ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

საზონოვი რუსეთში რჩება და მიქაუტაძის თანხა აფერხებთ? - "ბაიერნის" თემა არ დახურულა, ქართველებისგან უკეთეს ტრანსფერებს ველ(ოდ)ით...

საზონოვი რუსეთში რჩება და მიქაუტაძის თანხა აფერხებთ? - "ბაიერნის" თემა არ დახურულა, ქართველებისგან უკეთეს ტრანსფერებს ველ(ოდ)ით...

ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ქართველი ფეხბურთელების უკეთეს გუნდებში გადასვლას ველით. გიორგი მამარდაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას კარიერულმა პროგრესმა ამ მხრივ ოპტიმისტები გაგვხადა. მიმდინარე აგვისტოშიც უფრო მეტის მოლოდინი გვქონდა და გვაქვს. დრო ჯერ საკმარისზე მეტია, თუმცა ამა თუ იმ ქვეყნის მედიაში გავრცელებული ჭორ-მართალის მიხედვით, საქმე გაცილებით უკეთ უნდა ყოფილიყო.

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე წარმატებულად გამოსვლის შემდეგ დავწერეთ, რომ თანამედროვე ფეხბურთში ახალი მოთამაშის შეძენა მხოლოდ კონკრეტული მატჩით ან ტურნირით არ ხდება და დაკვირვება უფრო დიდი ხანი გრძელდება. ამას კლუბებს შორის მოლაპარაკება, სატრანსფერო თანხა, კონკრეტული ფეხბურთელის სურვილი, მისი პირადი კონტაქტი, დაინტერესებულ გუნდში სამწვრთნელო ცვლილება და სხვა ფაქტორები ემატება.

თბილისში ჩატარებულ პირველობაზე საბა საზონოვი ყველამ ერთხმად გამოარჩია. მოსკოვის "დინამოს" ცენტრალურმა მცველმა ფიზიკური სიძლიერეც გამოავლინა, თამაშის წაკითხვაც, შეტევაში პასებით ამოსვლის უნარიც, სტანდარტულის შემდეგ გაიტანა და როცა საჭიროება იყო, სისწრაფის დემონსტრირებაც მოახერხა. საზონოვი "ლიონს" აქტიურად დაუკავშირეს. ფრანგული კლუბიდან ვეტერანი ჟერომ ბოატენგი წავიდა და მისი შემცვლელის ძიება დაიწყო. ტრანსფერი თითქოს გადაწყვეტილი იყო, მაგრამ იქნებ ამისთვის კიდევ უფრო მეტი დროა საჭირო. იწერებოდა "ფროზინონეზეც".

21 წლის საზონოვს დასვენების საშუალება მისცეს და უკანასკნელ ტურში დაბრუნდა. ის "ზენიტთან" გამარჯვებით ძალიან ბედნიერია, კარიერას ხომ ამ გუნდში იწყებდა. საბამ იცის, რომ მას პერსპექტივა აქვს, კარგი ევროპული კარიერა ჰქონდეს და იმედია, ამისათვის ოპტიმალური გუნდი შეირჩევა. იმავეს თქმა კიდევ ერთ მოსკოვის "დინამოელ", 20 წლის ლუკა გაგნიძეზე შეგვიძლია. ის პოლონურ "რაკუვს" ვერ მოერგო, თუმცა ახლა გაცილებით სრულყოფილია.

ახალგაზრდული ნაკრების თემა რომ ამოვწუროთ, იქ ივა გელაშვილის თამაში ძალიან მოგვეწონა. მას ბოლოს ტრავმა რომ არ მიეღო, 22 წლის მცველს "საბურთალოში" ნაკლებად გააჩერებდნენ. თანაც, მისი საფეხბურთო აგენტი მამუკა ჯუღელია, რომელმაც იტალიურ გზას უკვე გიორგი კვერნაძეც გაუყენა.

ევროტურნირებზე წარუმატებლობის მიუხედავად, თბილისის "დინამოს" ის წევრები, რომლებიც კონტინენტის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე კარგად გამოვიდნენ, სხვადასხვა გუნდის ინტერესის ქვეშ არიან. ასეთია ცენტრალური მცველი ალექსანდრე კალანდაძე, რომელიც თურქეთში გადასვლასთან დააკავშირეს. ასევე, საბა ხვადაგიანი; როგორც წერდნენ, იტალიური კლუბების დაკვირვების ქვეშ ანზორ მექვაბიშვილიც იყო. გაბრიელ სიგუა კი იმედია, შვეიცარიის ჩემპიონატში გაამართლებს. აქვე, გვახარებს გიორგი ჩაკვეტაძის კარგი დებიუტი ინგლისის ჩემპიონშიპში.

სამწუხაროა, რომ ზურიკო დავითაშვილის "ბორდო" საფრანგეთის ელიტურ ლიგაში ვერ დაწინაურდა. ჩვენებურს გასული სეზონის ბოლო მშვენიერი ჰქონდა, ამას კი ნიდერლანდების 21-წლამდელთა კარში გატანილი შედევრი დაემატა. ამ ეტაპზე, ზურიკო აქ რჩება და იმედია, ჟირონდელები აღზევებისთვის ისევ იბრძოლებენ, ისე კი, ახლა ცუდად დაიწყეს. სიტუაციის უკეთ შეფასებისთვის, ერთ-ერთი ნიდერლანდელი მცველი, რომელმაც დავითაშვილის წინააღმდეგ ითამაშა, მიკი ვან დე ვენი, ლონდონის "ტოტენჰემში" გადავიდა, თუმცა ის უკვე ორი სეზონის განმავლობაში "ვოლფსბურგში" იყო და აქტიურად აკვირდებოდნენ.

ვის ტრანსფერსაც ყველაზე მეტად ველოდით, ეს მაინც გიორგი მიქაუტაძე იყო. მას პრემიერლიგის "ბარნლისა" და იტალიურ "ლაციოს" აქტიურად უკავშირებდნენ. ისე ჩანს, აქ მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი სატრანსფერო ფასი გახდა, "მეცი" ქართველ ბომბარდირს 20 მილიონზე ნაკლებად ვერ ელევა, ამდენის გადახდა კი მსურველებს უჭირთ. გიორგის შეუძლია, გატანა ლიგა 1-შიც გააგრძელოს და თავისი ღირებულება კიდევ უფრო გაზარდოს. ამ შემთხვევაში მეტსაც გადაიხდიან, ამ ეტაპზე კი ლიგა 2-ში საუკეთესოობა მათთვის საკმარისი არაა.

"რაიო ვალეკანოში" ველოდით ლუკა ლოჩოშვილს, რაც მისი კარიერული პროგრესისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას იტალიის სერია "ბ"-ში თამაში მოუწევს. ჯერჯერობით ისევ ღიაა საკითხი, გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიადან" "ბაიერნში" ხომ არ გადავა, რაც შთამბეჭდავი გარიგება იქნება.

დაველოდოთ აგვისტოს მიმდინარეობას, იქნებ მოულოდნელი ტრანსფერიც ვნახოთ. ნამდვილად გვყავს ფეხბურთელები, რომელთაც შეუძლიათ, უკეთესი კარიერული გაგრძელება ჰქონდეთ!

რუსი ღრუსეთში უნდა დარჩეს

• სიმართლე

ღვთისავარ და დანარჩენო ჟურნალისტებო! იმედი მაქვს, გამოაქვეყნებთ ახლა რასაც დავწერ. შეიგნეთ რომ ქართველი ფეხბურთელები არ არიან მოთხოვნადი ევროპულ საფეხბურთო ბაზარზე! არა იმიტომ რომ კლასი გვაკლია ან ვინმეს ჩამოვუვარდებით, არამედ აქ მოქმედებს შემდეგი ფაქტორების ერთობლიობა: 1) არაევროკავშირელობა. არ ვართ ევროკავშირის წევრები და ჩვენი ფეხბურთელები არ არიან ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის მოქალაქეები. ეს ნიშნავს იმას, რომ მსურველ კლუბს ზოგჯერ ექმნება პრობლემები ჩვენი მოთამაშის რეგისტრაციისას ან გაცილებით მეტი თანხის გადახდა უწევს ადგილობრივ საგადასახადოში, რაც იწვევს ინტერესის კლებას; 2) ქართველი ფეხბურთელების აგენტები. ხშირ შემთხვევაში, ჩვენს ფეხბურთელებს ჰყავთ უვარგისი აგენტები რომლებიც მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ფიქრობენ და არა ფეხბურთელის შემდგომ კარიერაზე. გარდა ამისა, ჩვენი აგენტები არ არიან ცნობადი სახეები სატრანსფერო ბაზარზე და მათთან საქმის დაჭერას ევროპელები ხშირად ერიდებიან; 3) ეროვნული ნაკრების და ჩემპიონატის რეიტინგი. გვაქვს ძალიან სუსტი ჩემპიონატი, რომელიც 47-ეა უეფას წევრ 55-მდე ქვეყანას შორის. რაც შეეხება სანაკრებო რეიტინგს, ის კი გაიზარდა უკანასკნელ პერიოდში, თუმცა ჯერ კიდევ არაა საკმარისი. საჭიროა რომ ტოპ-70 ნაკრებში მაინც ვიყოთ, ხოლო თუ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავალთ, ეს უკვე საკმაოდ გაზრდის ქართველ ფეხბურთელებზე მოთხოვნას. ვფიქრობ, დეტალურად ჩამოვაყალიბე მიზეზები და მადლობა თუ გამოაქვეყნებთ

• გიუშა

გეტყობა)

• ზურა

მკითხაობა მხოლოდ.......... წიწილწბს შემოდგომაზე ითვლიან

• სოსო

ხორვატია ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და იქიდან წასული ფეხბურთელი,ლეგიონერად არ ითვლება.საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი და აქაური,ლეგიონერების კვოტაში შედის.ეგეც არ იყოს,ლეგიონერებზე დამატებითი გადასახადია და რეალურად კლუბს მისი შეძენა უფრო ძვირი უჯდება.სწორედ ამის გამო ვერ შედგა ჯანოს ტრანსფერი,თავის დროზე.რა თქმა უნდა ლიგის რეიტინგიც მოქმედებს, ნდობაზე.ჩვენი კლუბების უმსგავსი გამოსვლები,ევროტურნირებზე,ქართველი ფეხბურთელების ავტორიტეტზე,კარგ გავლენას ნამდვილად ვერ იქონიებს.

• Levani

ყავდეთ აბა ჰარი კეინი მათემატიკის მასწავლებლის სიფათით,რაც არ უნდა კარგად ითამაშოს სიფათზე ისე არ მევასება ინგლისის ნაკრების თამაშებს არ ვუყურებ(არადა არ მიყვარს ადამიანების გარეგნობით შეფასება)

• დავით 67

ჯერჯერობით ხვიჩას გარდა, არავინ გვყავს ტოპ კლასის ფეხბურთელი, არც მიქაუტაძე. ადრე ამბობდნენ არსებობს ერთი მანქანა მერსედესი და დანარჩენები. ასეა საქართველოშიც არსებობს ხვიჩა და დანარჩენები. მე პირადად და ბევრსაც უნდა რა თქმა უნდა, რომ გვყავდეს ძლიერი ფეხბურთელები, მაგალითად ნორვეგიის ნაკრების ან დანიის, ასევე შვედეთის დონის ფეხბურთელები, მაგრამ არაა ჯერ . ასე რომ თავის მოტყუება კარგია ზოგჯერ, მაგრამ არა ამ შემთხვევაში, მითუმეტეს როცა ზედაპირზე ყველაფერი სჩანს.

• ჯონდო

ჭორების ოკეანე, არადა გაინტერესებს ...

• G

ოოჰ ჰამლეტ...

• სიმართლე!!

რატო არა გადმოიყვანენ საქართველოში 3 თვე და მერე იყიდიან აქედან.ანუ რომ უნდოდეთ.არ გაუკეთებიათ ეს ფოკუსები თუ რა? არამგონია გაუჩირდეთ!!!

• გიორგის

ხო რა იყო "გავარდნა" არ იცი რომ ფეხბურთშიც არსებობს და ბევრ საშუალო თუ საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელს "გავარდნია"? "გავარდნად" რომ არ ჩაითვალოს მაშინ სისტემატურად უნდა ითამაშო მაღალ დონეზე. დავითაშვილი თამაშობს ასე თუნდაც საფრანგეთის მეორე დივიზიონში? ხოდა ნუ გამოხტებით ეს ნათესავები თუ უბრალოდ ურა გულშემატკივრები

• გიუშა

რომ ვიძახით ხორვატი რომ იყოს 50 მილიონს გადაიხდიან უბრალო ფეხბურთელშიო ეს ხორვატებს ციდან არ დაცემიათ,მათ ჟინით და მონდომებით მოიპოვეს ეს უფლება,შეხედეთ როგორ თამაშობს ხორვატიის ნაკრები და მიპასუხეთ რატომ უნდა ღირდეს ჩვენ ჩ..ულ მენტალიტეტიანი ფეხბურთელები მათზე მეტი?!როცა გვჭიდება მაკედონიას ვერ ვუგებთ,ერთი ორი ფინტი და თამაში არაა ფეხბურთი,ფეხბურთი ისაა როცა მოედანზე ყველა თამაშში სულს დებ,არა ის რომ სადღაც იღლები ან გუშინ ითამაშებ და ზეგ რაღაც დაავადება დაგემართება...ჯერ ვისწავლოთ ხორვატებივით სამშობლოს სიყვარული და და დამიჯერეთ ჩვენაც დაგვაფასებენ P.S.ვიცი არ დაბეჭდავთ მაგრამ მაინც)

• Gambler-ს

რა მაგრად გიჭირს! საცხოვრებლად თბილისიც არანაკლებია,თუ ფული გაქვს ( მითუმეტეს ეხლანდელი ღრუსეთის პირობებში) მაგრამ კარგი ფეხბურთელები გუნდებს ქალაქების მიხედვით არ ირჩევენ ! მაგარ ანეკდოტებს ყვები მოსკოვის დინამოს და ფროსონინეს შედარებებზე )))))))))

• რრრ

ჯერ კიდევ არ ჯერათ ჩვენი, ჩვენ გვეგონა ხვიჩას წარმატებული თამაშის მერე დაიხსნებიდა გრანთა კარები ყველა ქართველისათვის, მარა არაა ეგრე, ერთი წელი კი არა წლებია უკვე ტოპ ლიგებში წარმატებით გამოდის მხითარიანი, მარა ამით რა დანარჩენ სომეხ ბეხბურთელებს? არავინ ეძახის გრანდებში? თუ გვინდა ჩვენი მართლა ირწმუნონ სტაბილურად წარმატება უდა გვქონდეს ნაკრებში და შოტლანტიის და ნორვეგიის დონის გუნდებს შეშინებული თვალებით არ უნდა ვუყურებდეთ, ან საკლუბო დონეზე კი სანამ მალტას, ფარერებს და ა.შ ჩამოვრჩებით ვინ შეგვხედავს სერიოზულა?

• Status quo

რამდენი ჭორი და ტყუილი იწერება როგორც ჩვენთან, ისე მსოფლიო პრესაში, გაგიჟდები კაცი.

• გუსანი

ჩვენი ფეხბურთელები პირველ რიგში მენტალურად უნდა გაიზარდონ, პროფესიონალური პასუხიმგებლობაც ასამაღლებელი აქვთ, მერე უკვე ამაში, სწავლაში ევროპაც დაეხმარება. მაგის გარეშე იქ ვერ მოხვდებიან, მაგალითები ბევრი გვაქვს, კი მშობლებს უნდა უცბად მწვერვალზე მოხვდენენ შვილები, ქომაგებსაც მაგრამ....

• ქ. გ.

ჰარი კეინის ტრანსფერი თუ ჩაიშლება, მერე ბაიერნი ფულს სხვა ფეხბურთელებზე დახარჯავს. კეინმა ბაიერნს უთხრა: "ერთ კვირას გაძლევთ. ან რამე ქენით, ან თავი დამანებეთ".

• გიორგი

ეს გაუვარდა რა მაგრად იცით რააა. შენ სად და როდის რა გაგივარდა ? თუ თამაში იცი აკეთებ იმას რაც იცი. ეგ შენაირებს შეიძლება გაუვარდეთ როცა თამაში და ფეხბურთი არ ესმით. ჯერ გაერკვიე რა სახეობას უყურებ და სლოტებში და თამაშებში ნუ გერევათ ყველაფერი.

• გ.შ.

გეთანხმები ძმაო, ყველაფერში, ერთი მინდა შევავსო შენი ნათქვამი, მიქაუტაძე ჯობია დარჩეს ეს 1 სეზონიც , იმიტომ რომ მთელი გუნდი მასზეა აწყობილი, და კიდევ ბევრს გაიტქნ, და დამეთანხმებით ლიგა 2 ში გატანა და ლიგა 1 ში გატანა(თან ბევრის) ერთი და იგივე არ არის , აი შემდეგ კი მართლა გრანდში გადავა და ეგ გათვლაა აქვთ ზუსტად მისი მეცსის ბოსებს, აი ნახავთ შემდეგ სეზონში მინიმუმ 30-40 მილიონი ეღირება ჟორჟი, დაიმახსოვრეთ და გაგახსენებთ, და ის რომ ბევრს გაიტან ამაში წინა სასეზონნო მატჩებში მისი შედეგი მეტყველებს ...

• Gambler

ფროსინონეს ვარიანტს კი ჯობია მოსკოვის დინამო. და საცხოვრებლად მოსკოვი არც ისეთი ცუდი ადგილია, ამიტომ ძალიანაც ნუ ნერვიულობ ბიჭებზე. კარგად არიან.

• Givi

ამ ეტაპზე ტოპ 5 ის 4 მოთამაშე გვყავს, ამას ემატება მეორე ლიგის ისეთი გუნდები: უოტფორდი,ლევანტე, ბორდო,კრემონეზე, რომლებიც აუცილებლად იბრძოლებენ გადმოსვლაზე, კიდევ დაუმატეთ შახტარი,ცვრენა ზვეზდა,ბაზელი...მოსკოვის დინამოს ქართველები თან სულ 21-22 წლის ბიჭები და მე დიდი იმედით ვუყურემ მომავალს...

• არა რუსეთს

ეტყობა რისებს ბევრი ფულო უნდათ. საბქმ უნდა უეფას წესით ისარგრბლოს და უფასოდ მოხიოს ევროპაში.

• SOSO

საზონოვით დავიწყებ და კიდევ გეტყვით,რომ მოსკოვის დინამოდან მისი გადასვლა ევროპის რომელიმე ქვეყნის გუნდში გამორიცხულია-ამ გაქანებული სანქციების დროს რუსულ კლუბს ფულს არავინ გადაუხდის. დავითაშვილი კი სულ ეგ არის რაც არის და საფრანგეთის მე-2 ლიგა მისთვის მაქსიმუმი მგონია, კი ბატონო! გაუვარდა ყარაულის თოფივით ახალგაზრდულში ერთხელ და სულ ეს იყო-პასი მაგან არ იცის და გუნდური თამაში.მიქაუტაძეს, კვარას და მამარდას იმხელა ფასი დაადეს მინიმალური ხელფასის და ხანგძლივი პირადი კონტრაქტის ფონზე რომ მათი კლუბები მაინც და მაინც დიდათ არ არიან დაინტერესებული მათი გაყიდვით-ისედაც მინიმალურ ხელფას უხდიან,თუ სარფიანად გაყიდიან ხომ კარგი,მაგრამ არა მგონია მათში ვინმემ ის ფასი გადაიხადოს,რასაც სატრასფეროდ ადებენ. კალანდაძე,მექვაბიშვილი და ხვადაგიანი კი რასაც წარმოადგენენ კი ვნახეთ ჩვენც და პოტენციულმა მყიდველებმაც, ასტანასთან და იმ მალტულ კლუბთან თამაშებში-ნული... მარტო პირველი არხის კომენტატორების და ჟურნალისტების მოჩვენებითი აღფრთოვანება მათი თამაშით და შემოდგომის აზნაურებივით ბაქი-ბუქი არაფერს ნიშნავს საერთოდ. მხოლოდ ასაკით მანიპულირება,რომ 19-20 წლისანი და პესპექტიულები გვყავს პაჭკობით რაც გამოდის კი ვნახეთ ევრო მაჩანჩალების მიმდინარე კომფერეც ლიგაზე-მესამე რაუნდის წინ მხოლოდ გორის დილა შემოქვრჩა,ისიც ლეგიონერი ფეხბურთელების და უცხოელი სამწრთვნელო შტაბის დამსახურებით.

• bejo

ყველაზე მეტად მინდა საზანოვის და გაგნიძის წამოსვლა რუსეთიდან , როგორმე იქნებ დაეხსნან ღრუსეთს , სხვა დანარჩენები ასე თუ ისე თამაშობენ ევროპაში და თუ კარგად ითამაშებენ არცერთ შემთხვევაში არ დაიკარგებიან მაინც ...

• ლაშა

ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ ჩვენებს! გიორგი მიქაუტაძისთვის ლიგა 1-იც კარგია, რადგან ტოპ ლიგაა და თუ მოუმატა, მსურველთა რიცხვი გაეზრდება. საზონოვს თუ არ ყიდულობენ, გაისად საერთოდ უფასოდ წავა და წესით ეს მის ამჟამინდელ კლუბს არ უნდა აწყობდეს... მამარდას მიმართ გასაკვირი სიტუაციაა. ის ნამდვილად ღირს 30 მილიონზე მეტი, მაგრამ ისევდაისევ საქართველოს ნაკრების დაბალი რეიტინგის გამო იკავებენ თავს ფეხბურთელი შეძენის მსურველნი, რადგან ნაკრების დაბალი რეიტინგი სამწუხაროდ გარკვეულწილად ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია და არა ერთადერთი! ზურიკოს ბორდო იმედია გამოფხიზლდება, რადგან ბორდო საკმარისად სახელოვანი კლუბია და ნამდვილად არ იმსახურებს თუ ამჯერადაც ვერ აღზევდება ლიგა 1-ში! რაც შეეხება თბილისის და ბათუმის დინამოებში მოთამაშე ახალგაზრდული ნაკრების წევრებს, მათი კლუბების ევროთასებიდან ნაადრევმა გამოვარდნამ, ფეხბურთელების მსურველთა ინტერესი საკმაოდ შეანელა... ამ ქვეყანაში ფეხბურთში ფული უნდა ჩაიდოს, მაგრამ ჭკვიანი მენეჯმენტის გარეშე არაფერი გამოვა. ის, რომ ვინმე გაფაფხურდეს და მაშინვე გაყიდო არაფერში წერია და ამას წინ რომ ვერ აღუდგები და კიდევ რაიმე წარმატებაზე ფიქრობ, თავს იტყუებ. ფიფიას ეხება ეს, რომ იძახდა არავის გავყიდი მანამდე ევროთასებზე შორს არ გავალო, რითაც პრინციპში უფრო მოიგებდა, მაგრამ ეს არ გააკეთა. კიბატონო, სიგუა კარგ კლუბში გადავიდა, მაგრამ ასე თუ ყიდე ყველა პერსპექტიული, მაშ რაღად გინდა კლუბი საინტერესოა თუ მისი წარმატებებით არ დატკბი? ეს ხომ თავის მოტყუებაა. კარასკო გაატარებს კია თავის პოლიტიკას. თუ მას მშობლების თუ პრეზიდენტის ახირებით გაუყიდეს ფეხბურთელები მეეჭვება ამგვარი კლუბის მესაჭეობას მისი მხრიდან რაიმე პერსპექტივა ჰქონდეს თუ არა წყლის ნაყვა!

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს

ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი

აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია

ოთარ კაკაბაძე:  ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე

ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..

[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო

"სენტ-ეტიენმა" "როდეზს" დავითაშვილის გარეშე მოუგო

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

დავითაშვილი დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" "რედ სტარს" მნიშვნელოვან მატჩში სძლია

[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა

დავითაშვილის 68 წუთი - "სენტ-ეტიენი" სტუმრად "გენგამთან" განადგურდა

საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა

ირაოლა: ალისონი მთავარი დამნაშავე არაა - ყველაფერს ვერ მოგიყვებით

დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "ლავალს" სძლია

[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს

[VIDEO] სათადარიგო საზონოვი და ქოჩორაშვილი შეცვლაზე - "ხეტაფემ" "სევილიას" მოუგო

სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"

"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

ლოჩოშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "კიოლნი" "უნიონს" დაუზავდა

[VIDEO] მიქაუტაძის 84 წუთი და სათადარიგო საზონოვი - "ვილიარეალმა" "ხეტაფეს" სძლია

გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"

ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა

ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?

ჩაკვეტაძეს "უდინეზეში" ახალი მწვრთნელი ჰყავს

ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა

"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში

Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს

რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა

მიქაუტაძე შეცვლაზე და პსჟ-სთან გაბითურებული "ვილიარეალი"

"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს

ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა

[VIDEO] 3:2 - ალისონის უხეში შეცდომა - "ფენერბაჰჩემ" "ლივერპულს" თამაში შემოუტრიალა

ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები

საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა

ლოჩოშვილის "კიოლნი" "აინტრახტთან" დამარცხდა

საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო

აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა