საქველმოქმედო მატჩში „შახტარი“ ლონდონში „ტოტენჰემთან“ 1:5 დამარცხდა.

პოკერი ჰარი კეინმა შეასრულა, რომლის შეძენას „ბაიერნი“ ცდილობს.

„შახტარის“ მცველმა გიორგი გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

კარიერაში ბოლო შეხვედრა ჩაატარა დონეცკური გუნდის 39 წლის მეკარე ანდრეი პიატოვმა.

ლონდონი. „ტოტენჰემ ჰოტსპური“. 56 331 მაყურებელი

ტოტენჰემი - შახტარი 5:1

გოლები: 1:0 კეინი (38, პენ), 1:1 კელსი (45), 2:1 კეინი (50), 3:1 კეინი (55), 4:1 კეინი (79), 5:1 სკარლეტი (90+4)

რიგითი გულშემატკივარი
თბილისის 1:1-ის შემდეგ ლონდონში საპასუხო მატჩამდე გაზეთ "კომუნისტის" მეოთხე გვერდზე ეხატა გიგლა ფირცხალავას მეგობრული სარჟი, სადაც მურთაზ ხურცილავა (კაპიტანი), შამფურზე აგებულ მამალს ცეცხლზე ატრიალებდა იმის მისანიშნებლად, რომ ლონდონში "მამლებს", ანუ ტოტენჰემს, ასეთ დღეში ჩავაგდებთო,გულუბრყვილობა იყო, რადგან "სპეციალისტები" აღნიშნავდნენ თბილისში დინამოს ფრის მიუხედავად ერთგვარი პოზიციური უპირატესობა ჰქონდათ და თუ ასე განვითარდება მოვლენები ლონდონშიც მოგების შანსები გვექნებაო.ლონდონის შედეგმა კი ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა და ღუბლებში მონავარდე ოპტიმისტები მიწაზე დაანარცხა.ეს იყო ევროტურნირებზე თბილისის "დინამოს" გარიჟრაჟი, მერე დაიწყო და დაიწყო...
Edinio
ისეთი კომენტარებია ;გული აგიჩუყდება: პირდაპირ. რა მოსკოვი და რა ტოტენჰემი ჯიგრებო უფრო მეტი გულისტკივილი არ გაქვთ ბიჭო ჩვენს ფეხბურთზე? წყალწაღებულები რომ ვართ ამ სპორტში და დანარჩენებში კიდევ არაგვიშავს.ჰოკეი რომ ჰოკეია ისიც ისწავლეს ქართველებმა და აი ამ ფეხბურთს არ ეშველა. მე რასაც დავაკვირდი დავრწმუნდი ერთ რამეში რომ ჩვენებმა უბრალოდ არ იციან ფეხბურთის თამაში ტვინი არ ყოფნით არ იციან რა დროს რა გააკეთონ. არადა ჩვენები ძველებიდან დაწყებული არველაძეებით დამთავრებული მსოფლიოს აზანზარებდნენ ისეთ ფეხბურთს თამაშობდნენ. კალაძე რა ცუდი ოყო? უსერიოზულესი მცველი იყო და დამსახურებულადაც აიღო ლიგა.ქინქი ქეცბაია კეტაშვილი გელა უმაგრესი ქართველი ოლიმპიელი. კაცს უთხრეს ფეხი ისეთ დღეში ჰქონდა რომ თუ წახვალ და ითამაშებ განგრენის წინაპირობა გაქვსო და დაიკიდა და წავიდა მაინც და იქ რეებიც გააკეთა ყველამ ვიცით. შელია და გოგიჩა კიდევ ძაან ძლიერები და ბევრი და ბევრი. ეხლა რა ხდება ხდება ის რომ კვარა კვარას გაიძახის ყველა და არაფერიც ეგ თქვენი კვარა არ არის და ვერც იქბნება. მაგაზე კარგი ბიჭები მოდიან და ვენაცვალე მაგათ. აზაროვის მსგავსი მე ჯერ ახლებში ვერავინ ვნახე. ძაან მაგარია და სად კვდება ცვ. ზვეზდაში რა უნდა მაგას გაგიჟებული ვარ. კიტეიშვილი ავსტრიაში და ბევრნი და ბევრნი კიდევ.
ლაშა
70-იანი წლების ბოლოსკენა დინამო თუ დააკვირდებით რადიკალურად შეცვლილი იყო, მაშინ, როდესაც სსრკ-ის თასს და თასების მფლობელთა თასს დაეუფლა. აქ არც გაბელი, დარასელი, ჩივაძე და გუცაევი იყო და ბევრად სუსტი იყო 80-იანების დინამოსთან შედარებით!
გიორგი
კარგი ამბების გაიარება არ გეზარება. გაიხარე!
სოსო
იმედი მქონდა ვინმე დაწერდა,მაგრამ წუხელ მოსკოვის დინამომ,გასვლაზე,სანკტ პეტერბურგის ზენიტი დაამარცხა,3-2!უკიდურესად დაძაბული მატჩი იყო.პირველი ტაიმი,დინამომ მოიგო 2-1 და მეორე ტაიმში,როცა გადავრთე,ზენიტი ძალიან მაგრად აწვებოდა.თითქმის მხოლოდ დინაამოს საჯარიმოში მიდიოდა თამაში.სადღაც 60 წუთის შემდეგ მწვრთნელმა შეცვლაზე შეუშვა საზონოვი და გაგნიძე.ორივე კარგად ჩაერთო თამაშში და გაგნიძე სულ ცდილობდა,ტექნიკის ხარჯზე,ბურთის დაჭერას,ხოლო თუ შანსი მიეცემოდა,გამწვავებასაც.90 წუთზე,ზენიტმა მაინც შესძლო ანგარიშის გათანაბრება,მაგრამ დამატებულ წუთებში,გაგნიძემ ძალიან ტექნიკურად ჩაჭრა მეტოქის გადაცემა,თავზე გადაუგდო მეტოქეს და გარღვევაზე გაუშვა თანაგუნდელი.მან კი,კარის წინ ზუსტად მოძებნა თანაგუნდელი,რომელმაც გადამწყვეტი გოლი გაიტანა.საზონოვს შეცდომა არ დაუშვია,საიმედო იყო და გოლის დროს,მას ბრალი არ მიუძღოდა.ლუკა კი,მართლაც შესანიშნავი იყო და მისი ასე კარგი თამაში,მოსკოვის დინამოში რაც მინახია,პირადად მე,არ მახსოვს.უშეცდომო არც ახლა იყო,თუმცა იყო აქტიური,მებრძოლი,ძალიან შემოქმედებითი და ძალიან ბევრ მოძრაობასთან ერთად,ბურთის დასაჭერად და დაცვისათვის შვების მისაცემად,ხშირად მიმართავდა დრიბლინგს.
სოსო
1973 წელს იყო.დავით გოგია.ძოძუაშვილი,ხურცილავა,ჭელიძე,ხინჩაგაშვილი,ებრალიძე,მაჩაიძე,ასათიანი,გუცაევი,ნოდია,ყიფიანი.მაღალ ბურთებზე ბრძოლისათვის,სრულიად უძლურნი აღმოვჩნდით და პირველი 4 გოლი,სწორედ თავებით გაგვიტანეს.მხოლოდ მეხუთე გოლი გაგვიტანეს,ფეხით,საჯარიმოს ხაზიდან,ცხრიანში,უძლიერესი დარტყმით.კონტრშეტევაზე წამოვიდნენ და უკვე გატეხილი დინამოდან აღარავინ დაედევნა.ნანა ჯორჯაძემ, შესაძლოა სწორედ ამ მატჩის ხსოვნის გამო გადაიღო,"პირველ მერცხალში",ინგლისელების მიერ თავით წამოღებული და გატანილი გოლის სცენა.ჩვენი შემადგენლობა,სულაც არ იყო,ცუდი.
ჰაჰა
ეგ მაშინ იყო, როცა ყოველ დილას საბანი ქოლგასავით მეფარა.
ვვვ
მაგიტო იყო ბოლო, ძმა. აბა, მშრალად რომ შეენახა, ბოლო კი არ იქნებოდა ;)
მალხაზ ჯობავა
ისე ცობისთვის: სამოცდაათიანი წლების დასაწყისში 72 თუ 73 წელს, ჩვენს საბჭოთა დინამოს, უეფას ლიგაზე ტოტენჰემმა ლოკომოტივზე 1:1 გვეთამაშა, ხოლო ლონდონში 5:1 მოგვიგო და ხუთივე ბურთი ჩივერსებმა და პიტერსებმა, თავით გაგვიტანეს. მერე ხუმრობა დადიოდა საქართველოში, ჩვენ ფეხ-ბურთის სათამაშოდ ჩავედით და იმათმა თავ- ბურთი გვეთამაშესო.
G.LA
უეფას თასზე შეხვდნენ 1974 თუ 1975 წელებში და 5-1 მოგვიგო ტოტენჰემა, თბილისში 1-1 დამთავრდა. მაშინ ჯერ ის დინამო არ იყო. მერე წამოვიდა 75 წლიდან დიდება. შემდეგ დაახლოვებით ესეთ დინამოსაც მოუგო 3-0 5-0 მგონი გეგუჩაძე წვრთნიდა მაშინ.
ლაშა
გოჩოლეიშვილი ძალიან კარგი ნახევარმცველია და იმედია უკეთეს ლიგაში გადავა, რაც მის პროფესიულ ზრდას უმაღლეს დონეზე განავითარებს!
ლაშა
ეჰ, აბა ყოფილიყო ძველი საბჭოთა დინამო, ვნახავდით ერთი როგორ მოიგებდა ტოტენჰემი. აბა ახლანდელები კი არიან ფურთხით გაკეთებულები!
გ.შ.
კარიერის ბოლო მატჩს თუ ატარებ , მინიმუმ ესეტი უნდა ჩაატარო მეკარემ ძმაო 1:5
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"გიჟური საღამო გამოვიდა, ძალიან ბედნიერი ვარ" - მამარდაშვილი "ტოტენჰემთან" მატჩის შემდეგ "ლივერპულის" ოფიციალურ გვერდს ესაუბრა
ცნობილი გახდა გოჩოლეიშვილის ესპანურ გუნდში გადასვლის დეტალები
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
"შახტარმა" საშინაო არენად "სტემფორდ ბრიჯი" შეარჩია
"მისნაირი არავინაა, მიეცით "ოქროს ბურთი" მესის" - რომერომ არგენტინელს მხარდაჭერა გამოუცხადა
"კოჭ-წვივი აქვს დაზიანებული" - "კადისმა" გოჩოლეიშვილის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა
მუდრიკი ერთი ლონდონური გუნდიდან მეორეში გადადის და ყოფილ მწვრთნელთან იმუშავებს
გოჩოლეიშვილი "კადისში" გადავიდა - შეიძლება ამ გუნდში მესამე ქართველიც ჩაირიცხოს
გოჩოლეიშვილმა ტრავმა მიიღო - "კადისმა" "ალმერიასთან" მარცხი განიცადა
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "კადისმა" "ვალიადოლიდთან" ქულები გაიყო
[VIDEO] აზაროვი სათადარიგო იყო - ჩემპიონთა ლიგაზე ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით დასრულდა
[VIDEO] ალისონი აღფრთოვანებული დარჩა - რა რეაქცია ჰქონდა ბრაზილიელს მამარდაშვილის ბრწყინვალე მოგერიებაზე
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"ტოტენჰემის" ფეხბურთელი 526 დღის შემდეგ უბრუნდება მოედანს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "კადისმა" ისევ ფრედ ითამაშა