ ესენი უკვე

• რემი

ეს უკვე სირცხვილიც აღარ არის,ესენი რომ ამის მერე ფეხბურთზე დაიწყებენ საუბარს

• სტალინი

ადრე დავწერე, რომ დინამოს სახელი უნდა შეეცვალოს, რათა თავის ისტორიას და ქვეუანას არ არცხვენდეს. ახლა მომივიდა აზრად; ადრე არსებობდა "ნორჩი დინამოელი". სწორედ რომ ეს სახელი შეეფერება ამ გუნდს, 20 წლის ზევით იშვიათად რომ ფეხბურთელი დაიტოვონ, არ გაყიდონ და გუნდის მეპატრონემ ფული არ გააკეთოს. ასე რომ: ნორჩი დინამოელი - ჰამრუნ სპარტანსი(მალტა) 0:1(1:2) კლასვიკარი(ფარერები) - ნორჩი დინამოელი 6:1 პაიდე(პიარნუ,ესტონეთი) - ნორჩი დინამოელი 2:3(2:1)პენ 3:0 უკვე ძალიან სამარცხვინოდ აღარ ჟღერს

• გიჟო

ფიფია თუ არ მიდიხარ ამ დინამოდან, როგორმე სწორი დასკვნების გამოტანა მაინც ისწავლე. გაუშვი სასწრაფოდ ჭია, მაგას მეტი არ შეუძლია დინამოში. იჩალიჩე, იქნებ გორის მწვრთნელი გადმოიბირო. თუ არ გამოვიდა, უცხოელი კვალიფიცირებული სტაფი მოიყვანე, ვინც იცის როგორ კეთდება ნულიდან კარგი გუნდი. სელექციონერები და სპორტული დირექტორი გაყარე, უვარგისები არიან. ფული გადაიხადე, მოჭერით ბავშვი არ კეთდება. გაარღვიე ეს ჩაკეტილი წრე, ამ წრეზე ტრიალით გული გვერევა უკვე. თუ არა და აჩუქე ვინმეს ვინც ამას გააკეთებს, შენ რომ ვერ აკეთებ ფაქტია.

• სიმართლე

ეს იმის ბრალია, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს იმდენი დრო აქვს რომ პარლამენტარობასაც ახერხებს. ფაქტია ორივეგან ფულის საჭმელადაა მისული და საერთოდ არ აინტერესებს არც ფეხბურთი და არც ქვეყანა (გამოჩნდა ბევრჯერ. ბოლოს რუსული კანონი მხარდაჭერით)

• ხასანა ძია

რაგბისტებიდან ცოტა თავმოყვარეობა ჯიგარი და პატრიოტიზმი რომ ისწავლით არ გაწყენდათ,

• dato

ნემსაძე მერად წავიდა ცაგერის მუნიციპალიტეტში. ალბათ ფულს შეპირდნენ პარტიაში მაგრამ ვერ გაძლო 1 წელზე მეტი და ეხლა არც იქით იღებენ არც აქეთ.

• დიმა

ამათი წაგება აღარავის უკვირს.უბრაკოდ ამდენი უჯიგრო და უთავმოყვარეონი სად შეყარეს.

• Gambler

ეგენი არ ამოიღებენ ხმას. დინამო აფინანსებთ და ზიან გაჩუმებულები. ისევ ჩვენ თუ ვიზამთ რამეს

• Gambler

ბაზარი არაა შევიკრიბოთ სადმე და იქ ვიბაზროთ. ესე მხოლოდ ინტერნეტით ვერ მოვხოდავთ ამ ამბავს

• Gambler

10 ში დილას თამაშია დინამოზე და მანდ გავავსოთ სტადიონი და ვთქვათ ერთი ორი სიტყვა ფიფიაზე

• ჟორა

ნათქვამია: "რაც არ დაწვა რა ადგაო". მაგის მეტი ატ შეუძლიათ და რა უჯიგრო თამაშზეა საუბარი?

• მერაბი

უკვე ფსკერია!

• ტაჰამატა

ჭიაბრიშვილმა დაანონსა და შეუსრულდა კიდეც.

• დავითი...

ხო გაუჭირდებოდათ...

• zaza tbilisi

თქვენი უჯიგრო,....

• არტ

ამ შემადგენლიბითაც კი გუნდს გაცილებით უკეთესი თამაშის ჩვენება შეუძლია. რა გახდა ერთი ნორმალური მწვრთნელი. ნორმალური- კარგზეც არ არის ლაპარაკი. ჭიაბრიშვილი მწვრთნელი არ არის, უმდაბლესი დონეა. გაბრაზებულ გულზე არ ვლაპარაკობ. ისეთ გაუგებარ, უაზრო ფეხბურთს ათამაშებს დინამოს როგორიც იშვიათად მინახავს. დინამოს ვეტერაებს მივმართავ, ხმა ამოიღეთ, გული არ გტკივათ დავიჯერო?

• საბა

უკვე წლებია ჭკუა ვისწავლე და თბ.დინამოს თამაშებს ნერვებს აღ ვასპობინებ

• ჭიაკოკონი

ჭიაბრიშვილო ამოიდე იღლიაში ხარაიშვილი იმრანი მარგველაშვილი და საბურთალოში დააწექი ჯიგარ, ოროსანი მწვრთნელი ხარ ფულზე გაყიდული ქუქი!!!

• roma bejanidze

6.0

• გოᲩა

ტოტალიზატორზე ხომ არ თამაშობენ ორივე დინამო,როგორც თბილისის ისევე ბათუმის,ქუთაისის ტორპედოზე ვერ ვიტყვი ცუდს,იბრძოლეს მაინც და გასვლაზე მოიგეს,აბა დილა ჩემპიონატში ისეთივე გუნდია რაც.ესენი დიდი სხვაობა კლასში არ არის,აიღეს და მეორე ეტაპიც დაძლიეს,ყოჩაღ დემჩენკოს,მოუხსენით დაფინანსება ყველას,და რეგიონებში გახსენით აკადემიები ბიჯოოს,რა საჭირო იყო სიგუას ასე სწრაფად გაყიდვა,მე შენ გეტყვი ბავარიაში გადავიდა თუ რა,ბაზელი არის.ბოლო,ბოლო.

• maqsimum

რა ფიფია უგუნურებო

• არჩილ

მწვრთნელი არ გადადგა?სირცხვილია ბიჭო ბოლოს და ბოლოს რა გჭირთ,კაცნაკლულ მალტის გუნდს 80წლის მარკეტი რომ უდგათ კარში გოლს ვერ გაიტანა,არ გრცხვენიათ?რა ტაქტიკა,ტიპი აზრზე არაა ფეხბურთის,კამარა პოზიციური შეტევების დროს არის ნული,სისწრაფე აქვს მარტო და ტიპმა მე 80წუთზე შეცვალა

• კახა

ხარაიშვილმა შეგნებულად გაარტყა ძეელს? თუ არ მითხრა ეხლა რომ გასულიყო კიდე გაუშვებდნენ მეორეში.კაი რა ზღაპრებს ყვები.

• იოსებ დავითაშვილი

შორს ვარ იმ აზრისგან რომ მწვრთნელის ბრალი იყო მარტო ეს კატასტროფა მარა ნემსაძე იყო ვის დროსაც დინამო ბრძოლობდა არც მანამდე და არც მის მერე ეგეთი ჟილკიანი დინამო აღარ მინახავს თან პირველ ადგილზე იყო რო მოხსნეს და ცზადაძე მოიყვანეს და თუ ვინმეს გახსოვთ რატომ გადადგეს ეგ ნაბიჯი იქნებ მიტხრატ

• დავით 67

ეს ფიფია ადრე რაღაც ტყუილებით იმართლებდა თავს, რომ ვითომ მომავალი წლიდან გუნდს გააძლიერებდა კარგი ლეგიონერებით და ა.შ. ახლა ტყუილებსაც აღარ იძახის, იმდენად კიდია დინამო. ისე გვარი უწყობს ხელს იყოს პრეზიდენტი. ფიფა ფიფია .

• კიკი

წადით ბიჭო კლუბის პრეზიდენტიანად დაიმალეთ და ფეხბურთს კი არა ბურთს საერთოდ აღარ გაეკაროდ უსირცხვილო და უთავმოყვარეო ბალაგანი

• მაზალო

ესენი აწი ქალებად თუ მოახდენენ თვითიდენტიფიცირებას და ქალთა ჩემპიონთა ლიგას თუ შეუტევენ თორე ამათი საშველი აღარაა. ისე რაა რო? კაი აზრია თანაც პროგრესული ნუ მაინც არამგონია რომ იქაც კრამიტები დალეწონ მაგრამ ჯგუფში მაინც ჩაჯდებიან ხოლმე - პერიოდულად, მთავარია შვედ გოგონებს ასცდნენ

• ზაზა

გაძევება რომელ წუთზე იყო?...

• ამატაკი

ეს მაზოხისტები ვინ არიან! მფლობელიან , მწვრთნელიან, ფეხბურთელ-ფედერაციან, კომენტატორიანად! ე.ი. ალბათ ყველა ერთად თვლიან რომ ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ შეგვდგნენ ფეხებით, ჯერ კიდე შეიძლება იძალადონ გულშემატკივარზე ამ ვითომ ფეხბურთით. ყველაზე გულგასახეთქი ის არის, რომ ამ შენელებულ ყელყელაობაში ფულს ჩვენვე გვახევენ. 300 მილიონი ხომ შეიტყაპუნეს ხალხის ფული! მადლიზა ამ ქვეყანას თითოოროლა ბავში სულ გაეზრდება, კვაზიბოსებმა ბონუსად რომ მიასუხარონ. ამათი აკადემიები არ გაიშვა. სულ რომ ბურთი ასვალტზე ათამაშო, გასაყიდი ტავარი მაინც მიუგორდებათ კლანჭებში ზეცამდე აწეულ ცხვირებს.. მესმის ხალხის, ვინც ცდილობს იმოქმედოს, რომ საქმის გამოსწორებას რაღაცით წაადგეს. მაგრამ სამწუხაროდ ერთი ფიფიასა და ბერიძის მოშორება გაზაფხულს ვერ მოიყვანს. სანამ ბიუჯეტი ყველა ჯურის ხალხის სახრავადაა მიგდებული, ესენი წავლენ და მათი ზნის მოვა მკრეჭავად. კარგა ხანია ამ გასაცოდავებულ მსხვერპლს, ქართული ფეხურთი რომ ჰქვია, ვინც კი საპატრონოდ ჩაიგდებს ხელში ისე კრეჭს, რომ კანის მიყოლებასაც არ ერიდება.

• Modric

დღევანდელ მატჩებამდე: დემჩენკომ თქვა: "ყველაფერი გავაანალიზეთ და მოგება შეგვიძლია"-ო. ჭიაბრიშვილმა თქვა: "დინამო არ არის ისეთი ძლიერი, რომ "ამ დონეზე" რამე დავგეგმო"-ო... (მალტის გუნდზეა საუბარი). შედეგიც შესაბამისია.

• paf paf

კითხვა მაქვს...რიგით მერამდენე ჩასვრა იყო?

• bejo

ივანიშვილს ბოლოს ეგ რომ ვთხოვე 7 წლის წინ, ჩიხურაც დაშალა ... გაჩერდი თუ ძმა ხარ თორე ჩემპიონატსაც დაშლის (რაღა დარჩა მარა მაინც) ვაბშე ნაკრებიც არ მიგვიყოლოს

• სოსოს

დინამოს წაგებაზე დაუშვა ფიფიამ და სასტავმა მაღლა და კაი კუშიც მოხსნეს გაიგე სოსო?

• მამუკა

თუ დინამოს გაძლიერება გვინდა, პირველ რიგში უნდა გავაძლიეროთ სხვა ქართული გუნდები. ამას ვერ ან არ ხვდებიან ქართული ფეხბურთის მამები. ვინც არ უნდა მოიყვანონ მაინც არაფერი გამოვა. ნორმალური სპარინგი თუ არ გყავს, ვისაც მოიყვანენ რაც იცის ისიც დაავიწყდება. რა აზრი აქვს ყოველ წელს ჩემპიონობას. სტადიონზე ხალხი არ დადისო. რა აზრი აქვს, როცა ჩემპიონატის დაწყებამდე უკვე იცი ვინ გახდება ჩემპიონი. ასეთ ჩემპიონობას რა ფასი აქვს. ჩვენი ჩემპიონატის მთავარი ინტრიგა არის, ვინ დაიკავებს მეორე ადგილს, დანიშნულება კი გამოავლინოს ევროთასებზე გამსვლელი კლუბები. ვერ ვხედავ სხვა გამოსავალს. კარგი გავძლიერდით და მალტას მოუგეთ მერე... არ გვაქვს იმდენი ფული რომ ისეთი ფეხბურთელები ვიყიდოთ ჯგუფურ ეტაპზე მაინც მოვხვდეთ. ჩვენ უნდა გავზარდოთ ძლიერი ფეხბურთელები, მაგრამ ვისთან უნდა აიმაღლონ კლასი, თუ უფრო ძლიერებთან არ ითამაშებენ.

• სოსო

თბილისის დინამო და გორის დილა,დაახლოებით თანაბარი კლასის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული,მაგრამ როგორი სხვაობაა მათ შორის!დინამოს ბურთი აქვს და წარმოდგენაც არ აქვს,რა უყოს.უაზროდ აგორებს,აქეთ-იქით.გორის დილა კი,რისკავს,წინ მიდის,თამაშს ამწვავებს და თუმცა ხშირადაც ცდება და ისჯება,მაგრამ ყველამ კარგად იცის,რა უნდა გააკეთოს,მოედანზე და ბოლომდე იბრძვის.დინამოში ახალგაზრდების სიჭარბე,მიზეზი არ არის.გუნდს ტვინი არ აქვს და ესაა მთავარი მიზეზი.დარბიან,ფაფხურობენ,ზღვა ენერგიას ხარჯავენ,მაგრამ უაზროდ,უმიზნოდ,,უკაროდ,ურისკოდ!ამიტომ,ვერც ვერავის სიმპათიას იღებენ და ვერც მიიღებენ,თუ ასე განაგრძეს. გორელებმა ,მოედანზე ყველაფერი გაიღეს,ბოლომდე შეტევაზე იფიქრეს და თუმცა შეიძლებოდა ვერ მოეგოთ,მაინც მიაღწიეს სასურველს.დინამომაც ყველაფერი გაიღო,მაგრამ უაზროდ და ყველაფერი დაკარგა.მათთვის პატივის ახდა,უკვე ჩვეულებრივი ამბავი გახდა.ყოველ წელს,ეს სისტემატურად მეორდება და სწორედ ეს არის,ყველაზე საშინელი.ქუთაისელები პირველი თამაშის შემდეგ,უკვე განწირულები იყვნენ,მაგრამ სწორედ ამ პატივისცემისათვის იბრძოლეს და საკუთარი თავის პატივისცემასთან ერთად,ქვეყანას,სარეიტიგო ქულაც წაუმატეს.ასე ძალიან რომ გვჭირდება,სამომავლო კენჭისყრებისათვის.

• რაბუ

დინამოს ვეტერანების სიჩუმე ყველაზე დიდი მარაზმია. მიმიფურთხებია ყველა ტიტულისთვის, იმიტომ რომ დღევანდელ დინამოს ამ დღეში ხედავთ და რომანას პენსიამ დაგაბეჩავათ. ფანკლუბი ხო ვაბშე სხვაგან არის, მარტო მიუშვი ტორპედოსთან აჩხუბე.

• სიმართლე!!

ესე იცის ჩაწყობილმა თამაშებმა!აბსოლიტურად 90% პირველ ლიგა მეორე და უმაგლესი ლიგაში მიდის ჩაწყობები.თუნდაც ბათუმი დინამო ფრე,ასე რომ ადებილებთ აქ ხალხს.და გვიშლით ნერვებს.წაგებ აბა რა კნება მთელი სეზონი რო ცვლით თამაშებს და ტაიმ ბოლებს.მეტ ბურთებს სვავთ.მეტ ყვითლებს.წადი@@@.და ერთი და იგივე მწვრთნელები.მიეცით სხვებს შანსი.რა დამსახურება გაქ გეგუჩაზე რო დარგული ხესავიტ უნამუსოთ ხარ ბათუმის დინამოსი ბალეშიკები გეუბნებიან წადი შენ უნამუსოდ არ მიდიხარ.ტკბილია არა ფული შე ლოთო.ანდა ეს ჩიაბრიშვილი რომელი ერთი გაუშვებენ ერტ გუნდიდან მეორეში მივა.არანაირი დამსახურება არ აქ და მაინც ნიშნავენ.ანუ პატრონობენ.ანდა ფედერაციაში.იმდენი მაყუთი იშოვეს რომ.ტიპები ვეგარ სუნთქავენ.90% გასაყრელია ფეხბურთიდან.დასვრილები არიან ყველა ტუ არა უმეტესი,მიეცით ახალგაზრდებს შანსი!!!უუნამუსოებო.გამოდიან ტვ ისეთი სახებით გეგონება დიდი წვლილი მიუძგვით!

• Fa

ჭიაბრიშვიკი და ფიფია კი არა კობიაშვილის, იაშვილის და ახლა დემეტრაძის!!! ქართული ფეხბურთი დამარხეს, გაცვალეს მილიონებში, რაც იშოვა კობიმ, იაშკამ, ყაველამ დემეტრამ, კახიმ……

• სოსო

შენ ფიქრობ,რომ ვინმემ დინამოს მოგებაზე დადო და ფული წააგო?ვინც ყველასთან აგებს,მასზე ფულს ვერავინ გააკეთებს.მათ შორის,ვერც თვითონ თბილისის დინამო.ამიტომ არც მჯერა,რომ ისინი, ტოტალიზატორში აკეთებენ, ფულს.

• სიმართლე!!

ესეთი სიმართლე დიდი ხანია არავის უთქვამს!!!

• ფიფია დაგვანებე თავი

ეხლა გააგდებენ ჭიაბრიშვილს მერე გამოვა ფიფია გაახალგაზდავაბას ვიწყებთო და ესე მერამდენე წრეზე ვიაროთ ყოველი ევრო სეზონის ბოლოს

• bejo

ვსიო ამის მეტს ვეღარ იზამენ ქართველი მწვრთნელები მინიმუმ ცხადაძის დონის თუ არაა არ უნდა აიყვანონ გუნდებმა

• bejo

უთავმოყვარეოები , საერთოდ ჰყავდათ მწვრთნელიი ??? როგორ ურტყავდნენ უაზროდ ან პასები რა იყოოო ლორია შემეცოდა მარტო ...

• რაბუ

რანგით მეოთხე ტურნირს შექმნის უეფა კონფერენსის შემდეგ და დინამოებმა იქ სცადეთ ბედი

• O.K.

დინამო სირცხვილი და სირცხვილი თბილისი.. მგონი დინამო სრცხვილი უფრო უხდება

• nodo

თუ ქართულ ფეხბურთს არ მოშორდნენ ჩაფლავებული მწვრთნელები როგორიც არიან გეგუჩაძე ჭიაბრიშვილი გოცირიძე ფედერაციის ახლობელი მწვრთნელებიც ხიზანიშვილი უარეს დღეში ვიქნებით..პირველ რიგში პიროვნული თვისებები არა აქვთ მწვრთნელის,შემდეგი ფინანსური სარგებელი,ყველა გუნდმა უარი უნდა თქვას ამ მწვრთნელებთან თანამშრომლობაზე.პრობლემა ისიც არის რომ კობიაშვილი ამ ყველაფერში პირად სარგებელს ნახულობს..

• NESTA:)))

ბიძინა გაკეთე ეს სიკეთე.იყიდე ამ აფირისტი ფიფიასგან ეს გუნდი რაგას გვაწვალებ.კარგია რეგბი ცუდი კი არა რო პატრონობ.მაგრამ ხო ხედავ ქაღტველებისთვის არის ნომერ პირველი ფეხბუღტი,და დინამი კიდევ საქაღტველოს სული და სიხარული...მიდი ქენი ეს სიკეთე და იყიდე დინამო..გტხოვ!!!მაგრად მინდა რო ეს გუნდი იყოს სათანადო დონეზე და უბალეშიკო გულით და სულით, მოაშორე ეს აფირისთი ფულის მათეთრებელი ფიფია!!!

• მამუკა

რამდენი ჰქონდა ხომ არ იცით მალტას კოეფიციენტი ტოტალიზატორებში?

• მათე

ფიფია დაანებე დინამოს თავი, წადი, წაადიიიი, ეს დინამოა ფიფია თბილისის დინამო, ისტორიით, ტრადიციებით, ერთგული გულშემატკივრებით, დროა დინამოს ვეტერანებმა ხმა ამოიღონ ეს მათ თავმოყვარეობასაც ეხება,15 წელში გუნდი როგორ ვერ უნდა გააკეთო ისეთი რომ ფარერებთან და მალტასთან არ ვაგებეთდეთ. სირცხვილი ფიფია შენი და შენი კაცობის კიდე.

• ilar10N YouTube

რაო ჭიამ როგორი ამინდი იყოო ? ჩახუთულიო ? :დდდდდდ

• kkk

ფიფია რუსკი კარაბლზე

• qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos

Es soflis gubdi vinc gaachempiona is magari gasalaxia.

• gionat

ვიყავი თამაშზე და გულის რევის შეგძნებამ ჯერ კიდე არ გადამიარა. აქ სავარაუდოდ ვერც ერთ მწვრთნელი ვერ დადებს შედეგს, პრობლემა თავშია, გუნდი არასწორედ იმართება უკევე წლებია, მაგრამ ამ მალტურ კლუბთან ორივე თამაშს რომ წააგებ იქ უკვე მწვრთნელიც უსუსტესია. სრული უიმედობა ამათი შემყურე მწვრთნელიან, მფლობელიან ფეხბურთელებიანად.

• ირაკლი

კობიაშვილი წადი

• გთხოვთ არ გამცეთ

საიდუმლოდ გამანდეს, და მე თქვენ გაგანდობთ ასევე საიდუმლოდ - წაგების მიზეზს. თურმე ფიფია ყოფილა მალტის ორდენის დიდი მაგისსტრი და აბა რა უნდა ექნა? გაუგეთ კაცს, ვალდებული იყო დავმარცხებულიყავით

• დათო

ყველა უნამოსოს ვინც დინამოს სახელს ტოტალიზატორში ფულში ცვლის მის კაცობას გაურბინოს ამ მალტელეებმა.დიდი სურვილი მაქვს გერიელად ვიგინო მაგრამ არ დაბეჭდავენ.ისე არ აგცდეთ რაც დღეს ვფიქრობთ თქვენზე ფიფიასთამადობით.

• ზვიადი

საერთოდ როგორ მოახერხა ამ უფანტაზიო გუნდმა გამხდარიყო საქართველოს ჩემპიონი?

• Merab1970

უსახელოდ და სამარცხვინოთ

• anta

ასტანასთან წაგების მერე დავწერე რომ საბჭოთა კავშირის დროსაც კი უჭირდათ სპარტაკთან თამაში და ეხლა რა ღმერთი გაუწყრებათ მეთქი თან 2019 წლიდან ევროთასებზე სახლში არ მოუგიათ და რისი იმედი უნდა გვქონდეს მეთქი და ახდა კიდოც. ფიფია ჭიაბრიშვილს ღირსების ორდენები უნდა გადაეცეთ

• გიორგი.

გადადგება.უი რა სისულელე წამომცდაა.

• ლადო

ის აპენდიციტი კაცი ჭია ნაწლავი არ უნდა მოიკვეთოს გუნდმა? მაგ თავისით არ წავა ქერის ორმოშია და!

• დავითი

მარადონამ სწორად თქვა ერთხელ ,,თუ გინდათ ფეხბურთს უყუროთ,გააუქმეთ ტოტალიზატორებიო".და რა ქნეს დღეს?დინამოს მოგებაზე დადებული ფული გულშემატკივრების,გადამისამართდა აზიურ ტოტალიზატორებში დინამოს წაგებაზე,თან კაცნაკლულები იყვნენ.ეხლა კმაყოფილები ზიან მოგებული ფულით.მოაშორეთ ფიფიაც და ფედერაციაში მჯდომი ტოტალიზატორ დელეცებიც.

• ტიტე

ქართულ ფეხბურთს სჭირდება რუის-ურბნისის კრების მსგავსი, უნდა განიკვეთოს ყველა ვინც ქართულ ფეხბურთს ასამარებს და ყველამ უნდა თქვას თავის სათქმელი. მთავარი, განწმენდა უნდა დაიწყოს ბავშვთა ფეხბურთიდან, სადაც ძალიან ბევრი არამზადა ჩაბუდებულა, გაქსუებული მშობლების შვილებს აწინაურებენ და ბევრი კარგი ბავშვი მალევე ხვდება შანსი რომ არ აქვს და ფეხბურთს თავს ანებებს, აი ამ ჩონჩორიკა, ღიპიან, არამზადებს თუ ჩამოაშორებენ ქართულ ფეხბურთს მე ვფიქრობ საქმის 80% გაკეთებული იქნება და მალევე დაიდება შედეგი. მე არ ვგულისხმობ ტალანტებს, ეხლა კვარაცხელიას დარი ფეხბურთელი არ დაიმალება და ვერც დაჩაგრავენ, მაგრამ როცა თანაბარი ბავშვებია, უმეტეს შემთხვევაში მამიკოს ჯიბეს და გავლენებს მისჩერებიან, ჯიგარი ბავშვთა ფეხბურთის მწვრთნელები, შედეგი სახეზეა, გამოფხიზლდი ფედერაცია, ნუ გძინავს, თუმცა რა გძინავს თქვენი ხელდასხმით ხდება ალბათ. ადრე ერთი საბჭოთა ანეგდოტი იყო გახდება თუ არა პოლკოვნიკის შვილი გენერალი, პასუხი იყო, არა, იმიტომ რომ გენერალს თავისი შვილი ყავს. მოხვედრილი მიხვდება.

