ამ დღეებში თანამედროვე ფეხბურთის ლაბირინთები კიდევ ერთხელ ვიგრძენით. ხვიჩა კვარაცხელიამ ჩვენი ფეხბურთის მასშტაბები ხომ სულ სხვა დონეზე აიყვანა და მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ხელფასებსა თუ გამოსასყიდ თანხებზე "ძიძგილაობაა". კლუბის მფლობელების მიზანი ხომ მაქსიმალურად დიდი მოგების მინიმალური დანახარჯით მიღწევაა, ამიტომაც, გასამრჯელოს გამო ესა თუ ის ფეხბურთელი საყვარელი გუნდიდანაც კი წასულა.

ერთი რამ მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ და სწორად გავიგოთ - კონტრაქტის დეტალებზე მოლაპარაკება არ ნიშნავს, რომ ვიღაცისთვის თანხა უფრო პრიორიტეტული ხდება. აქ საუბარია საკუთარი შრომის შესაბამისად დაფასებაზე, შენი როლისა და ადგილის გამოკვეთაზე. იქნებ გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო არაა მსგავს თემებზე მსჯელობა, ამას თუ იმის ეჭვიც ემატება, რომ ფეხბურთელს ამ შეთანხმების მიღწევამდე მატჩის გამოტოვება უწევს.

ქართულ რეალობაში ცუდი გამოცდილებებიც გვაქვს (გიორგი ქინქლაძის მაგალითი დასამალი არავისთვისაა), მაგრამ იმაში ბოლომდე დარწმუნებული ვართ, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე მსგავსი დეტალები უარყოფითად არ მოქმედებს. ტოპ-ლიგაში პირველი ძალიან წარმატებული წლის შემდეგ მან იცის, რომ დიდი კარიერის რესურსი აქვს; იცის, რომ მისი ოცნების გუნდისთვის, მადრიდის "რეალისთვის", კიდევ უფრო მეტია საჭირო. აქამდე ზოგს მის პირად ცხოვრებაში ცვლილებები აფიქრებდა, ზოგს - რა. მუდამ შიშის რეჟიმში ყოფნით სიამოვნებას ვერ მივიღებთ, იმას, რასაც ქართველი გარემარბი გვჩუქნის.

"კვარა" "სასუოლოსთან" უნდა დაბრუნდეს, ამ გუნდთან კი მშვენიერი მოგონებები აკავშირებს. შემდეგ უფრო რთული საშინაო მატჩია, "ლაციოსთან". რომაელებმა წინა სეზონში "დიეგო მარადონაზე" გაიმარჯვეს. ხვიჩას თამაში აქაურ გულშემატკივარსაც მოენატრა და მილიონობით ტელემაყურებელსაც. ჩვენებურს ის შეუძლია, რასაც ასე ვეძებთ ვარსკვლავების "გაქრობისა" და თაობათა ცუდად ცვლის შემდეგ. ამავდროულად, შთამბეჭდავი სეზონიდან გამომდინარე, მოლოდინი კიდევ უფრო მეტისაა. ამასობაში, მოწინააღმდეგეებისთვისაც დიდი მოტივაციაა, 77-ე ნომერი რანაირად შეაჩერონ!..

ლაშა
მარტოხელა მგელი კი არა მარტოხელა ვიცი რაც ხარ აქ კომენატარებს ბლოკავენ თორე შენნაირი შეუმდგარი ტიპები არიან სწორედ ვაი გულშემატკივრები, საკუთარი ცხოვრება არ გაქვთ და 24/7 ზე ჭორაობთ ხვიჩამ ეს ქნა ხვიჩამ ის ქნა ფუი
Spain
დაწერა უკვე იტალიელმა ჟურნალისტმა, რომ ყველა ინფორმაცია ყალბია და კვარას არანაირი ხელფასის გაზრდა არ მოუთხოვია. რათქმაუნდა ძაან რეიტინგული თემაა ფეხბურთელები რომ დიდ ხელფასებს ითხოვენ და კვარაც გარიეს ამ საქმეში მაგრამ ტყულია ეგ. ყველაფერი კი არ უნდა დავიჯეროთ რასაც მოგვიგდებენ.
თაზო
მართლა ტვინი ნუ წაიღეთ ესეც ზრდილობიანად რომ დავწეროთ ფეხბურთის თამაში აცადეთ და ჩვენც გვაცადეთ მისი თამაშით გავიხაროთ
შოთა
გაბურღეს ტვინი! არ მაინტერესებს ერთი და იგივე ნიუსი ხვიჩაზე და მის ხელფასზე!
alexandre
ჭკვიან ხაკხს უთქვამთ, იქ, სადაც არ გაფასებენ, არ უნდა გაჩერდე, უნდა გაეცალო.
მარტოხელა მგელი!
მიდი თუ ძმა ხარ ფორმულაზე იჩატავე რა! რა შენი გადასაწყვეტია ვინ რამდენ სტატიას მიუძღვნი კვარას, ისე გეტყომა რომ მაგრად "ქომაგობ"!!!!!!!!!!!
ტატო
არავინ იცით ზუსტად რა ხდება ნაპოლის სამზარეულიში ...ერთი ფაქტია შესაბამის ანაზღაურებას ითხოვს.
გოგია
ბუნებრივია, მე არ ვიცი ხვიჩას ხელშეკრულების დეტალები, მაგრამ ადამიანი თუ საკუთარ შრომას ფასს ადებს, განა რაა ამაში მიუღებელი? ფეხბურთი ხომ დიდი ხანია მხოლოდ გართობა არაა ფეხბურთელებისთვის. ტიტანური შრომა და რისკია.
გოგა
მგონია რომ ხვიჩას ჩემზე მეტად არავინ გულშემატკივრობს ნუ თუ ოჯახისწევრებს არ ჩავთვლით, მაგრამ შეიძლებაა ყოველი მეორე პოსტი ხვიჩაზე იყოს? ტეხავს რაა
გიგა
ზურა,მონის ფსიქოლოგია თუ იცი როგორია?
გიგა
ზურა,მონის ფსიქოლოგია თუ იცი როგორია?
აი რაი
მამაოებთან რაც დაიწყო ხვიჩამ პოზიორობა , ზუსტად მის მერე მოუკლო თამაშს
თემო
ე ბიჯო რა თქვნი პრიგოჟინის საქმეა მიხედავს ეგ ბიჭი თავის საქმეს მამიდებს მოუარეთ
თენგო
ხვიჩამ უფალთან და ეკლესიასთან არ უნდა გაწყვიტოს კავშირი, პირიქით უფრო გააძლიეროს და ყველა წინააღმდეგობა უკან დარჩება. არა და რამდენი საცდური ხვდება წინ. მჯერა ანაზღაურების პრობლემას იოლად გადაიტანს. რამდენი ვარსკვლავი ჩაქრა ფულის გამო, ვინ მოთვლის
ზურა
ხვიჩას მადა გაეხსნა? იგრძნო ბიჭუნამ ფულის სუნი!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა