"ნაპოლის" თამაში და მეორე გამარჯვება ("სასუოლოსთან" 2:0) ქართველი გულშემატკივრებისთვის ხვიჩა კვარაცხელიას მინდორზე შემოსვლამდე და მის შემდეგ გაიყო, თუმცა არამხოლოდ ჩვენთვის. მართალია, "კვარას" გამოჩენის წინ მეტოქე კაცნაკლული დარჩა და გავლენა ამანაც იქონია, ამის მიუხედავად, კიდევ ერთხელ ზუსტად დავინახეთ ის განსხვავება, რასაც ქართველი გარემარბი ქმნის!..

ახლა ყველაზე დიდი ინტერესი რუდი გარსიას გუნდში 77-ე ნომრის როლს ეხება და მსჯელობა ამით უნდა დავიწყოთ. ერთია, რა იწერებოდა, რა ჩანდა ამხანაგურ მატჩებში და მეორე - ოფიციალური შეხვედრა. მიუხედავად გარკვეული დროით ამოვარდნისა, წინა სეზონის ბოლოდან მოყოლებული უშედეგობის გამო ნერვიულობისა, თითქოს სახელფასო ალიაქოთისა, ხვიჩა მინდორზე ლაღად, თავდაჯერებულად და თამაშს მოწყურებულად შევიდა. ის, რომ კვარაცხელია გამთამაშებლის პოზიციაზე აღმოჩნდა და მშვენიერი საგოლე პასი აქედან შეასრულა, ამ ადგილას შემთხვევით აღმოჩენის გამო არ ყოფილა. როგორც ჩანს, რუდი გარსია მას მართლაც მაქსიმალურ თავისუფლებას აძლევს და მინდვრის ცენტრში უფრო ხშირადაც ვნახავთ. "კვარადონას" შეუძლია, ბურთი ვიწრო ტერიტორიაზე დაიმორჩილოს, შეტევა კარგად გადაანაწილოს და ისეთი პასები ჩაიფიქროს, მცველები იოლად ვერ მიუხვდნენ. მისი ბურთთან ყველა შეხება გამამწვავებელი იყო.

რაც ამას შეჩვეულ გულშემატკივარს, შესაძლოა, თვალში მოხვდა, ქართველი ფეხბურთელის მხრიდან ნაკლები დრიბლინგი იქნებოდა. როცა რამდენიმე მოთამაშე "ფეხზე გაზის", შეტევის გასამწვავებლად ისეთი გზა უნდა მოძებნო, ბურთის დაკარგვა მინიმუმამდე დაიყვანო. მთელ მსოფლიოს აღაფრთოვანებს ის, რაც ხვიჩამ "ლივერპულის" მცველებს დაატეხა. მოწინააღმდეგეები ამის აღმოფხვრაზე მუშაობენ და უნდა შევეგუოთ, რომ დიდია შანსი, ჩვენებური უფრო "დირიჟორის" ფუნქციებით იყოს და არა მუდმივად დრიბლინგებზე მოფიქრალად - ასეთ დროს "კვარა" კარისკენ ზურგით ხშირად იქნება.

გარსიას "ლილში" ედენ აზარის კარგი გამოცდილება აქვს, როგორც ე.წ. თავისუფალი მოთამაშის. ეს ბოლომდე დაცვითი ფუნქციებიდან გათავისუფლებას არ ნიშნავს, მუდმივი გადაადგილებებით კი მეტოქეს აბნევ და შენ შესაჩერებლად იმდენ რესურსს ხარჯავს, თავად იერიშებზე ფიქრი უჭირს. ამ დროს ნახევარდაცვის როლი ძალიან დიდია. თუმცა, გვახსოვს, რუდიმ ოსიმენს დაცვაში უფრო აქტიურობა რომ მოსთხოვა.

გარსიამ თითქოს უკმაყოფილოდ თქვა, რომ ტაიმის ბოლო 15 წუთში მისმა გუნდმა ბურთი დათმო. არადა, ამაში დადებითი ისაა, რომ სპალეტის დროისგან განსხავევით, ნეაპოლელებს მატჩის წარმართვისას უფრო მეტი მრავალფეროვნება აქვთ, ბოლოს ორფორვარდიანი ტაქტიკაც კი ვნახეთ. წარმოიდგინეთ, ფრანგ მთავარ მწვრთნელს გუნდი საკუთარი გემოვნებით არ დაუკომპლექტებია, ამ დროს კი არსენალი ლუჩანოზე მეტი აქვს. კვლავ დიდია ვიქტორ ოსიმენის როლი, ლობოტკას მნიშვნელობის შემცირებაზე კი წინა შეხვედრის შემდეგაც ვისაუბრეთ - სლოვაკი ბურთთან ერთად უფრო იშვიათადაა, შესაბამისად, ცოტა პასსაც აკეთებს. აქვე, პენალტისტის ამბავიც საბოლოოდ უნდა გაირკვეს. უკვე ორი სეზონია, გუნდი ამ მხრივ ზედმეტად ბევრს სცოდავს.

უფრო მეტს "ლაციოსთან" ვნახავთ. სარი ბევრს იფიქრებს, ამ სიახლეებს რა უნდა დაუპირისპიროს და "ახალი" "ნაპოლის" პირველი სერიოზული გამომცდელი ის იქნება, იმის მიუხედავად, რომ რომაელებს სტარტზე ორი მარცხი აქვთ.

კაკო
რად უნდა ბაზარი მაგარია ძაან თქვენ ნახავდ ერთი ორი სეზონი ჩაჯდება დაიხვეწება გამოიწრთობა და მერე ნახავდ ვინ არის კვარა ეს ყველაფერი ჟურნალია კინო ეხლა იწყება.ღმერთმა ხელი მოგიმართოს ჩემო მეგობარო ამინ ამინ ამინ მონდომება ათასჯერ უფრო მეტი მაგარი ახალგაზრდა ხარ და ხალხს უყვარხარ მეგობარო და აბა შენ იცი იმედი აღარ გაგვიცრუო მეგობარო წარმატებები
geo
დათო ყიფიანამდე ჯერ ბევრი აკლია. კარში დარტყმები უნდა დაამუშაოს
მირზა
ხვიჩა, ერთად აღებული ყიფიანი, გუცაევი და შენგელიაა.სამივეს სჯობია. ვინც ამას ვერ ხვდებით, ფეხბურთი თქვენი საქმე არაა.ეს ჩასაფრებულები, ფეხბურთს კი არ უყურებენ, არამედ მიმოხილვა-გარჩევებს.აიღეთ ფეხბურთის მეტრი-მესი. ისეთი ეპიზოდებს გაჩვენებთ, გაგაგიჟებთ. მაგრამ ყოფილა თამაშები, სადაც ამის აჩრილიც არაა. ეგეთი რამე ბუნებაში არ არსებობს, რომ მოთამაშემ ერთბაირად ითამაშოს ყოველთვის. აი თუნდაც სრეფ კარი:ერთ თამაშში 60 ქულას იღებს, მეორეს კი უქოლოდ ტოვებს.ხდება ასეც.
Jora-giorgi
რაც არ უნდა რთული,ჩახლართული ქება-დიდება წეროთ კომენტბში, ხვიჩა მაინც იმის აჩრდილია რაც გასული სეზონის დასაწყისში იყო. კაცნაკრულ ჭ კლასის დონის სასულოვოსთან პასი თუ ამხელა ანალიტიკურ სტატიას და განხილვას იმსახურებს.....არ ვიცი !!!..ისიც თუ ობიექტურად დააკვირდებით მცველს მოხვდა და რეკოშეტით მიუვიდა გოლის ავტორს. ამ ეტაპზე მოგვწონს თუ არა ის ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელია და თავიდან აქვს დასამტკიცებელი თავისი ვასკვლავური კლასი. დიდი ალბათობით ეს ნაკრების უახლოვეს ორ თამაშზეც გამოჩნდება თუ რა თქმა უნდა იკადრა ჩამოსვლა ან კოვიდი თუ გადაღლილობა არ მოიგონა ან არ მოუგონეს.
suxumchanin
დისლაიქის დამწერს ლაფათქა
გიორგი
შენნაირი ინტელექტუალების პროგნოზები შარშან უკვე გააცურა
გ.შ.
სანაია დაიწყო ხვიჩამ და დაგეწყო სლოკინი.... , ეჭვი მაქ ქრონიკულში გადაგივა ...
სოსო
სეზონის სტარტზე,ნაპოლი,შარშანდელივით ყველას წამლეკავ ფეხბურთს ვერ აჩვენებს,მაგრამ კლასის ხარჯზე,ორივე თამაშში გაიმარჯვა.გუნდისათვის ეს არის მთავარი და ასე,გუნდს ენერგიაც უფრო დიდხანს გაჰყვება.ხვიჩას,უკვე წინა სეზონშიც აშკარად ეტყობოდა,რომ შეეძლო ცენტრში შემოწევა და ბურთის გათამაშების საკუთარ თავზე აღება.წელს კი,ეს, მწვრთნელმა,უკვე მოვალეობებშიც შეუტანა და მანაც წარმატებით გაართვა თავი.ისიც ცხადი იყო,რომ ცენტრში შემოწეული და ისედაც გაათმაგებული მეურვეობის ქვეშ აღმოჩენილი ხვიჩა,დრიბლინგებს მოუკლებს და უფრო პასებით ბურთის გათამაშებაზე გადავა.ხვიჩას,საამისოდ,საკმარისზე მეტი საფეხბურთო ინტელექტი და ტექნიკური უნარები გააჩნია.ცხადია,რომ რაღაცა რაოდენობის გოლებსაც გაიტანს და პასებსაც გააკეთებს,მაგრამ მთლიანობაში,წელს, გუნდის თამაშზე უფრო მეტ გავლენას მოახდენს,ვიდრე მხოლოდ შედეგიანი მოქმედებებია.გუშინ ამას,ძალიან კარგად გაართვა თავი და მომავალში,ალბათ უფრო მეტად აიღებს თამაშის წარმართვას,თავზე.შარშან,ნაპოლის ცეცხლოვანი თამაშისათვის,მეტოქეები მზად არ იყვნენ და წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ,წელს კი,ეს უკვე ნაცნობი სიტუაციაა და ამისათვის მზად იქნებიან,ამიტომ ცდილობს ნაპოლის მწვრთნელიც,თამაშის შეცვლას და სხვა კოზირების წინ წამოწევას.გუნდმა,რამდენიმე ფეხბურთელი იყიდა და მხოლოდ კიმ მინჯე დაკარგა,რომლის სრულფასოვანი შეცვლა,ჩემი აზრით,შეუძლებელია.ასე რომ დაცვის პრობლემები,ნახევარდაცვის უფრო უკეთესმა თამაშმა უნდა გაანეიტრალოს.ვნახოთ,რამდენად შესძლებს გუნდი,ამის გაკეთებას.შეტევაში კი,ნაპოლის პოტენციალი,ისევ კიმ მინ ჯეს,შეტევაში კარგი ჩართვების დაკარგვით შემცირდა,თუმცა ხვიჩას ცენტრში შემოწევამ და შემტევების დამატებამ,შესაძლოა შემტევი პოტენციალი,უფრო გაზარდოს კიდეც.შარშანდელი,მსოფლიოს საჩემპიონატო წლისაგან განსხვავებით,წელს სხვა გუნდების ლიდერები,შიდა ჩემპიონატზე უფრო მეტად იქნებია კონცენტრირებულები და კონკურენცია,შეუდარებლად უფრო მძაფრი იქნება,ამიტომ ნეაპოლელებისათვის ძალების სწორი განაწილება,ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ვნახოთ,რა გამოუვათ.
გიორგი
ვხედავ უინელექტობას ვინცხასაა ხვიჩას კი ეგ არ დაეწუნება
გიორგი
მის თამაშს რომ ვუყურებ ცხადია რომ ისეთ ფეხბურთელად ყალიბდება რომლისთვისაც შეუძლებელი არაფერია. არაფრისგან საგოლე სიტუაციას გამოაცხობს თავისთვის ან სხვისთვის. განსხვავება დიდად არც ანაღვლებს. ლამაზი ფეხბურთის თამაში უყვარს და შეუძლია, სულ ეგაა. უკვე ისეთი კლასის დემონსტრირებას ახდენს ფუფუნებაა ასეთი ფეხბურთელის ყოლა ნებისმიერი გუნდისთვის ტოპ 5 ლიგაში. ამას ეს რუსი კომენტატორებიც კი ხედავენ, ნეაპოლელ გუშემატრკივრებზე რომ არაფერი ვთქვა, ადგილობრივი ზომბებისაგან, ლუზერებისგან განსხვავებით. ცხადად ჩასაფრებული მტრებისთვის კი ეს პროფესიაა.
ანაგელი
ხვიჩას რო უყურებ, ზიდანი, პლატინი და ჩვენი დათო ყიფიანი მახსენდება. დღევანდელ ფეხბურთს ჭკუით მოთამაშე აკლია, გოლი მოულედნელობაა, წამიერებაა…ამას ვერ ისწავლი, ეგ გენში უნდა გქონდეს. ხვიჩას ეგ აქვს. ღმერთმა გაუმართლოს, უნდა ითამაშოს დიდი ფეხბურთი, იმედია. ყველას გილოცავთ მარიამობას.
რობი
ხვიჩა ნამდვილად რომ მხატვარია მინდორზე, ტყუილად კი არ უწოდეს იტალიელებმა კვარავაჯიო :) რამდენიც ასაკი მოემატება მით უკეთესი იქნება! როგორც ერთმა საფეხბურთო ბლოგის ბლონდიფუტბოლი წამყვანმა გოგომ თქვა ხვიჩა ტოპ ვარსკლავი იქნება მრაველი წელი თუ რამემ ხელი არ შეუშალა!
k
დიდი ალბათობით, კვარაცხელია ამ სეზონში ახლოსაც ვერ მივა იმ შედეგებთან რაც წინა სეზონში ჰქონდა. ძალიან პროგნოზირებადია მისი დრიბლინგების მცდელობები, ცენტრში სათამაშოდ კი საკმარისი ინტელექტი არ აქვს. გუშინ მშვენიერი პასი გააკეთა ნამდვილად, მაგრამ ფლანგზე გარღვევებს ვეღარ აკეთებს, ახალს ჯერჯერობით ვერ სთავაზობს მოწინააღმდეგეებს. იმედია ვცდები და შარშანდელზე მაგრად ითამაშებს, მაგრამ ვფიქრობ რომ ამ სეზონს მაქსიმუმ 10 გოლი+პასით დაასრულებს და არც მარგი ქმედების კოეფიციენტი ექნება შარშანდელის მსგავსი
zura222
მგონი დროა კვარამ ფლანგი შეიცვალოს და მარჯვნივ გადმოვიდეს დი ლორენცო-ანგისასთან უფრო ეფექტური ჩანს ვიდრე რუი-ზელინსკისთან D ეს ისე ხუმრობით მაგრამ მათქვამია ისეთ ხუმრობას რა ვუთხარიო... ლიგაზე დი ლორენცოს რომ გაუკეთა ქუსლით საგოლე და ეხლაც მესამე კაცი ანგისა იყო აქაც ანგისამ დაიწყო კომბინაცია ! საერთოდ ალბათ დროა რომ ზელიინსკი დასვას სკამზე და მის მაგივრად ან რასპადოროი ან ელმასი ათამაშოს და ამ შემთხვევში ნაპოლის შეტევები უფრო მრავალფეროვანი და ძნელად ამოსახსნელი იქნება მეტოქეებისთვის იმიტომ რომ ზელინსკისგან განსხვავებით ელმასიც და რასპადორის უნივერსალები არიან და ყველგან შეუძლიათ თამაში მარცხნივაც მარჯვნივაც და ცენტრშიც და და კვარასთან უფრო ხშირად და ადვილად გაცვლიაბ ადგილებს და ზუსტად ამ სტილით თამაშს აპირენს გარსია ადა სპალეტივით რქებით არ აპირებს ერთი ტაქტიკით შეტევას ! ისე ვისაც იტალიური გესმით უყურეთ კალჩონაპოლი.ტვ ს ბოლო გადაცემას იქ ლამის მთელი გადაცემა მიუძღვნეს კვარას და შედარებით ახალგაზრდა გალსტუკიანი წამყვანი კვარას მომხრე იყო და ხნიერი ბადრი შუბლაძეს რომ გავდა ის კი კვარას "ოპონენტი" (სხვათა შორის სიმბოლურია DD) და კამათი ძალიან რომ იძაბებოდა სულ ველოდებოდი ის ახალგაზრდა გალსტუკიანი გრიშა ონიანად გადაიქცეოდა და დაახურავდა ყველაფერს "ბადრიას" DD მაგრამ მთავარი დასკცნა იმათმა რაც გააკეთეს ის იყო რომ კვარა არის ერტადერთი შეუცვლელი ფეხბურთელი დი ლორენცოსთან ერთად რომლერბსაც უნრალოდ არ ყავთ ადეკვატური შემცვლელი !
ჰაჰა
დავამატებ. ეტყობა ჯერჯერობით კვარა თავიდან ძირითადში არ იქნება. გარსია ამბობს, რომ ვარჯიშები დააკლდა. დაველოდოთ, ჯერ ჯერობით გუნდი მოსაგებს იგებს. რა იქნება როცა თამაში "გაეჭედებათ"? არ გაუმართლებთ, ფორმას დაკარგავენ, მოწინააღმდეგე ძლიერი იქნება და ა.შ. ასე, რომ ნუ ვიჩქარებთ. კვარა შემდგარი ფეხბურთელია, დაველოდოთ.
მერაბი-1960
ან ბრმა უნდა იყო, ან ბოროტი, მის კლასს რომ ვერ ხედავდე. კარგი გუნდია ნაპოლი, მაგრამ ხვიჩა უფრო მაღლა დგას...
ქოჩორაშვილი დაბრუნდა - "სპორტინგი" "ავეშს" ფრედ ეთამაშა
გულიაშვილს ორი გოლი გაუუქმეს - "რასინგმა" მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა
მიქაუტაძის 85 წუთი - "ვილიარეალმა" "სელტას" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
[VIDEO] "ნაპოლიმ" სახლში "ლაციოსთან" მარცხი განიცადა
მიეცემა თუ არა ხვიჩა კვარაცხელიას ძმას "დინამოს" ძირითად გუნდში თამაშის შანსი - ქეცბაიამ ამ თემაზე ისაუბრა
"პატივი და ქება კვარაცხელიას - ჩემოდნებით ნეაპოლში უნდა გაიქცნენ" - კანჩელსკისი ფეხბურთელებს რჩევას აძლევს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
მატჩის დღე - პსჟ "ბაიერნამდე" ლიდერობის გასამყარებლად!
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ფეხბურთში აგენტი ვამპირი და შანტაჟისტია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიას ტრანსფერზე ისაუბრა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "პარმასთან" ქულები დაკარგა
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
ლუის ენრიკე: "კვარა" უნიკალურია - სიამოვნებაა, რომ გუნდში მყავს
"ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩათი აღფრთოვანებულია
"ნაპოლიმ" "კრემონეზე" გაანადგურა