• mamuka

ბიძინა აიყვანე ეს დინამო.შენ რაგას გვაწვალებ.იყიდე ეს გუნდი და ჩაბარე შენივე ხალხს.დავიტანჟეთ.ამ ფულის მათეთრებელი ფიფიათი.საკმარისია.გაქ ეს ფინანსები და ქენი ბარემ ეს სიკეთე შე დალოცვილო!!!ამ ჩიაბრიშვილს დანებეთ დავი.ფიფია არის შემთხვევით მოსული კაცი ზის და ათეთრებს ამ მაყუთს!

• M

კარგი რაზე იშლით ნერვებს, პირველად გამოვარდნენ ასეთ გუნდთან? ყოველ წელიწადს ერთი და იგივე ხდება.

• გულშემატკივარი

ფიფია რამდენი გქონდა დადებული წაგებაზე?ამოხვედი ყელში უკვე რაა.იქ ფარერებთან აგებ კატასტროფულად,აქმალტის მოყვარულებთან,გადასული ხარ ტოტალიზატორით ფულით კეთებაზე.10 კაცს გოლი ვერ გაუტანეს.ამ საქციელით დარჩენილ ცოცხალ დინამოელებს,ვინც ჩვენ გვახარებდა თავის წარმატებებით,ყველას გულს უკლავ.

• gio

აწიკვიდნენ ჭიაბრიშვილის დაქირავებული ტროლები..ჭიაბრიშვილი არის დინამოს დამანგრეველი დოლიძესთან ერთად! მოიყვანა საბურთალოს ჩამოწერილი ფეხბურთელები ხარაიშვილი ლაკვეხელიანი მარგველაშვილი,აი მიზეზი რის გამოც მხოლოდ ჭიაბრიშვილია დამნაშავე,რა მიზნით მოიყვანა ფინანსური თუ სხვა სარგებელი ფიფიამ გაარკვიოს,მაგრამ ფაქტი ერთია ჭიაბრიშვილმა და დოლიძემ საბოლოოდ შეარცხვინეს დინამო

• Jango

იქნებ დინამომ 5 წლით უნდა დაისვენოს მეორე ან მესამე ლიგაში? რომ გამუდმებით ქართული ფეხბრუთისშერცხვენით არ იყოს დაკავებული ეს ვითომ ფლაგმანი? საცოდავი ფიფია რაში ხარჯავს ფულს ა?

• ირაკლი

"თბილისის დინამო" სახალხო გუნდია. უნდა ჩამოერთვას დინამის სახელი და დაერქვას "თბილისის იბერია", რომლის ღირსიც ასევე არ არის.

• ქუთაისი

საერთოდ არ მიკვირს დინამოს გამოვარდნა. გუნდი რომელიც საქართველოს ჩემპიონატის ბოლო პოზიციებზე მყოფ გუნდს ვერ უგებს (შუქურასთან 4:4), პირველლიგელს თასზე ძლივს მოუგო (ლოკომოტივი) და საერთოდ უმეტეს შემთხვევაში 14 კაცით თამაშსაა დაჩვეული (11 კაცს + 3 მსაჯი) ოდნავ მაინც ორგანიზებულ გუნდთან ვერაფერს გააწყობს. მე მხოლოდ ის მიკვირს, რატომ ვზივარ ტელევიზორთან და ბოლო წუთამდე რატომ ვებღაუჭები გაურკვეველი წარმოშობის იმედს. აი ახლა რაღაცას შეძლებენ, აი ახლა გოლს გაიტანენ ..... მერე კიდე უკვირთ სტადიონზე ხალხი რატომ არ დადისო.

• Gambler

ჭიაბრიშვილი იქნება თუ სხვა ამას არ აქ დიდი მნიშვნელობა..სანამ ფიფოს გასდის არაფერი შეიცვლება. გვიკიდებს ყველას და პასუხს არ იღებს და არც მიიღებს..

• Aba hee

ვუყურე თამაშს და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ამ ხალხს შემდეგ ეტაპზე გასვლა კი არა ფეხბურთის თამაში საერთოდ არ აინტერესებთ,ძალიან დავიძაბე ძალიან 55 წუთის მერე კაც ნაკლული იყო ეს გუნდი და მხოლოდ 2 რეალური მომენტი შევქმენით,ვერ გამიგია ამათ ფეხბურთზე რა პრეტენზია აქვთ,აი დილას ყველაზე ძნელი გუნდები ამოუვიდა და ტიპები რა მაგარ ფეხბურთს თამაშობენ,საღოლ,ბათუმის და თბილისი დინამოებმა მაგარი კი იკაიფეს ჩვენს ნერვებზე მაგრამ რას ველოდით მასწავლებლისგან და მოსწავლისგან მეტს?!

• lova

მოგიწოდებთ შევიტანოთ პეტიცია უეფაში დინამო არ დაუშვან ევრო ტურნირებზე სირცხვილის მეტს არაფერს აკეტებს მე თვითონ დინამოს გულშემატკივარი მოგიწოდებთ სანამ ფიფია იქნება პრეზიდენტი სერიოზულ ფულს შოულობს ევროტურნირებზე აბა მიხვდით როგორ?

• გუჯი

წააგეს?? გაუჭირდებოდათ. ალბათ აქ კომენტატიც კი ზედმეტია. უთავმოყვარეო და დილეტანტი გუნდის მფლობელის და ფეხბურთელებისგან მეტს რას უნდა ელოდე?

• ლევანი

და რაო, თამაშის მერე, იმან მრწვრთნელი რომ ქვია? მაგრად მაინტერესებს რას იტყვის

• Gambler

ვინაა ჩვენ ფანკლუბში?! იქ სერიოზული ხალხითაა ფანკლუბები წარმოდგენილი ჩვენთან არც ვიცი ვინ არიან , იცნობთ ვინმე?

• ბექა

მინდა ყველას მივმართო ,მინდა რომ მოვიფიქროთ რამე, ან მიტინგი გავაკეთოთ, ან რამით გავაპროტესტოთ, ხო ხედავთ რომ დინამოს პრეზიდენტს და მწვრთნელს ნამუსის ნატამალი არ გააჩნიათ. ჩვენც ამასობაში დავბერდით, მინდა ჩვენი დინამო ქუხდეს და გვახარებდეს. თავისი ნებით უნამუსო კობიაშვილები კალაძეეები მაგიოზები ეგენი და ფიფიებს სულ ფეხებზე ვკიდივართ. ამდენს ჰვანერვიულებენ. გორის ფილას კიდე გაუმარჯოსს როგორ გაგვახარა

• დინამო დაშალეთ

დინამოს ფან კლუბი სადო მაზოხისტები ხართ? რაგაცა ამოიღეთ ხმა ისედაც 100 კაცი ხართ სულ სანამ ეგეც ხართ თქვით რამე

• Mr.kostaia

ნახირი გუნდი, მზეზემკიდია მენახირე ჭიაბრიშვილი და დელეცი კოლმეურნეობის თავმჯდომარე ფიფია

• დევდარიანი

ჭიაბრიშვილი რა შუაშია, ფეხბურთელები კრეტინები იყვნენ.

• Status quo

ფუ თქვე უთავმოყვარეებო.ძირს ფიფია.

• ლევანი კახეთი

...და ფიფიას გარეშეც! უკვე ნაგავში გადასაგფები გახადეს "დინამო"!

• დევდარიანი

აბა დააბრალეთ ეხლა ჭიაბრიშვილს,ფიფიას,მსაჯს,ამინდს,ქარს და ა. შ. რასაც ვუყურე,მე მხოლოდ დავინახე კრეტინიზმი,მსგავსი იდიოტური თამაშის მნახველი არ ვარ. ფუუ თქვენი... გადახედეთ დინამოს შემადგენლობას და გორის შემადგენლობას და მერე ილაპარაკეთ მწვრთნელზე და პრეზიდენტზე. გაუმარჯოს გორს.შემოგევლეთ.

• Gambler

SS, როცა ეგრე იფიქრებ, რომ ვერ შეცვლი ვერაფერს და არ გადადგა ნაბიჯებს ვერც ვერაფერს შეცვლი. სხვაგან რა სახელმწიფოს საკუთრებაშია კლუბები? აბა გაბედოს და ასე გაჩაჩანაკდეს ბერძნული კლუბები მაგალითად. მაგ შენს პრეზიდენტს ისეთ გარემოს შეუქმნიან ფანები საკუთარი სახლიდან ვერ გავა შიშით. იმიტომ რომ ეთქმით სიტყვა იქ. და ფან მოძრაობაში ძალიან სერიოზული ხალხი შედის. ჩვენთან კი მგონი პატარა ბავშვებით არის ეგ გამოვა წარმოდგენილი და ფიფია აფინანსებს მგონი. ნუ კანფეტის ფულს აძლევს ალბათ. ისევ ხალხმა უნდა გამოთქვას პროტესტი ჩვენთან, მაგრამ ამას ორგანიზება სჭირდება სოც ქსელებში ალბათ ძირითადათ. ამ საიტზე ორგანიზება არ გამოგვივა..ფაქტია რომ ასე არ შეიძლება გაგრძელდეს.

• Ნიკოლოზი

გამაგიჟებს ეს ხალხი, ჭიბრიშვილები მოვლენ და წავლენ, ფიფიაა ამ სიბინძურის ავტორი

• Anti

დინამოს ფანკლუბს მივმართავ, არ გიტყდებათ ამ გუნდს რომ გულშემატკივრობთ?

• gigi

დინამო ჭიაბრიშვილის გარეშე!

• alexandre

ყველა კომენტარი წავიკითხე. 40-ია! ასეთი ერთსულოვნება გამსახურდიას დროს რეფერენდუმზე თუ იყო. ეხლა 3 კომენტარია ლაიკიც და დისლაიკიც რომ აქვს, ისიც ზოგმა შაყირი ვერ გაიგო. რა გვეშველება, ა? ნუთუ არაფერი? მე მცხვენია ამათ მაგივრად, მალტასთან წავაგეთ. ვინღაა უფრო სუსტი? ფარერებმა მოგვიგო, ლუქსემბურგი ჯგუფში იყო, სომხებს და აზერებს ვერც კი შევედრებით. იქნებ აზიაში გადავიდეთ და იქ მოვუგოთ ინდონეზიას და მალაზიას, ან მონღოლეთს, ა? ვაიმე, რეებს ვბოდავ, მე ღა გაკლდით, მაპატიეთ...

• Anti

შემდეგ ეტაპზე ვის ხვდება დინამო? :D

• ლადო

ყველას უნდა აუკრძალო ფეხბურთის თამაში. ან ნამუსი რომ ქონდეთ თვითონ არ უნდა ითამაშონ. ფეზბურთი კი არა საზიზღრობაა

• TT

კი ეგ ვიცი. მარა უყურე მე რას ვამბობ მეგობარო. იძულებული უნდა გახდეს გაყიდოს გუნდი მიხვდი? მერწმუნე მყიდველი გამოჩნდება თან არა ერთი :-)

• suxumchanin

ქვეყანას პატრონი არა ყავს, თორემ ფიფია უნდა იყოს ქვეყნის უპირველესი გუნდის მფლობელი? დინამოსგან სახელიც აღარ დატოვა

• ზურიკო

არავითარი მოულოდნელობა..ისეთი წინასამატჩო პრესკონფერეცია მოარტყა ჩვენმა კვაზი მწვრთნელმა რომ შედეგი თავიდანვე ნათელი იყო ))

• SS

სამწუხაროდ ფიფიას ჩვენი სურვილით კლუბს ვერ დავათმობინებთ დინამო არის ფიფიას საკუთრება მსურველი არავინ არ არის რომ დინამო შეისყიდოს რეალობას თვალი გავუსწოროთ

• ირაკლი

საქართველოში ფეხბურთი გახდა კრიმინალური გზით ფულის შოვნის გზა, ამ გასაცოდაებული ჩემპიონატის ჩატარების ერთადერთი ახსნა არის აზიურ ტოტალიზატორებზე თამაში და ამაში ჩართული არიან ფედერაციის მესვეურები და კლუბების პრეზიდენტები. ამაში ვერავინ გადამარწმუნებს.

• TT

19 აგვისტოს აქვს დინამოს თამაში (შაბათი დღეა) ყველა სტადიონზე ვისაც ძველი დინამო გვენატრება და მოვითხოვოთ ფიფიას წასვლა. წარმოიდგინეთ რომ შევძლოთ და გავავსოთ სტადიონი 55 ათასი კაცი რომ დაიჭექებს ფიფია წადიო! დინამოს ფან კლუბს მივმართავ გააკეთეთ ორგანიზება ამ იდეის! თქვენ ხომ ჩემზე და ბევრზე მეტად გიყვართ დინამო (ჩემზე მეტად იმიტომ რომ სულ სტადიონზე ხართ "ქარშიც და წვიმაშიც"!!!) დავიჯერო თქვენ გჯერათ ფიფიადი???

• მიშა

უძაღლო ქვეყანაში კატები რო იწყებენ ყეფას ის გვჭირს ჩვენ

• შალვა73

პრეზიდენტ ფიფიას დინამო არის ქართული საკლუბო ფეხბურთის სირცხვილი!!!

• TT

არაა. იმათთანაც წააგებენ და მერე გადაერთვებიან ბაბანგიდას ლიგაზე და იქ შეხვდებათ ბუბულუბიას ტომი და ორი მატჩის ჯამში 8-1 მოგვიგებენ. იმ ერთ გოლსაც ტომელები საკუთარ კარში გაიტანენ :-D

• TT

პენსია აქვთ მეგობარო დანიშნული დინამოსგან და მაგიტომ არ იღებენ ხმას. ფიფია ჭკვიანი კაცია წინასწარ გათვალა ყველაფერი :-D

• გოგა

ჩინგაჩუნგის ტომს რომ შეხვდნენ არს რაიმე შანსი?

• Status quo

უკვე არც ვუყურებ დინამოს თამაშს,უთავმოყვარეოები და სამარცხვინოები არიან. ძირს ფიფია.

• ჯორჯო ბიძია

შვებულების ფული ხო ჩაირიცხა ბიჭებო..ხოდა შაუბერეთ ეხა

• TT

ამ ფეხბურთით გინდათ ხალხი სტადიონზე მიიყვანოთ?!!!... მწვრთნელი რომ ყავს გუნდს რა ეტყობა?!!! ჭიაბრიშვილის მწვრთნელობა არ გაიშვას არსად!!!! დინამო უნდა ჩამოერთვას ფიფიას!!! სად ნახულობენ ამ ლეგიონერებს ან ვინ ნახულობს დასახვრეტია ის ვიღაცა!!! კიდევ არ შემიძლია არ დავწერო ესეც: სტადიონის დიქტორი რო გაჰკივის საქართველოს საუკეთესო კლუბი თბილისის დინამოში! არ გრცხვენია ამას რო იძახი ეხლანდელ დინამოზე?!!! რით ჯობიხარ სხვა გუნდებს შენი ფიფიას დინამოთი?!!! ტფუი თქვე უსირცხვილოებო!!!!

• მყუდრო

სად არიან დინამოს ვეტერანები?! ხმას რატო არ იღებენ?! არა ნაკლებ დამნაშავე არიან

• მე

გუშინდელი მწვრთნელის კომენტარის შემდეგ არ გამკვირვებია ნამდვილად.დღეს დინამო არაა ისეთი ძლიერი რომ პირდაპირ ვთქვა მოვიგებთო.ვისთან ბიჭო ვისთან???მალტააა???ისე ამ შედეგს უამრავი მიზეზი აქვს.სასაცილოა უკვე ხალხი აღარც ღიზიანდება.ერთი ორს მოიკითხავენ ფიფიას,მწვრთნელებს უჯიგრო ფეხბურთელებს და ეგაა.ისე საინტერესოა რა მოყვება ამ სირცხვილს რა ცვლილებები იქნება.

• მოკლედ

ეს ჭიაბრიშვილი არის სიაფანდი. ტიპი 40 გრადუს სიცხეში (წინა რომელიღაც თამაშზე) გამოვიდა სვიტერით ზურგზე მოფარებული, წვერი რაკეტასავით დაყენებული,ვითომ "სტილნი" არის. წადი ბიძია მოდელობაზე სცადე იქნებ იქ გამოგივიდეს რამე....

• ლაშა

ისე, ის საბჭოთა საქართველო ფეხბურთიანად დაგვენგრა თავზე!

• გიუშა

კულტურულად დავწერ:გეგუჩაძეს+ჭიაბრიშვილი=შეყვარებულებს)))

• იკა

ეხლა ვის დააბრალებენ მართლა მაინტერესებს რა მიზეზი ექნებათ..მოედანი არ იყო სავსე და პროტესტის ნიშნად წავაგეთო ალბად ესე გაიმართლებენ თავს..

• დინამიტი

ეს რო საფეხბურთო ქვეყანა იყოს აი ამ წამშივე გადაკევტა ხალხი დინამოს ბაზას და ადგილზე პრეზიდენტის მობრძანებას მოითხოვდა. პსჟ - ში მესის, მბაპეს და ნეიმარს უწყობენ აქციებს ფანები და ჩვენი დინამოს ფანკლუბი კიდე სამტრედიაში დადის საჩხუბრად. გამოათრიეთ ეს ფიფია ტელევიზოაში მართლა და ხვალვე აიღოს ხელი დინამოზე

• ლაშა

ასე უთავმოყვარეო კლუბი დედამიწის ზურგზე მეორე არ არსებობს. მესხი, მეტრეველი, ყიფიანი, ბარქაია და სხვა წარსული ფეხბურთელები ალბათ ბრუნავენ საფლავში!

• მათე

ვთხოვ საიტის ადმინისტრაციას,ნუღა დაწერთ ნურაფერს დინამოზე და ზოგადად ქართულ ფეხბურთზე,ჩვენც შეგვიცოდეთ თქვენი ერთგული მკითხველი,დიდ პატივს ვცემ გიორგი ჭიაბრიშვილს,არავის გაკიცხვას არ ვაპირებ.მაგრამ უბრალოდ სირცხვილია...

• ბექა90

ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ რომ ნეგატიური კომენტარი არ დავწერო, მაგრამ ვფიქრობ თუ ხმას არავინ არ ამოიღებს, 10 წლის შემდეგაც იგივე ჭაობში ვიქნებით. ეს რა ჭირი გვჭირს, რა სირცხვილია, მალტის გუნდი როგორ უნდა აგდებდეს ტურნირიდან, ასეთი ტრადიციების გუნდს, როგორიც თბილისის დინამოა. ქვეყნის სიმბოლოა ეს გუნდი და რა დღეშია, სადამდე დავეცით, ვინმეს თუ რაიმე ხელეწიფება, სასწრაფოდ მისახედია დინამოს კრიტიკული მდგომარეობა.

• იკა

ჭიაბრიშვილი და კამარა ბოლოს ერთად რჩებიან...

• feola

ვაი თქვენს პატრონს და კიდევ იმათ, ვინც თქვენ ფეხბურთელები გიწოდათ, ყანა ხართ ოეეეეეეეე!!!! ხხხხხფთუიიიიი ჩაისვარეთ ტრუსებში

• ზურაბ

ჰოკეიშიც კი გვაქვს წარმატება თქვე თახსირებო. წადით, იქნებ სხვა საქმისთვის ხართ გაჩენილები, მაზოხისტები ხართ თუ მანიაკები

• ირაკლი

რას ერჩით სწორად ვითარდება ქართული ფეხბურთი.კიდე უნდა დაამატოს ფული სახელმწიფომ:დ

• Wolf

ვიცოდი. სხვა რა კომენტარი გავაკეთო ზემოაღნიშნულ ვითარებიდან გამომდინარე. მწვრთნელი გასაშვები იყო ასტანას მერე. მაგრამ გამაოცა ფიფიამ,რომ დაიტოვა ქართული ფეხბურთის ექსპერტი. ექსპერტი იმიტომ ვუწოდებ,რომ ბოლო პრენსკონფერენციიდან გამომდინარე შექებას იმსახურებდა. პატივცემულო ჟურნალისტებო და ქართული ფეხბურთის მოღვაწეებო როგორმე მიდით ფიფიასთან ან მიიწვიეთ ტელევიზიაში და კრიტიკის ობიექტში მოექციეთ. ჰოო მშპ-ს გამოთვლები რო უყვართ ისიც მიიწვიეთ მაგასთან ერთად.(დირექტორია და გვარი არ მახსოვს) მოკლედ აზოტის წართმევას კლუბი უნდა წაერთმიათ. :)

• SS

ვინც ამათ ფეხბურთელობა და მწვრთნელობა დააბრალა .....

• A

დინამოში თამაში სამარცხვინოა, მუშაობაც, მსგავსი ხროვა არ მეგულება

• გიუშა

ხმა ამაიღე ფანდუროოო...)))

• ლაშა

ჭიაბრიშვილი გაუძევებიათ! თორე რომ იყო ხო დახაზა რვიანები!

• ბ. დილანიშვილი

არ არის ფიფის, ჭიას და ჩანჩურა ფეხბურთებელის ბრალი. მსაჯის ბრალია, რომ მალტელებს გოლი ჩაუთვალა და დინამოს პენალტი არ დაუდო.

• zaz197

ყველაზე უსულოდ, უგულოდ ეს გუნდი თამაშობს, იცვლება შემადგენლობები, მწვრთვნელები, ამათი საშველი მაინც არ არის, ხან ყაზახებთან ნადგურდებიან, ხან ფერერელებთან, ხან მალტელებთან აგებენ ორივე თამაშს... დინამო ბრენდია, ქართული ფეხბურთის ისტორია და სიამაყეა, მოდი რა, გადაირქვით სახელი, ნუ ამცირებთ დიდი გუნდის ისტორიას. დაირქვით სხვა სახელი, ისემც გიქნიათ სულ ათით ნოლები წაგეგოთ, ჩვენც არ მოგვეშლება ნერვები და თქვენც არ გექნებათ ის პასუხისმგებლობა, რომელიც მაინც ფეხებზე გკიდიათ.....ფიფია, რა ინტერესი გაქვს, ნეტა გამაგებინა, ამ საქმეს რომ ვერ ჩამოგაცილა ამდენმა გინებამ

• Levani

Aba ras izamda. 4-dan erti tamashi ver moigo. sadme ro waxvide ar aris aucilebeli dinamoshi ro iwvalo, gza xsnilia viza ar unda.

• Gio

ამ გუნდში ფეხბურთელები არ თამაშობენ, ესენი არიან უთავმოყვარეო არსებები. მოვითხოვოთ სასწრაფოდ გაუშვან ყველა მოყამაშე და მწვრთნელთა შტაბი ფიფიასთან ერთად. სირცხვილია …..

• დათო

ფიფიას გაკეთებული საქმე არ გაიშვას , ნორმალური მწვრთნელი ვერ შეურჩევია ამდენი წელია ...

• პატრიოტი

უდიდესი სირცხვილია ხმა ამოვიღოთ ხალხო ასე არ შეიძლება პასუხისმგებლობა ვინმემ უნდა აგოს პასუხი ამ ყველაფერზე იმისწინ ფარერებთან შევრცხვით ეს ხომ დინამოა არ ესმით არ აქვთ გათავისებული რაუბედურებაა ნამუსი სულ დაკარგეს გრცხვენოდეთ ტფუ

• Dinamos akademia

კატასროფაა ჭიაბრიშვილი,დინამო შეარცხვინეს და საბოლოოდ დაასამარეს ჭიაბრიშვილმა და დოლიძემ.ფიფია ამას ვერ ხედავს

• გია

მე მგონია, რომ კომენტარის გაკეთებაც კი ამ არარაობებზე დიდი შეცდომაა, ვითომ საერთოდ არ არსებობენ

• ლაშა

ფურთხით გაკეთებული ხართ თქვენი! რა დაფინანსება უნდათ, საბჭოთა დინამოს 320 მანეთი ჰქონდათ და ქუხდა მათი სახელი! ტფუი!

• ქართველი

ტიტუუუ ტიტუუუ სირცხილოო კაც ნაკლული მალტური გუნდი რო მოიგიგებს საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდს თან ისე რომ გოლს ვერ გაიტან შენს მოედანზე სად უნდა გამოყო თავი რა სირცხვილია. შუბლის ძარღვი გაქვთ გაწყვეტილი წადით ყანა გათოხნეთ ვინმე გლეხს მაინც შეუმსუბუქეთ საქმე მადლი მაინცაა. იმენა ჩაი***თ. ალბათ მომდევნო სან-მარინოს გუნდთან წაგებაა. ფუუიიიიი

• Kavela81

უდიდესი სირცხვილია ხმა ამოვიღოთ ხალხო ასე არ შეიძლება პასუხისმგებლობა ვინმემ უნდა აგოს პასუხი ამ ყველაფერზე იმისწინ ფარერებთან შევრცხვით ეს ხომ დინამოა არ ესმით არ აქვთ გათავისებული რაუბედურებაა ნამუსი სულ დაკარგეს გრცხვენოდეთ ტფუ

• კარაკასი

კომენტარიც არ დაწეროთ! არ არიან ღირსები!

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა

გიორგი ჭიაბრიშვილი: "დინამო" არ არის ისეთი ძლიერი, რომ მწვრთნელმა პროგნოზი გააკეთოს

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის

"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება

Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს

თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს

თბილისის "დინამო" მალტაზე "ჰამრუნთან" ბოლო წამზე დამარცხდა [VIDEO]

გიორგი ჭიაბრიშვილი: მე ბევრი შეცდომა დავუშვი - ვიმედოვნებთ, ამ ყველაფრის გამოსწორებას სახლში შევძლებთ