საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრები პრაღაში მიემგზავრება, სადაც თანატოლთა ევროპის თასზე იჭიდავებს
ამ უქმეებზე საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრები პრაღაში მიემგზავრება, სადაც თანატოლთა ევროპის თასზე იჭიდავებს.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი გუგავამ იქ საჭიდაოდ ასეთი შემადგენლობა შეარჩია: გიორგი მესაბლიშვილი, ლერი ჭელიძე (ორივე - 55), ვაჟა მარგველაშვილი, ტრისტან ფეიქრიშვილი, გიორგი კაცია (სამივე - 60), ლაშა შავდათუაშვილი, ოთარ არჩვაძე (ორივე - 66), ფრიდონ გიგანი, მიხეილ ჩოხელი (ორივე - 73), ზურაბ ეპიტაშვილი, შალვა ნინიძე, ბექა რატიანი, თემურ ხაჩიძე (ოთხივე - 81), გიორგი მერმანიშვილი, გიორგი ქავთარაძე (ორივე - 90), ელგუჯა ბიბილაშვილი, გიორგი ცნობილაძე, დავით მერაბიშვილი (სამივე - 100), ლევან მათიაშვილი, უშანგი კოკაური (ორივე - 120).

ესაა ბოლო საკონტროლო-შესარჩევი შეჯიბრება 16-18 სექტემბერს ბელგიურ ლომელში გასამართი ევროპის ახალგაზრდული პირველობისთვის. ამათგან დიდ ნაწილს უკვე განაღდებული აქვს იქ წასვლა, თუმცა გუგავა მათ დასახელებას არ ჩქარობს, დანარჩენთა ვინაობა კი პრაღაში გაირკვევა - ვინც იქ უკეთ იასპარეზებს, ევროპაზეც ის წავა. ჩეხეთიდან დაბრუნების შემდეგ მწვრთნელი შემადგენლობას ოფიციალურად გამოაცხადებს. ზოგიერთ წონაში კონკურენცია ისევ გრძელდება და ასეთებში გუგავა პრაღაში ყველა კანდიდატს გამოცდის. ეს ძირითადად ის წონებია, სადაც 2-ზე მეტი სპორტსმენი მიჰყავს, თუმცა გაურკვევლობა ზოგან 2-კაციან კატეგორიებშიც გრძელდება.

მწვრთნელმა ეს გუნდი საქართველოს ჩემპიონატისა და საერთაშორისო ტურნირების შედეგებით შეარჩია. ამიტომ მასში რამდენიმე ისეთიც მოხვდა, რომლებსაც ქვეყნის პირველობაზე მედლები არ მოუპოვებიათ. სამაგიეროდ, უცხოეთში იჭიდავეს კარგად.

გუნდი ჩეხეთში ხვალ დილით გაფრინდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა