ფეხბურთი სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა. საიდუმლო არავისთვისაა, რომ ქართულ სპორტულ გვერდებზეც ჩვენი ფეხბურთის შესახებ სხვაზე მეტი ინტერესი და ნახვადობაა. ამ დროს კი ისე ჩანს, ამ სფეროში ჩართული ადამიანების რაოდენობა, რომელთაც წარმატების მოტანა შეუძლიათ, საკმარისი არაა.

კლუბების მფლობელები, საფეხბურთო მენეჯერები, მწვრთნელები, არბიტრები, ბავშვობიდანვე სწორად განვითარებული ფეხბურთელები აშკარად დეფიციტურია და მეტი გვსურს. ამავდროულად, საქმე მხოლოდ რაოდენობაში ხომ არაა, თაობათა შორის ცოდნის სწორად გადაცემა მნიშვნელოვანი ამბავია. როცა ამა თუ იმ დარგში სპეციალისტების დეფიციტია, ამ დროს მომდევნო წლებსაც კარგავ.

ჩვენ შეგვიძლია გავაკრიტიკოთ თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი, ამავდროულად კი, რამდენი ქართველი ვიცით, ამ ერთ დროს სახელოვან კლუბს რომ შეიძენს და უფრო ამბიციური გახდის. გვახსოვს უამრავი უარყოფითი შეფასება მამუკა ჯუღელის მიმართ, მაგრამ მასთან დაახლოებული ფეხბურთელები მუდამ საუბრობდნენ, რომ მენეჯერი მათზე ძალიან ზრუნავდა. ვხედავთ, ჯუღელის საქმიანობის ქვეშ მყოფთა საკმაოდ დიდ კარიერულ პროგრესს, ამ დროს კი რა ხდება ბევრ სამენეჯერო კომპანიაში და რატომ ვერ ხერხდება "ზღურბლთან" მყოფების "გადაბიჯება", რთული სათქმელია. რამდენი შეცდომა იქნა დაშვებული აქამდე, საკმაოდ დიდი პერსპექტივის მქონეებთან და ვუშვებთ ახლა, მომავალში რომ უფრო ცხადად გამოჩნდება.

რაც შეეხება მწვრთნელების საკითხს, მათი გადამზადების მიუხედავად, ეს პრობლემა დგას და ბავშვთა ფეხბურთიდან იწყება. ამის მიუხედავად, კლუბებმა უკვე წლებია შეგვაჩვიეს, ერთსა და იმავე დამრიგებელს სხვადასხვა გუნდში ადგილს რომ შეუცვლიან. არსებობს კარგი და ცუდი ფორმა, მათ შორის, მწვრთნელებთან მიმართებით და ბოლო სამუშაოზე მკვეთრად უარყოფითი შედეგების შემდეგ ამა თუ იმ მწვრთნელის მაშინვე შენს გუნდში განხილვა რას უნდა ნიშნავდეს?! თუ მაინც ექსპერიმენტებს მივმართავთ, შანსი სიახლეებს, ახალ კადრებს მივცეთ. მეორე ამბავია, როცა ფინანსურად უფრო ძლიერი კლუბი მცირებიუჯეტიანიდან მწვრთნელებისა და ფეხბურთელების გადაყვანის გზით მიდის და სხვა ხსნა ვერ წარმოუდგენია.

დიდი ინტერესი რომ ვახსენეთ, ეგ უპირველესად და დიდი დოზით ხვიჩა კვარაცხელიას უკავშირდება. ჰოდა, გავზარდოთ უფრო მეტი ხვიჩა, ამის რესურსი არის; მიიღეთ უფრო მეტი თანხები, როგორც ამა თუ იმ ფეხბურთელის აღმზრდელებმა; გამოიჩინეთ უფრო დიდი ინტერესი ქართული ფეხბურთის მიმართ. ყველაზე პოპულარულის სტატუსი იმაშიც გეხმარებათ, უფრო მეტი საკადრო არჩევანი გქონდეთ.

ვინმეს ქმედებას თუ უწუნებ, გამოსავალიც შესთავაზეო. ეს ისევ სხვების გამოცდილების გაზიარებაში, უფრო მეტის დაკვირვებაშია. შეგიძლია ეს საქმე ისე გააკეთო, საკუთარი თავიც კმაყოფილი გყავდეს და სხვებიც. თუ მხოლოდ გარე დაკვირვებით რთულია, მაშინ ადგილზე ჩავრთოთ გამოცდილი უცხოელი სპეციალისტები, მართლა საქმიანად განწყობილნი, შორს მოფიქრალნი და არა რაღაც ლოკალური წარმატების გასაპიარებლად გამოსაყენებელი. თუ ასე არაა, მაშინ ვთქვათ, რომ ჩვენი საქმე ეს არ ყოფილა და სხვა დარგებს მოვკიდოთ ხელი!..

ნოე
"არასაკმარისი ხალხი" კი არა - "არასაკმარის კვალიფიკაციის ხალხი"
1.2.3.4.5.6.
გამოაცხადეთ ტენდერი და ნახავთ რამდენი კარგი სპეციალისტი გამოგეხმაურებათ ოღონდ იმათი ახლობლები არ იქნებიან
მარტვილელი
გაბოლებენ
jorjს
ფეხბურთიც მაქ არის?
jorj
საქართველო ყველაზე ცუდ საგანმანათლებლო სისტემის მქონე ქვეყნებს შორის - განათლების სისტემა ქვეყნების მიხედვით გადახედეთ ; https://newshub.ge/news/sazogadoeba/sakartv...nebis-mikhedvit
jorj
აბიტურიენტთა მშობლები მათემატიკის გამოცდაში, ქულის მომატებას ითხოვენ; ფეხბურთიც შედის ამ მათემატიკაში გადატანითი მნიშვნელობით. ხოდა რომ ქვიათ ეგრედწოდებული მწვრთვნელები იმიტომ არის კარგად საქმე...........
dogi
ბათუმის პრეზიდენტი ინტერვიუში ამბობს ბათუმში 10 ათას დოლარად ფეხბურთელი ვერ მომყავსო, ბათუმში ულამაზეს ქალაქში როცა ინფრასტრუქტურა გადასარევი გაქვს ამ ხელფასზე ლეგიონერს ვერ ჩამოიყვან აზრზე არ ხარ ფეხბურთის. და ამ დროს დილას ჩამოყავს უფასოდ ტიერი გეილი რომლის ხელფასი 4 ათასი დოლარია და ერთი წლის მერე 1.2 ათასად ყიდის.
გიორგი
ძალიან სწორი ანალიზია აგენტი ფასდება თავისი საქმიანობით და არა ვიზუალით და მიხრა მოხრით.
გიორგი
ეჰ, რა ქვეყანაც გვაქვს, სპორტიც იგივე მდგომარეობაშია. გასაკვირი ის წარმატებებია, რასავ ვაღწევთ.
ქ. გ.
კარგი ქართველი მწვრთნელი გამოჩნდება ადრე თუ გვიან, როგორც ახალკაცი გამოჩნდა თავის დროზე. უცხოელებს ჩვენი ფეხბურთელების მენტალიტეტი არ ესმით.
ააა-ს
რეაკურქდ, დროულად წასვლაა ერთადერთი სწორი მაბიჯი, ბევრი ტრანსფერი!
ააა
ერთი უაზრობა რაც დინამომ გააკეთა ამ ევროსეზონზე ისაა რომ ზედ ასტანასთან განმეორებითი მატჩის წინ გაასხვისა ერთადერთი გოლის გამტანი ფეხბურთელი სიგუა ბაზელში. ისე რომ იქაც არ უთამაშია ძირითადში 3 კვირა! შეცვალაზე შეყავდათ 5 წუთი.
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
ცვლილება 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში
"მარსელთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] უბრალოდ შეუჩერებელია - კვერნაძემ სერია A-ში ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა
"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 10 წლით გაიზარდა" - შევალიეზე მისმა მეგობარმა ისაუბრა
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
[VIDEO] ჭიკაძე ბრიტოსთან ნოკაუტით დამარცხდა
აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა
[VIDEO] ქოჩორაშვილის 68 წუთი, რაფინიას ჰეთ-თრიკი და "ბარსელონას" გამარჯვება "სევილიასთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
ფინალში რუსი იპონით დაამარცხა - თენგო ზირაქაშვილი ევროპის თასის ჩემპიონია!
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "ჰამბურგთან" მარცხი განიცადა
[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი და "უდინეზეს" მარცხი "კალიარისთან"
[VIDEO] წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ოსასუნას" დაუზავდა
ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"რატომ არ არის ეს ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში?!" - ენრიკემ გაკვირვება ვერ დამალა
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...
ჯუღელის ნათქვამი მალე აცხადდება? - საუდის არაბეთში ოსიმენის კონტრაქტის გამოსასყიდს იხდიან, "მანჩესტერ იუნაიტედი" სხვა ფორვარდს იმატებს
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"კვარაცხელიას ტრანსფერზე 6 თვე ხმაურის გარეშე ვმუშაობდით" - აგენტმა სიტუაცია განმარტა
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
"ფიფია უთავმოყვარეო კაცია, მის ხელში "დინამო" სირცხვილთან და თავის მოჭრასთან ასოცირდება" - ნიკოლოზ მჟავანაძის მწვავე შეფასება ქართული გუნდის "ასტანასთან" მარცხის შემდეგ [VIDEO]
კიდევ ერთი ქართველი "ნაპოლიში"? - "პარტენოპეი" გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს
ბადრი კვარაცხელია: მამუკა ჯუღელი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი აღარ არის
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
ცნობილი გახდა კვარაცხელიას ახალი აგენტის ვინაობა