ჩოგბურთის ვარსკვლავების არდადეგები დასასრულს მიუახლოვდა - ვინ რა განწყობით ხვდება ამერიკული სერიის ტურნირებს
ჩოგბურთის ვარსკვლავების არდადეგები დასასრულს მიუახლოვდა. ჩვენ რეგულარულად გაწვდიდით ინფორმაციას წამყვან მოთამაშეთა აქტიური დასვენების შესახებ, ახლა კი ერთგვარად შევაჯამებთ ამ თემას და გავარკვევთ, ვინ რა განწყობით ხვდება ამერიკული სერიის ტურნირებს.

"მკვდარი სეზონი", ჩვეულებრივ უიმბლდონის დასრულების შემდეგ იწყება და ამერიკულ საჰარდო სერიის დაწყებამდე გრძელდება. ამ პერიოდში პლანეტის საუკეთესო ჩოგბურთელებს საშუალება აქვთ დაგეგმონ და მხიარულად გაატარონ მცირე შვებულება. ბუნებრივია, ეს შანსი მოთამაშეებმა არც წელს გაუშვეს ხელიდან.

რა თქმა უნდა, ჟურნალისტების მხრიდან ყველაზე დიდი ინტერესი ნოვაკ ჯოკოვიჩისა და რაფაელ ნადალისკენ იყო მიპყრობილი, თუმცა მსოფლიოს პირველმა ორმა ნომერმა გვარიანად ამუშავეს ფოტოგრაფები. დაძაბული ძებნის შემდეგ რაფა მალიორკაზე საკუთარ სახლთან ახლოს გამოიჭირეს, აგრეთვე მეზობელ კუნძულ ფორმენტერაზე. ნადალმა იქ განაცხადა, რომ მონრეალის მასტერსზე დაბრუნების იმედი აქვს.

ჯოკოვიჩი დასავლეთ სანაპიროს ქვემოთ დაუყვა და თავისი რეზიდენციიდან სან-ტროპეში გადავიდა. იქვე იყო მონაკოში მისი მეზობელი კაროლინ ვოზნიაცკი.

ყველაზე მორხერხებულად პაპარაცებს როჯერ ფედერერი უსხლტებოდა. საბოლოოდ, მას კუნძულ სარდინიაზე მიაგნეს, სადაც ფედერერი შარშან ვარჯიშობდა. ამჯერად ვარჯიში არ ყოფილა. თუმცა, თუ როჯერს არ სურს 2002 წლის შემდეგ პირველად სეზონში "დიდი სლემის" ტიტულის გარეშე არ დარჩეს, მან მალე უნდა მიატოვოს პლაჟი და ვარჯიშებს შეუდგეს.

ენდი მიურეის სიტყვებით, მისმა არდადეგებმა, ძირითადად, ტელევიზორის ეკრანის წინ ჩაიარა. მან თვალი ადევნა გოლფში ბრიტანეთის ღია პირველობას და განსაკუთრებით კომენტატორების ხუმრობით მოიხიბლა. ბრიტანელს არც მეორე სპორტული გართობა - კრივის ტრანსლიაციები დავიწყებია.

დიდი ყურადღებაა მიპყრობილი ქალთა შორის მსოფლიოს პირველი ჩოგანის კაროლინ ვოზნიაცკის პირადი ცხოვრების მიმართ. ჭორების მორიგი ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ჩოგბურთელი გოლფის ამომავალ ვარსკვლავთან - რორი მაკილროისთან ერთად ერთ-ერთ ლონდონურ რესტორანში დააფიქსირეს. რა თქმა უნდა, ჟურნალისტებმა უყურადღებოდ დატოვეს დანიელის ფრაზა იმის შესახებ, რომ "ამიერიდან, ნებისმიერ მამაკაცი, ვისთან ერთადაც რესტორანში ვსადილობ, ავტომატურად ჩემი ბოიფრენდი ხდება".

რამდენიმე ჩოგბურთელმა საზაფხულო პაუზის დროს კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. სიბილ ბამერმა თავისი ბოლო მატჩი ითამაშა ბად-გაშტეინში, ბელგიელმა კრისტოფ ვლიგენმაც ჩამოკიდა ლურსმანზე თავისი ჩოგანი. შვედმა სიმონ ასპელინმა, რომელიც წყვილებში თამაშის ოსტატი იყო, ბაშტადში მშობლიურ ტურნირზე შეწყვიტა გამოსვლა, ხოლო ბელგიელმა დიკ ნორმანმა გამოაცხადა, რომ წყვილებში მისმა პარტნიორმა, სამხრეთ აფრიკელმა უესლი მუდიმაც გადაწყვიტა დიდი სპორტიდან წასვლა.

კიმ კლაისტერსმა, რომელმაც უიმბლდონი ფეხის ტრავმის გამო გამოტოვა, ერთი თვე მოანდომა აღდგენით პროცესს და ახლა მზად არის კორტზე დასაბრუნებლად. "რა თქმა უნდა, უიმბლდონის წინ ამ ტრავმამ ბევრი ნეგატიური ემოცია მოიტანა, - განაცხადა ბელგიელმა, ვინც დაადასტურა, რომ დაბრუნების შემდეგ მისი პირველი ტურნირი ტორონტო იქნება. - თითქმის აღვიდგინე კონდიციები, მოტივაციის მხრივ ყველაფერი წესრიგში მაქვს და იმედია, ყოველდღე მოვუმატებ".

უიმბლდონის მიღმა დარჩენილმა კიდევ ერთმა ჩოგბურთელმა - სემ კუერიმ დაგეგმა აგვისტოში დაბრუნება. ამერიკელმა ეს პერიოდი იდაყვზე ოპერაციის გამო გამოტოვა.

როჯერ ფედერერის საქველმოქმედო ფონდი იწყებს პროექტს, რომლის მეშვეობითაც 3.3 მილიონი დოლარი უნდა შეგროვდეს მალავიში მოშიმშილე 50 ათასი ბავშვის დასახმარებლად. საკუთარი ფონდი დააარსა რობინ სიოდერლინგმა და მისი პრეზენტაცია ბაშტადის ტურნირის სტარტს დაამთხვია. ფონდს სათავეში ჩაუდგა ჩოგბურთელის გერლფრენდი ჯენი მოსტრიომი.

ATP-მ 10 ათასი დოლარის ოდენობის გრანტები გამოუყო 12 საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომლებიც ჩოგბურთში მოღვაწეობენ. მათ შორის აღმოჩდნენ რაფაელ ნადალის, დავიდ ნალბანდიანის, ტომი რობრედოს, ჟო-ვილფრიდ ცონგასა და ივან ლუბიჩიჩის ფონდები. ასევე მიიღეს გრანტები ვაშინგტონის, ტოკიოს, მემფისის, ბუქარესტისა და პეკინის ტურნირებმა, რითაც მათი საქმელმოქმედო მოღვაწეობა დააფასეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"
[VIDEO] დავითაშვილის საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" წაგება ხუთი მოგების შემდეგ
ლოჩოშვილის სრული მატჩი და "კიოლნის" ფრე "ვერდერთან"
უგოლო ფრე "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ფულჰემს" ვერ აჯობა
[VIDEO] კვერნაძემ სერია A-ში ისევ გაიტანა და საუკეთესო იყო - "ფროზინონე" "ჯენოას" ფრედ ეთამაშა
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში