ლა ლიგის მესამე ტურში „ვალენსია“ სახლში „ოსასუნასთან“ 1:2 დამარცხდა.

სტუმრები შეტევაში პასიურად გამოიყურებოდნენ, მაგრამ როგორც ხშირად ხდება, „ვალენსიას“ დაცვა ჩავარდა, სწრაფი კონტრიერიშისას კორეამ იბანიესი წააქცია და გიორგი მამარდაშვილს პენალტიდან გოლი ოროსმა გაუტანა. მასპინძლები ბევრს და უხიფათოდ უტევდნენ და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, „ღამურები“ უპირატესობას ფლობდა, უფრო აგრესიულად მოქმედებდა, დურომ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, თუმცა მან მე-80 წუთზე მეორე სართულზე გარსია დაჯაბნა და ანგარიში გაათანაბრა. ბოლოს "ვალენსია" შტურმზე გადავიდა, გერას გატანა მეკარე ერერამ არ დაანება, კომპენსირებულ დროში კი ვიდალმა ალოგიკური გამარჯვება "ოსასუნას" მოუტანა.

„ვალენსია“ 6 ქულით მეექვსე ადგილზეა და 2 სექტემბერს გასვლაზე „ალავესს“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“. 42 474 მაყურებელი

ვალენსია - ოსასუნა 1:2

გოლები: 0:1 ოროსი (23, პენ), 1:1 დურო (80), 1:2 ვიდალი (90+5)

სალომე
იმ პენალტის მომენტში კორეიას გაგლეჯა მინდოდა, გიორგი საერთოდ არაფერ შუაშია გაშვებულ ბურთებთან
სოსო
ვალენსიაში რომ გადავიდა,მაშინ იწერებოდა,ვალენსიას,მეკარეების ბრწყინვალე მწვრთნელი ჰყავსო.არ ვიცი,ისევ ის მუშაობს თუ ვინმე სხვა მოიყვანეს,მაგრამ გიორგის,ფეხით,პენალტებზე და გამოსვლაზე თამაშს,პროგრესისა არაფერი ეტყობა.არც დანარჩენი გუნდის თამაშს ეტყობა უკეთესობა.დრო კი გადის,სატრანსფერო ფანჯარაც სადაცაა დაიხურება და მამარდა,ისევ ამ ჭაობში რჩება.ხელს,სწორედ ეს დიდი მინუსები უშლის,უკეთეს გუნდში გადასასვლელად.სამწვრთნელო შტაბის იმედი უკვე აღარ მაქვს.ალბათ დამოუკიდებლად უნდა დაიწყოს რომელიმე ძლიერ მწვრთნელთან ამ კომპონენტებზე დამატებითი ვარჯიში.თუ რა თქმა უნდა თავისი თავით და ბედით, კმაყოფილი არ არის.
დათო
იმისათვის რომ გიორგი დიდ მეკარედ ჩამოყალიბდეს, 3 საკითხს უნდა მიაქციოს სასწრაფოდ ყურადღება: 1-ლი და ალბათ ყველაზე მარტივი - გუშინდელ შეხვედრაში ეს განსაკუთრებით კარგად ჩანდა, თამაშის განმავლობაში დგას რობოტივით, სახის მიმიკა არ ეცვლება. მნიშვნელოვანია მეკარე დამუხტული იყოს და მოთამაშეებსაც გადასცეს მუხტი, უყვიროს თანაგუნდელებს თუ საჭიროა, გაიღიმოს, რაიმე ემოცია გამოხატოს (ამ მხრივ სასიამოვნო გამონაკლისი რეალთან თამაში იყო და ესე უნდა იყოს სულ, ფაფარაშლილი ლომივით!); 2-ე - გამოსვლებზე თამაში. ფაქტიურად გამოსვლაზე არ თამაშობს ან როცა თამაშობს, ცდება, თითქოს შეშინებულია. აქაც მეტი ვარჯიში, სითამამე და თავდაჯერებულობა სჭირდება ამ კომპონენტში; 3-ე - პენალტების მოგერიება უნდა დაიწყოს. ჯერ ვალენსიას ოფიციალურ მატჩებში ერთი პენალტიც ვერ მოიგერია. უნდა ივარჯიშოს განუწყვეტლივ ამ კომპონენტზე, დარტყმის წინ მინიმუმ იმოძრაოს, დააშინოს პენალტის შემსრულებელი (წუხანდელ თამაშში უბრალოდ უემოციოდ იდგა ერთ ადგილას და გადააგილდა სხვა მხარეს). იმედია თავადაც ხვდება და ვალენსიას მწვრთნელებიც ხედავენ ამ სისუსტეებს. წარმატებები გიორგის და საქართველოს სახელით მოასპარეზე ყველა სპორტსმენს!
რა მაფიაა?
ვერაფერი ქნა და ალბათ მაგიტომ, ორჯერ დაურტყეს კარში და ორივე გაიტანეს... ეგ არაფერი ყველაფერს ვერ მოიგერიებს სულ, ცოტა დაცვამაც უნდა ქნას რამე
Givi
ნეტა რომელი უნდა აეღო? ასეთ შეფასებას არ იმსახურებდა მისი ბრალი არ იყო არცერთი გოლი...
Dima
მამარდაშვილმა რა აკეთა ასეთი ყველაზე ცუდი შეფასება რომ დაიმსახურა?
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
ირაოლა: ალისონი მთავარი დამნაშავე არაა - ყველაფერს ვერ მოგიყვებით
[VIDEO] 3:2 - ალისონის უხეში შეცდომა - "ფენერბაჰჩემ" "ლივერპულს" თამაში შემოუტრიალა
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
სათადარიგო საზონოვი და "ხეტაფეს" მარცხი "ოსასუნასთან"
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] "რეალის" წაუგებელი სერია პამპლონაში შეწყდა - სამეფო კლუბის ლიდერობას წყალი შეუდგა...
"რასინგის" წარუმატებლობა გრძელდება - გულიაშვილი 90+2-ე წუთზე შეუშვეს შეცვლაზე...
[VIDEO] წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ოსასუნას" დაუზავდა
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
"ლივერპულმა" ტრანსფერი დაადასტურა - მამარდაშვილის გუნდი ესპანელი ფორვარდით გაძლიერდა