ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რა იცვლება "ნაპოლიში", სად გამოჩნდა ხვიჩას არყოფნა და კვერნაძე, რომელსაც გამოცდილება სჭირდება - ოსიმენი აქ კვლავ ბედნიერია...

რა იცვლება "ნაპოლიში", სად გამოჩნდა ხვიჩას არყოფნა და კვერნაძე, რომელსაც გამოცდილება სჭირდება - ოსიმენი აქ კვლავ ბედნიერია...

მართალია, ქართული დუელი არ შედგა, თუმცა "ფროზინონესა" და "ნაპოლის" მატჩზე (1:3) საქართველოში მაინც დიდი ინტერესი იყო. გიორგი კვერნაძის დებიუტთან ერთად, საინტერესო იყო, რუდი გარსიას მხრიდან პირველ ოფიციალურ მატჩში ლუჩანო სპალეტისგან განსხვავებელ რა ცვლილებებს დავინახავდით.

როცა წინა წელს გუნდი საუკეთესო იყო, საკადრო გაძლიერება კი თითქმის არ ხდება, რთულია თამაშში ახალი ელემენტები შეიტანო; ამავდროულად, ეს აუცილებელიცაა.

სპალეტის დროისგან განსხვავებით, მოქმედი ჩემპიონები მუდმივად ბურთის ფლობაზე ორიენტირებულები არ ყოფილან. შესაძლოა, ეს მეტოქიდანაც გამომდინარეობდა და იქიდანაც, პირველ ტაიმში ამ მხრივ ნაკლებად გამორჩეულმა, ახალწვეულმა კაიუსტემ რომ ითამაშა, მაგრამ მაინც უნდა ვივარაუდოთ, რომ გარსია სეზონის განმავლობაში ტაქტიკურ მრავალფეროვნებას მიმართავს. ყველაფერი ეს მოწინააღმდეგეებს, რომელთაც "ნაპოლი" შეისწავლეს, საქმეს გაურთულებს.

შეხვედრაში საკმაოდ პასიური ლობოტკა ვნახეთ. სლოვაკმა თავი ბურთთან ერთად ტრიალით, მეტოქეების საჯარიმოდან ზემოთ ამოწევითა და შემტევებისთვის თავისუფალი ზონების გახსნით დაგვამახსოვრა, სეზონის მიწურულს კი ეფექტურობა საკმაოდ დაკარგა. ზამბო ანგისას შემოსვლის შემდეგ კარგად გამოჩნდა, რომ ფრანგ მთავარ მწვრთნელს შეტევების წარმართვა უფრო კამერუნელის მეშვეობით წარმოუდგენია, დაცვასა და ნახევარდაცვას ის აკავშირებდა. კვლავ დიდია პიოტრ ზელინსკის როლი.

კიდევ ერთი სიახლე ფლანგებზე გამოიკვეთა. მაგალითად, რა ხდებოდა ძირითადად მარცხნივ, სადაც ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს - მარიო რუი ან მატიას ოლივერა ბურთს მაქსიმალურად დიდხანს ატარებდნენ და ცენტრისკენ მიიწევდნენ, ქართველი შემტევი კი ზედმეტად გვერდით ხაზთან ახლოს და კართან მაქსიმალურად შორს მოქმედებდა. "ახალ" "ნაპოლიში" გარემარბები კართან და მინდვრის ცენტრთან უფრო ახლოს უნდა იყვნენ. კვარაცხელიას არყოფნამ, ყველაფერთან ერთად, ერთი რამ გამოაჩინა, "ფროზინონეს" ფეხბურთელები მარჯვენა ფლანგიდან თამამად უტევდნენ. როცა "კვარა" მოედანზეა, მისი პოზიციიდან შეტევას, ფაქტობრივად, ვერ ბედავენ, რადგან შესაძლოა, ეს მათთვის მომაკვდინებელიც კი აღმოჩნდეს.

ზოგჯერ შემტევების დაცვაში თამაშზე უცნაურ გამოხმაურებას ვხედავთ. რაღაცები შეიცვლება, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში ფორვარდების მხრიდან უკანახაზელების დახმარება ჩვეულებრივი ამბავია. გარსიამ ამის გამო ვიქტორ ოსიმენის გარჯა დაიწუნა. "ცხრიანი" კი კვლავ ძალიან შემართული იყო. არის მომენტები, ფეხბურთელს გუნდიდან წასვლის დრო უდგას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მის ხასიათსა და განწყობაზე აისახება. ყველაფერი თითქოს იქით მიდიოდა, ნიგერიელს გუნდი უნდა შეეცვლა. ოსიმენი ძვირად დააფასეს, აქ დარჩა, ის კი კვლავ ბომბარდირობაზე და წინა შედეგის გასაუმჯობესებლად ფიქრს ჩვეულებრივ შეუდგა.

რაც შეეხება გიორგი კვერნაძის დებიუტს, ამ ეტაპზე მასზე დეტალურად საუბრისგან თავს იმის გამო შევიკავებთ, რომ გიორგის ამ დონეზე სათამაშოდ აკლიმატიზაცია აქვს გასავლელი. ხვიჩა კვარაცხელიასთან მარტივი პარალელი გავავლოთ - მან ყაზანის "რუბინში" და ზოგადად, რუსეთის ჩემპიონატში საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღო, ამას დავუმატოთ სანაკრებო მატჩები. ამ ფონზე, კვერნაძეს თავის გამოჩენის შანსი სათანადოდ ბოლოს ეროვნულ ლიგაშიც არ ეძლეოდა. ახლა მთავარია, "ფროზინონეს" ახალწვეულმა საკუთარ თავზე მეტად იმუშაოს, მწვრთნელის შენიშვნები გაითვალისწინოს და მისი პროგრესი თვალსაჩინო გახდეს. გიორგის ჟინს ნამდვილად ვერ წავართმევთ, უბრალოდ ერთ რამეს ვიტყვით, რაც ხვიჩაზეც გვითქვამს - დღეს მწვრთნელები ბურთის დაკარგვას ძალიან უფრთხილდებიან, ნებისმიერი შეუსრულებელი დრიბლინგი მეტოქის საპასუხო შეტევას ნიშნავს. ამავდროულად, დრიბლიორებმა მათ უნარზე უარი არ უნდა თქვან.

კვარაცხელიას დაბრუნებასა და კვერნაძის უკეთეს თამაშს ველით!..

• მია-ს

სენთვის ლა ალის მნიშვნელოვანი, ლამაზო?

• mamia

არიცი შენ ფეხბურთი წადი დაიძინე

• რა მაფიაა?

სხვათაშორის კუნთების გადაღლილობის გამო არ უთამაშია კვარას ეხლა

თამაშს უყურე საერთოდ შე მიასტინო? კვარას არ უთამაშია საერთოდ. მოგწონს, რომ ახლა ბრიყვის პოზაში ხარ?

• თემო

მოდი ვთქვათ სიმართლე კვარა მოამზადა სლუცკიმ მანამდე პალიჩმა კაი ხალხმა კვერნაძე კი გეგუჩაძემ .განსხვავებას ხო ხედავთ

• ეეეჰ

რას ბოდავ ნეტავ თუ ხვდები.

• მია

ფროზონინე შროზოზინე უფრო მნიშვნელოვანია კვარასთვის , ვიდრე საქართველოს ახალგზარდული ნაკრების თამაში იყო ხო (ისტორიული მომენტი)? ეხლა აღარაა დაღლილი ? ეეეჰ კვარა ეს რა გააკეთე

• nk

სამწუხაროდ ძაან სუსტი თამაში ქონდა კვერნაძეს. მესამე გოლიც კი ნაწილობრივ მაგისი ბრალი იყო - ლორენცოს ფარავდა თავიდან და გადაწყვიტა ზემოთ აწეულიყო (ხელით კი ანიშნა ამასთან მიდითო), პასიც გავიდა და საგოლე გადაცემაც გააკეთა ოსიმენზე. ზედმეტად ბევრი დაკარგვაც ქონდა და საბოლოოდ ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო. ნუ დროის და გამოცდილების ამბავია, იმედია 15 წუთს მაინც მიცემენ ხოლმე (ცოტა მეეჭვება 30 წუთი კიდე ათამაშოს, სანამ ხარისხს არ გააუმჯობესებს)

• სოსო

კარგი სტატიაა!კვერნაძეს ძალიან უნდოდა,თავი გამოეჩინა,თუმცა ხვიჩას წინააღმდეგ ვარჯიშებზე ნათამაშებ ნაპოლის მცველებთან ბრძოლა,მასზე უფრო გამოცდილ და ტექნიკურ თავდამსხმელებსაც უჭირთ.კვარა,რუსეთში ნათამაშები 3 წლის სტაჟით და შესაბამისი ფიზიკური მომზადებით მივიდა ნაპოლიში,თუმცა აშკარად გამოჩნდა,რომ ძალები,მაქსიმუმ,70 წუთზე ჰკმაროდა.ესწ რუსეთის ჩემპიონატის გუნდის ლიდერის ფიზიკა და ბათუმში სკამზე მჯდომის ფიზიკა,რომ შეუდარებლად დაბალი იქნება,მაგას რაღა ლაპარაკი უნდა?!უცხოეთში ცხოვრების გამოცდილებაც ძალიან დაეხმარა ხვიჩას,კვერნაძისათვის კი,ეს ყველაფერი უცხოა და ასაკიც პატარა აქვს.ასე რომ ჯერჯერობით,მისგან სასწაულებს ნუ ველით.მთავარია იმუშაოს,უნარები დახვეწოს,მწვრთნელებს მიჰყვეს და გიჟივით ივარჯიშოს.ჩემპიონთან თამაშობდნენ,აგებდნენ და მწვრთნელმა გამოუშვა,მაყურებელს გააცნო,თვითონ გიორგისაც აგრძნობინა ატმოსფერო.ჯერჯერობით,ალბათ რაღაცა ხანი,აღარ ათამაშებს და სხვა უფრო გამოცდილს შეუშვებს,შეცვლებზე.თუ რა თქმა უნდა ჰყავთ,ასეთი.თუ არ ჰყავთ,მაშინ მასაც მიეცემა რაღაც დრო და ეს,მის პროგრესს,უფრო დააჩქარებს.ორი წლის წინ,მიქაუტაძეს,დებიუტი ჰქონდა მეცის შემადგენლობაში.პირველი ტურის დამატებული დროის ბოლო წუთზე,შეცვლაზე შეუშვეს,მანაც მეტოქის საჯარიმოსთან,კონტრშეტევაზე მიიღო ბურთი და პირდაპირ კარში დაარტყა,ბურთი მცველს მოხვდა და ისევ მას დაუბრუნდა.კვლავ დარტყმა,კვლავ დაბლოკვა და იქიდან წამოღებული ბურთი,მცველმა,ფაქტობრივად მეცის კარში შეიტანა.მიქაუტაძე არ გამოედევნა მცველს,სხვამ კი არავინ(ვერავინ) დააზღვია,(ყველა გადაღლილი იყო).გიორგის,მხოლოდ ბურთის დაჭერა ევალებოდა.შედეგად,მეცმა ქულები დაკარგა,გიორგი კი,უსიტყვოდ დააბრუნეს სერენში.მხოლოდ ერთი წლის შემდეგ დაიბრუნეს გუნდში და გუნდის ლიდერადაც,ამის მერე გადაიქცა.ეს უნდა ახსოვდეს კვერნაძესაც.ახალბედას,ბევრ ფერობას არავინ დაუწყებს,ამიტომ მკაცრად უნდა დაიცვას სათამაშო დისციპლინა! გიორგის,რა თქმა უნდა სწრაფ პროგრესს, შემადგენლობაში თავის დამკვიდრებას და წარმატებულ თამაშს ვუსურვებ.

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას

"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?

რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..

უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა

[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა

[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა

"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა

კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონეს" წაუგებელი სერია შეწყდა

ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა

[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე

[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონე" წინ მიიწევს

"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა

"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე

კვერნაძეს 5-ჯერ გაზრდილ ხელფასს სთავაზობენ - რას გადაწყვეტს ქართველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ?

სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"

"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს

გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა

[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს

თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა

კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს