იტალიის სერია "ა"-ს სტარტი მოახლოვდა, მოქმედ ჩემპიონ "ნაპოლის" მიმართ კი საყოველთაო ინტერესი არსებობს. მთავარი შეკითხვა ისაა, ნეაპოლური კლუბი "ერთწლიანი პროექტი" იყო თუ ისევ ექნება ამბიცია, მაღალი მიზნებისათვის იბრძოლოს.

არსებობს სურვილები და ობიექტური რეალობა. "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მათი გამიჯვნა კარგად იცის და საკმაოდ პრაგმატული ადამიანი ჩანს. მისმა კლუბმა, რომელიც მან ქვედა ლიგიდან დააწინაურა, სკუდეტო სულ მესამედ მოიპოვა. ამაზე კვლავ ფიქრი რამდენად ადეკვატური შეფასება იქნება? ახალ თავკაც რუდი გარსიას მიზანი, მინიმუმ, ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობა აუცილებლად იქნება. შარშან ამ ტურნირზე ისინი მეთხედფინალამდე მივიდნენ, თუმცა ლუჩანო სპალეტის ფიქრები მთლიანად მონატრებული სკუდეტოს წინასწარ განმტკიცებაზე იყო.

"ნაპოლისგან" სატრანსფერო ბაზარზე უფრო მეტ აქტიურობას ელოდნენ. რთული წარმოსადგენი იყო, რომ ვიქტორ ოსიმენი ახალ გუნდში არ გადავიდოდა. ნიგერიელმა თითქოს აქ მაქსიმალურს მიაღწია და 24 წლის ასაკში სხვა გამოწვევების დრო იყო. ევროპული კლუბებისთვის ვიქტორი მაინც არ გამოდგა ის ფეხბურთელი, რომლის გამოც დე ლაურენტისის ნებისმიერ სურვილს დააკმაყოფილებდნენ, მათ შორის, 150 მილიონის გადახდას. წასვლაზე არც ოსიმენის განსაკუთრებული აქტიურობა გვინახავს. რაც არ გადაიხადეს ახლა, კიდევ უფრო რთულად გადაიხდიან მომავალ წელს და გამოდის, ოსიმენს ნაკლები შანსი აქვს, თუნდაც ედინსონ კავანის გზას გაჰყვეს და კლუბის ბიუჯეტი გაამდიდროს. ქართულ-ნოგერიული დუეტი კვლავ მძლავრი იქნება და მათი შეჩერება ისევ გაუჭირდებათ, ამის განცდა არსებობს, მაგრამ ამისთვის გუნდში გარკვეული სიახლეებია საჭირო, მათ შორის, საკადრო, რაც სამწუხაროდ, არ ხდება.

ნეაპოლელთა ხელმძღვანელობამ კიმ მინ ჯეს შემცვლელზე თითქოს ბევრი იფიქრა, საბოლოოდ კი 22 წლის ბრაზილიელი ნატანი შეიძინა. ამხანაგური მატჩებიდან რაც გამოჩნდა, ნორვეგიელი ლეო ოსტიგორი სასტარტოში ითამაშებს. გვახსოვს, როცა სამხრეთკორეელი მცველი არ იყო, უკანა ხაზს როგორ უჭირდა. არავინ იცის, ახალწვეული როგორ გაამართლებს. ასე ხომ, კულიბალის კიმით ჩანაცვლებაც ნაკლებად მომხიბვლელად გამოიყურებოდა, სამხრეათკორეელს კი საოცარი სეზონი ჰქონდა, რომელიც მიუნხენის "ბაიერნში" ტრანსფერით გაგრძელდა.

ტრანსფერებს ვერც შუა ხაზში ვხედავთ და ეს იმ ფონზე, როცა პიოტრ ზელინსკის წასვლაზე აქტიურად იწერება. თუკი გარსიას ახალი ელემენტების შემოტანა სურს, ეს ნახევარდაცვაში შესაბამისი ფეხბურთელებითაა შესაძლებელია. გუნდში საკმაოდ მრავალმხრივი ელიფ ელმასის რესურსი არსებობს, რასპადორისა და ძერბინის ფუნქციების გაზრდაც შესაძლებელია, თუმცა "ნაპოლის" სასტარტო მატჩი 19 აგვისტოსაა, მანამდე მხოლოდ ერთი ამხანაგური მატჩი ("აპოლონთან") მოესწრება, მთავარ მწვრთნელს კი მხოლოდ სპალეტის გემოვნებით შეძენილი მოთამაშეებისთვის პროფილის შეცვლა შეუძლია.

ფრანგი სპეციალისტის პირობებში კვარაცხელია ახლებურად უნდა ათამაშდეს და უფრო მრავალფეროვანი გახდეს. ამის ნეაპოლში ყველას სჯერა. ჯერჯერობით ახალი რაც ვნახეთ, ქართველი გარემარბის სტანდარტულ მდგომარეობებში აქტიურად მონაწილეობაა. "კვარა", გასული ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი, ისევ მთავარ გასაღებად რჩება!..

იტალიურ კლუბებში განსაკუთრებული სატრანსფერო აქტივობები არაა, თუმცა ისინი წასულების ზუსტად ჩანაცვლებას ცდილობენ და როგორც კი რომელიმე პოზიცია დასუსტდა, შესაბამისი ალტერნატივების ძიება დაიწყეს. ასე შეცვალა "მილანში" "რეალში" დაბრუნებული ბრაიმ დიასი ამერიკელმა კრისტიან პულიშიჩმა, "მანჩესტერში" წასული მეკარე ონანა "ინტერმა" იან ზომერით ჩაანაცვლა და ა.შ.

დაველოდოთ ახალ სეზონს და იმედია, ნეაპოლელთა მხრიდან მოულოდნელობებს ისევ ვნახავთ. "კვარადონამ" კვლავ ამბიურ გუნდში უნდა ითამაშოს!..

Geo
5-6 ადგილი ნაპოლის… დე ლოურენტის კაი რა !!!!
გიუშა
ეს ფიფიას და ბერიძის ძმაკაცია)))
ჭორლეონე
ნაპოლი წელს ათეულში მოხვდება. ჩემი ტყუილიც დაიჯერება ხალხნო.
ვისტი
ნაპოლი აუცილებლად შეიძენს სულ ცოტა 2-3 ფეხბურთელს, მაგრამ სანამ წამსვლელები არ წავლენ საბოლოოდ წინასწარ რა თქმა უნდა არა. არ დგას რიგი იმ ფეხბურთელებზე ვინც სიაში ჰყავთ, ამიტომ ელოდება ჯერ. 31 აგვისტომდე დიდი დროა, რაღაცეები შეიცვლება.
მეგრელი
თბილისში კრიჟანს)))
კარლო
ამ პრეზოდენტს დასავლეთ საქართველოში წუწურაქს დაუძახებენ
ზვიადი
კარგი წინადადება არის 150 და არავინ იხდის, ამასობაში ყველა გუნდი დაკომპლექტდა. წავა არაბეთში
რეზი
აუ ეგ ისტიგარდი იქნება თავის კარში რო შეყრის ბურთებს , კრუგომ სირები ყავს კვარა და ოსიმენს
ქ. გ.
აურელიო არ აპირებს ოსიმენის დატოვებას. უბრალოდ კარგ წინადადებას ელოდება.
პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება