ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ორი განსხვავებული ტაიმი - "დილა" "აპოელთან" დამარცხდა [VIDEO]

ორი განსხვავებული ტაიმი - "დილა" "აპოელთან" დამარცხდა [VIDEO]

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „დილა“ თბილისში „აპოელთან“ 0:2 დამარცხდა.

მიუხედავად სიცხისა, შეხვედრა მაღალ ტემპში, ორმხრივი შეტევებით დაიწყო. თამაში სანახაობრივი იყო. მე-10 წუთზე მასპინძლები ინიციატივას დაეუფლნენ და მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდნენ. ყველაზე სახიფათო მომენტი გორულ გუნდს პირველ ტაიმში, 30-ე წუთზე ჰქონდა, როდესაც საჯარიმოდან ჩიტეიშვილის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. კომპენსირებულ დროში მეკარე კუჩერენკომ ქვილითაიას დარტყმული ბურთი მოიგერია, დამატებაზე კი უმეთვალყურეოდ დარჩენილმა კრესპომ გაიტანა.

შესვენების შემდეგ „აპოელმა“ მაღალ პრესინგს მიმართა, თამაშის ტემპიც დაეცა და მოწინააღმდეგემ ანგარიში გაზარდა - საჯარიმოდან ეფრემის დარტყმული არგასაშვები ბურთი კუჩერენკომ გაუშვა. დარჩენილ დროში "დილა" უშედეგოდ ცდილობდა გატანას. ბოლოს მცველმა სანტოსმა წითელი ბარათი მიიღო და დემჩენკოს შეგირდებმა მარცხი განიცადეს.

აშკარაა, "აპოელი" "დილაზე" უკეთესად დაკომპლექტებული გუნდია და ეს საბოლოოდ შედეგზე აისახა.

საპასუხო შეხვედრა 17 აგვისტოს ნიქოზიაში გაიმართება.

თბილისი. „დინამო არენა“

დილა - აპოელი 0:2

გოლები: 0:1 კრესპო (45+1), 0:2 ეფრემი (64)

გაძევება: სანტოსი (87)

• სოსო

მაშინდელ ლივერპულშიც,თუ სწორად მახსოვს,1,ან 2 ინგლისელი ფეხბურთელი თამაშობდა.დანარჩენები,ზოგი უელსელი,ზოგი შოტლანდიელი და ზოგიც ირლანდიელი იყვნენ!

• beso 70

ეს ყველაფერი გასაგებია რო საკლუბო ფეხბურტი ნოლია მარა მე რა მაინტერესებს გორს სტადიონი დაუცუნეს სტანდარტებს არ აკმაყოფილებსო კონფერენს ლიგის და კლაკსვიკი სოფლის მსგავს სტადიონზე ტამასობს ცემპიონტა ლიგას

• ლონდონი.მი-6

ვრ ვართ შეკრული ,ერთ მუშტად ,ერი,ვერ ვართ სრულიად საქართველოს თავდადებული ქომაგები,ვერ ვართ კარგი სპეციალისტები,უგულოდ ვწერთ თამაშის წინაც და შემდგომაც,ვიწროდ ვუყურებთ ყველაფერს,ეგოისტურად,ურთიერთ "წაკბენებით" განანსწავლულობა გვაკლია,დაბლომად სამშობლოს წინსვლის სურვილი,კარგი ცხოვრება კი გვსურს,ბევრი ფული კი გვინდა,გაურჯელად,თავისუფალი ყოფით,ეგრე ვერ გამოგვივა,ვიქნებით სულ,სხვათა გაცლენის ქვეშ,არსებობით არა ცხოვრებით ამ ქვეყნად.

• alexandre

მიუხედავად ამ სიგრძე დაწერილისა,მაინცწავიკითხე. თან სიამოვნებით! მშვენიერი აზრი - ჩამოვართვათ პროფესიონალის სტატუსი!

• გიზოგ

გაიხარე ირაკლი.

ჰო და, თუ უკეთ დაკომპლექტებული გუნდია, ნუ წერთ ხოლმე, რომ აპოელის გადალახვის შემთხვევაში შეხვდება ამას და ამას?! ძალიან სასაცილოა ასეთი პოსტები.

• გიზოგ

ეს ბოლო წუთის სინდრომი ვერა და ვერ მოვიშორეთ. ქართული გუნდების უმრავლესობა, მათ შორის ნაკრებიც, ბოლო წუთზე გაშვებული გოლით აფუჭებენ თამაშს. ეს ფსიქოლოგიური მომენტი როგორმე უნდა დაიძლიოს.

• გიზოგ

იმედი ბოლოს კვდებაო და ჩვენც ამის იმედად ვიყოთ. მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ დილა, როგორ ფეხბურთსაც თამაშობს მას სჭირდება დიდი ფიზიკური მომზადება და გრძელი სათადარიგო სკამი, ეს კი არც ერთი არ აღმოაჩნდა ჩვენს „დილა“-ს. რაც საქართველოს კვალობაზე გასაკვირი არ არის, რადგან უფრო მეტი შესაძლებლობის გუნდებსაც არ აქვთ ევროპული დონის ფიზიკური მომზადება.

• სტალინი

სიმართლე ითქვას დიდი იმედი არ მქონდა გორის დილასი, მაგრამ საერთო აღტკინების ფონზე ხმას არ ვიღებდი. რატომ უნდა იყოს გორული კლუბი თბილისისა და ბათუმის დინამოებზე ძლიერი, როცა სატურნირო ცხრილში მათზე მაღლა არ დგას. მაგრამ, ჩამოყალიბებულია სტერეოტიპი რადგან კვიპროსის და მალტის გუნდებია, უპირობოდ უნდა ვუგებდეთ. არადა დღეს გასული საუკუნის 70-იანი წლები არაა, როდესაც ბაიერნი კვიპროსულ კლუბს 12:0 უგებდა, თუმცა ბაიერნი და მისთანა ბობოლები სხვა სამყაროა და არც დღეს გაუჭირდება შედარებით ნაკლები ანგარიშით. დღეს კი ასეთი რეალობაა; კომუნისტური ბლოკის დაშლის შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპული საკლუბო ფეხბურთი, დასავლურთან შედარებით უკონკურენტო გახდა. აღმოსავლეთევროპული კლუბები დასავლური ბობოლების ფარმკლუბებად იქცნენ და საუკეთესო კადრების გადინება ჩვეულებრივ ამბად იქცა(მარტო ჩვენ არ ვართ გამონაკლისები). განსაკუთრებით ხელი შეუწყო ამას ყბადაღებულმა ბოსმანის საქმემ 90-ნ წლებში, როდესაც კლუბს მოედანზე 2 უცხოელი ფეხბურთელის ნაცვლად მათი უსაზღვრო რაოდენობის ყოლა შეუძლია. სწორედ ამის დამსახურებაა ის რომ დღეს კვიპროსული კლუბი უფრო ძლიერია ვიდრე სლოვაკური და უკრაინული, აღარაფერს ვამბობ ჩვენსაზე. არადა, ადრე ასე არ იყო: დიდი ლივერპული მარტო ჩვენ არ გვყავს გამოგდებული, 1982 წელს ეს სოფიის ცსკა-მ გააკეთა, ხოლო ერთი წლის შემდეგ პოლონურმა ვიძევმა და ეს ჩემპიონთა თასის უფრო მაღალ ეტაპებზე, ვიდრე თბილისის დინამომ. ასეა თუ ისე, საწყენი ის არი რომ კვიპროსული და მალტურიც კი ჩემპიონატები ჩვენსაზე ძლიერია. მაგრამ, გული მაინც არ უნდა გავიტეხოთ, ირლანდიის, ჩრდ.ირლანდიის და უელსის ჩემპიონატებიც ძალიან სუსტებია, მაგრამ იმის ხარჯზე, რომ მათი მოტამაშეები ინგლისურ პროფესიონალურ ლიგებში თამაშობენ, სანაკრებო დონეზე გარკვეულ წარმატებას აღწევენ ჩვენგან განსხვავებით. პროფესიონალური ტყუილად არ ვახსენე, ირლანდიების და უელსის კლუბები ნახევრადპორფესიონალები არიან, სხვათა შორის 1992 წლის ევროპის ჩემპიონის, დანიის ლიგის კლუბებიც. თავის დროზე საბჭოთა ფეხბურთელებიც არ ითვლებოდნენ ოფიციალურად პროფესიონალებად, არადა რეალურად იყვნენ, ამით აიხსნება მათი დაბალი ანაზღაურებაც. მაგალითისათვის; მესხიც, მეტრეველიც, ყიფიანიც და სხვებიც საბჭოთა მილიციის ოფიცრები იყვნენ. რითი დაიმსახურეს ჩვენმა ფეხბურთელებმა პროფესიონალის წოდება და მაღალი ხელფასები? არაფრით. ამიტომ, ვფიქრობ ჩვენ საფეხბურთო ლიგას უნდა ჩამოერთვას პროფესიონალურის სტატუსი და ითამაშონ ბიჭებმა თავისუფალ დროს თავისი სიამოვნებისათვის და იმუშავონ სადაც უნდათ. უცხოეთის კარგ კლუბში თუ გაიყიდებიან, იქ მიიღებენ კიდეც პროფესიონალის სტატუსს. ამით, ქართულ ფეხბურთს არაფერი დააკლდება, თუ არ მოემატება.

• G.LA -ს

ბატონო ბადრი როგორ გეტყობათ რო ძველი პიონერ,კომკავშირელ,კომუნისტი ხარ.,,ნაპერწკლიდან ალი აინთება"?რა ნაპერწკალი აგიტყდა?ლიაკა მომიკითხე რუბლიოვკა-რუბლიაკა

• გელა2

ფეხბურთი გასაგებია.თხოვნა იქნება, ტელევიზორში ფეხბურთი გვაყურებინეთ კომენტატორების გარეშე.გამოაცხადონ შემადგენლობა,გოლი ვინ გაიტანა,შეცვლა.ამათი მოსმენა არის სასჯელი. არ დაიწყოთ ეხლა,ხმა გამორთეო.

• pepe

ფედერაციიდან ყარს ქარტული ფეხბურტი

• გიუშა

არ აკმაყოფილებს გორის სტადიონი ამ ეტაპის მოთხოვნებს და ძალით არაო უეფა-მ)))ეს ვითომ გულშემატკივრებმა დაგუგლეთ მაინც)))

• მერაბი

ბანალური რამეა - სათანადო ფინანსები საბამ არ იქნება ჩვენს ფეხბურთში, არაფერი გამოგვივა. საშუალო სათამაშო კონდიციის ლეგიონერები რომ მაინც გამოვიწვიოთ სუსტ ჩემპიონატებიდან. ახალი არაფერი მითქვამს.

• გიუშა

არა ქედაში ჯობდა)))არჩილ ფარტენაძეზე სრული ანშლაგი იქნებოდა,თან ზღვის დონიდან მაღალ ადგილზე გაუჭირდებოდა აპოელს)))

• გიუშა

დილას თამაში გადაიდო მაგრამ მაინც ისეთი მისავათებულები იყვნენ გეგონებოდა მთელი ღამე ფოთის პორტში მტვირთავად მუშაობდნენ

• zurabi

ეს თამაში რომ ქუთაისში ჩატარებულიყო დარწმუნებული იყავით რომ მხარდაჭერა იქნეოდა სულ სხვა და გორული გუნდიც სხვანაირად მოტივირდებოდა

• გოგა

ხო წარმოგიდგენიათ გუნდის დონე ვის წინააღმდეგაც ქვილითაია ერთ-ერთი საუკეთესოა

• ნოე

შეეწყვიტეთ ბიუჯეტიდან ამ მარაზმის დაფინანსება და მთელი თანხა მიმართეთ ზალოსნობაზე რაგბიზე ჭიდაობაზე და თითო ოროლა სპორტის სახეობაზე სადაც ქართველებს ნაცვლად სირცხვილისა და თავის მოჭრისა სიამაყე გვეუფლება, როდემდე შეიძლება იმ ქვეყნის ბიუჯეტიდან ამ საშინელების და სირცხვილის დაფინანსება სადაც ქვეყნის ნახევარზე მეტი სოციალურ დახმარებით სულდგმულობს

• Tbilis

4qartveli tamashobda otxivem caago mati bralia

• დიახ

ქვილითაიამ არ უჯიგრია, ეგეც არ არის რაცაა. გაუმართლა მარტო დატოვეს ცენტრში.და დააჯდა. ყაზაიშვილ-კვეკვე-ოქრი-აბუ კი არა და დცალიშვილიც არ არის გამოსატოვებელი

• მგელი

საერთოდ არაფერი გუნდი არაა აპოელი, დაცვაც სუსტი ყავს, უბრალოდ გორმა სწრაფი ფეხბურთი ვერ ითამაშა,თუ გავა აპოელი შემდეგ წრეში აი ნახეთ გენტი რა დღეს დააყრის, დილამ კვიპროსში სწრაფი ფეხბურთი უნდა ითამაშოს და შედეგსაც დადებს

• მოსეხონელი

ტატო ვიგონებთ ხოლმე ველოსიპედს?რატო გადავიტანეთ დინამოზე რა ჯგუფურ ეტაბზე გავიდა დილა?ან ფლეოფი იყო დაარიქ დიდ რაოდენობით მივა ხლხი თუ რა იფიქრეთ მიდიოდა ეს გუნდი მშვიდად წყნარად წინ.აგებდა პირველ მატჩს იგებდა სახლში ესეიკი საკუთარ კედლბში კარგად თამაშობდ ხო სავსე ტრიბუნებით.რას ერჩოდით???

• Levani

ქვილითაიამ იჯიგრა თუ სულ ესაა რაცაა? ნაკრებში დაუძახეთ და ყაზაიშვილ-კვეკვე-ოქრი-აბუ არ გამომიტოვოთ

• იოპი

მცხეთა რა შუაშია ვერ გავიგე გორის დილა არის გორის დილა საშინაო თამაშები უნდა ტარდებოდეს გორში და არა სხვა ქალაქში ესაა და ეს

• Ἀρχιμήδης 287—212

Εύρηκα ! მოიგი გუნდმა, სადაც ნაკლები ქართველი თამაშობდა.

• Dima

არც გადარეული უნდა გაკრეჭილიყო

• აკო

მცხეთაში დიდი ანგარიშით მოიგებდა)

• დავით

აბა უნდა წყენოდა?

• კიო

დილა მოიგებდა გორში რო ყოფილიყო მატჩი

• ვარლამი,პოლინეთიდან

წარმატებები დვალს და ქვილითაიას

• დავითი

"დილას" წინა ჩატარებული თამაშებიდან გამომდინარე დღეს მეტის მოლოდინი გვქონდა თუმცა აპოელი აშკარად უფრო ძლიერი მოწინააღმდეგე აღმოჩნდა ვიდრე დუნაისკა ან ვორსკლა. მეტი შეეძლო დილას, თითქოს საკუთარი ძალების ვეღარ ირწმუნეს გოლის შემდეგ. ქართულ გუნდებში ხო პრობლემები არ ილევა, ამ შემთხვევაში გორელებს მწირი სათადარიგო სკამი აღმოჩნდა, ვერ გაძლიერდა გუნდი სკამიდან, არ აქვს მეტი რესურსი და რაგინდა რო ქნას მხოლოდ დემჩენკომ.

• ეჰჰ სამართალო

ჩვენ ძელი იმათ გოლი

• G.LA

ნაპერწკალი აკლდა დილას. ის რაც ყველა იმ ნათამაშებ თამაშებში ქონდა კონფერენც ლიგაზე. შეიძლება დავაბრალოთ იმას რომ გორში არ იყო თამაში და თავიიანთი გულშემატკივრები უფრო მეტ ძალას შემატებდნენ. გოლები ასეთ ბავშვურ შეცდომებზე არ უნდა გაუშვა. თამაშით ვერ ვიტყვი რომ წასაგები იყო ეს თამაში. არ უშავრს გულის გატეხვა არ უნდა იყოს. დილამ ასე რომ გააგრძელოს აუვცილებლად მიაღწევენ საწადელს, იმედია გუნდის შენება გაგრძელდება და ეს გუნდი ერთი წლის გუნდი არ იქნება. კვიპროსზე ველი იმ ნაპერწკალს რაც ახლა დააკლდათ გორელებს. დილამ ხასიათი უნდა აჩვენოს. წარმატება დილას.

• Irakli Apkhaidze

სრულიად ალოგიკური შედეგი, თამშიდან გამომდინარე. დილამ.რომ გასვლაზე მოიგოს არ გამიკვირდება

• სოსო

"თუ ძალით არავინ მომკლავს,ნებით გამოვიჭრი ყელსა"!ვისაც არსენას ლექსი წაუკითხავს,ან სკოლაში უსწავლია,ალბათ ყველას ეხსომება ეს სიტყვები.სწორედ ქართული გუნდების დაცვაზეა ნათქვამი!ტაიმის ბოლო წუთზე,ჯარიმა რომ ავიკიდეთ უაზროდ,უკვე ვიცოდი,რომ ჩვენი დაცვა,რაიმეს მოახერხებდა და მოახერხეს კიდეც.მეორე ტაიმში,ისევ უაზროდ აღებული ჯარიმა,მცველის გაფრთხილება და მეკარის მიერ მოგონილი გოლი,მერე კი,კიდევ მცველის მიერ გაკეთებული სულელური პასი და კაპიტნის გაძევება.ბოლოსკენ,გორი უკვე იგივე თბილისის დინამო იყო,გატეხილი,დაშლილი და უნებისყოფო.გორში რომ ყოფილიყო,გორი არ წააგებდა,რადგან მაყურებელი მოდუნების საშუალებას არ მისცემდა.შესაძლოა სიცხესაც ვერ გაუძლეს,გორელებმა,მაგრამ დინამოს სტადიონი,აშკარად ძალიან დიდი იყო და მიუხედავად იმისა,რამდენი მაყურებელი მოვიდა,მაინც ცარიელი და დამთრგუნველი ჩანდა.შეიძლება დინამოელებზეც ეს მოქმედებს.განმეორებით მატჩში,სანტოსის არყოფნა,ძალიან დაეტყობა გუნდს,მაგრამ არც აპოელს დაუტოვებიოა,რაიმე შთაბეჭდილება და კარგი დასაწყისის შემთხვევაში,დილას კიდევ ექნება შანსი,ბედი შემოატრიალოს.რა თქმა უნდა ამის შანსი,მცირეა,მაგრამ შესაძლებელი!ასეა თუ ისე,გორელები,გავარდნის შემთხვევაშიც,საკმაოდ სერიოზულ თანხას აიღებენ და მისი საშუალებით,შეეძლებათ,2-3,საკმაოდ კარგი ფეხბურთელების მოყვანა,რომლებიხც დილას,შემადგენლობის ცვლილებების რესურსს მისცემს გუნდს

ეს არის ქართული კლუბის მაქსიმუმი და მეტს ვერ მოვთხოვთ. უფრო ძლიერი კლუბი პირველ ტაიმში დაბომბავდა, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია. იქ უარესი გველოდება და ფუჭ ილუზიებს ნუ მივეცემით

• სიმართლე

ვისაც გულზე მოგხვდებათ ნათქვამი წყალი დალიეთ სტატიაში სადაც რამოდენიმე დღის წინ რომელიც მიეძღვნა იმ კლუბს რომელსაც იყო სავარაუდო მეტოქე გასვლის შემთხვევაში ვთქვი რომ ვორსკლას რაც დაემართა პირველ თამაშამდე გასული რო ეგონა თავი ის მოგვივიდოდა გულშემატკივრებს პირველ თამაშამდე 3-4 დღით ადრე რატო უნდა იფიქრო მომავალი მეტოქე ვინ იქნება როცა გავალთ საძებარი გაგვიხდება? რატო ვიცით პირველიდან მეხუთე სართულზე ახტომა იმაზე ადრე მაინც არ იქნება თამაში როცა არის ჩანიშნული და მითუმეტეს 1 კვირიანი დრო ისედაც გვექნება ხო საკომენტაროდ შეიოძლება ერტიდაიგივე შეცდომა გულშემატკივრებმა არ გავიმეოროთ არა

• ივან კამპო

იმათ კრესპო და ქვილითაია ჰყავდათ და მოიგებდნენ აბა რას იზამდნენ. ჩვენც რომ აგვეყვანა ბატისტუტა და მარიო ჟარდელი, ორ გოლს ჩვენც გავიტანდით.

• ლევანი

საინტერესოა, რატომ დათანხმდნენ დინამოზე თამაშს. მე მგონი მესხზე აჯობებდა, თუმცა არც იქ იქნებოდნენ სახლში. სამწუხაროა, თუმცა მეორე მთელი თამაშია წინ. უნდა მოინდომონ ძალიან. გაუკეთეთ დილას სტადიონი.

• დდდ

უკრაინელები რომ არ თამაშობენ სახლში, ასე თუ ისე გასაგებია, მაგრამ გორშიც თუ ომი იყო, რატომ გვიმალავდით?!...

• Juve

მახსოვს დილამ წლების წინ სახლში წააგო ანორთოსისთან, მაგრამ გემახსოვრებათ რაც იყო შემდეგ, წინ განმეორებითი მატჩია, დასაკარგი არაფერია.

• ირაკლი

ამ მოცემულობით “დილა”-მ მაქსიმუმი შეძლო. სრული მარაზმი და თავისმოჭრაა ის, რომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ ერთხელ მოხვდა ქართული კლუბი ევროთასების ჯგუფში, ეს ჩვენი ფეხბურთის ავადმყოფობის დიაგნოზია დიდი ხანია და სამწუხაროდ არც არაფერი კეთდება სწორი მიმართულებით და საშინელება ისაა, რომ არც უახლოეს მომავალში ჩანს რაიმეს იმედი. ერთადერთი მეტ-ნაკლები გამოსავალია, შეწყდეს დაფინანსება სახელმწიფოდან,ე.წ. “დარმავოი კარმუშკა”, ეს თანხა ჩაიდოს საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ჩვენი დე ფაქტო სამოყვარულო ეროვნული ჩემპიონატი გადავაკეთოთ დე იურე სამოყვარულო ტურნირად. ევროშედეგები ამაზე უარესი მერწმუნეთ მაინც არ იქნება.

• I

თამაში აჩვენა ვინმემ სადმე?

• თაზო

წინა თამაშებთან შედარებით გორის დილა მოედანზე თუ იყო ვერ იტყოდი,პირველ ტაიმში ბათუმის დინამო და მეორეში თბილისის დინამო გეგონებოდა თამაშობდა,ნაღდად არ ველოდი ასეთ წვალებას,ისე გამოუვიდათ,ნაქებარმა ძაღლმა ნიახურზე გადააფსაო…ვითომ ამათი ზღვარი ეგაა?

• Dima

დვალს ისე გაუხარდა პირველი გოლი ალალი იყო მეორეც

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

დიეგო ლონგო: გორში სრულიად განსხვავებული თამაში იქნება

დვალის მორიგი ტიტული კვიპროსში - "აპოელმა" ქვეყნის სუპერთასი მოიგო

კაშიას "სლოვანი" ჩემპიონთა ლიგას მიუახლოვდა - დვალის "აპოელი" ევროპა ლიგაზე გადაერთვება

კაშიას "სლოვანმა" დვალის "აპოელს" 2:0 მოუგო

დვალმა პენალტი ვერ გაიტანა - ევროპა ლიგის პლეი-ოფის რაუნდში "რიგასმა" "აპოელი" თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა

[VIDEO] "დილა" "რიგასთან" დამატებით დროსთან ახლოს იყო - 3:3 და გორული გუნდი ტურნირს დაემშვიდობა

გოჩოლეიშვილის და დვალის გუნდების წარუმატებელი მატჩები კონფერენს ლიგაზე

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

[VIDEO] "დილა" ლატვიაში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა

კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების პოტენციური მეტოქეები გაირკვა

დვალის "აპოელი" პირველ მატჩში ლატვიაში დამარცხდა

თურქეთის სუპერლიგის კლუბი საქართველოს ნაკრების მეკარის შეძენას გეგმავს