კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სლოვენიას დაუპირისპირდა და 67:88 დამარცხდა.

პირველ მეოთხედში ქართველმა კალათბურთელებმა ცუდად დაიწყეს და სლოვენია 14:2 გაიქცა, თუმცა ილიას ზუროსის შეგირდებმა ნელ-ნელა მოუმატეს და ტაიმი 17:16 მოიგეს.

მეორე მეოთხედშიც თამაში ქულა-ქულაში წავიდა. შესანიშნავი იყო კახა ჯინჭარაძე, რომელმაც მიყოლებით 2 სამქულიანი ჩააგდო, მაგრამ ამის შემდეგ ცუდი მონაკვეთი დაიწყო და სლოვენიაც 12 ქულით გაგვექცა.

მესამე მეოთხედში ილიას ზუროსმა სასტარტო ხუთეული შეცვალა, პარკეტზე ცინცაძე, მაკფადენი, მამუკელაშვილი, შენგელია და ბითაძე გამოიყვანა, რამაც შედეგი გამოიღო და საწყის 4 წუთში სხვაობა 7 ქულამდეც ჩამოვიყვანეთ. 4:39 წუთით ადრე თორნიკე შენგელია ცუდად დახტა, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია, თუმცა მალევე მოახერხა უკან დაბრუნება. საბოლოოდ, მეოთხე მეოთხედის წინ სლოვენია 13 ქულით დაწინაურდა.

მეოთხე მეოთხედიც მათი 2 სამქულიანით გაიხსნა და სხვაობა მატჩში რეკორდული, 19-ქულიანი გახდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი გახლდათ, რომელმაც გუნდს 21 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

სლოვენიელთა მხრიდან ლუკა დონჩიჩმა თავი 34 ქულით, 10 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

საქართველოს ნაკრები მესამე შეხვედრას 30 აგვისტოს, ვენესუელასთან გამართავს.

სამართლიანი.
ევროპაზე და აგერ მსოფლიოზე ხუთეულში ხდება. ყველა ჩვენ ბიჭებს ვენაცვალე მარა საწყის ხუთეულში რო აყენებ გამოუცდელ ბავშვს ანდრონიკაშვილს დიდი რისკია და შეცდომა, და მეორე ბითაძის ხუთეულში არ დაყენება უფრო ღალატია ნაკრების ვიდრე შეცდომა. ურჩიეეეეეეეეთ ვინმემ ზუროსს.
არგუტი
დალას-ს :მე კი შემრჩა აზროვნების უნარი {შენნაირების ხელში კიდევკარგად ვართ],მაგრამ შენ რომ არც არასდროს გქონებია ეს ნათლად ჩანს.ნათქვამია-შეკითხვის დასმასაც ჭკუა უნდაო.შენ კი იმდენად პრიმიტიული შეკითხვები დასვი პასუხის გაცემადაც არ ღირს,მაგრამ მაინც.შევეცდები შენი ინტელექტის დონის გათვალისწინებით გიპასუხო.დასავლეთი შუაში კი არა თავშია-30 წელია ისაა ჩვენი პატრონი და ჭკუის მასწავლებელი და შედეგებზეც პასუხი მას მოეთხოვება.დაკარგული ტერიტორიებიც მის კისერზეა,სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებიც,დემოგრაფიული კატასტროფაც,ახალგაზრდების გარყვნა-გათახსირება-განარკომანებაც და სხვა დანარჩენი უბედურებებიც რაც ჭირს ჩვენს ქვეყანას.რაც შეეხება ხელისუფლებებს,საბჭოთიდან გამოყოფის შემდეგ ყველა ხელისუფლება არის დასავლეთის მიერ მოYვანილი და დასმული ,მათ შორის დღევანდელიც.უფრო მარტივად პასუხის გაცემა არ შემიძლია,თუ გაიგებ და შეიგნებ ხომ კარგი თუ არადა მაინც სულ კარგად მეყოლე.მე მეტჯერ მასეთ შეკითხვებზე პასუხის გასაციმად თავს აღარ შევიწუხებ.
vaaaaa
გაპრავებას მორჩით რაა, სუსტი გუნდია,მწვრთნელი კიდევ უფრო
ვატო
მაგ მატს საქართველოს ნაკრებისათვის არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა და მხოლოდ საწვრთნელი დანიშნულება ჰქონდა. დავალებაც ეგ იყო, ნაკლებად ეაქტიურათ და ტრავმებს მორიდებოდნენ. ,სოფლი ჩემპიონატის ფავორიტთან ჯგუფში თავგანწირვა არ ღირდა. მთავარი მატჩი ვენესუელასთანაა და სრული კონცენტრაცია იქ უნდა მოხდეს. მწვრთნელმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. წარმატება საქართველოს ნაკრებს
:D
ვაჟკაც, როცა მაგრად თამაშობდა და მსოფლიოზე გაიყვანა ნაკრები, მაშინაც ასე ფიქრობდი? ცოტა იქნებ დაფიქრდეთ , სანამ ლანძღვას დაუწყებთ ადამიანს?

დუდა სანაძე:)))))
ლაბორანტი
PROFESSOR ! ! !
სოსო
ჩვენს ბიჭებს,ყველაზე ნაკლებად,სწორედ უჯიგრობა შეიძლება დააბრალო!.ერთერთ,ყველაზე მებრძოლ გუნდად გვიცნობენ და მოედანზე თავს რომ სდებ,ჯიგარი სხვა რაღაა?!თამაში რომ არ გვაქვს,ეგაა სატირალი და არც რესურსი გვაქვს,რომ ვინმე უკეთესი დავაყენოთ.
გივი
მოკალით და თედოს იმედი მაქვს ყველაზე მეტად. იღონდ მაგან თავისუფალი სამიანები არ უნდა გაუშვას...ვერ წევს ხელს ისე, რომ საჭირო ტრაექტორია და უკანაბრუნვა მისცეს ბურთს. უნდა ისროლოს "ჩერეზ" ხელი. და ჯინჭარაძე..მაგარი კაცია..ვინ შრომობს ესე მოედანზე?! უნდა დაუფასდეს დარბაზის ოფლი და იღბალი მიეცეს..ეს სამი სამიანი ძალიან კარგი დასაწყისია თავდაჯერებულობისთვის.
იბერია
იმ ზოგიერთიდან ერთერთი გეხმაურება ოღონდ არ ვიჩხუბოთ უბრალოდ ვიმსჯელოთ ფაქტებით. ან ხორვატიის რაგბი მანახეთ ან ისლანდიის, ან ძიუდო მანახეთ, ან მძლეოსნობა, ან ჭიდაობა, სადაა ხოვატიის კალათბურთის ნაკრები? ისლანდია მემგონი ჩვენ დავტოვეთ სახლში, ნუფეხბურთი კაი გასაგებია ესეც უბრალოდ ჩვენი ამბავია სადაც დიდი ფული იშოვება იმ საქმეს რომ ქართველი აფუჭებს და ათახსირება ეა ისედაც ვიცით. კაი ხორვატია ხორვატია მაგრამ დიდ ქვეყნებს რა ვუყოთ? სადაა იგივე დიდი ბრიტანეთი? კაი ახლა არ თქვათ არ აინტერესებთ კალათბურთი და არ თამასობენო:) ხო ჩვენტან მოვძებნეთ კალათბურთზე უზომოდ შეყვარებული 6 გზააბნეული და ბრიტანეტში ისიც არ მოიძებნა. კარგით რა ქვეყნაზე ვლაპარაკობთ ამას ხო მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდებს 50 % ზე მეტი რო ნარკოდამოკიდებული გვყავს ესეც ახალია? ამ ფონზე სასეაული მიღწევები გვაქვს სპორტში - ფეხბურთი არა ოღონდ , იმედია ჯერ:)
მომო
დაგვშალეს მარტივ მამრავლებათ...ამ დროს მწვრთნელი ჩარევა იყო საჭირო მაგრამ სად იყო ზუროსი იქ იყო და არ იცოდა რა უნდა გაეკეთებია.გაიტანეთ ეს სურათ.კოკოშკოვი მოიგებდა ამ თამაშსსს მჯერავს
გლახუნა
ძაან ბინძური ნაკრებია სლოვენია, უღირსი...თამაშის დაწყებისთანავე მსაჯებზე მიზანმიმართული იერიში დაიწყეს, ყოველ გადაწყვეტილებას მიზანმიმართულად აპროტესტებდნენ, მით ზემოქმედება თავიდანვე მოახდინეს - მათ სასარგებლოდ უპირატესობა მიიღეს, მით პარალელურად ქართველებზე ემოციური ზემოქმედების მოახდინას ცდილობდნენ და მიაღწიეს კიდეც, კარგად იციან- საქართველო მებრძოლი გუნდია, მაგრამ ზედმეტად ემოციური და ....მოკლედ მენტალური ზემოქმედება მოახდინეს წინასწარ განსაზღვრული სტრ-გია, თუ ,,გეგმით,, და ...იმ ტექნიკური ჯარიმით ფაქტიურად მიაღწიეს (მაკდაფებზე ჯარიმა ისე გამოხატეს, აშკარა იყო წინასწარი ...). მას შემდეგ ჩვენმა ბიჭებმა კონცენტრაცია დაკარგეს და - ვეღარც აღადგინეს, არადა სლოვენიაზწც ზემოქმედება მოგება თავისუფლად შეგვიძლია, როცა სერბეთის დამარცხებული გვყავს და საბერძნეთის. რაც შეეხება დინჩინჩ- მარტო მას ასროლინებენ,თან მსაჯების მხარდაჭერას რომ მუდმივ ცდილობს (?!) საჭირია მომავალში ასეთებიც გავითვალუსწინოთ- მომზადებულ ვიყოთ და ვენესუელას მ ო ვ უ გ ე ბ თ.2 თამაში წაგებული აქვთ და დაგეშილი გამოვლენ- 20 ქულით უნდა მოვუგით- ო, საჭიროა თავიდანვე აგრესიული თამაში- ძლიერი დაცვა- ფარზე დომინირებით ადგილი მივუჩუნოთ. ჩვენი პრობლემაა მენტალური და ემოციური არასტაბილურობა და ნებისმიერ ნაკრებს დავამარცხებთ და მსოდლიოს 8 საუკეთესოში შევალთ. რაც შეეხება ზუროს - მწვრთნელმა საქართველის ნაკრები მსოფლიოზე გაიყვანა, იმ სახელმწიფოს,სადაც შიდა ეროვნული ჩემპიონატის დონე აზიურსაც არ უტოლდება ( ვერც ერთი კლუბი ერთ გამარჯვებასაც ცერ ახერხებს) და ამ დროს... დადებით შეფასების და პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ ემოციები უნდა გააკონტროლოს.
odalas
მე არც სურვილი მქონია და არც მიცდია პოლიტიკური განცხადების გაკეთება. ხოლო პოლიტიკურ განცხადებებს ვინც აკეთებს, ეს შენი კომენტარიდან ჩანს. ამას გარდა, თუ რამე არასწორად ან ტყუილი დავწერე არგუმენტირებულად გამაკრიტიკე, ხოლო თუ ქოცებს გინდა აამო, წადი რუსეთის ნაკრებს დაუჭირე მხარი, აქ შენი ადგილი არაა.
დავითი
რა გააკეთა ანდრონიკაშვილმა ბოლო წამებზე ვერ ვხვდები,ეგენი აზროვნებასთან მწყრალად არიან,21 ქულას აგებ იქნებ ჩააგდო ბოლო ქულები და შეამცირო ჩამორჩენა,დრო გაიყვანა ტიპმა,სლოვენიელები ბოლო წამამდე გვიგდებდნენ და ჩვენ დროის გაყვანა დავიწყეთ,აი,ეგ 2 თუ 3 ქულა რო აღმოჩნდეს გადამწყვეტი, ანდრონიკაშვილი საერთოს უნდა შეეშვას ამ საქმეს.ისედაც ვერ გავიგე რა გამთამაშებელია,მიზანში სროლა არ უვარგა.მაგას ვარჯიში უნდა თავგადაკლული,სტეფ კარი დღეში რამდენს ისვრის ფარში ვინ იცის,თავისით კი არ მოდის ეგ,მიზანი უნდა გაასწორო.თამაშში რომ 2 ქულას მოაგროვებს გამთამაშებელი,ამით ყველაფერია ნათქვამი.
las
ერთი კაცურად, თუ რამე შეგრჩა აზროვნების უნარი. დასავლეთი რა შუაშია? დასავლეთმა წაგართვა ტერიოტირები? დასავლეთმა გიქცია 400 ათასი ქართველი დევნილად? თავზე რომ პრორუსილი ხელისუფლება გიზის ამასაც დასავლეთ აბრალებ? პენსიებს და ხელფასებს რომ დასაველთიდან წამოსული ტრანშებითა და დამხრებებით არიგებ ეს გავიწყდება? რო არა დასაველთი მთიანად რო შეგიერთებდა რუსეტი მაგას ვერ ხვდები?
simartle
ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ სანამ უკანა ხაზი ასეთ დონეზე ითამაშებს რასაც ვხედავთ ანდრონიკაშვილისგან, ვერანაერ წინსვლას ვერ მივაღწევთ. ამერიკაში კოლეჯშიც ვერ გაქაჩა და ნაკრებში რა უნდა? კი ტრამვაც ჰქონდა მაგრამ ეს არ არის თავის გასამართლებლად საკმარისი. რც სანაძეს ვათამაშებდი, დაცვაქში სუსტია და სროლაც წასვლაზე აქვს. მამამისის დონესაც ვერ მიაღწია. სამწუხაროა რომ გელა დარსაძის ნაერი უკანა ხაზელი არ გვყავს რომელიც ჯიგრით თამაშობდა დაცვაშიც და შეტევაშიც. და ამ ჯიგარს ვერ ვხედავთ დღევანდელ გამათამაშებლებში. "ეროგანტი" ანუ ამპარტავანი უნდა იყო მაგ პოზიციაზე სათამაშოდ, თუ არ ხარ ვერ ითამაშებ და ბურთსაც დაკარგავ და ავგურებსაც ისვრი ფარში. ზუროსს უჭირს სწორი გუნდის დაყენება სათამაშოდ. ბითაძეს სწორად ვერ იყენებს. მამუ ამერიკაში კოლეჯშიც ბევრჯერ გამთამაშებლის როლში იყო მეოედანზე და ყოელთვის კარგად ართმევდა თავს.ტედსაც უჭირს თამაში ამ გამთამაშებლებთან და მასაც დაეტყო თავდაუჯერებლობა. საკვირველია რომ არავის დაყენებული ტყორცნა არ აქვს რაც ბავშვობიდან უნდა ხდებოდეს. იუთუბზე მაინც ნახონ ბევრი ვიდეოები დევს მაგისთვის. ეჰ
იკა
8.8 წამი დარჩენილი ჩვენი შეტევაა და ზუროსი არ იღებს ტაიმაუტს. ესე იგი კომბინაციის დალაგების გარტყმაში არაა.
ირაკლი
ევროპაზე და მსოფლიოზე გასვლა ჩვეულებრივი იმიტომ გახდა, რომ გუნდების რაოდენობა გაიზარდა,პლიუს რუსეთია დისკვალიფიცირებული, და არა იმიტომ რომ კალათბურთი ვითარდება საქართველოში, ან ასაკობრივ არ ადევნებ თვალს? რაგბისთან ამის შედარება სრული დილეტანტიზმია!
ლაშა
ანდრონიკაშვილმა რამდენჯერმე მნიშვნელოვან დროს დაკარგა ბურთი და მაგდროს გაგვექცნენ. სროლებიც არ უვარგა, თუ არ მისდის - მერე რა რომ ნიჭიერია, და თუ ნიჭიერია სად ჩანს მისი ნიჭიერება - ამიტომ ნაკრებისთვის და ფლეიოფებისთვის ჯერ მზად არ არია. სანაძეც არ არის ნაკრებისთვის და ალბათ ერთ-ერთი უარესი კალათბურთელია, საკმაოდ ნელი და არაზუსტი. ზუროსიც საშუალო დონის მწვრთნელია, დარწმუნებული ვარ ამ მსოფლიოს შემდეგ დავემშვიდობებით.
გივი
არა მეგობარო, მე არ მიგულისხმია ის, რასაც თქვენ წერთ. თორნიკე რომნარის ლიდერი და შერმა შერმაა, მაგიტომ გამიჩნდა გულისტკენა. მათ უნდა გაქაჩონ და წაიყვანონ თამაში. შეიძლება არ წაუვიდეთ იმ დღეს ამ დღეს, მაგრამ ჯიგარი არ უნდა დაიზოგოს. არ ჩანს ჩემი სუბიექტური გადმოსახედიდან ეგ ჯერ. ბოდიში, თუ ვერ გადმოვეცი აზრი სწორედ.
G.LA
მაცადეთ გაგიასნოთ-ს კი გვსმენია მაგ ჩამოთვლილი ქვეყნების და ავა ერთი მითხარი ამ მსოფლიოზე რატომ ვერ არიან ეგ ხორვატია ან ისლანდია? იქნებ ერთ კვირაში მსოფლიო ჩემპიონატი რაგბში რომ დაიწყება იქ იქნებიან? ჰაა გამეცი პასუხი. მერე რაგბში დაეტოლებით პატარა ფიჯის და ის კი გავიწყდებათ ან არც იცით ფიჯი, სამოა და ტონგა 90-იანებიდან გამოდიოდნენ მსოფკიო რაგბის ფორუმზე. მაშინ იმ 96-97 წლებში საქართველომ ნიდერლანდებთან 0-55 წააგო და ახლა დათვალეთ რამხელა პროგრესი გვაქვს რაგბში. კალათბურთშიც იგივეა დაახლოვებით პროგრესი. ვისაც არ გახსოვთ სად ვიყავით 90-იანებში და სად ვართ ეხლა, ძნელია რამე დაინახოთ. ევროპწზე გასვლა ახლა ჩვეუკებრივი რამეა, არა და ერთი გუნდიც არ გვყავს რომელიც საერთაშორისო სარბიელზე გამოდის.
კაკა
შენგელია რომ არა მსოფლიოზეც ვერ გავიდოდით ჯიგარო. ამდენი წელი რომ ათრევს ნაკრებს შენგელია იმას რატომ ვერ ამჩნევ. აქამდე თოკო მაგარი კალათბურთელი და ჟილკიანი იყო და ახლა გახდა უვარგისი და უჟილკო? სამწუხაროა, რომ ჩვენ, ქართველებმა, ერთ წუთში ვიცი ყველაფერი კარგის გადახაზვა.
giogis
თუ მოვიგეთ გასაგები გავდივართ, თუ წავაგეთ და წააგო კაპე-ვერდემაც, მაშინ ჩვენ სამს საქარტველოს, ვენესუელას და კაპეს გვექნება თითო მოგება და ქულები დაითვლება ჩვენ სამში ჩვენ ახლა გვაქვს +25, ვენესუელას -6 და კაპეს -19, არ უნდა წავაგოთ 16 ქულით(ან მეტით) რასგან ასეთ დროს ჩვენ გვექნება +9 და ვენესუელას +10 და გვაჯობებენ, მოკლედ რა სასწაული თუ არ მოხდა გასულები ვართ.
912
კლასში აშკარად ჩამოვრჩებოდით მეტოქის ფარზე სამჯერ მოხსნილ ბურთს რომ ვერ ჩააგდებ რაზეა საუბარი, ორიდან ორი საჯარიმო მგონი არც ერთ კალათბურთელს არ ჩაუგდია რას ვიზამთ რაც ვართ ეს ვართ წარმატებას გისურვებთ ვენესუელასთან და პლეიოფში მეტ სიზუსტეს და გამბედაობას თავგანწირვა არ გაკლიათ ისედაც...აბა თქვენ იცით...
odala
არ მჯერა-მეთქი შენგელიას კაპიტნობის და ვერ იკაიფა სასტავმა :)) კაი სერიოზულობა გაკლია, თამაშში 1 მოძრაობის მეტი იცი, ეს ამხელა თმა რაღა ჯანდაბაა შეკაიკაცო :)
ოპტიმისტი
აი ნახავთ ვენსუელასაც მოვუგებთ, ავტრალა/გერმანიასაც მოვუგებთ, იმის იქითაც ვინც შეგვხვდება იმატაც მოვუგებთ. ზუროს ტექნიკუ ფოლს არარ მიირებს, სანაძე/ცინცაძე.მაკფადესნი სამულიანებს ჩააგდებენ, შერმადინი/ბითაძე ცეტრში ბურთს მოიგებენ და კალატს გაარტყამენ, სანდონიკაშვილი ზუსტ პასს გააკეთებს, შენგელია ფარქვეშ შევა, მსაჯები ობიეტურად განსჯიან.... ვისაც გვჯერა გაგვატარეთ :)
odala
ნაცებს ცალკე სექცია გაუხსენით კომენტარებისთვის ბოღმა და პოლიტიკური განცხადებების საკეთებლად :))
ATP 16
სპორტალ , დინამოს შესახებ და მისი გაბანძების შესახებ წერა აკრძალული გაქვთ და კომენტარების გამოქვეყნებაც აგიკრაძალეს ??
დავითი
თავიდანვე დამარცხებულის მენტალიტეტით გამოვიდნენ მოედანზე,არადა,არანაირად ჩვენი კალათბურთელები სლოვენიელებზე ნაკლე ბი არ არიან.შეშინებულები და თვითკმაყოფილები თამაშობენ,აქაოდა მსოფლიოს ჩეპიონატზე მოვხ დითო,ნერვები მეშლება როცა ჩვენი კალათბურთელები მეტოქეს ეფერებიან,წაიქცევა სლოვენიელი და ეგრევე წამოდგომაში ეხმარებიან,რატომ არის რომ ნბა-ში ასეთ რამეს ვერ ნახავ,მხოლოდ საკუთარი თანაგუნდელი თუ წამოგაყენებს.იმიტომ რომ ეს ფსიქოლოგიურად არაა გამართლებული,არანაირი სენტიმენტები,ლომი უნდა იყო,ლომი.ძალიან ძლიეეი კალათბურთელები არიან,ერთადერთი მენტალობაში,შემართებაში,ფსიქოლოგიაში მოიკოჭლებენ,საკუთარი თავის რწმენა აკლიათ.
Rezo
თუ სლოვენია იგებს და ჩვენ 15 ქულაზე მეტს არ წავაგებთ - გავდივართ
Rezo
მართლა რამ გაამწარათ ესე გამომწვევად რო იქცეოდნენ, მაგათი დედაც
თემური
დასაწყისში ათი ქულით ვაგებდით, პირველი მეოთხედი ერთი ქულით მოვიგეთ, შემდეგ რა მოხდა, რისი ბრალი იყო ამას გაარჩევენ და იმედი ვოქონიოთ, რომ, ყოველ შემთხვევაში ვენესუელას მოვუგებთ! დანარჩენზე მერე…
Giorgi
დაწერეთ ვარიანტები რა შემთხვევაში გავდივართ ჯგუფიდან.გასაგებია რომ მოგების შემთხვევაში ასეც და ისევ გავდივართ მაგრამ თუ ვმარცხდებით ვენესიალასთან მაშინ რა და როგორ ითვლება.
პეტროსი
ზუროსი გასაშვებია.სანაძეც...უჯიგროდ თამაშობდნენ...მამუკელაშვილი კარგი ხარ...დონჩიჩი და მისი კამანდა დამაბეგვია მეტი არ მინდა რამე.ეს პროვოკატორები და იაზვები მაგათი დედა...
მაცადეთ, გაგიიასნებთ.
პრობლემაა რა არი ჯიგრებო იცით? არც ის დღეს რო წავაგეთ და არც ის ლუკამ რო დაგვამხო კალათი თავზე. ისიც არ მეშლება რანაირად გავიხარო ამ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლით. პრობლემა ისაა რო ჯიგარი ვერ დავინახე, ჯიგარი არა აქვს ამ ნაკრებს. ზოგიერთს უხარია 3.7 მ ვართ და მაინც რა მაგრებიო. ან ხორვატიის არ გსმენიათ, ან ისლანდიის ან კიდე რომელი ერთი გითხრა. არ იქნება ჩვენი საშველი

სანიკიძე,ზუროს წადით!!!
სოსო
კაპო ვერდეს ძალიან ადვილად რომ მოვუგეთ,მათი გულშემატკივრები,წაგების მიუხედავად,ფეხზე ამდგარი უკრავდნენ ტაშს,საკუთარ გუნდს,ჩვენგან კი,ბევრნი,გამარჯვების მიუხედავად,მაინც ლანძღავდნენ,ჩვენს ბიჭებს.ეს არის საკუთარი ქვეყნისადმი დამოკიდებულება.ჩასაფრებული ვითომ გულშემატკივრები,მხოლოდ ფეხის დაცდენას რომ ელიან და მერე ყველას ტალახს და სიბინძურეს ასხამენ.რაგბიში,უკვე დიდი ხანია,რაც ფიჯის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატებზე გამოდის.მისი მოსახლეობა კი,მილიონზე ნაკლებია.სამოაზე,ტონგაზე და ფიჯიზე,რაგბი,სპორტის ეროვნული სახეობაა!რაგბიშიც,შოტლანდიამ მოგვიგო და მთელ ნაკრებს,მწვრთნელებიან მოთამაშეებიანად,ჩასაფრებულმა,მავანთა ფეხის ხმას აყოლილმა კაცმაცუნებმა,ტალახის და შეურაცხყოფის შადრევანი გადაავლეს თავზე.თვითონ რომ შრომის ფასი არ იციან,არც სხვების შრომისა ესმით რაიმე და ნებისმიერზე ანთხევენ,საკუთარ ბოღმას.ჯერ კიდევ ალექსანდრე დიუმა ამბობდა,"გრაფ მონტე კრისტოში",კრიტიკა მაშინ უფრო ადვილია,როცა იმ საქმისა,არაფერი იციო.
ATP 16
იცი სადამდე არ გვეშველება არაფერიი ? სანამ თავისუფალი აზრის მოსმენას არ ვისწსვლით . ამ საიტზე ზის ადმინი , რომელიც იმის მიხედვით აქვეყნებს კომენტარებს , ვისი მხარდამჭერიც თვითონ არის ! რა დავწერე არასწორი ? დინამოს მიწასთან გასწორება რომ ღალატია ეგ არის არასწორი , თქვე მართლა არასწორებოო ? მაგიტომაც ვერ ავაშენეთ ეს ქვეყანა , იმიტომ რომ ჭეშმარიტება არის ერთი და ეგ მოცემულობა არ იცვლება იმისტობით და ამისტობით .
დიმა
გუნდმა, რომელსაც სულ 2 მოთამაშე ჰყავდა 2 მეტრზე მაღალი მოხსენებაში 40:32 გვაჯობა. ჯგუფიდან გავალთ, მაგრამ შემდეგ ავსტრალია-გერმანიასთან უშანსოდ წავაგებთ(ეს გუნდები სლოვენიაზეც ძლიერები არიან).
არგუტი
საოცარია პიდაპირ__მოსახლეობის რაოდენობა თითქმის განახევრებულია,ახალგაზრდების უმრავლესობა გაქცეულია.ერი დღითიდღე ბერდება და უძლურდება.გარდაცვლილთა რაოდენობა აჭარბებს დაბადებულებს.სოცუსამართლობის დონემ გადააჭარბა ყოველგვარ ნიშნულს.ოდნავ გამართულადაც კი არ მუშაობს არც ართი დარგი.მიდის მოსახლეობის უღმერთო ძარცვა დაკანონებულად თუ უკანონოდ და ამ დროს ჩვენ ვითხოვთ რომ ჩვენმა სპორტსმენებმა აჯობონ კეთილდღეობის მწვერვალზე მყოფი ქვეყნების წარმომადგენლებს.მართლაცდა საოცარია დასავლეთის მიერ 30 წლიანი ჯირყვნის შემდეგ,მათ მიერვე მომაკვდავ ერთა სიაში შეტანილები როგორ ვცდილობთ ტოლი არაფერში დავუდოთ ამა ძლიერთა.აფერუმ ქართველებო!აფერუმ ბიჭებო თქვენს ბიჭობას თქვენს ქართველობას.არ არის ძნელი წარმოსადგენი ჩვენ,რომ ჩამოყალიბებული სახელმწიფო გვქონდეს,თავისი გამართული , ხალხზე და ქვეყანაზე ორიენტირებული სტრუქტურებით , გადაჭრილი ეკონომიკურ-სოციალურ თუ სხვა მრავალი პრობლემით,მაშინ რას ვიზამდით,რა ცეცხლს დავანთებდით მსოფლიოს სხვადასხვა სტადიონებზე.ბრძოლა გვმართებს სწორედ ამ მიმართულებით.დღეს კი ნამდვილად თავის დახრა და მუხლის მოდრეკა გვმართებს ჩვენი სპორტსმენების წინაშე.ისინი თავიანთი გმირული საქციელით და თავდადებით ხანდახან მაინც ახერხებენ ჩვენი ტანჯული და ჩაგრული ხალხის გახარებას.დიდება საქართველოს!დიდება ჩვენს გმირ სპორტსმენებს!
ნაპოლეონი
საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ ერთი მეტრიდან ცარელა კარში რომ ვერ გაიტანა ეგეთები დათვალა ვინმემ?. . მსაჯებმა ისე იმსაჯეს როგორც ცივილიზებულ და მესამე სამყაროს ქვეყნის თამაში უნდა ემსაჯათ. . ეხლა არ მითხრთ რომ მეცხრე სამყაროს ქვეყნებიდან იყვნენ მსაჯები. . . ევროპა წიიიიი. . .შინ ევროპისკეეეეეენ. . . აი ლიბანელი უბრალოდ ვერ დააგდებს გრიგალაშვილს თორე იმის თავი რომ ქონდეს რომ ხელფეხშეკრული წამოიკიდოს მარტო მაგაში მისცემდნენ იპონს. . . წინ ევროპაააააა. . . ადმინ აბა შენ იცი დაბლოკეეეეე
სოსო
ვთქვათ დაგეთანხმეთ,მათ ნაცვლად, ვის გვთავაზობ?გაბედულად ჩამოგვითვალე!
საქართველო
თამაში ჰიმნიდან იწყება,ესე უჯიგროდ ჰიმნს 90-იანი წლების საფეხბურთო ნაკრებიც კი არ მღეროდა,როგორც კალათბურთელებმა იმღერეს დღეს. მაგალითი აიღეთ ფეხბურთელებისგან და რაგბისტებისგან საერთოდ,ბიჭებს ცრემლების სდით ისეთი გრძნობით და სიყვარულით მღერიან
ქორ-პარიკმახერი
თქვე დალოცვილებო უკანა ხალები არ გვყავს კარგი და დონჩიჩმა მოგვიგოო რომ წერთ, ერთი მითხარით სამწამიანში ხომ დავგლიჯეთ ყველაფერი! დონჩიჩი არ არის სამწამიანში და ჩვენ თურმე მაგარი მაღლები გვყავს, და რა მერე?! არც არაფერი... ბუს კვერცხები... (ცინცაძის არა). ევროპაზეც სამარცხვინოდ ჩავისვარეთ სამწამიანში და დღესაც იგივე განმეორდა! რა ხდება? რატომ? რა არის ამის მიზეზი?
ტტტ
სისულელეა მაგაზე ფიქრი რა უნდა მოიგოს ახლა კპევერდემ ისეთი, რომ ბურთებით სლოვნიას და საქართველოს აჯობოს.
G.LA
კი მართალია. მე ეგეც არ დამითვლია რაც თქვენ დათვალეთ. უბრალოდ როცა დიდი სხვაობით აგებ და 15 წამით ადრე ამთავრებ არაწორია.
კოტეს
მართალი ხარ, მაგას ცდილობდა ბაგატსკისი მეტს კი არაფერს, რომ გაუბრაზდა ფხიკიანი ზუროსი შეაქცია ზურგი და დაანახა ლატვიელმა დასანახი და ჩვენ ავღშფოდით ეს რა გვაკადრაო.

კალათბურთელიი, რომლის თითქმის ყველა შეტევა შედეგიანად მთავრდება, იმას თუ საშუალო დონისასაც არ ეძახი, აშკარად მაგრად ერკვევი სპორტის ამ სახეობაში
გივი
შენგელია&შერმა...არ გრცხვენიათ ბიჭო? ბავშვები გიყურებენ...ჟილკა დაგავიწყდათ რა არის?!
კოტე
კაბო-ვერდემ თუ მოუგო სლოვენიას და ჩვენ — ვენესუელას, სამ გუნდს (სლოვენიას, საქართველოს და კაბო-ვერდეს ექნებათ ოთხ ოთხი ქულა, და მერე დათვლიან ბურთების სხვაობას. ასე რომ, ანდრონიკაშვილს კი არ უნდა დაემთავრებინა თამაში 15 წამით ადრე, არა ეს უნდა შეეცადა შეემცირებინა ბურთების სხვაობა.
გია
მე საშუალო დონის კალათბურთელადაც არ მიმაჩნია შენგელია, ერთადერთი რაც იცის ფარზე ჩამოკიდებაა
ტტტ
5 თამაში მინიმუმ, მეორე ჯგუფურიდან გამოვარდნის შემდეგ 9-16 ადგილებიზა ვიბრძოლებთ,
ეეე
უმრავლესობაში გეთანხმები მარა იმაში ვერ დაგეთანხმები რომ ზუროსს და მის შტაბს კი არა საერთოდ ვიმეს შეუძლია ისეთი სქემები დაგეგმოს, რომ ლუკა გაანეიტრალოს.დ
იბერია
გაგახაროს ღმერთმა. მაგას ვფიქრობდი ეს დღეებია. ერთი ქვეყანა დამისახელთ 3 მილიონიანი მოსახლეობით რომელიც რაგბში ზედიზეზედ მერამდე მსოფლიოს თამაშობს, კალათბურთელები ევროპას და ახლა მსოფლიოს, ხელბურთელები ევროპას, წყალბურთელები ევროპას, მსოფლიოს ყველა დროის ერთერთი საუკეთესო ძიუდოს ნაკრები გვყავს, მძლეოსნობის ლეგენდა, მკლავჭიდში ლეგენდა, ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონობას აღარაფრად ვაგდებთ ყველას ლამის ერთი კაცი გვყავს ჩემპიონი უბანში ან სოფელში, აგერ ufc - გლიჯავენ ბიჭები, აგერ ფარიკაობა, ნიჩბოსნობა და რავი რამდენი ოლიმპიელი და ეს იმის ფონზე რომ სპორტულ ერად არ ვითვლებით თუნდაც ისეთად როგორიცაა შვედეთი სადაც ყოველი მეოთხე მოქალაქე ოფიციალურად სპორტით არის დაკავებული. კარგით რა მართლა , დაჯექით და ისიამოცნეთ, წავაგებთ მშვიდად, მოვიგებთ გაგვიხქრდეს რა უბედურებაა ბოლო ბოლო სულ ამდენი ნეგატივი. შენგელიაზე კაცმა როგორ უნდა თქვა გადასაგდები არისო. კარგით რა. დატკბით რა და ნუ ბობოქრობთ. მშვიდად
ნიკა
მორიგი უნიათო თამაში და მოსალოდნელი შედეგი
Master
ბევრ რამეში გეთანხმევით,მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა ეს კრიტიკა.კი მაკფადენი აუცილებლად გასაშვებია,ოღონდ ამ მსოფლიოს მერე.ამ ჩემპიონატზე კი აუცილებლად გაისვრის თადი სადღაც.არცერთ თამაშში არ იყო საჭირო მისი აფეთქებები,სლოვენიისთვის კი თავი რომ შეგვეკლა უდიდესი ალბათობით მაონც დავმარცხდებოდით.დიდი ბრძოლა კი მეორე ჯგუფური ეტაპისთვის გადავდოთ.რომ მორჩება ჩემპიონატი,მერეც დიდი დრო იქნება საკრიტიკოდ,ახლა კი ჯერ ადრეა,ამ ჩემპიონატით სრულდება გარკვეული ციკლი,რომლის მერეც აუცილებელად იქნება ცვლილებები,ეს ჩემპიონატი კი ვაცადოთ ამ ბიჭებს და წარმატება ვუსურვოთ.მათ დაიმსახურეს დაიმსახურეს მსოფლიო ჩემპიონატი.ეს საგზური მათ მოიპოვეა და არა მე და თქვენ...
აბა რაა
ჯიგარი ხარ
Lasha
Shengelia che klasi zurosma.amocura tavi dzmakacobit shercheuli nakrebinshedegic saxezea xo boisa latareashi moiget
Master
ასეთი ობიექტური და ყოვლისმომცველი ანალიზი იშვიათია.გენაცვალე...
აბო
ძალიან მომეწონა სანდრო, უშიშარია და თანაც გულიანად თამაშობს, თან სულ უმატებს, მგონია ვენესუელასთან გაილაღებს. გოგა დასეირნოდა, არ ეკადრება ნბა-ს მოთამაშეს ასეთი თამაში. ყოველ ჩაგდებულ ბურთზე დონჩიჩის სახე გახსოვთ? ტიპი გიჟს გავდა, როგორი ემოციური იყო. ჯინჭარაძეც ყოჩაღ, ზუროსი უსუსტესია, ეს კაი ზანია ვოცით. საერთოდ დაესვენებინა ბიჭები როცა ხედავდა რომ აგებდნენ და ბოლო პერიოდში მეორე შემადგენლობა მაინც გამოეყვანა. სწრაფი ბიჭები გვჭირდება. სანაძე. შერმო, თადი, ბუ - უკვე ვეღარ ქაჩავენ. თოკოსაც მოკლებული აქვს სისწრაფეში. წარმატებები ბიჭებს.
G.LA
რა გითხრათ? მეც ვიფანტაზიორე და სლოვენიასთან მოგების შემთხვევაში ვიძახდი ქულას გადავიყოლებთქო შემდეგ ჯგუფში. მარა დონჩიჩი იმ ჯგუფში მასე ხომ ჩარჩებოდა უქულოდ? ხოდა დინჩიჩი რომ ჯგუფში ჩატოვო ამ ნაკრებით არარეალურია. მოდით დავტკბეთ რაც გვაქვს და კმაყოფილები ვიყოთ. მე მახსოვს რომ ვიწვალეთ და ბ ჯგუფიდან მე-2 თუ მე-3 ცდაზე ამოვედით ა ჯგუფში. შემდეგ ვიწვალეთ და ევროპაზე მოვხვდით. ახლა ჩვეულებრივი რამე ევროპაზე მოხვედრა. მე ძალიან ვაკრიტიკებდი ჩვენებს როცა ისლანდიასთან თბილისში წავაგეთ და ასე წამოვედით მსოფლიოზე. ახლა ვინმეს ახსოვ ჩვენს და ისლანდიის გარდა ის წაგება? არავის! ჩვენ მსოფლიოზე ვართ და არა მარტო ვართ ჯგუფიდან გავალთ თუ ვენესუელასთან 15 ქულაზე მეტს არ წვაგენთ. ეს კი ძალიან ძალიან მაგარი რამე. იქედან ვერ გავალთ მარა იქ ჩარჩებიან ისეთი გუნდები როგორიც არიან ბრაზალია, ლიტვა ან საბერძნეთი, ალბათ ლატვია ვინც ნბა-ს ვარსკვლავებით გადაჭედილი საფრანგეთი ჩატოვა ჯგუფში. მგონი ძალინ მაგარი იქნება ჩვენი მიღწევა. ბოლო ბოლო მსოფლიო მასშტაბით საშუალო ქალაქის მოსახლეობის ხელა მოსახლეობაა საქართველო თავისი 3.7 მილიონი მოსახლით. აგერ ერთ კვირაში რაგბში მსოფლიოზე ვითამაშებთ. ხელბურთში ევროპაზე გავედით. ფეხბურთში ყაზახებს თუ თბილისში მოვუგებთ, ალბათ თურქეთი ჯგუფიდან გავა და საბერძნეთ ლუქსემბურგის გამარჯვებულს შევხვდებით. მჯერ ფეხბურთშიც გავალთ ევროპაზე. ვერავინ იტყვის ჩვენზე ფარჩაკები არიანო. მგონი ძალიან მაგრები ვართ და ვიამაყოთ ამით. ჩვენ 5 თამაშს ვითამაშებთ მსოფიოზე მე იმედი მაქვს. რამდენი ჩვენზე დიდი და მდიდარი ქვეყანა ვერ მოხვდა ამ ჩემპიონატებზე? მადლობა ბიჭებს. გამარჯება საქართველოს. დიდება საქრთველოს.
ბესო
სულ სუდიას ბრალია რომ წავაგეთ ))). არა უშავრს, არაფერია სანერვიულო , ვენესუელას მოვუგებთ და გავალთ
Soso
მაგ ერთი ყრის ყველგან ნბ და ნაკრებში აღარ უნდა ითამაშონ მაგარი ლოგიკა გაქვთ რა ანალიზის გეყურებინა ნბ თანაშებდი ნახავ რანდენს ყრის იქ
Just Supporter
წავიკითხე კომენტარები და გაოცებული ვარ .. ლუკას ნბა-ში ვერ აჩერებენ და რა გიკვირთ, თუ კალათბურთის აზრზე ხართ, ვერ ვხვდები.. ჩვენი პრობლემა არის მოკლე სკამი, ძირითადი მაღალი დონის გამთამაშებლის და სტაბილური თანამედროვე 3&D მოთამაშის არარსებობა, მხოლოდ მაღლებით თანამედროვე კალათბურთში მეტის მოთხოვნა რთულია. შენგელიას არ წაუვიდა თამაში, თედიც ვერ არის ფორმაში და ამ პირობებში, როდესაც მხოლოდ 5-6 ნორმალური დონის კალათბურთელია ნაკრებში შედეგიც ლოგიკურია. ამასთან ერთად როდესაც თამაშში ვიყავით მსაჯების მხრიდანაც ყველა საკამათო ეპიზოდი ერთ მხარის სასარგებლოდ წყდებოდა.. ზოგადად რეალობის აღქმა ვისწავლოთ გულშემატკივრებმა, ქართული ამპარტავნობა და "ჩვენ ვართ რაც ვართ" მენტალობა გვერდზე გადავდოთ, ჩვენი დონეც რეალურად აღვიქვათ და ამდენი ალოგიკური და უაზრო ნეგატივი არ ვაზიაროთ ერთმანეთში მუდამ - კარგი იქნება. მსოფლიოზე მოხვედრა და ჯგუფიდან გასვლა საკმაოდ კარგი და მისაღები შედეგია ჩვენი დონის საკალათბურთო ქვეყნისთვის.

სანიკიძე რა შუაშია. ეს ბიჭები სანიკიძის დროს არ გაზრდილან. თუმცა აწი პროგრამმაანორმალური დასაწერი , მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა შეასრულოს დაწერილი. ასეთები კი კალათბურთში არ არიან. სრული უვიცობა და საქმის არაკთილმსახურება მწვრთნელების.
ნინი
დონჩიჩისნაირი სპორტსმენი გვინდა ყველა სპორტის სახეობაში!!!!!
ჟორა
მესამე თამაშის მოგების დიდი შანსი გვაქვს და შემდეგ ეტაპზე გავდივართ, რაც უდიდესი წარმატება იქნება ამ ჯერზედ, მაგრან დაქლიავებულები რომ ვართ ეს უდავოა. გახსოვთ მაკფადენს რომ არ აუხსნეს სამი ქულით წაგება გვაწყობს და იცოდეო? ბოლო წამზე რომ სამქულიანი ესროლა და კინაღამ დაგვღუპა? ეს რომ გუნდს დაემართება, ამის შემდეგრაზეა ლაპარაკი?
დდდ
მადლობა კაპოვერდელ ძმებს და მათ კომპარტიას...
დდ
საქართველოს ნაკრები, 5 ძალიან მაღალი დონის მოთამაშით, იმ სლოვენიასთან, რომელსაც აკლია დრაგიჩი და ჩანჩარი და რომელიც 1 კაცზე აწყობილი ნაკრებია, 20 ქულით არ უნდა ვაგებდეთ. მე ადრე ვრცლად დავწერე და ახლაც განვმეორდები და ვიტყვი თუ რისი და ვისი ბრალია გუნდის ასეთი ჩავარდნა: პასუხი მარტივია - კალათბურთის ფედერაცია, რომელიც ჩემი აზრით არის ყველაზე კორუმპირებული, ჩაკეტილი და ნეპოტიზმის ბუდე. თუ ფედერაციას სურდა რაიმე წარმატება, ჩაგდებული ევროპის შემდეგ, მას სასწრაფოდ უნდა: 1. მოეხსნა ზუროსი, რომელიც არაკომპეტენტურია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როცა ჯგუფები ცნობილი გახდა, ჯერ კიდევ მაშინ უნდა დაეწყო სამწვრთნელო შტაბს თითოეული გუნდის შესწავლა და მათი ლიდერების გასანეიტრალებლად მუშაობა. რაც იმუშავეს აგერ ვნახეთ. ბოისაზე ცალკე ვიტყვი, არ დამვიწყნია. 2. უნდა გვეთქვა მადლობა მაკფადენისთვის და გვეპოვა სხვა მაღალი დონის უკანახაზელი, რადგან თადი დაბერდა და ძალიან არასტაბილური გახდა. 3. ჩვენ არ გვყავს უკანახაზელი, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ის რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ვერ შევძელით გაგვეზარდა 1 უკანახალიც კი, რომელიც ევროპული კალათბურთის მინიმალურ სტანდარტს დააკმაყოფილებდა, ზუსტადაც რომ ფედერაციის ბრალია, მასში არსებული კორუფციის და ნეპოტიზმის. ახლა, ცარიელი სიტყვები რომ არ გამოვიდეს, მოგიყვანთ რამოდენიმე მაგალითს და თუ რაიმე არგუმენტი გაქვთ, სიამოვნებით მივიღებ. 1. ფედერაციის პრეზიდენტი. ეს პოსტი უმნიშვნელოვანესია. ფედერაციის პრეზიდენტი დღე და ღამ უნდა მუშაობდეს და იხარჯებოდეს. ვიქტორ სანიკიძე (შესანიშნავი კალათბურთელი) ამავე დროს პარლამენტის წევრიცაა. პარლამეტნარობა კიდევ უფრო რთული და საპასუხიმგებლო მისიაა. ამიხსენით როგორ შეიძლება ადამიანმა შეითავსოს 2 ასეთი უაღრესად საპასუხისმგებლო პოსტი? პასუხი ნათელია - არანაირად. სანიკიძე, ჩემი აზრით, არც პარლამენტში აკეთებს რამეს და არც ფედერაციაში. ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას კობიაშვილზე და ფეხბურთის ფედერაციაზე. 2. ბოისას თემა ნეპოტიზმის ყველაზე ნათელი მაგალითია. ჯერ როგორც მოთამაშე იყო ნაკრებში აბსოლუტურად დაუმსახურებლად და ახლა როგორც მწვრთნელი. ალბათ მან დაგეგმა დონჩიჩის გასანეიტრალებელი სქემები. 3. ნეპოტიზმის კიდევ 1 მაგალითი. ახლა მოგაწვდით საქართველოს სუპერლიგის საიტიდან აღებულ ინფოს, კერძოდ რამოდენიმე ქართველი უკანახაზელის საშუალო სტატისტიკას. ლუკა ზაქრაძე 11 ადგილი. 18.35 ქულა, სარგებლიანობა 15 ლუკა მაზიაშვილი 14 ადგილი, 16.8 ქულა, სარგებლიანობა 16.1 ლუკა ბულაშვილი 18 ადგილი. 16.2 ქულა, სარგებლიანობა 15.5 ოთარ ბულიავა 26 ადგილი, 14.2 ქულა, სარგებლიანობა 17.8 აფერისტი ზუროსი, რომ გვატყუებდა ახალი სისხლიო, სად არის ეს ახალი სისხლი მაჩვენეთ. აი ესენი რომ არ თამაშობენ (ცინცაძე კიდევ სხვა თემაა, ჩემი აზრით ისიც არ უნდა წამოეყვანა და ამათთვის მიეცა შანსი) და მათ ნაცვლად სხვები არიან დღეს ნაკრებში დაუმსახურებლად, ნეპოტიზმის სრულყოფილი მაგალითია. ძაან გთხოვთ გამომიქვეყნეთ.
არითმეტიკა
16 ქულა უნდა ვენესუელას და გავა
ცისფერი მთები
რა ყველაფერზე უკმაყოფილოები ვართ ჯერ ერთი ამ ჩემპიონატზე ასპარეზობა ისტორიაში პირველდ რამხელა წარმატებააა მეორე მშვენიერი გუნდი გვყავს. წაგება მოქმედ ევროპ. ჩემპიონებთან კატარსროპა არაა და მითუმეტეს ლუკა დონჩიჩის წინაგმდეგ რომელიც პლანეტის საუკეთესო მოთამაშეა და ლებრონის დონის კალათბურთელია. ჯერ ყველაფერი წინაა ვენესუელას მოუგებთ და გავდივართ ვანხოთ.. თუმცა ისტორია უკვე დაიწერა... მე არვიცი ვის რატო არ მოწონს ეს ნაკრერები მარა ეს ნაკერები ყველაზე ძლიერია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და შემთხვევით არ არიან ისინი იქ. მარტო ნბას ორი მოქმედი მოთამაშე მამუ და ბითაძე, შერმადინი ევროპის საუკეტესო მვპ , შენგელია და მაკფადენი ამათზე უეთესი ნაკრები არასდროს ყოლია საქართველოს,, და ამათზე უკეთესი შედეგიც არავის დაუდია ეს რეალობაა, ამათმა გაიყვანეს მსოფლიოზე გუნდიდა ქვეყანა,, და ნუ წუწუნებთ აქ კომენატრებში რაა... და თუ თქვენ აქ რამეს ელოდით უკეთეს შედეგს თქვენ არ გცონდიათ ვინაა ლუკა დონჩიჩი
იბერია
უსარგებლო სტატისტიკა - ერთმა კაცმა მოგვიგო თამაშის თეორიის მიმდევართათვის. - ლუკას საშუალო ქულათა სტატისტიკა ნბა - ში თითქმის 28 ქულა. ე.ი. გადასაყრელი ყოფილა მთელი ნბა თავისი ლებრონით, დურანტით, ჰარდენით, კერით, ტომპსონით, ტეიტუმით, იანისით, დევისით, ბუკერით. მორანტით - არ ვიცი ეს სახელები თუ გეუბნებათ რამეს მაგრამ ესააა კალათბურთი. ხვალ ლუკას გაუკეთებს ვინმე 40 ქულას და ის გუნდი მოიგებს ესეა. არის ასევე ესეთი ცნება როგორიცაა big 3- გადახედეთ ჩვენ გუნდს და მერე სლოვენიას ...... არა პრინციპში ეს უკვე ძაან სიღრმეებში შესვლაა და აქ არ ღირს. :))) მიდით ძმებო მიაწექით დიახ, მადლობელი ვარ უკვე და ბედნიერი იმით რომ უკვე მანდ ხართ და ისტორიას ქმნით.
ლევან
ზუროსის კვალიფიკაციაში ეჭვი არ მეპარება,მაგრამ რამოდენიმე თამაშია მისი ვერ გავიგე...დუდას აშკარად არ მიდის სროლა,ამასობაში ჯინჭარაძე გამოვიდა და აშკარად ჩანდა,რომ დღეს მას სროლა დუდაზე უკეთ მიდიოდა,მაგრამ მაინც ჯუნჭარაძე დასვა და ჯიუტად გამოყავდა დუდა,რამაც არ გაამართლა,მერე ჯინჭარაძემ ისევ გაიბრწყინა, ჩები აზრით ღირსია ჯინჭარაძე მეტ დროს თამაშობდეს
Giorgi
თამაში რეალურად რო გავარჩიოთ მსაჯებმა უდიდესი როლი ითამაშეს ამ შედეგის დასმაში.სლოვენია ასეც და ისეც საქართველოზე ძლიერი გუნდია და ამ დროს კიდევ მსაჯები ფაქტორად ნუ უდიდესი წნეხის ქვეშ ექცევი.ისე კი უსუსტესი თამაში ჩაატარეს თოკომ,შერმომ,სანაძემ,ანდრონიკაშვილმა და მაკფადენმა.დაივიწყეთ ეს წაგება და ვენესუელაზ3 იფიქრეთ.სრულიად რეალურია შემდეგი ეტაპი და ეს შანსი გამოსაყენებელია.
გიორგი
ეს ჩემპიონატი ჩავამთავროთ და ზუროსი გასაშვებია, გასაშვები. ახალი მწვრთნელი, ახალი იდეებით და ხედვით ჰაერივით გვჭირდება. ასე შორს ვერ გავფრინდებით.
ირაკლი
კაბო ვერდესთან გამოჩნნდა რა გუნდიც გვყავდა, აქ რამდენიმემ დაწერა ამაზე და სულ დისლაიკები უწერეს, ძალიან სუსტი ნაკრები გვყავს, არასტაბილური კალათბურთელებით და მწვრთნელით, რომელმაც თავი დიდი ხნის წინ ამოწურა! და კიდევ ვენესუელასთან მოგების არ მჯერა და არც მინდა, არ მინდა მეორე ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი ნაკრების ასტრონომიული მარცხების ყურება!
ეეე
რა გიკვირთ ერთი, კიდე კარგად ათამაშებს ზუროსი ამ გუნდს, ქვეყანა იმას რომ ვერ მოახერხებ ერთი კლუბი მაინც ათამაშო თუნდაც ყველალე დაბალი დონის ტურნირზე, რა უნდა მოთხოვო მწვრთნელს, ნატურალიზებული რომ 36 წლის კაცი გეყოლება რაღა უნდა მოითხოვო, ბარემ გენადი კაპუსტინი ჩამოეყვანათ.DDD
ქომაგი
მძიმე საყურებელი გამოდგა დღევანდელი თამაში.იმედია ამ მსოფლიოს შემდეგ ზუროსი დაგვიქნევს ხელს და უფრო კვალიფიციურ მწრთვნელს მოიწვევენ.ძალიან არაადეკვატური კაცია,თამაში რიტმს ვერ გრძნობს თუ ნევროზი აქვს,მიდი და გაიგე)))).მიუხედავად ყველაფრისა მასაც და მაკფადენსაც მადლობის მეტი არაფერი ეკუთვნის ჩვენგან,ეს ტურნირი მაინც პოზიტიურად ჩაითვლება ქართული კალათბურთის ისტორიაში
მარიამობა რა შუაშია ))
მარიამობა რა შუაშია სპორტთან )) მოვითხოვ პირველი ლოგიკა და პოზიტიური აზროვნება ისწავლებოდეს ქართულ სკოლებში ))
დავი
გეთანხმებით,ზოგადად ყოფილი იუგოსლავიის გუნდები ყველა სპორტში ეგეთი საზიზღები არიან(ხორვატიის გარდა). წუწუნი,ავატურისტობა და პროვოკაციების მოწყობა იტალიელებზე ნაკლებად კი არა,მეტადაც ეხერხებათ მგონი.მჯერა ავსტრალიაც და გერმანიაც სათანადოდ მიხედავენ ლუკასაც და მის აშარ ძმაბიჭებსაც,იმათთან არ მგონია,რომ დღევანდელივით კატის ბეწვივით გაუვიდეს ბენეფისების მოწყობა)))
Thanx
ერთმა კაცმა მოგვიგო რა,რა უნდა ითქვას...მადლობლები ვართ რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვმონაწილეობთ:)
ბუჯანგა
რა ცოტა 40 ქულა დაგვაკლდა სლოვენიის გასანადგურებლად..ვენესუელას ვინც ყველაზე მაგარი ბაბუა ჰყავდა ის წაექცა...აბა თქვენ იცით 14 ქულაზე მეტი არ წააგოთ.დამერე იყვირეთ..მევიგეეეთ ფეოლა მევიგეეეთ...თუ გგონიათ რომ კალათბურთს თამაშობთ...
ვაჟა
ფეხბურთში ცალკარა კალათბურთში ცალფარა, ამპარტავნები და უჯიგრონი, მარიამობა დღეს მაინც დაგედოთ ჯიგარი თქვე უჯიგროებო.
საბა
რიგით-ს,ხო გეუბნებოდი დონჩიჩი ცალი ხელით მოგვიგებსთქო!!!!ჩემფეხებს მოგვიგებსო!!
პაატა
ზუროსი საოცარი მწვრთნელია;) მომენტებში ტიპს ბნედვა ემართება ისე იბნევა;) შენგელიას გარეშე გუნდა თამაში დაიჭირა, წინაც გავიდა, სლოვენია დაბნეული ჩანდა და ამ დროს ზუროსი სრულად ცვლის თამაშის ტაქტიკას და ისევ შენგელიაზე აწყობს თამაშს:) სლოვენიის კი არა დონჩიჩის მომგები რო ვერ ვიყავით ისედაც ვიცოდით, მაგრამ ასეთ თამაშში კალათბურთი თავისუფლდ რომ ითამაშო ხომ შეიძლება?! დაცვა არ გამოგდის ადექი და შეტევას მაინც მიაწექი, მარა ვერა რა:)
მწვრთნელი
ერთი კაცი, რომ ჩაგიყრის 50% კალათში, ან ურქინეთ, ან უკბინეთ, ან რაღაცა უქენით! ჩვენებიდან განა ვერავინ ვერ გაიმეტა ეს ლუკა!
მეიცა
ჯინჭარაძე გალიაში დამწყდეული მგელია...შე მაგაროოოო
იბერია
ისე პ.ს. ინგლისურად ან სერბულ-ხორვატულად ჭინჭყლი როგორ ითარგმნება სლოვენიის ნაკრების სოც ქსელი მინდა ავიკლო:)))))) ხუმრობით, მაგრამ საზიზღარი გუნდია - მართლა:)) ყველა მატჩში წაგების მეტი არ მემეტება:))) ნეტა ეს ჩვენი ბოლო თამაში ყოფილიყო რომ ჩვენებს დაეთეთქვათ. კი იმსახურებდნენ ერთი ორ ალიყურს
ღადაობთ?
ჯინჭარაძემ ენდვანი გააკეთა და ვიღაც ტიპს ორი კბილიც გააცალა..
მადრიდისტი
ეჰ ერთი ბელინგემი გვყავდეს რა ..ეს მაკფადენი ვინაა მძინარა
მეიცა
შერმადინი მშობელივით არი, ბავშვებს რო დაყვებიან.. ისეთი ვიდი აქ
მწარე
ვინც კალათბურთი კარგად იცით ამიხსენით, ნუთუ შეტევაში კომბინაციების დაგეგმვა ვარჯიშებზე არ ხდება? ან დაცვაში რა და როგორ უნდა გაკეთდეს, მხოლოდ ზეპირად უხსნიან?
იბერია
ესეთი საზიზღარი გუნდი იშვიათად მინახავს - სლოვენია იგულისხმება რა თქმა უნდა. პროვოკატორების და აფერისტების ნაკრებია.ჩვენებს რაც შეეხება არაუშავს რას იზავ დონჩიჩს ჩვენ კი არა მთელი ნბა დასდევს და ვერ აჩერებენ. დარწმუნებული ვარ ჩვენს მიზანს მივაღწევთ და მა სოფლიოს საუკეთესო 16 გუნდში მოვხვდებით. ცხელი გულზეა ყველაფერი ნათქვამი მაგრამ გადავხედე კომენტარებს და რა ვქნა ბოდიში თქვენთან მაგრამ ასეთი კრიტიკაც არაა სწორი მანამ სანამ ტურნირზე ვართ და დასახული მიზანი კვლავ მიღწევადია. ორი ერთნაირი თამაში არ გამოდის თუ არ ხარ ლებრონი, კერი ან დონჩიჩი. ნუ არ ვართ და მოკალი ახლა.მთავარია თავი მაღლა და ვენესუელა ბეჭებზე. მიდით ბიჭებო
მადრიდისტი
ისლანდიასთან რამდენი ქულით გვაწყობდა წაგება?? და ეხლა???)))))))))
KOSTAKURTA
მოთამაშეების ამ უდისციპლინობასა და უპასუხიმსგებლობას არა და არ ეღება ბოლო.ზუროსი კიდევ ხომ ამ ყველაფრის მოტივატორი და ეტალონია.მისი ზღვარგადასული ემოციურობა გუნდს უკვე მერამდენედ! ქულების დაკარგვით,ნერვიულობითა და სათამაშო რიტმის მოშლით უჯდება!
ბექა
სანდრო ჯიგარო არ გეთანხმები, ძალიან მაგარი პრეზიდენტი გვყავს, კალათბურთის დიამაყე, ოცნების ერთ ერთი დამცველი და სიამაყე, მშენებარე კორპუსების მფლობელი, ფულზე შეყვარებული. ასეთი უნმუსობა როგორ შეიძლება, შეგნებულად აკეთებენ რომ წავაგოთ ხოლმე, ნეტა ჩამახედა სანიკიძის მაფიოზ ტვინში , ესეთი უნამუსო როგორ არის ამ დონეზე რომ თავისი სპორრის სახეობა ეზიზღებოდეს. არ ისვრიან პერიმეტრიდან ვოცხალი თავით. ნახე რა გააკეთა გუშინ იაპონიამ გაასაზიზღრა ფინეთი. დაიწყო საქართველოს ნაირი თანაში. და ნახა რომ სულ ისვრის გინეთი და ამათაც დაიწყეს სროლა და ყარეს და ყარეს. მაგრამ მარკოიშვილი კიდე ჰვეუბნება ოჭიდავეთ, არ ესროლოთ კალათში, 18 წამი გაიყვანეთ დრო და ნოლო 6 წამი გაააკეთეთ კომბინაცია. და მერე გამოვა ამ საიტის რედაქტორი დიხარულით რომ გავანადგურეთ თურმე ტავარესი და აწ კომენტარებში წერდა ხალხი რომ ვაიმე და უიმე. ისე ვარ გაბრაზებული ნერვებს ვერ ვიკავებ. ყველას გილოცავთ მარიამობას გვფარავდეს
აქაური
შერმადინს რა სჭირს ხო არ იცით ვინმემ???
ფიგუ ბარსას ყოფილი კაპიტანი
გილოცავთ გასვლას!!! ისევ ძმა ტავარეში ჩვენი სიამაყე დაგვეხმარა..
ღადაობთ?
ვენესუელასთან 24 ქულას თუ წავაგებთ მაინც გავდივართ.. ბიჭო ბიჭო რა ხდება...ფრანცია სახშია უკვე))
აქაური
ჯინჭარაძეს დასცინოდით და ტიპმა 12 ქულა ჩააგდო, ბითაძემ დაიჭიროს ეხლა თავის დინამიკი და ატაროს ისევ//
ჯორჯო ბიძია
ანდრონიკაშვილი და სანაძის ბიჭი მაოშორეთ ნაკრებს
მიხაელ
ყველაფერი მესმის სლოვენია ძლიერი გუნდია , მსაჯები ცუდად მსაჯობენ და ა.შ. მაგრამ ამ ანდრონიკაშვილს ნიჭიერ კალათბურთელად როგორ მოიხსენიებთ საერთოდ , ტიპს არც პასი უვარგა , არც გადატანა ბურთის , სროლაზე ზედმეტია ლაპარაკი ! კიდევ კარგი ჯგუფში გვყავდა კაბო ვერდე თორემ 0 მოგება გვექნებოდა.
jordans
ზუროსი უნდა ეავიდეს მიყვეს შენგელია და ვინმე თუ ამიხსნის შერმანდინი მვპ როგორ ხვდება?
tomure
რატი. სანაძე . მაკფადენი. შერმადინი = 0
rembo
მკვდარზე ვენოკი
ზურა
გასაგებია პერიმეტრის ან ვერ ვისვრით და პერიმეტრის ვერ ვიცავთ, შევეგუეთ(ხო მაგარი შესაგუებელია მაგრამ ეგრეა რა), მაგრამ ფარზე თამაში და 3 წამიანში რა უბედურება ხდებააა!!! ეს თამაში მორჩა, არ ვართ მზად ესეთ გუნდებთან თამაშისთვის. მგონია რომ ზუროსს ჩვენთან დაასრულა ყველაფერი უკვე შარშან
სანდრო
სანიკიძე!!!ყველაზე სუსტი და ცუდი ფედერაციის პრეზიდენტი ხარ!!!ამ პოსტზე იმიტომ ხარ რომ წინ წაწიო კალათბურთი,შენ კიდევ წამოკოტრიალებული ხარ პარლამენტში,სირცხვილიიიიიი!!!!!!
rembo
სანაძე მოაშორეთ!!!!
ბესო
ზუროსი აგებს ტაქტიკურ ასპექტში ძალიან,კომბინაცია ვერ დაალაგეს მთელი ორი მეოთხედი.არადა პოტენციალი არის მხოლოდ ერთი დონჩიჩი გვიგებს.პლიუს ზუროსი ყველა გადამწყვეტ თაშში იღებს ტექნიკურ ჯარიმას ,რაც ასეთ დონეზე არ შეიძლება ფაქტიურად სლოვენოას დაეარა ფსოქოლოგიურად. ანდრონიკაშვილი და მაკფადენი სკამზე.დემი დაკარჰვა საკუთარ ფარზე ძალიან დაბალი დონეა.ადეთი თამაშით წარმოუდგენელია მოჰება თუ რადიკალურად არ შეცვალა საქართველომ თამაშისადმი მიდგომა
გიორგი
შენგელია საქართველოს ლიგის დონეზე თამაშობს!!!სუპერ ლიგის მოთამაშეები ჯინჭარაძე და ცინცაძე უფრო კარგად თამშობენ!!!!
სტუმარი
მსაჯები ბაზარი არაა საზიზღრად მსაჯობენ მაგრამ ამ შენგელიათი რა ტვინი გაგვიბურღეს რა არის,დასვით რა სკამზე არ ცხვენია რას თამაშობს
ბექა90
ფარი უნდა მოვხსნათ აუცილებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში ძლიერ გუნდთან წარმატება გამორიცხულია. დაიწყო მეორე ტაიმი, აბა წარმატებები ბიჭები
zura222
ასეთი "მსაჯობით" არანაირი შანსი არ გვაქვს @ მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით მსაჯებიანად @@ სლოვენიელებმა თავიდანვე წნეხში მოაქციეს "მსაჯები" და დაიმორჩილეს @ საერთოდ ეს ტაქტიკა ყოფილი იუგოსლაველების ერთერთი მტავარი იარაღია--მოედანზე თეატრალური ჟესტები და პროვიოკაციებზე წამოგებები @ ოდნავ შეხებაზე უდიდესი ტკივილის და ტანჯვის გამოხატვა და ეს თუ არ ჭრის მერე უკვე კამათი და ფსიქოლოგიური ზეწოლა ! ისე ყველაფერი მსაჯობის ბრალიც არაა--საკუთარ ფარზე ათამდე ბურთი მოგვიხსნეს !! ეს მაშინ როცა ამ მსოფლიოზე ერთერთი საუკეთესდო მაღლების ოთხეული გვყავს და რაც მოგვიხსნეს ყველა ქულებში გარდასახეს @ და ასეთი თამაშით სლოვენიას კი არა ვერავის ვერ მოვუგებთ !
გაგა
შენგელია ახალ ბედასავით რატო თამაშობს??ამხელა გამოცდილების კაცს ასე ადვილად არ უნდა გიხსნიდნენ ფარიდან ბურთს!!!მამუკელაშვილი უფრო პროფესიონალურად თამაშობს!!!!
ეეე
ბურთებს ვერ ვხსნით ჩვენ კალათზე და რა უნდა ვთქვათ.
KOSTAKURTA
მოთამაშეების ამ უდისციპლინობასა და უპასუხიმსგებლობას არა და არ ეღება ბოლო.ზუროსი კიდევ ხომ ამ ყველაფრის მოტივატორი და ეტალონია.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
ამ სლოვენიას წაგების მეტს არაფერს უსურვებ შემდეგ ეტაპზე. საზიზხარი პროვოკატორი და მტირალა გუნდია. გრეკები -2 კალარბურთში
ქ. გ.
მაკფადენი სკამზე უნდა იჯდეს. ძალიან ცუდ ფორმაშია.
გერმანიამ სერბეთი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
ზედიზედ მეორედ - აშშ მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა [VIDEO]
დონჩიჩის ლიდერობით - სლოვენიამ იტალია ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
ბუნდესლიგა ხმაურიანი მატჩით იხსნება - "ბაიერნი" "ლაიფციგს" უმასპინძლებს
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა
ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი
სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ავაზა" გაიხსნა
[PHOTO] დაფრინავდნენ უნიტაზები, ფეკალიები, ქვები, ჯოხები - არიან დაჭრილები, 300 ფანი კი დაპატიმრებულია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო - რა იქნება ევრობასკეტზე?
სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა
ლუის ენრიკე: დონარუმა? კრიტიკა მესმის, თუმცა...
საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა
"ტოტენჰემი" სავინიოს სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის - რას გადაწყვეტს "მანჩესტერ სიტი"?
"საფონოვმა ეს სურვილი დააფიქსირა" - ფრანგი ჟურნალისტი რუსი მეკარის მომავალზე წერს
"ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ" - დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა