არ გაკოცო - არ იქნება, გაკოცო და ვიცი...

ავსტრალიაში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთმა ინგლისი 1:0 დაამარცხა და ისტორიაში პირველად მოიპოვა ტიტული. მოთამაშეებისთვის ოქროს მედლების გადაცემისას ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი 33 წლის თავდამსხმელ ჯენიფერ ერმოსოს ჩაეხუტა, შემდეგ კი ტუჩებში მგზნებარედ აკოცა და ატყდა ერთი ამბავი.

თავად ერმოსოს კოცნა არ გაუპროტესტებია, თანაგუნდელებმა მხოლოდ იხუმრეს და იხალისეს, მაგრამ სამაგიეროდ, აღნიშნულმა ფაქტმა ქვეყნის მთავრობის წევრების აღშფოთება გამოიწვია. სოციალური უფლებების მინისტრმა იონე ბელარამ თავის "ტვიტერზე" დაწერა, რომ ქალებზე სექსუალური ძალადობა უნდა შეწყდეს და როდესაც მამაკაცები ამას სახალხოდ აკეთებენ, ხომ წარმოგიდგენიათ, რას მოიმოქმედებენ ერთი-ერთზე დარჩენისას.

ბელარას მხარი თანასწორობის მინისტრმა ირენ მონტერომ დაუჭირა. "ეს სექსუალური ძალადობის ფორმაა. კოცნა ნებართვის გარეშე დაუშვებელია, რაც ჯერ კიდევ ვერ ავიყვანეთ კონტროლის ქვეშ. ამის გამო ქალები განიცდიან. მთელი საზოგადოების ამოცანა ამის შეცვლაა. თანხმობა - ეს მთავარია", - გამოაქვეყნა მონტერომ სოციალურ ქსელში პოსტი.

45 წლის რუბიალესს ისღა დარჩენოდა, ბოდიში მოეხადა. მან As-ს განუცხადა, რომ, რა თქმა უნდა, შეცდა, ყველაფერი სპონტანურად მოხდა, ერმოსოსთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, მაგრამ მაქსიმალურად ემოციურ მომენტში თავი ვერ შეიკავა და არავითარ მავნე განზრახვას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

თავად "დაზარალებულმა" ერმოსომ კი ბრძანა, რომ სულაც არ გრძნობს თავს დაზარალებულად, პრეზიდენტი მათ საუკეთესოდ ექცეოდა და ეს მადლიერების, სიხარულისა და მეგობრობის ბუნებრივი ჟესტი იყო.

სოსო
ალბათ ბევრს ახსოვს ფოტო,რომელზეც,ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცი,რკინიგზის სადგურზე ,უცნობ გოგონას,ტუჩებში ჰკოცნის,ომის დამთავრების ცნობის მოსმენით გახარებული.არც დინამოს თამაშების დროს,გოლის აღნიშვნისას,სრულიად უცნობი ადამიანების ერთმანეთზე გადახვევა და გადაკოცნა იყო უცხო ხილი,მათ შორის ქალებისაც და არც იქ იღებდა ვინმე,ამას შეურაცხმყოფელად.დიდი საერთო სიხარული,ამ დროს,ასეთ საქციელს,სრულიად აცლის,რაიმე უღირსის შინაარსს და მხოლოდ ბინძური სულის ადამიანებს შეუძლიათ ამაში,რაიმე სხვა,უღირსი საქციელის დანახვა.მახსოვს,მგონი დანიელი სტუმრები,დელეგაციად იყვნენ ჩამოსული საქართველოში,ქართველებმა უმასპინძლეს,ზედ გადაჰყვნენ,აქეიფეს და ვახტანგურადაც დალიეს სადღეგრძელო,ტრადიციული გადაკოცნით!დაბრუნდნენ სამშობლოში და დაწერეს,რომ ქართველებს,ჰომოსექსუალისტური მიდრეკილებები აქვთო.საკუთარი მენტალიტეტიდან გამომდინარე შეაფასეს ქართველები,პიდარასტობის ხუმრობით დაბრალებისთვისაც კი,მთქმელის მოკვლა რომ შეეძლოთ,მაშინდელ დროში.აქაც ასეა,ფაქტს,ისეთ მნიშვნელობას ანიჭებენ,რაც იმ მომენტში აზრად არ მოსვლიათ არც ფეხბურთელს და არც პრეზიდენტს.ეს უბრალოდ დიდ სიხარულის გაზიარება და გამოხატვა იყო!
Nw
სლუცკი არაა კაცი.
გოგია
ნეტავ, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდეს და მაგ ერთ კოცნას ავიტანთ.
ირაკლი
თანასწორობის მინისტრი? არ გაიგონ ბნელმა ენჯეოებმა თორემ აქაც მოითხოვენ იგივე სამინისტროს გახსნას, თუმცა მაგათ სიტყვას უკვე ჩალისფასი აქვს და სერიოზულადაც აღარავიმ აღიქვამს
ლუკა
დიდი ამბავი, პატარა წაიცელქა კაცმა. ქალბატონი კმაყოფილია, აცხადებს ძალადობას ადგილი არ ჰქონიაო, ესენი რატომღა შფოთავენ? პ.ს ესპანეთს უკვე თანასწორობის მინისტრი ჰყოლია. ეჰ, ჩვენ როდის მივალთ ესპანეთის დონეზე :))
თიკო
რამდენად მოსაწონი საქციელი იყო, არ ვიცი. ესპანურ კულტურას არ ვიცნობ. ძალადობა რომ არ ყოფილა, ფაქტია. ჰოდა, რა მინისტრების და სხვების საქმეა, ტუჩებში აკოცა, თუ სხვაგან?

ამ კაცს რომ ბიჭისთვის და თან ზედდამატებული ზანგისთვის მაგალითად ანსუ ფატისთვის რომ ეკოცნა არავინ იტყოდა რომ იძალადა."სიყვარული სიყვარულია" და სხვა პერვერტობების ძახილით აიკლებდნენ ესპანურ ინტერნეტ სივრცეს. ძალოადობა სად დაინახეთ თქვე ლიბერასტებო? იმ ქალს არ უნდოდა ეს ძალით მიდიოდა საკოცნად? ან აკოცა და მერე უთხრა შენ ალაოდ ხო არ ხარ რას მკოცნიო? პრინციპში ასეც რომ ყოფილიყო ძალადობა არც ამას უნდა დაარქვა, მაგრამ ასეც კი არ ყოფილა. ამ ქალმა უნდა თქვას ჩემზე იძალადაო და დანარჩენი თქვენ ლიბერასტებო რაც არ იცით იმას ნუ ამბობთ
Lasha
მაინც ვერაფრით ვხვდები ის ქალი თუ წინააღმდეგი არა და პირიქითმოეწონა დანარჩენი მსოფლიო რატომ ხტება შარვლიდან
Levani
ეს ყველაფერი ალბათ-ვვარაუდობ გუგლის და მაგათი პროპაგანდაა.მარტო ონლაინ დეიტინგს ქაჩავენ,ისე ქალს ქუჩაში ვერ გამოელაპარაკები ყველა ნაუშნიკებით დადის უცებ-რამე რო უთხრა უნდა ანიშნო ჯერ გამოიღე(!?) თქო. მერე "ის" დინამიკა იკარგება და თან თუ ცოტა მორცხვი ხარ მარტო რამე ოფიციალურად თუ კითხავ.

სამარცხვინო საქციელია!!რას ამართლებთ ერთი?!
გ.ლ
საქართველოში რომ მომხდარიყო ეს მოგეწონებოდათ?!
სოსო
სლუცკის დონის კაცი ყოფილა!!
გაგა
რა ცანცარა კაცი ყოფილა!!!
გიო
მთელი ევროპა გა...არასტებბულია გატრანსებულია მაგაზე პროტესტი არავის არ უჩნდება კაცმა ქალს აკოცა ატეხეს ერთი ამბავი
გოგი
წოუზასე ბიჭო?DDDDDDDDDDDDDD
ინტრიგანი
ნოტარიუსთან უნდა დაამოწმო.
გიორგი
ოჰჰჰ ესპანელ ქალებს გაუკვირდებოდათ ..
ეეე
იქაური ბაბუცა პატარაიები.DDDDDD თანხმობა სიტყვიერად უნდა მოითხოვო თუ წერილობით?DDDDDDDDDDD
მოვიდა ბაბუცააა
როდის იყო ქალისთვის კოცნა,თანაც მისივე თანხმობით,ძალადობა იყო?!რა სულ გამო..ევდნენ ეს ჩემისები.ასეთი უაზრო პაკაზუხური ნეოლიბერალობით აფრთხობს ევროპა ჩვენნაირი მერყევი ფსიქიკის ხალხებს და პუტინისტებს საბაბს აძლევს ანტიდასავლური პროპაგანდისთვის.
gia
mokled yvelgan liberal peninizm virusia modebuli:))), gmerto ushvele am usuloebs!!
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი
კარგი ამბავი - ხვიჩა კვარაცხელია "ატალანტასთან" მატჩის განაცხადშია
ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
[VIDEOS] ჩემპიონთა ლიგამ სტარტი აიღო - "არსენალმა" და "იუნიონმა" გაიმარჯვეს
"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა - მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა
ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
"ერთადერთია, ვინც "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა მისი გუნდიდან Golden Ball-ის ფავორიტი დაასახელა
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა
ამორიმი პრემიერ ლიგაში დათხოვნის პირველი კანდიდატია და პორტუგალიაში დაბრუნების ვარიანტიც გამოუჩნდა
უჩივლა თუ არა "ორბიმ" "პარი ნიჟნი ნოვგოროდს" - ბედოშვილის ტრანსფერიდან 1 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ რუსული კლუბის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა
"ბურთები ძალიან მიყვარს" - პორნომსახიობი, რომელიც ამბობს, რომ ღამეში 1000-ზე მეტ მამაკაცთან ეძინა, "რეინჯერსის" თამაშს დაესწრო და მიზეზიც ახსნა
ხვიჩა ლიგაზე ნაცნობი მეტოქით და მსაჯით იწყებს - მიქაუტაძე დღეს გატანას ლონდონში ეცდება
უმტიტიმ 31 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
დვალმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა
"კვარასთვის" გადამწყვეტი მომდევნო 24 საათი იქნება" - პსჟ-ს დირექტორი
'მისი ქმედება მიუღებელია' - კოცნის გამო რუბიელესი ესპანეთის პრემიერმა გააკრიტიკა
რუბიალესმა ფიფას ვიდეო გაუგზავნა, სადაც ერმოსო კოცნის გამო თანანაკრებელებთან ხალისობს
საქართველოსთან მატჩამდე რუბიალესის გარშემო ატეხილი სკანდალი კვლავ გრძელდება - ვალდანომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იუდა ისკარიოტელს შეადარა
ესპანეთში სკანდალი არ ცხრება - განცხადება ჰერმოსომაც გააკეთა
საფეხბურთო სიგიჟე წინ არის: მარადონა ესპანეთის მწვრთნელად მოდის
"ჩემი იმიჯი გაანადგურეს, არავინ დამიცვა" - ჰერმოსომ, რომელსაც რუბიალესმა ტუჩებში აკოცა, ფსიქოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრა