საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა გამარჯვებით გახსნა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი, რომელიც რუმინეთის ქალაქ პიტეშტში გუშინ დაიწყო. გახსნის დღეს ნიკა ცინცაძისა და ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები ისვენებდა, რადგან 5-გუნდიან ჯგუფშია და კალენდრით, პირველ ტურში კენტად დარჩა.

ჩვენს ჯგუფში პირველ ტურში მასპინძელმა რუმინეთმა ავსტრია 72:50 გაანადგურა, ხოლო ისლანდიამ ბოსნია-ჰერცეგოვინას 73:62 მოუგო. საქართველოს პირველი მეტოქე ბოსნია გახლდათ, რომელსაც ჩვენმა გუნდმა 29 ქულის სხვაობით – 90:61 (სტატისტიკა) აჯობა. საქართველოს ნაკრებმა ბალკანელებს ყველა კომპონენტში აჯობა და ისე მოუგო, წარმატების შანსი არ მიუცია.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი ჰქონდა ავთანდილ ბახტაძეს, რომელმაც 22 ქულა, 6 მოხსნა დ 2 დაფარება მიითვალა. 15 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი გიორგი ცაგარეიშვილის ანგარიშზეა, გიორგი ნიკოლაევმა კი 10 ქულა, 5 პასი და 4 მოხსნა მოაგროვა. მათე ხატიაშვილი 8 პასით, 7 ქულითა და 2-2 მოხსნა-ჩაჭრით გამოირჩა.

მეორე ტურში რუმინეთმა ისლანდიას დაძაბულ ბრძოლაში – 90:88 მოუგო და ჯგუფში გალიდერდა. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს სწორედ რუმინეთთან გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლის გზაზე უდიდეს ნაბიჯს გადადგამს. შეხვედრა 6 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

GBF

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა