საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატამდე ბოლო მოსამზადებელი მატჩი გამართა. ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი გუნდის მეტოქე ავსტრალია იყო, რომელსაც ნბა-სა და ევროლიგის არაერთი ვარსკვლავი ჰყავს და ფიბას ოფიციალურ მსოფლიო რეიტინგში მე-3 ადგილზეა. ავსტრალია მსოფლიოს კარსმომდგარი ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია და საქართველოსთან მატჩი მწვანეკონტინენტელებისთვისაც ბოლო იყო მუნდიალის დაწყებამდე. თანაბარ ფინალში, რომელშიც ორივე გუნდს შეეძლო მოგება, ავსტრალიელებმა იმარჯვეს – 86:81.

მატჩის ბოლო წუთზე 3 ქულით ჩამორჩენილი საქართველოს ფორვარდმა სანდრო მამუკელაშვილმა გამათანაბრებელი სამქულიანი არ ესროლა, პერიმეტრზე ამოსული მეურვე ჩამოიცილა და გარღვევა განახორციელა. სანდროს ნასროლი არ ჩავარდა და ავსტრალიელების შეტევა ტაქტიკური ჯარიმით გავაჩერეთ. მეტოქემ ორივე სროლა ჩააგდო და 5 ქულით ჩამორჩენილ საქართველოს დარჩენილ 10 წამში გამარჯვების შანსი წაერთვა.

საქართველომ ღირსეულად ითამაშა. მძლავრ მეტოქეს, რომელიც პირველი პერიოდის შემდეგ 29:18 გალიდერდა, ხოლო დიდი შესვენებისთვის 18 ქულით (51:33) იგებდა, თამაში შემოუტრიალა. მესამე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირა, რაც დუდა სანაძის მიჯრით ჩაგდებული 3 სამქულიანის დამსახურება იყო.

ბოლო პერიოდის წინ საქართველო 16 ქულით ჩამორჩებოდა, მაგრამ მონდომების ხარჯზე მოახდინა კონცენტრაცია, გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია და გოგა ბითაძე ფარქვეშ შეუჩერებლები იყვნენ. პერიმეტრიდან დუდა სანაძემ კვლავ ზუსტად გაისროლა, კახა ჯინჭარაძე და რატი ანდრონიკაშვილი დაცვაში აქტიურობდნენ, გიორგი შერმადინმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ბურთი მოხსნა. ამ ყველაფრის შემდეგ ჩამორჩენა 3 ქულამდე შემცირდა და საქართველომ შეტევის უფლებაც მოიპოვა. აქ კი ის ეპიზოდი გათამაშდა, რომელიც თავში ვახსენეთ და გამარჯვება ავსტრალიელებს დარჩათ.

საქართველოს ნაკრებში 20 ქულით გოგა ბითაძე გამოირჩა. თორნიკე შენგელიამ 18 ქულა და 6 პასი მოაგროვა. დუდა სანაძის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა. 11 ქულა ჰქონდა თად მაკფადენს. მატჩს მხოლოდ ის მოსწავლეები დაესწრნენ, რომლებიც ქალაქ ოკინავას მერიის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობდნენ. იაპონელი ბავშვები მხურვალედ ქომაგობდნენ ორივე გუნდს და მატჩის შემდეგ კალათბურთელებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

GBF.GE

გიორგი
სამწუხაროდ ყველა არა)))
გიორგი
და რა დაწერა, არ წაუგიათო, თუ გიხარია ნაკრების წაგება?
სანდრო
dawere ra rom waages, bzolashi datmo ara mkvaxi:))))))
1212
მისი უდიდებულესობა ავსტრალიის ნაკრები, ასე უნდა მოვიხსენიოთ ხომ?
დიკემბე მუტომბო
დევს სტატისტიკა ფედერაციის საიტზე. შვიდი კაცი დაიტვირთა ძირითადად, თუ სწორად მახსოვს. მეტვე იყო ჯინჭარაძე ( რა თქმა უნდა უქულოდ ). ბერიშვილს საერთოდ არ ათამაშებს.
დიკემბე მუტომბო
მინიმალური ანგარიშით არ წაგვიგია, მეოთხე მეოთხედში, ე.წ. გარბიჯ თაიმში ამოვქაჩეთ, თორე წაგებით პირველ მეოთხედში წავაგეთ. და არც ვაკრიტიკებთ, ობიექტურად ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია ამ მსოფლიოზე ავსტრალია, ჩვენგან განსხვავებით :D
გ.შ.
აი ესე რა , მსოფლიო ჩემპიონატის წინ პოზიტიური ანალიზი, დამაიმედებელი....ყველა ვიზდებით ნელ-ნელა, სპორტსმენები, გულშემატკივარი, ჟურნალისტები და ა.შ. მადლობა
1212
ეხლა კითხულობ სად შეიძლებაო? სამი დღეა მაგ თამაშს ველოდებოდი და მაინც ვერ ვუყურე :დდ
მახო
ავსტრალიის ნაკრები თითქმის მთლიანად ნბა-ს მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული და მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. მათთან წინა საჩემპიონატო დახურული სპარინგ მატჩის ჩატარება უკვე დიდი დაფასება და პატივია.
ზაზა
ვინც საქართველოს ნაკრების მინიმალური ანგარიშით წაგებას აკრიტიკებს, შეუძლებელია, კალათბურთში ოდნავ მაინც ერკვეოდეს. ავსტრალია მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტია და ის, რომ დახურული სპარინგი საქართველოს ნაკრებთან ჩაატარა, იმაზე მიანიშნებს, რომ საკმაო ძალად მიგვიჩნია. თამაშით ორივე მხარე კმაყოფილია და მზადებამ კარგად ჩაიარა. წარმატებები საქართველოს ნაკრებს
dd
კაი, ჯანდაბას თამაშს არ აჩვენებთ, მაგრამ ის მაინც დაწერეთ ვინ ითამაშა ჩვენებიდან და ელემენტარული სტატისტიკა მაინც მოგვაწოდეთ. დარწმუბებული ვარ ზუროსი ისევ 7 კაცს ათამაშებდა. ყველაზე მეტად მაინტერესებს როგორ ფორმაშია ბერიშვილი. მისი სამიანების გარეშე ძალიან გაგვიჭირდება.
იკა
დაიკიდე
თემო
სად უყურეთ?
გიორგი
თამაში არავის გვინახავს და რას განვიხილავთ, ციფრებს?! :)
რეზო
თამაშის ნახვა სად შეიძლება?
დიკემბე მუტომბო
ბრძოლაში არ წაგვიგია ნამდვილად. გარბიჯ თაიმში ამოქაჩეს ცოტა და ეს იყო სულ. პირველ მეოთხედში გადაგვიარეს როცა ცინცაძე იყო ძირითადში. კაცი იძახის სირბილი არ შემიძლიაო, ამ დროს ჩვენ სწრაფ თამაშს ვცდილობთ და ვეთამაშებით ავსტრალიას, რომელიც ამ ეტაპზე, ალბათ, მესამე ნაკრებია მსოფლიოში ზე სწრაფი უკანა ხაზით. რა ვიცი, რა ვიცი...
ტტტ
ბრძოლაში არ კვახი, პირველ ტაიმი იმხელა უპირატესობით მოიგეს მეორეში აღარც იბრძოლეს.
ირაკლი
კი, სერიოზული გუნდი ყავს ავსტრალიას, NBA მოთამაშეებით დაკომპლექტებული. ჩვენც კაი ბიჭები გვყავს სასტარტოში, მაგრამ ჩეცვლებში თითქმის არავინ გვყავს გამოცდილი და მსროლელი.
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
"რეალში" პეპეც ბრუნდება - პორტუგალიელი მოურინიოს დაეხმარება
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
სლოვენიამ ავსტრალიას სძლია და ჯგუფიდან გავიდა
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას