მსოფლიოს ჩემპიონატს ცურვაში უკვე ჰყავს ერთი გმირი - გუშინდელი ფინალების შემდეგ შანხაიში უკვე ოთხი ოქრო დაუგროვდა ამერიკელ რაიან ლოხტეს
მსოფლიოს ჩემპიონატს ცურვაში უკვე ჰყავს ერთი გმირი. გუშინდელი ფინალების შემდეგ შანხაიში უკვე ოთხი ოქრო დაუგროვდა ამერიკელ რაიან ლოხტეს. წინა დღეს 200 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში ურთულესი ფინალის შემდეგ ლოხტემ მოასწრო დასვენება და ძალიან იოლად გაიმარჯვა 200 მეტრზე გულაღმა ცურვაში. ამერიკელი მთელი დისტანცია ლიდერობდა და ერთხელ მსოფლიოს რეკორდსაც მიუახლოვდა.

ლოხტემ გუშინ მეორე ოქრო თანაგუნდელებთან ერთად 4x200 მეტრზე ესტაფეტაში მოიგო. ამერიკელებმა პირველ ეტაპზე მაიკლ ფელპსი დააყენეს, მაგრამ მან ვერ შეძლო საჭირო ჰანდიკაპის შექმნა და მესამე ადგილზე დაასრულა თავისი წილი 200 მეტრი. ამერიკას ბოლომდე ებრძოლა საფრანგეთი და რომ არა ლოხტე, ესტაფეტას ფრანგები მოიგებდნენ. სწორედ რაიანმა გაუსწრო ბოლო მეტრებზე ფაბიან ჟილოს.

კაცებში მესამე ფინალი 200 მეტრზე ბრასში გათამაშდა. მართალია, ლიდერისთვის განკუთვნილ მეოთხე ბილიკზე ცურავდა სახელოვანი იაპონელი კოსუკე კატაჯიმა, მაგრამ მან მოულოდნელად წააგო დანიელ დიურტასთან. უნგრელმა 170 მეტრი სდია ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონს და ბოლოს გაასწრო კიდეც მას.

ვარსკვლავური შემადგენლობა შეიკრიბა ქალებს შორის 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში. აქ მაყურებელმა დღის ყველაზე დიდი სიუპრიზი იხილა. სანამ დანა ვოლმერი, ალიში კოუტსი, ნატალი კაფლინი, ფემკე ჰეემსკერსი და ფრანჩესკა ჰოლსოლი ერთმანეთის სპურტს დარაჯობდნენ, წინ გაიჭრნენ დანიელი ჟანეტ ოტესენი და ბელარუსი ალექსანდრა გერასიმენია. ისინი ისე შეწყობილად მოქმედებდნენ, რომ დროც ერთნაირი აჩვენეს და ოქროს მედლები მიიღეს.

ყველაზე პროგნოზირებადი ფინალი იყო ქალებში 200 მეტრზე ბრასი. ამერიკელი რებეკა სონი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და არავის უტოვებს შანსს. ეს სონისთვის მეორე ოქროა ამ ჩემპიონატში.

კაცები

200 მ. გულაღმა. 1. რაიან ლოხტე (აშშ) - 1.52,96; 2. რიოსუკე ირე (იაპ) - 1.54,11; 3. ტაილერ კლერი (აშშ) - 1.54,69..

200 მ. ბრასი. 1. დანიელ დიურტა (უნგ) - 2.08,41; 2. კოსუკე ნაკაჯიმა (იაპ) - 2.08,63; 3. კრისტიან ვომ ლენი (გერ) - 2.09,06...

4x200 მ. ესტაფეტა. 1. აშშ (ფელპსი, ვანდერკააი, ბერენსი, ლოხტე) - 7.02,67; 2. საფრანგეთი - 7.04,81; 3. ჩინეთი - 7.05,67.

ქალები

200 მ. ბრასი. 1. რებეკა სონი (აშშ) - 2,21,47; 2. იულია ეფიმოვა (რუს) - 2.22,22; 3. მარტინა მაკეიბი (კან) - 2.24,81...

100 მ. თავისუფალი. 1. ჟანეტ ოტესენი (დან) - 53,45; 1. ალექსანდრა გერასიმენია (ბლრ) - 53,45; 3. რანომი კრომოვიდიო (ჰოლ) - 53,66...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა