რეიტინგფავორიტმა ბაადურ ჯობავამ მოჭადრაკეთა სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა
ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა მოჭადრაკეთა სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე ("სევანის ტბა-2011") ასპარეზობის რეიტინგფავორიტმა ბაადურ ჯობავამ (2713).

გუშინ, 28 ივლისს მე-7 ტურში მან შავი ფიგურებით 42-ე სვლაზე შეჯიბრების ერთპიროვნული ლიდერი ჰრან მელქუმიანი (სომხეთი 2600) დაამარცხა და 4,5 ქულით თავად დაწინაურდა. პირველი-მეორე ადგილების გაყოფის შანსი ჰქონდა ჩინელ ჩჟოუ ძიანჩაოს, მაგრამ იგი რუს ილდარ ხაირულინს სულ რაღაც მე-11 (!) სვლაზე დაუზავდა და წინა ტურებში მონაგარს მხოლოდ ნახევარი ქულა შესძინა. ასევე ყაიმზე შეთანხმდნენ მასპინძელი სამველ ტერ-სააკიანი და ბელარუსი სერგეი ჟიგალკო. არმან პაშიკიანმა ზავენ ანდრიასიანი დაამარცხა, ტიგრან პეტროსიანმა კი ავეტიკ გრიგორიანს (ოთხივე-სომხეთი) სძლია.

შვიდი ტურის შემდეგ: ჯობავა-4,5, ძიანჩაო, პეტროსიანი, მელქუმიანი-4-4, ჟიგალკო, ხაირულინი, პაშიკიანი-3,5-3,5, გრიგორიანი-3, ტერ-სააკიანი, ანდრიასიანი-2,5-2,5 ქულა.

დღეს, 29 ივლისს მე-8 ტურში ითამაშებენ: ანდრიასიანი-ჯობავა, გრიგორიანი-მელქუმიანი, ჟიგალკო-პეტროსიანი, ხაირულინი-ტერ-სააკიანი, პაშიკიანი-ძიანჩაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში