მაშინ, როცა ინგლისის პრემიერლიგა იწყება და მთელი ყურადღება მისკენაა მიმართული, 12 აგვისტოდან სტარტს საუდის არაბეთის პროფესიული ლიგა აიღებს - დიდი ბიუჯეტით, ხელფასებით, ევროპიდან გადაბარგებული ბევრი ფეხბურთელითა და სამომავლოდ უფრო მეტის პერსპექტივით. ერთი წლის წინ ამას რთულად წარმოვიდგენდით, ამ ჩემპიონატზე ბევრს თუ ვისაუბრებდით, ახლა კი აქაურ ტრანსფერებს "არაბული სასწაული" დაარქვეს.

მთავარი ფავორიტები

მოქმედი ჩემპიონი "ალ იტიჰადი" კიდევ უფრო გაძლიერდა. ამ გუნდმა "ოქროს ბურთის" ბოლო მფლობელი ქარიმ ბენზემა გადაიბირა, ნახევარდაცვა კი ასევე ფრანგით, გენიალური ნგოლო კანტეთა და "ლივერპულის" ექსნახევარმცველ ფაბინიოთი შეავსო. მოქმედმა ჩემპიონმა "სელტიკიდან" პორტუგალიელი ჟოტაც შეიძინა, რომელიც "ბენფიკაში" კარგი თამაშითაც გვახსოვს. მათი მთავარი მწვრთნელიც საკმაოდ ცნობილი პორტუგალიელი ესპირიტო სანტო, იგივე ნუნუა. 49 წლის სპეციალისტი ბოლოს "ტოტენჰემში" იყო, მანამდე "ვულვზი" პორტუგალიელების ხარჯზე ანგარიშგასაწევი გუნდი გახადა. "პორტუ", "ვალენსია", "რიუ ავე", "პანათინაიკოსი"...

"ალ იტიჰადის" ფეხბურთელების ჯამური ღირებულება 119.88 მილიონი დოლარია. მათი მეფე აბდულას სახელობის სტადიონი 62 ათასზე მეტ მაყურებელს იტევს. "ალ იტიჰადმა" გასულ სეზონში 72 ქულა დააგროვა და კრიშტიანო რონალდოს "ალ ნასრის" 5 ქულით აჯობა. რაც შეეხება ლეგენდარული პორტუგალიელის გუნდს, მათ ახლა სადიო მანე შეიძინეს და შეტევა კიდევ უფრო სოლიდური გახადეს.

"ალ ნასრის" ნახევარდაცვა "ინტერის" ხორვატმა ფეხბურთელმა მარსელო ბროზოვიჩმა გააძლიერა. აქვეა ტალისკა, რომელმაც ევროპული ფეხბურთი ჯერ ჩინურ ფუფუნებაში გაცვალა, ახლა კი არაბეთშია. საფრანგეთიდან გუნდს სეკო ფოფანა შეუერთდა.

მათაც პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ, ლუის კასტრო, რომელიც ახლახან დაინიშნა. "ალ ნასრის" მეკარე ყოფილი ნეაპოლელი დავიდ ოსპინაა. ის ლონდონის "არსენალშიც" თამაშობდა. მარცხენა ფლანგი "მანჩესტერ იუნაიტედის" წევრ ალექს ტელესით გაძლიერდა. 152.98 მლნ - რონალდოსა და მისი თამაგუნდელების ერთიანი ღირებულება. "ალ იტიჰადზე" მეტია. "ალ ნასრის" არენა "ალ ავალ პარკი" საკმაოდ მოკრძალებულია.

გასული სეზონის მესამეადგილოსანი "ალ ჰილალიც" სოლიდურად გაძლიერდა - სავიჩი, ნევეში, მალკომი... შესაძლოა, აქ მარკო ვერატი და ჰაკიმ ზიეჩიც ვიხილოთ. "ალ ჰილალს" ყველაზე მაღალი ბიუჯეტი აქვს. მათი სტადიონი "კინგ ფადი" 56 ათასზე მეტ მაყურებელს იტევს. გუნდს სოლიდური ტიტულები დაუგროვდა.

სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის "ალ ჰილალში" გადაბარგებას არავინ ელოდა. "ლაციოს" მოთამაშეზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო. გუნდშია კალიდუ კულიბალი "ნაპოლისა" და "ჩელსის" ექსმცველი, პორტუგალიელი რუბენ ნევეში "ვულვზიდან". მთავარი მწვრთნელიც ძლიერი და წარმატებულია, 69 წლის ჟორჟ ჟესუსი. ასე რომ, "ალ ჰილალი" პირველობისთვის სერიოზულად იბრძოლებს.

სხვა გუნდები

"ალ აჰლი" საუკეთესო ლიგაში ახლა დაწინაურდა, თუმცა მათი ტრანსფერები ყველაზე ხმაურიანია. პრემიერლიგის ყოფილი ვარსკვლავები - მაჰრეზი, ფირმინო, მაქსიმენი და მეკარე მენდი. ამას "რომას" ბრაზილიელი ცენტრალური მცველის, იბანესის ტრანსფერი დაემატა, 30 მილიონ ევროდ.

სხვა გუნდების გამორჩეული ფეხბურთელები:

"ალ შაბაბი" - ევერ ბანეგა;

"ალ ტაავონი" - ნალდო;

"ალ იტიჰადი" - ჰენდერსონი, მუსა დემბელე;

"ალ ჰატეჰი" - კრისტიან ტელო.

ქართველი...

არაბეთში ჩვენი წარმომადგენელიც გვეყოლება, ვეტერანი მცველი საბა კვირკველია. მისი "ალ ოხდუდიც" ახლა დაწინაურდა. საბას კლასი და გამოცდილება მშვენიერი აქვს. საქართველოს ნაკრების მცველი სისწრაფით გამოირჩეოდა, თუმცა ასაკთან ერთად, ამ კომპონენტში ძველებური მონაცემები აღარ აქვს. კვირკველიას დაპირისპირება არაერთ ვარსკვლავთან მოუწევს. რაც შეეხება მის თანაგუნდელებს, ყველაზე მეტად 28 წლის რუმინელს, ფლორიან ტანასეს აღვნიშნავთ.

დაველოდოთ "არაბული სასწაულის" დაწყებას...

უვიცი
სავიჩი არა მილინკოვიჩია მოკლედ თუ გინდათ გვარი, კატალონიაშია დაბადებული და მეორე გვარი დედის უწერია, მის შვილებს პირველი გვარი გადაყვებათ ანუ მილინკოვიჩი.
Gel-100
აი აქამდეც კი ვიცოდი მაგრამ ახლა საბოლოოდ დავრწმუნდი ვინც კვირკველიაზე დამცინავ კომენტარებს წერთ ნემსი შეირჭეთ არ გასკდეთ ბოღმისგან, რა კომენტარებსაც უწერთ საბას მაგ სიტყვების და სიბოროტის გამო იმსახურებთ ყველანაირი სიტყვა გამოვიყენო თქვენი მისამართით მაგრამ არ მინდა რო დაიბლოკოს ჩემი პასუხი თქვენი მიმართულებით (მაგ სიტყვებით ისედაც მოგიხსენიებთ მაგ კომენტარების ავტორებს თქვე ფარჩაკებო)) რატო დასცინით ადამიანს რომელმაც საკუთარი თავისთვის და მისი გარემოცვისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო?? სანაკრებოთ აღარ ვიყენებთ მაგ ბიჭს და ისედაც აზერბაიჯანის ნეფთჩიში ყოფნას (საიდანაც გაუშვეს) მანდ ჯობია დიდი ხელფასი მაინც ექნება,, თქვენ კიდე თქვენი ბოღმიანი კომენტარები საკუთარ დედებს და ცოლებს მიწერეთ, თქვე ბოროტებო რომელს რა გაგიკეთებიათ საკუთარი სამშობლოსთვის იმაზე მეტი რაც საბამ გააკეთა?? პასუხის დაბრუნება არ გაბედოთ თქვე ქათმებო და თუ გაბედავთ ტელეფონის ნომერიც მიაწერეთ და პირადად დაგიმტკიცებთ თქვენ ლაჩრობას და არაფრისმაქნისობას,, ადმინ დაბეჭდე ეს კომენტარი არ გაატარო ყელში ამოვიდა უკვე ამათი საქციელი თავიანთი ბოღმა ანთხიონ თავიანთ ოჯახებზე და ახლობლებზე სხვა ადამიანის პირადი შეურაწყოფა არავის ეპატიება და არც არი სასიამოვნო
გიუშა
ბაჩანა არაბულიც იყიდონ,სათაური მაგარი იქნება-არაბულის არაბული ისტორია))
დავით 67
ფული თავისას გააკეთებს. არაბული ლიგა 5 წელიწადში N1 იქნება
G.LA
ვოოტს რომელი არაა თავმოყვარე ფეხბურთელი? სტატია რომ წაგეკითხათ და ფეხბურთელების გვარები კარგი იქნებოდა. ბენზემა, მაჰრეზი, კანტე, კულიბალი, ფაბინიო, მანე, ბროზივიჩი, ფოფანა, ოსპინა, სავიჩი, ნევეში, მალკომი, მილინკოვი-სავიჩი, შეასძლოა ვერატი და ჰაკიმ ზიეჩიც, იქ კრისტიანო. რა ვიცი ესენი თუ უსახელოები და უთავმოყვარეები არიან, ფეხბურთში არაფერი ყოფილა თავმოყვარეობა. ამ სახელების ფეხბურთელები უთავმოყვარეები??
ზაქრო
ქართველს თუ არ შეუტიეთ არ შეგიძლიათ
ვოოტ
ნაღები და ერბო შესაძლოა, მოხადეს, მაგრამ არაბულ ლიგაში ამ ეტაპზე არც ერთი თავმოყვარე ფეხბურთელი თამაშობს, რადგან არაბების ფულზე აღმოცენებული ამბიცია მხოლოდ ზიანს აყენებს სპორტის ნომერ პირველ სახეობას და ყველაზე უკეთ ეს თავად ფეხბურთელებმა იციან...
კ ო მ ბ ლ ე
ხო, კვირკველია პირველი დაწერეთ და რონალდოზე „აიტჩიკათ“ მიყავთთქო თურმე. ესე აჯობებს, დამიჯერეთ. იქნებ მაგის სარფიანი მყიდველიც გაიჩითოს.
გიუშა
კვირკველია პირველად დაწერეთ ხოლმე)))
ნიკა
რამე დონით ჩამოუვარდება თუ, თავის დროზე ნაკლები აქვს ნათამაშები ??? :D:D:D კიდე კაი რომ მე 3 დაწერეს და არა თავში
G.LA
ეს სახელები იმდენს გააკეთებს მალე კიდევ ბევრი ფეხბურთელები წავლენ. ეს მხოლოდ დასაწყისია. მახსოვს აშშ-ში რომ დაიწყო ხმაურიანი ტრანსფერები, ამდენი სახელები ნამდვილად არ იყო. იყვნენ პელე და ბეკენბაუერი მგონი ერთ გუნდში კოსმოსში. ახლა მთელ ევროპას ნაღები მოხადეს. მართალია 30 წელს გადასულები, მაგრამ ამათ სახელებს და დიდ ფულს მალე ბევრი მიყვება 30 წლამდელებიც.
კარლო
ამდენი ხანია, ცალ-ცალკე იწერება ამ ტრამსფერებზე და ასე შეკრული სტატია პორველად წავიკითხე. მადლობა და ალბათვკიდევ დაემატება ტრანსფერები
ალექსანდრე
ბენდუქიძემ თქვა ადრე, ყველაფერი იყიდება, მთავარია ფასიო.... ევროპის ტოპლიგას რომ არაბეთის მასხარაობაში გაცვლი, ფეხბურთელი აღარ გქვია... ნუ თუ დაბერდა, გასაგებია...
რაბუ
რონალდუ, ბენზემა, კვირკველია :დდ
რეზო
მოხუცებულთა თავშესაფარია
ჰაჰა
სათაური მომეწონა.
[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
ესპანეთის მეორე თუ არგენტინა ოთხიანთა კლუბში? - ფინალის PREVIEW
მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
"ორივე შეხვედრა ერთმანეთზე უფრო სამარცხვინო სანახავი იყო" - გულშემატკივართა გაერთიანებამ "ტორპედოს" ულტიმატუმი წაუყენა
ოუენი: ესპანეთი არგენტინაზე გაცილებით უკეთესია - ინგლისელები ევროპის და მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში ვიყავით
20 წ. | ფიჯისთან დამწყებებში ექვსი ცვლილებაა
ტერი: როგორ შეაჩერონ მესი? პასუხი მარტივია
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
20-წლამდელთა ნაკრებისთვის ესტონეთთან შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა
ნეიმარმა 23+ მილიონად იახტა შეიძინა
კოულს არ მოსწონს, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გერმანელია
The Telegraph: ტუხელს უკან არ დაუხევია
რონალდომ მუნდიალის ყველა დროის ანტი-რეკორდი დაამყარა
[PHOTO] ჯილდო ამერიკულ სტილში - ცნობილია, რას მიიღებს მუნდიალის გამარჯვებული ნაკრები
"დონჩიჩმა დამირეკა, ჩვენს შორის ასეთი საუბარი შედგა..." - სანდრო მამუკელაშვილი
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
სადიო მანეს "ბაიერნის" დატოვება სურს
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"იამალ, გვიხსენ რონალდოს ფანები მესის ჩემპიონობისა და კატასტროფისგან" - ამერიკელი მომღერალი
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
სიყვარულსა მალვა უნდა - სადიო მანე დაქორწინდა
სადიო მანე მომავალ სეზონშიც "ბაიერნში" ითამაშებს
დიდი ალბათობით, მანე კარიერას "ალ ნასრიში" გააგრძელებს
"სანამ ფეხბურთს თამაშობს, ყოველთვის გამოვიძახებ" - პორტუგალიის ნაკრების ახალმა მწვრთნელმა რონალდოზე ისაუბრა
რონალდომ მუნდიალის ყველა დროის ანტი-რეკორდი დაამყარა
"მოედანზე ბაბუასავით დაბაჯბაჯებდა" - რონალდო მაგრად გააკრიტიკეს
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
რომარიო: რონალდო მესის ტალანტით არ დაიბადა, მაგრამ მონსტრია
გადადებული თაფლობის თვე და ოჯახების შეთანხმება ქორწილზე - როგორც დახვდნენ 18 წლის აიშას სკოლაში, როდესაც გაიგეს, რომ ის ცოლად მანეს გაჰყვა [VIDEO]
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
"სხეული თავად გაძლევს სიგნალს, როდესაც მოედანზე ძალების ბოლომდე გაღება აღარ შეგიძლია" - ბრაზილიელმა რონალდომ კრიშტიანოსა და ნეიმარზე ისაუბრა
"შენ გამო ვწუხვარ" - მანე ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა