კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"

საქართველოს ნაკრები სლოვენიასთან ერთად გადავიდა მეორე ჯგუფურ ეტაპზე, სადაც მეტოქეებად გერმანია და ავსტრალია ეყოლება. ყველა გუნდს მეორე ეტაპზე გადაჰყვება ჯგუფში დაგროვებული ქულები და თავისი ჯგუფის წარმომადგენელს არ ეთამაშება. შესაბამისად, საქართველო კიდევ 2 მატჩს გამართავს და ეცდება, 4 გუნდიდან 2 საუკეთესოში მოხვდეს და მეოთხედფინალში გავიდეს. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი 1-ელ სექტემბერს გერმანიას, ხოლო 3-ში ავსტრალიას შეხვდება.

ვენესუელასთან მოგებული მატჩის (70:59) შემდეგ ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ილიას ზუროსმა განაცხადა, რომ მისმა კალათბურთელებმა ეს წარმატება დაიმსახურეს, ესაა ქართული სული და გული, საუკეთესო 16 ნაკრებს შორის მოხვდნენ, ყველას ულოცავს გამარჯვებას და მომდევნო ეტაპზე მაქსიმუმის გაკეთებას დაგვპირდა.

"ისტორია დავწერეთ და ბედნიერები ვართ. ეს წარმოუდგენელია და გამარჯვება საქართველოს ეკუთვნის. ყველა შეხვედრა ჩვენთვის ფინალივითაა. თამაშიდან თამაშამდე მივიწევთ წინ. გამოცდილ გუნდებს ვუპირისპირდებით, მეტოქეებს NBA-ს ბევრი კალათბურთელი ჰყავთ, თუმცა საუკეთესო შედეგისთვის ვიბრძოლებთ", - დასძინა ზუროსმა.

ზუროსი
ზუროსო ჩვენ კი გვაქვს ქართული სული და მებრძოლი სული და ჟილკა...არ გვჭირდება შენი თქმა. ზუროსო წადი წადი დაგვანებე თავი და ხმას ნუ იღებ. ბიჭების ხარჯზე ბიჭების კისერზე ხარ ჩამოკიდებული.ერთი ნორმალური 5 თეული ვერ შეარჩიე და რაღა გინდა გუნდში.
თენგო-ს
ჰო მართალია, ათი წელია მობილიზაცია აკლია სანაძეს, რომ სროლა ისწავლოს))
ზაზას
ეუჰ...
ბექა90
მიუხედავად იმისა, რომ კაპო ვერდე და ვენესუელა ასეთი დონის ჩემპიონატისთვის საკმაოდ სუსტი გუნდებია, არ აკნინებს იმ ფაქტს რომ პირველად გავედით მსოფლიო ჩემპიონატზე და შემდეგ მოვხვდით 16 საუკეთესო გუნდში, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ბიჭებს და ყველას ვინც ამ შედეგში თუნდაც უმნიშვნელო წვლილი შეიტანა (სუსტ გუნდებსაც დამარცხება სჭირდება, არაერთი სენსაციური შედეგი გვახსოვს სხვადასხვა სპორტის სახეობებში). რაც შეეხება მომდევნო თამაშებს, ჩვენი ყველაზე დიდი მინუსი არის ფარზე ბურთის ვერ მოხსნა, რაც ყველაზე კარგად ჩანს როცა კარგ გუნდს ვეთამაშებით (სხვა მინუსებს აღარ ვუსვამ ხაზს), სლოვენია, გერმანია და ავსტრალია დაახლოებით ერთ დონეზე არიან, რაც სლოვენიასთან ხდებოდა, თუ იგივე განმეორდება, უბრალოდ შანსი არ გვაქვს, წარმოიდგინეთ შროდერი მოდის თავის ვაგნერი-ბონგა-ტაისით, გაითამაშებენ, ვერ აგდებენ და ისევ მათ რჩებათ ბურთი და ასე მინიმუმ ყველა მეორე შეტევა. წესით მთელი სამწვრთნელო შტაბი სერიოზულად უნდა მუშაობდეს ამაზე. და ბოლოს, ჩემი პროგნოზია, რომ სუბიექტურად რა თქმა უნდა ორივე შეხვედრაში გამარჯვება მსურს და რაც შეიძლება წინ გასვლა, მაგრამ რეალურად ვფიქრობ რომ ერთ-ერთს მოვიგებთ და ეს გერმანია იქნება. წარმატებები
გულშემატკივარი
მარტო მობილიზება ვერ გიშველის, თუ მასზე ძლიარი არა ხარ.
ზაზა
ულოცავ მთელ საქართველოს დიდ გამარჯვებას ზოგი წელს სასტ ჯგუფში მოვდითო რატო ვერ გავიგე სლოვენიაში დონჩიჩი ნბა ში ერთ ერთი საუკეთესოა კაბო ვერდეში ტავარეში ევროლიგის მვპა ვენესუელამ არგენტინა დატოვა ჩემპიონატის გარეშე ამიტომ მადლობა ბიჭებს გაგვახარეს
გენო
ძაან იოლ ჯგუფში მოხვდნენ. ფაქტიურად გაუმართლათ. ვენესუელა და კაპო უსუსური გუნდები იყვნენ.

ქორქმაზ, ატამან სადა ხართ??ჩვენ სადა ვართ და თქვენ სადა ხართ თურქებო??დღეს ბევრი ბაქლავა ვჭამე,გახსოვთ შარშან რომ გაუგზავნეთ მონტენეგროელებს და ერთად რომ დაგვცინოდით??!!
ATP 16
მართლაც დასაფასებელი შედეგია კართული კალათბურთისათვის, გილოცავთ ყველას. ალბათ ასევე უხაროდათ ჩვენს ლეგენდარულ კალათბურთელებსა და მათ ოჯახისწევრებსა და საქართველოს მოსახლეობას მადრიდის რეალის დამარცხება , ევროპის მრავალგზის ჩემპიონობა . ხოდა ერთი კითხვა მაქვს , ათწლეულების მერე , ჩვენმა შთამომავლებმა რომ ჩათვალონ , რომ დღევანდელი წყობა არასწორია და ის მიღწევები რაც სპორტში გვაქვს ყველა მიმართულებით წყობასთან ერთად დავიწყებას უნდა მიეცეს და განადგურდეს, ეს სწორი საქციელი იქნება იმ თითოეული დამსახურებული ადამიანის წინაშე , ვინც საკუთარი ქვეყნის სახელი ისტორიაში შეიტანაა ?! გაუფრთხილდით ისტორიას და იმ ადამიანებს ვინც ამ ისტორიას ქმნიდნენ , რადგან ერთ დღეს შეიძლება შენც მოგისროლონ ისტორიის სანაგვეზეე ! გამგები გაიგებს !!!
მწრთვნელი
საუკეთესო ორში რანაირა მოხვდება ასეთი თამაშით! მაშინ გერმანიასაც უნდა მოუგოს და ავსტრალიასაც! სხვანაირად გერმანია გადის და სლოვენია, 3-3 მოგება გადაყვათ ორთავეს!
როი
უდიდესი საქმე გაკეთდა და ისტორიის ულამაზესი ფურცელი დაიწერა! ნურავინ შეეცდება ამ დიდი წარმატების დაკნინებას! ჩვენი, პატარა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 16 საუკეთესო გუნდებს შორის არის! ათასი მადლობა ჯერ ბიჭებს და მერე ყველას, ვინც ამ უდიდესი გამარჯვების თანაზიარია! მსოფლიო კალათბურთის სამყაროში საქართველოს სახელმა დაიქუხა! კომენტატორები ნუ ლუღლუღებენ! მათი დიდი წვლილი იქნება თუ საზოგადოების ნაწილმა ჯეროვნად ვერ აღიქვა ის რაც მოხდა!
ლადო
შენგელიას საოცარი ცოლი და შვილები ყავს!!!გამრავლდით!!!!
status quo
საშვალო?
ჩასწორება
საშვალო არა. სწორია საშუალო
თენგო
ასე ვერ ვიტყვით სუსტ გუნდთან სხვა თამაშია ძლიერებთან სხვა მობილიზება ექნებათ ვნახოთ
გოგა
ჯგიფშოც გაგვიმართლა, რო ძან სუსტი ორი ნაკრები ოყო, თორემ ნებისმიერი საშვალო გუნდიც ჩაგვტოვებდა ჯგიფში
შედეგმაც არ დააყოვნა - საქართველოს ნაკრები უკვე ფიბას ოცეულშია
[VIDEO] ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფინეთთან 17 ქულით მარცხდება
საქართველოს ნაკრებს MMA-ის მებრძოლი ესტუმრა და წარმატებები უსურვა
"მზად ვართ - ამბიციით და შიშის გარეშე" - ესპანეთთან მატჩის წინ სანიოლმა და მამარდაშვილმა ისაუბრეს
საქართველოსთან მატჩის წინ თოფურია ესპანეთის ნაკრებს ესტუმრა და წარმატებები უსურვა
U21 - ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ესპანეთის ნაკრებს საქართველოსთან მატჩამდე მორიგი გამორჩეული ფეხბურთელი გამოაკლდა
"სექსუალური მანიაკია, გამუდმებით თავისი პენისის სურათებს მიგზავნიდა" - ბრაზილიელმა მოდელმა ვინისიუსზე სკანდალური ამბავი მოჰყვა
"თავი დაანებეთ, ჯერ მხოლოდ 18 წლისაა" - მბაპემ იამალი დაიცვა
ფლიკი პედრის ფიზიკური კონდიციებით უკმაყოფილოა
ჩემპიონატებში დეფრიბლირატორების გამოყენება იწყება | ტრენინგს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა
"ასე რომ მომხდარიყო, პსჟ-ში ვერ ითამაშებდა" - უეფა-ს პრეზიდენტმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მისი ხასიათიდან გამომდინარე, საუკეთესო კანდიდატი მგონია" - როი კინმა "იუნაიტედს" მწვრთნელი ურჩია
კრივში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა
U21 | ლატვია V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში რიგაში
"ყველაფერს გავაკეთებთ ესპანეთთან წარმატების მისაღწევად" - რა თქვეს "ჯვაროსნებმა" მატჩის წინ?
marca: ესპანეთის ნაკრები საქართველოსთან მატჩისთვის ელჩეში ჩასვლას აგვიანებს
ესპანეთისა და საქართველოს მატჩს ლიეტუველი მსაჯები მოემსახურებიან
ჩაკვეტაძე მალე დაბრუნდება - შეძლებს ნოემბერში საქართველოს ნაკრების დახმარებას?
დავითაძე მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოხსნეს
"შავი ლომი" | "ჩიტასთან" ჩელენჯ თასისთვის მოსამზადებლად
"მას შესაძლებლობების დასამტკიცებლად 3 წელი აქვს" - "იუნაიტედის" აქციონერმა ამორიმს ნდობა გამოუცხადა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას