ამსტერდამის "აიაქსში" წარდგენის შემდეგ გიორგი მიქაუტაძემ კლუბის ტელევიზიას ინტერვიუ მისცა:

"ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ისეთი დიდი კლუბის ფეხბურთელი გავხდი, როგორიც "აიაქსია". ძალიან ამაყი ვიყავი, როდესაც პირველად ამ გუნდის ინტერესის შესახებ გავიგე. ყველამ კარგად იცის, თუ რა სახელი აქვთ ამსტერდამელებს მსოფლიო ფეხბურთის მასშტაბით.

ეს დიდი გუნდია, სადაც არაერთ ბრწყინვალე ფეხბურთელს უასპარეზია. მეორედ არც დავფიქრებულვარ და აქ წამოსვლის გადაწყვეტილება ეგრევე მივიღე.

ისეთი ფეხბურთელი ვარ, რომელსაც მუდმივად ბურთის ფლობა მოსწონს, ტექნიკა, სისწრაფე, გოლის გატანის ალღო. ძალიან მიყვარს გოლის შეგდება და შედეგიანი გადაცემის გაკეთება, მაგრამ ყოველთვის წინ გუნდის შედეგებს და გამარჯვებას ვაყენებ, რადგან მარცხი მძულს. ორივე ფეხით კარგად შემიძლია თამაში, რაც ერთგვარ უპირატესობას მაძლევს.

"აიაქსის" ისტორია კარგად ვიცი. ამ გუნდმა ჩემპიონთა ლიგა რამდენჯერმე მოიგო და ამ გუნდს უდიდესი ფეხბურთელები ჰყავდა, მაგალითად, შოთა არველაძე, რომელიც ჩემი თანამემამულეა.

არველაძის ის სიტყვები, რომლებიც ჩემი მისამართით თქვა, ძალიან მაბედნიერებს. ის ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო, რომელმაც არა მარტო ამსტერდამში, არამედ სადაც ითამაშა, წარუშლელი კვალი დატოვა.

ვინ არის ჩემი კუმირი? - კრიშტიანო რონალდო და კიდევ სხვა არაერთი. არა მარტო ფეხბურთით, არამედ ცხოვრებაში პერსონალური თვისებებითაც. ის დიდი სამუშაო, რომელიც მან გასწია, რათა ამ დონისთვის მიეღწია და 38 წლის ასაკშიც ძალიან ბევრს შრომობს.

შევადარებდი თუ არა ჩემს სტილს რონალდოსას? - არა, არ მინდა, ჩემი თავი ვინმეს შევადარო, რადგან მე ჩემი პერსონალური მონაცემები მაქვს და ჩემს თავს ვეკუთვნი. მაგრამ მინდა, რომ მენტალურად მას ვგავდე.

ჩემი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი ვითამაშო და დავამტკიცო, რომ მაქვს იმის მონაცემები, ამ გუნდის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი ვიყო", - თქვა მიქაუტაძემ.

Gipnoza
დიდი ხანია, ასეთი გამტანი ფორვარდი აღარ ყოლია საქართველოს ნაკრებს, სერენიდან მოყოლებული ვგულშემატკივრობ ჟორჟს და ამ ბიჭის ძაან დიდი იმედი მაქვს. მთელი სულით და გულით, წარმატებებს ვუსურვებ.
ცოფიანი სპილო
მიქაუტაძეს ყოველთვის ვადევნებდი თვალს, გინდ სერენში, გინდ მეცში, ახლა მითუმეტეს. ჩვენი ბევრი ფეხბურთელისგან განსხვავდება თავის პროფესიონალიზმით და საქმისადმი მიდგომით, ნიძლავს დაცდებ, რომ 1-2 წელიწადში აიქსზე არანაკლებ დიდ გუნდში გადავა, იმ მაჩანჩალა სერენში მარტი მიათრევდა გუნდს, არც მეცია რაიმე განსაკუთრებული გუნდი, აიაქსში უფრო გაიბრწყინებს, მე ასე მჯერაა
ვანჩოპე
ვულოცავ ჟორჟს. წარმატებები!!!! ადმინ ლოჩოშვილზეც დაწერე რამე. ის იდიოტი ბალარდინი არ აყენებდა სასტარტოში და გუნდი ვერ იგებდა. ახლა სასტარტოში იყო და მოიგეს. ლუკას ორივე გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება აქვს. რაღაც დაუფასებელი მგონია ეს ბიჭი
Spain
რა ცოტა კომენტარია, დავიჯერო აიაქსში გადასვლა არ არის სასიხარულო და საამაყო? არვიცი რით ვერ დაიმსახურა დიდი ყურადღება მიქაუტაძემ. კვარას ნებისმიერი სთორი და პოსტი ტელევიზიებს მიაქვთ და განიხილავენ ყველაფერს დეტალებში, შეაძულეს ბიჭს პოსტის დადება. ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და რავიცი არაფერს უტოვებენ განუხილავს. მიქაუტაძე ამხელა გუნდში გადავიდა და სადაც შემხვდა პოსტი, 5-6 კომენტარი ძლივს აქვს. არ შეიძლება ერთი ადამიანის ამორჩევა და ყველაფრის მასზე აკიდება. სხვებიც არიან, ვისაც ჭირდება მხარდაჭერა. ძალიან ბევრს გააკეთებს ჟორჟი და მერე ყველას მოუნდება მასზე წერა :)) თუმცა ნიჭიერ ადამიანს თავიდანვე უნდა დაუჭიროთ მხარი და არა მერე, ყველა რომ აღიარებს. ქართველბის სენია ეგ. მარტი სხვების აღიარებული ხალხი მოსწონთ აქ. მერე გააღმერთებენ თვითონაც. აქ ხომ საკუთარი აზრი არავის გააჩნია.
რაბუ
მინიმუმ ასეთი ტრანსფერები გვინდა. შემდეგ, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა არ იქნება შორეული პერსპექტივა
ვახო...
ძალიან სასიხარულოა, რომ გიორგი ამ უდიდესი ტრადიციების მქონე გუნდში გადავიდა, როგორც აიაქსია! უდიდესი წარმატებები მას მომავალშიც!
ლიგა 1
საფრანგეთის ჩემპიონატი აღარ არის ტოპ 5, სტატისტიკით ამ წელს დაკარგა ეგ სტატუსი.
ქ. გ.
ინტერვიუ https://youtu.be/EwTfekCGkso?si=WbhdEYQr-kgpXEVt
მწვრთნელი
ჩათვალე, რომ გადახვედი უფრო მაღალ დონეზე! არ უნდა გაგიჭირდეს! კვლავ 40-50 მილიონს გაჩარხავს აიაქსი შენს ტრანსფერში! მაგათ არ ეშლებათ ტრანსფერების გაკეთება!
Offside
მიდი გიო !
Gigi
მიუხედავად იმისა, რომ ტოპ 5 ქვეყნის ჩემპიონატიდან უფრო დაბალ ლიგაში გადავიდა, მაინც აშკარად წინ გადადგმული ნაბიჯია. აიაქსი არის ის გუნდი, რომელიც ფეხბურთელს ძალიან მაგრად ანვითარებს.
ქ. გ.
Video https://youtu.be/lvJeHMUsp7A?si=9bzhma6H8yZFlfhH
გოგია
აიაქსში ძალიან დიდი საფეხბურთო აურაა. მოტივირებულ მოთამაშეს ესეც ბევრად დაეხმარება. ჟირჟი კი, სწორედ რომ ძალიან მოტივირებულია გამოწვევებთან საბრძლველად.
მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
დუბლიორი ხვიჩასთვის - პსჟ "აიაქსის" გარემარბს დაიმატებს
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
[VIDEO] იეგოიანის ჩინებული საგოლე პასი და წიხლი სახეში - "ექსელსიორი" სტუმრად "აიაქსს "ფრედ" ეთამაშა
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა ჩრდ.ირლანდიასთან
[VIDEO] ამას რა უნდა სკამზე - მიქაუტაძე შევიდა და გაიტანა
პსჟ "კვარას" პოზიციაზე 21 წლის ტალანტს ყიდულობს
უკრაინელი ფეხბურთელი "ჟირონადან" "აიაქსში" გადავიდა
კაკაბაძე ცენტრში და კვერნაძე სასტარტოში? - შეკრებამდელი სიტუაცია ნაკრებში
[VIDEO] მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" როგორც იქნა გაიმარჯვა
პსჟ-მ "აიაქსის" ბელგიელი გარემარბი 55 მილიონად შეიძინა
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა