. კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"

სლოვენიისა და საქართველოს მატჩის დასრულების შემდეგ "ოკინავა არენის" შესაბამის დარბაზში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ჩვენი ნაკრების მხრიდან მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი და ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილი დაესწრნენ.

სანდრო მამუკელაშვილი – რთული თამაში გვქონდა, მესამე მეოთხედის ბოლომდე ვიბრძოლეთ, თუმცა მოწინააღმდეგე ზეწოლას და მარტივი სამქულიანების ჩაგდებას განაგრძობდა. სლოვენია ძალიან კარგი გუნდია, ფანტასტიკური ლიდერით. ვამაყობ ჩვენი ბიჭებით, იმით, თუ როგორ იბრძოლეს, როგორ ფიზიკურად ითამაშეს. დარწმუნებული ვარ, სახლში რომ დავბრუნდებით, ამ თამაშს დავივიწყებთ და ვენესუელაზე ვფოკუსირდებით, მათ წინააღმდეგ პარკეტზე გავალთ და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ.

ილიას ზუროსი – პირველ რიგში, ვულოცავ სლოვენიის ეროვნულ ნაკრებს, მათ დღეს ჩვენზე უკეთ ითამაშეს და თამაში მოიგეს. ჩვენ კი უნდა განვაგრძოთ და შემდეგ თამაშზე ვიფიქროთ, რადგან შანსი გვაქვს, საუკეთესო 16 გუნდში მოვხვდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი პირველი მსოფლიო ჩემპიონატია. ტრავმები უნდა მოვიშუშოთ, მძიმე თამაში იყო, ბევრი ჯარიმით და წინსვლა განვაგრძოთ.

განაპირობა თუ არა თამაშის შედეგი მატჩის მეორე მეოთხედში მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებებმა?

ილიას ზუროსი – არ მინდა ამაზე საუბარი, რადგან ვფიქრობ, სათამაშო მომენტები სხვამ უნდა განსაჯოს. თუმცა შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ პირველ ნახევარში სლოვენიელებმა 26 საჯარიმო ესროლეს, ხოლო ჩვენ მხოლოდ 6. გადასამოწმებელია, რომ მსაჯებმა არასპორტული ერთ მხარეს მისცეს და მეორეს არა, ტექნიკური ერთმა გუნდმა მიიღო და მეორემ არა, 3-ქულიანზე ჯარიმა მხოლოდ ჩვენ მოგვცეს, მეტოქეს კი არა. მე ამ მომენტებზე არაფრის თქმა არ უნდა მიწევდეს. მსაჯების გადაწყვეტილებები ვინმემ უნდა შეაფასოს და გადაამოწმოს.

რა იმედებს ამყარებთ ვენესუელასთან მატჩზე?

ილიას ზუროსი – უნდა მოვიგოთ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. უნდა გავიმარჯვოთ იმისთვის, რომ საუკეთესო 16 გუნდში მოვხვდეთ. ძალიან რთული მატჩი გვექნება ფიზიკურად ძლიერ გუნდთან. მიუხედავად იმისა, რომ მათ 2 თამაში დათმეს, ისინი ძალიან ძლიერები არიან, თუმცა, ამასთან, ჩვენც კარგი გუნდი ვართ. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი საუკეთესო თამაში ვერ ვაჩვენეთ, თუმცა ერთხელაც ხაზს გავუსვამ, რომ კონცენტრაცია სხვა გარკვეული მიზეზების გამო დავკარგეთ.

რამდენად კმაყოფილი ხართ სანდროს თამაშით, რომელიც საკმაოდ შთამბეჭდავი იყო ბოლო 2 მატჩში?

ილიას ზუროსი – ძალიან კმაყოფილი ვარ მისი თამაშით და გუნდთან ადაპტაციით. თუმცა, ამასთან, ვიტყვი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდია. ინდივიდუალურად მასზე საუბრისას აღვნიშნავ, რომ მჯერა, მას წინ დიდი მომავალი ელოდება, შეუძლია დიდ წარმატებას მიაღწიოს; თავისთავად, უნდა გამოაწოროს თამაშის გარკვეული ასპექტები, თუმცა სანდრო ახალგაზრდაა და მწამს, რომ იგი ერთ-ერთი ტოპ-მოთამაშე გახდება არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოში. ახლა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდია. გუნდი იმარჯვებს და გუნდივე მარცხდება, ყველა მოთამაშე ერთად. შეიძლება ინდივიდუალურად ძალიან კარგი თამაში გვქონდეს, მაგრამ მატჩი დავთმოთ, ეს არავისთვისაა კარგი. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. აქ სწორედ ამისთვის ჩამოვედით და იმედი მაქვს, ზეგ მზად ვიქნებით და ჩვენი გამარჯვებით კი ყველა ქართველს ვაამაყებთ.

- შენი და ლუკას დაპირისპირება, ნბა-ს 2 მოთამაშის შოუ ვიხილეთ! რა განასხვავებს ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებსა და NBA-ს ვარსკვლავებს, შეიძლება ეს იყოს მათი სათამაშო უნარ-ჩვევები?

სანდრო მამუკელაშვილი – ლუკასთან დაპირისპირება დიდი შესაძლებლობაა, ამ ეტაპზე ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მსოფლიო ჩემპიონატზე მის წინააღმდეგ თამაში ჩემთვის პატივია. თუმცა, როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, ჩემი სამშობლოს ეროვნული ნაკრებისთვის თამაში ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. მე არა ჩემთვის, არამედ იმ ქვეყნისთვის ვთამაშობ, რომელიც მაისურზე მაწერია და იმ ხალხისთვის, რომელიც სახლიდან გვქომაგობს. ინდივიდუალურად, ლუკას წინააღმდეგ თამაში ისევ და ისევ მინდა; თუ მომიწევდა, ზედიზედ 10-ჯერ ვეთამაშებოდი, პარკეტზე გამოვიდოდი იმის დასამტკიცებლად, რომ კარგი მოთამაშე ვარ. თუმცა მგონია, რომ დღეს მან დაგვამარცხა. ამ ეტაპზე მხოლოდ ჩვენს ნაკრებზე ვფიქრობ და ჯგუფიდან გასვლაზე ვართ კონცენტრირებულნი.

GBF.GE

ზურა
კარგი თამაში იყო მ ფონზე, რომ თავიდანვე მხოლოდ ვენესუელასთან მატჩისათვის მზადების სტრატეგია შეირჩა და ძლიერ სლოვენიასთან ზედმეტ დატვირთვას აზრი არ ჰქონდა. ვინც მაგას ვერ ხვდება, ძნელია, რაიმე გააგებინო. ჰო, ისეთი "გულშემატკივრებიც" გვყავს, საპრიზო ადგილებს ითხოვენ:). უცნაურია. რეალურად შეაფასეთ.
ყველას
თორნიკე რა შუაშია და ამდენი კომენტარები...სლოვენიამ მაღალი და დაბალი ტემპი შემოგვთავაზა...დაცვა იყო ძაან აქტიური სლოვენიის მხრიდან.ზუროსზე არის საუბარი კერძოდ მომზადების გამო. ზუროსი არის დასაჭერი რომ ხელფასს ტყუილად იღებს.გვაყაჩაღებს.ამაზეა უფრო მეტი სასაუბრო.საბერძნეთში ზუროსი გუნდი ლიგიდან გავარდა.
გიორგი
მეც არ მომეწონა რა საქციელი იყო საერთოდ??შენ ვერ თამაშობ სხვისი რა ბრალია?!
გიორგი
მეც არ მომეწონა რა საქციელი იყო საერთოდ??შენ ვერ თამაშობ სხვისი რა ბრალია?!
სოსო
უერტასი მოიყვანე ჩვენს ნაკრებში და მხოლოდ შერმადინი კი არა,თორნიკე,გოგა და მამუკელაშვილიც იფრენენ,პიკენროლებზე.გამთამაშებელი არ გყავს,ნორმალური და მაღლებს,სხვა რა დარჩენიათ,ინდივიდუალური გარღვევების გარდა?!
ვოოტ
საქართველოს ნაკრები შენგელიათი და მის გარეშე არის ორი აბსოლუტურად განსხვავებული გუნდი და თორნიკე შენგელია არის ერთადერთი ქართველი კალათბურთელი, რომელიც ნაკრებში უფრო მეტად იხარჯება, ვინემ-კლუბში...
გიორგი
ზუროს წადი და სანიკიძეც თან გაიყოლე!!!!
ზურა
აი როგორი გუნდი გვყავს იცით, არც ის გამიკვირდება ვენესუელასთან, რომ წააგო ან კიდე მერე რამე ძლიერ გუნდს რომ მოუგონ(უფრო წაგებაა სავარაუდო ისე), ძაან დაულაგებელი გუნდი გვყავს, მართლა მეგონა ევრობასკეტის მერე რამეს მაინც შევცვლიდით, მაგრამ გავაგრძელეთ იგივე სქემით, არადა ეგ უკვე ამოწურული ვარიანტია, პირველი ნომერი გვჭირდება საშუალო დონის მაინც
ტტტ
თამაშს, რომ თავი დავანებოთ თოკოს ქცევაც არ მომეწონა სათადარიგოთა სკამზე ვიღაცაა ააყირავა და ა.შ, არაა ეგ კაპიტნის ქცევა, ვის არ წაუგია საფრანგეთი სულაც ჯგუფში ჩარჩა მარა ნორმალურად მიიღეს წაგება.
შენგელიას შეეშვით
არც ჩემი ნათესავია და არც ჩემი მეგობრის მეგობარი... მაგრამ შენგელიას შეეშვით ვინც კალათბურთის აზრზე არ ხართ. კი, ვერ ითამაშა გუშინ; მეტიც, ცუდად ითამაშა და არი იყო მისი საუკეთესო დღე. არავინ დაობს მაგაზე. კრიტიკაც უნდა იყოს. მაგრამ რამხელაა მისი დამსახურება სხვა თამაშებში(და არა მარტო მისი) და თუნდაც იმაში, რომ დღეს პირველად მსოფლიოზე ვართ და მერვედფინალში გასვლის შესაძლებლობას ვინარჩუნებთ მაშინ როცა საფრანგეთი უკვე გავარდნილია. რა არის ეს ხალხის "მიწასთან გასწორება"?! ეგ არაა კრიტიკა. ქართვლებს გვჩვევია. საუბედუროდ უმადურობა ერთ-ერთი ჩვენი დიდი ჭირია. ვისაც როგორც უნდა ისე გაიგოს!
rembo
ზურო გასაშვებია
რიგითი გულშემატკივარი
სამქულიანებში რომ თითქმის ყველა გუნდს ჩამოვრჩებით ეს თავდაპირველადაც ცხადი იყო, მაგრამ სამწამიან ზონაში ჩვენი უსუსური თამაში მხოლოდ მწვრთნელის უუნარობაზე მეტყველებს,ნუთუ ზუროსს არ უნახავს ტენერიფეს არცერთი თამაში? თუ როგორ ათამაშებენ ე.წ. "პიკენროლს" ოერტესი და შერმადინი? შნგელია სხვა თემაა,ყველა შეტევას მუხლებმოღუნული და ხელებმაღლააპყრობილი ამთავრებს, სადაც უდიდეს შემთხვევაში ბურთი უკვე დაკარული აქვს და თუ კიდევ მის ხელშია წონასწორობა დაკარგული გაუაზრებლად ესვრის ფარის მიმართულებით და არა ფარში. ამ დროს სად არის მწვრთნელი? არ ჩანს დალაგებული კომბინაციები და ყოველი შეტევა რაღაც ინდივიდუალურ იმპროვიზაციაზეა აგებული. რვა წელი რომ მწვრთნელი ხარ გუნდს შენი ხელწერა და სტილი უნდა ჰქონდეს,თამაშის მსვლელობაში უნდა შეგეძლოს კორექტივების შეტანა და მართვა, მხოლოდ შეწუხებული სახით ხელების ქნევა ვერანაირად წაადგება გუნდს.
ქორ-პარიკმახერი
ბითაძე, მამუკელაშვილი, ჯინჭარაძე, ცინცაძე, მაკფადენი. შენგელიას სისწრაფე აქვს დაკარგული და სათადარიგო უნდა იყოს, შერმადინს ნახტომი მგონი საერთოდ არ აქვს და ფარს მუდამ აგებს და მხოლოდ დროებით უნდა გამოვიყენოთ, ანდრონიკაშვილი ამ ჩემპიონატზე არ არის ფორმაში და მხოლოდ ზარალია გუნდის, სანაძე ასევე ცვლილებებზე სათადარიგო სკამიდან, სხვების თამაში ფაქტიურად არ გვინახავს და ვერაფერს ვიტყვი.
გიო
კომბინაცია არ გვქონდა მსროლელი სასროლად ვერ გაგვყადა.რაც ბურთები ჩავაგდეთ ინდივიდუალიზმის მაღალი დონით...ესეც მსაჯების ბრალია ...მაკფადენზე ერთი კომბინაცია ვერ დახაზე სასროლზე რომ გასულიყო მსაჯების ბრალია. ხუთეული რომ ვერ შეარჩიე ოპტიმალური ესეც მსაჯების ბრალია.დაგვანებე თავი რა და წადი ..რა გახდა ასეთი მოუცილებელი ჭირი
Bs
რეზო, გეთანხმები, უბრალოდ ეგენი აღარ დავწერე, რადგან ათას მიზეზი შეიძლება მოვიგონონ გამამართლებელი, დაწყებული სროლა არ წაუვიდა, არ გაუმართლათ და ა.შ. მაგრამ რაზეც ყველა მიუთითებს რომ ჩვენი კოზირიაო და იმაში ფარჩაკდები არის სირცხვილი და თავს ლაფის დასხმა. თანაც ეს ხდება მუდმივად, ევროპის ჩემპიონატზე ჩავისვარეთ სწორედ ფარზე და გუშინაც. რა ხდება? რა არის ამის მიზეზი? ან რა გამართლებას უძებნიან ამას? ან თუ მუშაობენ ამ თემაზე? ვინმემ იცის პასუხი?
თაზო
ისე ამ კომენტატორების არ რცხვენიათ რანაირად მიყავთ თამაში მამუ მამუ ძახილით ბიჭო ყველა ვგულშემატკივრობთ ნაკრებს მაგრამ ამათ ზედმეტი მოსდით ზოგიერთი მოთამაშის მიმართ :))))))
ლია
შენგელიას რა კარგი ცოლი ყოლია!!როგორ გულშემატკივრობდა❤️
გიორგი
ფარიდან ასხლეტილი ბურთები რო არ მოგვეცა სლოვენიისთვის ამ თამაშს მოვიგებდით კიდეც. თითქმის ყველა ფარი მოგვიგეს, რამოდენიმე ავიღეთ მხოლოდ
კარლო საკანდელა.
ეგ თამაში ზუროსმა წააგო, და უკვე მერამდენეთ ცდება საწყის ხუთეულში, ვინმემ მიაწვდინეთ ხმა ან ფედერაციიდან ან მთავრობიდან რო ანდრონიკას ნაცვლათ, ცინცაძე და შერმადინის ნაცვლათ ბითაძეს დააწყებინა. მე თუ მკითხავთ ყველაზე ძლიერი ნაკრებია არსებობის ისტორიაში და ყველაზე სუსტი მწვრთნელი,, აი ახლა უნდა გვყოლოდა კოკოშკოვი და ჯგუფიდან კი არა მედლებზე ვიბრძოლებდით.
რეზო
კალათში ბურთს რო ვერ აგდებს ვერავინ, ეგ გასაგები და მისაღებია? ჩემთვის არა! მამუკელაშვილის მერე საუკეთესო შედეგი ქონდა დებიუტანტ ჯინჭარაძეს (მადლობა მას). დანარჩენები სად იყვნენ საერთოდ? რანაირადაა შერმადინი ესპანეთის მვპ???????? შენგელია საერთოდ უკომენტაროდ. ბითაძე -არაფერი. ასი წლის ცინცაძე ცდილობდა მაინც. მაკფადენი, ანდრონიკაშვილი და სანაძე - ჯობდა იატაკი მოერეცხათ, ზუროსთან ერთად. სირცხვილია როცა სკოლაში რასაც გასწავლიან იმას ვერ აკეთებ. ვერ აგდებ ბურთს!
Bs
სამწამიანში არ უნდა ვფარჩაკდებოდეთ ასე, არა! სხვა ყველაფერი გასაგებია და ასე თუ ისე მისაღები, მაგრამ სამწამიანში თამაშს ასე უშანსოდ არ უნდა ვაგებდეთ! ეს რა უბედურება გვჭირს?! კარგი მაღლები გვყავს და საკუთარ ფარზე ვისაც არ ეზარება ყველა ბურთს გვიხსნის!
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
კვლავ NBA-ში, თუმცა არა "სან ანტონიოში" - მამუკელაშვილის მომავალი კლუბი გაირკვა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
საქართველოს ნაკრებმა მეორე სპარინგ-მატჩი ესტონეთთან გამართა და 70:75 დამარცხდა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
მამუკელაშვილმა შეიძლება NBA დატოვოს - მას ევროგრანდი იწვევს
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
29-წლიანი ისტორია დასრულდა - პოპოვიჩი "სან ანტონიოს" აღარ გაწვრთნის
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
მამუკელაშვილმა სეზონი დაასრულა, ბითაძეს პლეი ოფის შანსი პლეი ინში აქვს
შენგელიას გარეშე, ბევრი წუნით და უკეთესის იმედით - საქართველოს ნაკრები ლიეტუვასთან დამარცხდა
მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას