ჟურნალისტებს არ გამოპარვიათ, რომ რუსტენბურგის საწვრთნელ ბაზაზე "ბოკემ" საიდუმლო საწვრთნელი ბანაკი მოაწყო
სამხრეთ აფრიკულ რაგბიშის საოცარი ამბები ხდება. შეგახსნებთ, რომ სამი ერის გათამაშების დაწყებამდე "ბოკეს" მთავარმა მწვრთნელმა პიტერ დე ფილიერსმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ეროვნული გუნდის 21 მორაგბეს სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები აწუხებთ და დასვენება, იარების მოშეშება სჭირდებათ.

თუმცა, თვალმახვილ ჟურნალისტებს არ გამოპარვიათ, რომ რუსტენბურგის საწვრთნელ ბაზაზე ოცდაერთივე შეიკრიბა და ლამის საიდუმლო საწვრთნელი ბანაკი მოაწყვეს. ამ თემაზე ატეხილი სკანდალის სიმწვავის განელებას, ველინგთონში გამართულ პრესკონფერენციაზე, სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ჯური რუ შეეცადა.

"ჩვენ არ უარვყოფთ, რომ ტრავმირებული მოთამაშეები რუსტენბურგის ბაზაზე შევკრიბეთ, მაგრამ გარწმუნებთ, არავითარი ალტერნატიული, საიდუმლო საწვრთნელი ბანაკი არ არსებობს. ეს მორაგბეები მართლაც ტრავმირებულები არიან და მკურნალობას, რეაბილიტაციას საჭიროებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერცერთი მათგანი ახალ ზელანდიაში მსოფლიო თასზე თამაშს ვერ შეძლებდა. ასე რომ, ნურავინ იფიქრებს, თითქოს სამ ერზე სათამაშოდ სამხრეთ აფრიკის A ნაკრები განზრახ გავიყვანეთ. სხვაგვარად რომ გაგვეკეთებინა, ახლა ახალ ზელანდიაში სამუშაოს საძებნად ჩამოვიდოდი, რაც, გარწმუნებთ, რომ ყველაზე მეტად არ მინდა", - თქვა მან.

აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი პიტერ დე ფილიერსმაც გააკეთა, თუმცა შინაარსი აღმასრულებელი დირექტორის ნაამბობისგან არაფრით განსხვავდებოდა.

დე ფილერსს ამაზე არანაკლებ მწვავე პრობლემები აქვს გუნდში. ერთი კვირის წინათ ავსტრალიის ნაკრებთან წაგებულ მატჩში დაშავდნენ და შაბათს "ოლ ბელქსთან" ვერ ითამაშებენ ფულ ბეკი ხიო ეპლონი და მეორეხაზელი იოჰან მულერი. ეპლონს სამხრეთაფრიკული რაგბის ამომავალი ვარსკვლავი პატრიკ ლამბიე შეცვლის, მეორეხაზში კი მულერის ადგილს გერჰარდ მოსტერტი დაიკავებს. ორივე მათგანი ძირითად შემადგენლობაში თამაშს პირველად დაიწყებს.

დე ფილიერსმა რვა ნომრის პოზიციაზე მეორეხაზელი დენი როსუ გადაიყვანა, რადგან ჯანმრთელი მესამეხაზელი ერთიც აღარ დარჩა.

"არ ვიცი გახსოვთ თუ არა, მაგრამ გერჰარდ მოსტერტი პირველად ნაკრებში 2008 წელს გამოვიძახე. მას მერე ბიჭი ტრავმებმა გააწამა. წლეულს კი "ნატალ შარქსის" შემადგენლობაში შესანიშნავად ითამაშა და გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მას ბრწყინვალე შანსი ეძლევა ეროვნულ გუნდში ადგილი დაიმკვიდროს.

ასევე საინტერესოა, როგორ გაართმევს ფულბეკის მოვალეობას თავს ახალგაზრდა პატრიკ ლამბიე. ჩვენ ნაკრებს ძალიან ბევრი პრობლემები აქვს. ერთი კვირის წინათ განცდილი მარცხის მიზეზები გავაანალიზეთ, სათანადო დასკვნებიც გავაკეთეთ და, ვფიქრობ, ყველა მოთამაშემ კარგად იცის ველინგთონში რა მოგველის" - თქვა პიტერ დე ფილიერსმა.

სამხრეთ აფრიკა: 15. პატრიკ ლამბიე, 14. ბიორნ ბესონი, 13. ადი იაკობსი, 12. იუან დე იონგი, 11. ლუაზი მვოვო, 10. მორნი სტეინი, 9. რუან პინარი. 1. დინ გრეილინგი, 2. ჯონ სმიტი, 3. ვერნერ კრუხერი, 4. გერხარდ მოსტერტი, 5. ალისტერ ჰარგრეივზი, 6. დეონ სტიგმანი, 7. იან დეისელი, 8. დენი როსუ.

16. ჩილიბოი რელეპელე, 17. სი ჯეი ფან დერ ლინდე, 18. რაიან კანკოვსკი, 19. ეშლი ჯონსონი, 20. შარლ მაკლოიდი, 21. ვინანდ ულიფიე, 22. ოდვა ნდუნგანე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"