10 აგვისტოს უკრაინის ეროვნული გუნდი შვედეთის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში ხარკოვში დაუპირისპირდება
ხარკოვის “მეტალისტის” ფეხბურთელებმა, სერბმა მარკო დევიჩმა და ბრაზილიელმა ედმარმა უკრაინის ნაკრებში მიწვევა ოფიციალურად მიიღეს. ბუნებრივია, ორივე ფეხბურთელი უკრაინის მოქალაქეა.

ჟურნალისტებმა გაიხსენეს, რომ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ოლეგ ბლოხინმა ამ ორი ფეხბურთელის გამოცდა არ გამორიცხა.

ახლა კი, როგორც ჩანს, სურს, დანაპირები შეასრულოს.

გეტყვით, რომ უკრაინა 10 აგვისტოს შვედებს ამხანაგურ შეხვედრაში სწორედ ხარკოვში დაუპირისპირდება.

31 წლის ბრაზილიელი უკრაინის ჩემპიონატში, კერძოდ “ტავრიაში” 2003/07 წლებში თამაშობდა, 2007-დან კი ხარკოვული კლუბის წევრია. ფეხბურთელმა უკრაინის მოქალაქეობა 2011 წლის მარტში მიიღო. აი, რას აცხადებს ის: “მოხარული ვარ, რომ უკრაინის ნაკრებში მიმიწვიეს. სიმართლე გითხრათ ამას არ ველოდი. ბრაზილია ჩემი სამშობლოა, მაგრამ არც უკრაინა მიყვარს ნაკლებად. აქ ყველაფერი ვიპოვე, რაც მინდოდა – ავაწყვე კარგი საფეხბურთო კარიერა, მყავს უკრაინელი მეუღლე და ჩემი შვილი ფილიპიც აქ დაიბადა. თავად ცხოვრებამ მაქცია უკრაინელად. ბედნიერი ვარ რომ ასე მოხდა”.

შეკრებაზე შემდეგი ფეხბურთელები გამოცხადდებიან:

მეკარეები: ალექსანდრ შოვკოვსკი (დინამო, კ), ანდრეი დიკანი (სპარტაკი, მ. რუსეთი)

მცველები: ალექსანდრ კუჩერი, იაროსლავ რაკიცკი (ორივე შახტარი), არტემ ფედეცკი (კარპატი), ანდრეი რუსოლი, ვიტალი მანძიუკი (ორივე დნიპრო)

ნახევარმცველები: ოლეგ გუსევი, ანდრეი იარმოლენკო (ორივე დინამო კ), ევგენი კონოპლიაკა, რუსლან როტანი (ორივე დნიპრო), მაქსიმ კალინიჩენკო (ტავრია), ალექსეი გაი (შახტარი), ედმარი (მეტალისტი), ანატოლი ტიმოშჩუკი (ბაიერნი, გერმანია)

თავდამსხმელები: ანდრეი შევჩენკო, არტემ მილევსკი (ორივე დინამო, კ), მარკო დევიჩი (მეტალისტი), ალექსეი ანტონოვი (დნიპრო), ანდრეი ვორონინი (დინამო, მ, რუსეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა