საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები იაპონიის კუნძულ ოკინავაზე ჩავიდა, სადაც 25 აგვისტოდან სტარტს აიღებს მსოფლიოს ჩემპიონატი. იაპონიის უკიდურესი სამხრეთით, შუაგულ ოკეანეში მდებარე კუნძულ ოკინავაზე მუნდიალის 2 ჯგუფი ითამაშებს, რომელთაგან ერთ-ერთში საქართველოს ნაკრები ასპარეზობს. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი F ჯგუფში ვენესუელასთან, სლოვენიასთან და კაბო-ვერდესთან ერთადაა და პირველ მატჩს 26 აგვისტოს, აფრიკის წარმომადგენელთან გამართავს.

ჩვენს ნაკრებს ოკინავამდე სამგზავროდ 24 საათზე მეტი დასჭირდა. ეს რომ იცოდა, ნაკრების ხელმძღვანელობამ იაპონიაში ჩასვლა ჩვეულებრივზე ადრიანად დაგეგმა და ასეც მოხდა: ოკინავაში მოასპარეზე 8 ნაკრებიდან საქართველო კუნძულზე ყველაზე ადრე ჩავიდა. მოთამაშეები დაისვენებენ და 19 აგვისტოდან აქტიურად მზადებას შეუდგებიან. ჩვენს ნაკრებს 22 აგვისტოს ავსტრალიასთან მოსამზადებელი მატჩი ელის, ხოლო 26-დან მსოფლიოს ჩემპიონატში კაბო-ვერდესთან მატჩით ჩაებმება.

ოკინავაში მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე რვავე გუნდი ერთ სასტუმროში იცხოვრებს. ოკინავა ჩატან ჰილტონის თითო სართული თითო ნაკრებს ექნება დაკავებული. სასტუმროში პირველი საქართველოს ნაკრების მოთამაშეები შევიდნენ, რომლებმაც მე-5 სართული დაიკავეს.

სავარჯიშო და სათამაშო დარბაზები სასტუმროდან ავტობუსით 10 წუთის სავალზეა. ჩვენი ნაკრები პირველ ვარჯიშს ხვალ, 19 აგვისტოს გამართავს.

GBF.GE

აბდულა
ჩვენი კალათბურთელები უფრო მაღლა დგანან და უფრო მაღალი კლასი აქვთ...ზუროსის ცოდნა არ წვდება თოკოს სანდროს გიორგის და ბითაძის დონეს ....
აბდულა
ყურებას სად შევძლებთ...ან თუ აპირებენ ტრანსლიაციას?
დინამოელი
იმედია ცინცაძემ ნორმალურად გადაიტანა ფრენა. მის ასაკში არაა ეს ადვილი
Xoabara
ველოდები ამ სათაურს ,,უჯარიმოდ"-ის შემდეგ ეპიზოდში..
ნოდო
რაც მართალია მართალია სათაურების მოფიქრებაში :D
თენგაბი
ზოგადად კარგი გუნდი გვყავს. 2 ნბა-ს მოთამაშე, მამუკელაშვილი და ბითაძე, ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონატის გამორჩეული მოთამაშეები - შერმადინი და თოკო. თუ მაკფადენი ხასიათზე იქნა, დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია გუნდისთვის. ამ შემადგენლობას შეუძლია ყველას გაუსწორდეს. რატიმ და სანაძემაც თავისი სიტყვა უნდა თქვან. ბერიშვილის იმედიც მაქვს - არაბეთში რეკორდული რაოდენობის ქულებს და სამიანებს ყრიდა კალათში. დანარჩენებზე რა მოგახსენოთ, ცოტა უნდა მეტი მოინდომონ. კარგი იყო ბეჟანიშვილის საკითხი მოეგვარებინა ფედერაციას, რომელიც მართლა ოქროს შემცვლელი იქნებოდა. განსაკუთრებით დამწყდა გული ბულაშვილზე. საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მექულე და სამიანების დიდოსტატია და შეიძლება დიდი კალათბურთი ეთამაშა, მაგრამ თუ ახალგაზრდას განვითარების მოტივაცია და ყურადღება არ აგრძნობინე, მისი ნიჭი ჩაქვრება. ცალკე საუბრის თემაა ზუროსის საკითხი. ჩაგდებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ არ მეგონა თუ ნაკრებში დარჩებოდა. საერთოდ, ვფიქრობ, კოკოშკოვი არ უნდა გაგვეშვა. ბოლო ჩემპიონატზე მის ხელში საქართველოს ნაკრები საოცრად გუნდური კალათბურთით ათამაშდა. იყო ჭკვიანური უბურთოდ მოძრაობები პარკეტზე, დროული გახსნა და პასები. ერთი სიტყვით ყველა პირობა გვქონდა განვითარების და უფრო მაღალი დონის კალათბურთის გვეთამაშა. სამწუხაროდ პირიქით მოხდა და უკან წავედით. ახლა რაღა ეშველება, მაგრამ შემდგომში ან კოკოშკოვი უნდა დავაბრუნოთ ან ნბა-ში ვინმე მთავარი მწვრთნელის ასისტენტი მოვძებნოთ, რომელიც ჩვენ კალათბურთელებს გუნდურ თამაშს ასწავლის. წარმატებები საქართველოს ნაკრებს!
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89