სამი ერის გათამაშების მეორე ტურში ახალი ზელანდიის ნაკრები შინ მსოფლიოს ამჟამინდელ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს მიიღებს
სამი ერის გათამაშების მეორე ტურში ახალი ზელანდიის ნაკრები შინ მიიღებს მსოფლიოს ამჟამინდელ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს, რომელსაც ახლა საკმაოდ მძიმე დროება უდგას. "ბოკემ" პირველ ტურში სტუმრად წააგო ავტრალიის ნაკრებთან - 20:39.

"ოლ ბლექსის" მთავარმა მწვრთნელმა გრემ ჰენრიმ შემადგენლობაში, რომელმაც ერთი კვირის წინათ ფიჯის ნაკრებთან ტესტ მატჩში ითამაშა, ოთხი ცვლილება განახორციელა. კვლავ ძირითადში ითამაშებს მგეზავი დენ კარტერი, რომელიც ახალგაზრდა კოლინ სლეიდს შეცვლის. კარტერს შანსი აქვს ინგლისელი მგეზავის, ჯონი ვილკინსონის მსოფლიო რეკორდი მოხსნას. "ვილკოს" ანგარიშზე ამჟამად 1195 ქულაა და კარტერი მას მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.

მესამე ხაზში ჯერომ კაინო ითამაშებს, ქორი ჯეინი კი, რომელმაც IთM-ის თასის გათამაშებაში ხელი დაიშავა, ჰენრიმ ფრთაზე გადაიყვანა. რვა ნომრის პოზიციზე ადამ თომსონი იქნება, რომელიც აქამდე მუდმივად სათადარიგოთა სკამიდან ერთვებოდა თამაშში.

სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა სონი ბილ ვილიამსმა, რომელმაც ადგილი გამოცდილ, მრავალჯერ ნაცად შუამარბთა წყვილს, კონრად სმითსა და მაა ნონუს დაუთმო.

"სამხრეთ აფრიკა ამაყი სარაგბო ქვეყნაა და არაფრით დაუშვებენ, რომ ზედიზედ ორჯერ ისე შერცხვნენ, როგორც ერთი კვირის წინათ ავსტრალიის ნაკრებთან. ამიტომ, როგორი შემადგენლობითაც უნდა ითამაშოს "ბოკემ", მათ წინააღმდეგ მაქსიმალური ყურადღებით გარჯა მოგვიწევს" - თქვა ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გრემ ჰენრიმ.

ახალი ზელანდია: 15. მალილი მულიაინა, 14. ქორი ჯეინი, 13. კონრად სმიტი, 12. მაა ნონუ, 11. ზაკ გილფორდი, 10. დენ კარტერი, 9. ჯიმი ქოუანი. 1. უაიტ კროკეტი, 2. ენდრიუ ჰორი, 3. ბენ ფრენკსი, 4. სემ ვაითლოქი, 5. ალი ვილიამსი, 6. ჯერომ კაიონო, 7. რიჩი მაკქოუ, 8. ადამ თომსონი.

16. კორინ ფლინი, 17. ჯონ აფოა, 18. ჯერარდ ჰოეთა, 19. ლიამ მესამი, 20. პირი ვიპუ, 21. კოლინ სლეიდი, 22. სონი ბილ ვილიამსი

სატურნირო მდგომარეობა

1. ავსტრალია - 5 ქულა, 2. ახალი ზელანდია - 0, 3. სამ.აფრიკა - 0

30 ივლისი

ახალი ზელანდია-სამ.აფრიკა

6 აგვისტო

ახალი ზელანდია-ავსტრალია

13 აგვისტო

სამ.აფრიკა-ავსტრალია

20 აგვისტო

სამ-აფრიკა-ახალი ზელანდია

27 აგვისტო

ავსტრალია-ახალი ზელანდია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა