საქართველოს ნაკრების 21 წლის ცენტრალური მცველი საბა საზონოვი მალე "ტორინოს" ფეხბურთელი გახდება.

საზონოვი დღეს იტალიაში სამედიცინო შემოწმების გასავლელად გაფრინდა და მოსკოვის "დინამოს" შემადგენლობაში "სპარტაკთან" მატჩის განაცხადში არ მოხვდება. Sky Sport-ის ცნობით, ტურინული კლუბი საბას 3 მილიონ ევროდ შეიძენს და აგრეთვე, "დინამოს" ფეხბურთელის წარმატებული ასპარეზობის მიხედვით, სხვადასხვა ბონუსს გადაუხდის. ასევე, რუსული კლუბი მისი შემდგომი ტრანსფერიდან პროცენტს მიიღებს.

"ტუტოსპორტი" წერს, რომ "ტორინოში" "ტორო" გადადის, რომელიც "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას თანანაკრებელია, უკანასკნელ ხანს "უდინეზეს" სამიზნე იყო, მაგრამ გიგანტური აღნაგობის საზონოვმა საბოლოოდ არჩევანი ტურინულ კლუბზე შეაჩერა. გამოცემა აღნიშნავს, რომ იტალიაში რუსული ლიგიდან ფეხბურთელების გადაყვანას ერიდებოდნენ, სწორედ ამისაკენ მოუწოდებდა "რომას" ყოფილი და "ლილის" ამჟამინდელი მწვრთნელი პაულო ფონსეკა, მაგრამ ამ შემთხვევაში გამონაკლისი დაუშვეს.

ბადრი
ეს ნებისმიერ თავდამხსნელს შეაშინებს ისეთი ჰაბიტუსი აქვს
დათო
გაგნიძეზეა სტატია?
zura222
უმაგრესი ამბავია ! სერია ა-ს გუნდია ბოლო ბოლო ტორინო და ძალიან დიდი ისტორიით და სხვათა შორის ტურინში იუვენტუსზე გაცილებით მეტი გულშემატკივრები ყავთ (დაახლოებით 70-30 %) ერთი ისაა ცუდი რომ შემდეგი გაყიდვის პროცენტები ჩაწერეს დინამოსთვის და ეს გააძნელებს უფრო ძლიერ გუნდში საბას გადასვლას (გასაგებია რატომაც)
margalona
ისე რომ იცოდეთ 90ან წლებში ამაზე გაცილებით ძლიერი შემადგენობა გვყავდა
იბერია
ეს ბიჭი დიდ ფეხბურთს იტამაშებს ისევე როგორც დიდი იმედი მაქვს გელაშვილის. რატომღაც მჯერა ამ ორი კაცის და 3-4 წელიწადში კარგი დაცვის ცენტრი ეყოლება ნაკრებს. და საერთოდ ისე მიდის საქმე ძალიან კარგი გუნდი უნდა გვყავდეს 3-4 წელში. მთავარია არ მოეშვნენ ბიჭები
Fygaro
ყოჩაღ კარგი ტრანსფერია, რაც მთავარია ყინული დაძრულია და კვარას ეფექტმა აპენინურ კლუბებში უკვე წინა პლანზე წამოწია ქართველი იმედისმომცემი ფეხბურთელების მოძიება/გაფორმებები. კი კონკურენციაც დიდ ხვდება ტორინოში იურიჩის სამ ცენტრალურ მცველიან ტაკტიკაში სადაც როდრიგესი ბონჯორნო და სხურსი გუნდის შეუცვლელი წევრები არიან მაგრამ არის შანსი ეს უკანასკნელი დაემშვიდობოს გუნდს მისი კარგი თამაშით გამოწვეული ინტერესიდან გამომდინარე და ეს ტრანსფერი აქედანვე თადარიგის დაჭერას გავს. ისე კი პირიქით კონკურენცია არ უნდა აშინებდეს არცერთ ახალგაზრდა ფეხბურთელს პირიქით ეს არის ფეხბურთის მთავარი "მუღამი" გამოწვევა რომ შენი ბრძოლით, ოფლით, მოტივაციით დაამტკიცო შენი ღირებულება და დაძლიო ეს კონკურენცია რაც საბოლოო ჯამში ერთი საფეხურით მაღლა წევს შენ საფეხბურთო ლეველს და საბოლოოდ ყალიბდები მტკიცე, გაუტეხავ ფოლადად. წარმატებები ჩვენს საბას მას ყველა მონაცემი აქვს ამ ყველაფრის მისაღწევად. და თან სად "კატენაჩოს" მექაში რომ ძირითადის ცენტრ: მცველი გყავს იმ ნაკრების დაცვის პერსპექტივა "ტკბილად ძილის" საშუალებას უჩენს მის გულშემატკივარს.
G.LA
ხვიჩამდე სერია ა-ს იშვიათად უყურებდი და ისიც იუვეს. ახლა ნაპოლის თამაშებს ხომ არ უშვებ და ტორინოც დაემატება. წარმატება საბას.
Levani
Sagol
dato
დამიჯერე ყველაზე მაგარი ჩემპიონატია ) გარდა ფეხბურთისა თავისი ემოციურობებით და ინტრიგებით )
სოსო
საბა აქაც წარმატებით ითამაშებს. ახლა რუსეთის თასზე,სპარტაკი ეთამაშება დინამოს და 25 წუთზე,უკვე 4-0 უგებდა.გაგნიძე ძირითადშია და მეოთხე გოლი,მთლიანად მის კისერზეა.ერთი კაცი ედგა კედელში და მაინცდამაინც მას მოარტყა ბურთი.მერე კი,ასხლეტილი ბურთი ისევ კედელში მდგომს გაატანეს და გაგნიძემ,მასთან სისწრაფეში ბრძოლა,პირწმინდად წააგო.
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
მაგარი კომენტარია. ბრავო! )))
თენგო
ესენი იტალიის მთელ ჩემპიონატს გვაყურებინებენ ასე სჩანს
ზოლა
წარმატებები საბას.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
გაგნიძე მოსკოვის "დინამოს" დუბლებში გადაიყვანეს და კლუბიდან წასვლისკენ მოუწოდებენ
კიდევ ერთი ქართველი ესპანეთში - ლუკა გაგნიძე "გრანადაში" გადავიდა
"ტრანსფერამდე ბევრ ადამიანს ვესაუბრე და ყველამ ეს აღნიშნა" - გაგნიძის კომენტარი "კრილია სოვეტოვში" გადასვლის შემდეგ
რა მოხდა რეალურად და ვის გულისხმობს საზონოვი პრობლემაში? - ქართველი "ტორინოს" ხმაურიანი პოსტით დაემშვიდობა
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონე" წინ მიიწევს
ჩაკვეტაძემ უკვე შეუცვლელად ითამაშა - "უდინეზე" "ტორინოსთან" დამარცხდა
[VIDEO] სათადარიგო საზონოვი და ქოჩორაშვილი შეცვლაზე - "ხეტაფემ" "სევილიას" მოუგო
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
Geo Team: საზონოვი კარიერას ლა ლიგაში განაგრძობს
[VIDEO] მიქაუტაძის 84 წუთი და სათადარიგო საზონოვი - "ვილიარეალმა" "ხეტაფეს" სძლია
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ჩინებული ამბავი: საზონოვმა და კვარაცხელიამ შეიძლება ისევ ერთ ჩემპიონატში ითამაშონ
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ლუკა გაგნიძე იჯარით მოსკოვის "დინამოდან" "კრილია სოვეტოვში" გადავა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
მოსკოვის "დინამომ" შეიძლება გაგნიძე მეხუთე და ბოლო იჯარით გაუშვას