ცნობილი იტალიური გამოცემა Gazetta dello Sport-ი "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ქართველი გარემარბი ამ სეზონში ძალებს 10-იანის პოზიციაზეც მოსინჯავს.

"ყველამ დავინახეთ, რომ რუდი გარსიას ხვიჩა კვარაცხელია უფრო მეტად ცენტრში სჭირდება, ვიდრე ფლანგზე. ფრანგი სპეციალისტი ცდილობს, ხვიჩამ ძალები ახალ პოზიციაზე მოსინჯოს.

ზოგადად, "კვარა" ნახევრად გარემარბია და ნახევრად შემტევი. მას ექნება საშუალება, ჩაწოდებები განახორციელოს, ასევე, იპოვოს სივრცეები და კარში ხშირად დაარტყას.

მაგალითად, "სასუოლოსთან" მატჩში კვარაცხელიამ თამაში მარცხენა გარემარბის პოზიციაზე დაიწყო, შემდეგ ცენტრში შეიწია, რამაც შედეგი გამოიღო და მისი ზღაპრული პასით დი ლორენცომ გაიტანა.

მართალია, სპალეტი კვარაცხელიას მხოლოდ გარემარბის პოზიციაზე განიხილავდა, თუმცა გარსიას ქართველი ნახევარმცველის პოზიციაზეც სჭირდება", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს მომდევნო მატჩს 2 სექტემბერს, "ლაციოს" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

კიროვის ბაᲦი
ყიფოს გაეშვით რა, ხო გყავთ მარადონა თუ ეგეთი ტიპები და ადარეთ მაგათ.
ჟორა გაბრიჭიძე
კვარა, ყიფოს პოზიციაზე იქნება დიდებული. კარგად იჭერს ბურთს, აქვს კარგი დრიბლინგი და ფილიგრანული პასი.
გიზოგ
მე როცა მისი მიშა მესხობა და ჯორჯ ბესტობა დავწერე ვგულისხმობდი მსოფლიოს უმაღლესი დონის მარცხენა ფლანგელობას. ამას ყველა ძველი გულშემატკივარი მიხვდება.
ილიავარ...
შუაში ან მარჯვენა ფლანგზე კვარას მეტი პრაქტიკა, ჩვენს ეროვნულ ნაკრებსაც ძალიან წაადგება
იკა
აუ რამდენიმე თვის წინ ზუსტად sportall-ზე დავწერე ეგეთი კომენტარი, რომ კვარა ცენტრში უფრო შედეგიანი იქნებოდა, ამას ვხსნიდი იმით, რომ თითქოს ერთ ფლანგზე თამაში ზღუდავდა მას და ცენტრში თამაში მეტ შესაძლებლობებს მისცემდა - დარწმუნებული ვარ ეგ ცვლილება გაამართლებს, მარცხენა ფლანგი თითქოს "მისჯილი" ჰქონდა და არ აძლევდა საშუალებას მთლიანად ეპიცენტრში ყოფილიყო
zura222
ორი აზრი არაა თუ კვარას ცენტრისკენ გადმოწევს მაშინ ზელინსკი უნდა დასვას სკამზე და იმის მაგიგრად რასპადორი ან ელმასი უნდა ათამაშოს ! ზელინსკისგან განსხვავებით ორივეს შეუძლია ფლანგზეც და ცენტრშიც თამაში და კვარასთან ხშირად რომ შეიცვლიან ადგილებს ამას პლიუს კვარას რასპადორის და ელმასის (პოლიტანოს მაგიბრად) დაყენებაც შეიძლება ერთად და კვარა მარჯვნივაც გადავა ხშირად და ჩვენ ბევრჯერ ვნახეთ რომ მარჯვნიდანაც ძალიან კარგად თამაშობს და მაგარ პასებს აკეთებს და ასე მეტოქის დაცვას უფრო დააბნევენ და აურევენ ამას პლიუს ამ შემთხვევაში აზრს კარგავს კვარას პერსონალურად აყვანას იმიტომ რომ ის მეპერსონალე ფლანგიდან ცენტრში ვერ გაყვება ან მითუმეტეს მარჯვენა ფლანზე ან სუპერ უნივერსალი უნდა იყოს ! მოკლლედ სწორი გადაწყვეტილება იქნება აუვილებელია მრავალფეროვნება შეტევაში !
MARGALONA
მე კი მისი ხვიჩა კვარაცხელიობა მომწონს
SLR
კვარას ყოველი შიგნით შემოწევა რაღაც სიმწვავეა, ან გოლით მთავრდება ან კარში დარტყმით
rable
კვარას აქვს მალხას ასათიანის აღნაგობა, თითქოს წააგავს კიდეც ხანდახან მოძრაობისას და პოზიციაც ასათიანისაა (სანამ სიომინი მცველად გადააქცევდა) მისთვის ზედგამოჭრილი..ანუ შემტევი ნახევარმცველი, კვარა უნივერსალია და ცენტრიდან უნდა ითამაშოს ვარირებებით..
გიზოგ
სხვათა შორის, წინა სეზონში მსგავსი პასით დი ლორენცოს ხვიჩამ მარჯვენა ფრთიდან გაატანინა, აგრეთვე ბევრჯერ იწევდა შუაგულშიჩ და უფრო იშვითად მარჯვენა ფრთაზეც, რაიმე ახალი არაფერია ამაში. საერთოდ კი ხვიჩა სწორედ ფლანგელობით ალამაზებს ფეხბურთს ხდის რომანტიულს. ფინტების საშუალება ფრთაზე და არა ცენტრში. ასე რომ მე მისი მიშა მესხობა და ჯორჯ ბესტობა უფრო მომწონს. სწორედ ამით შეაყვარა ქომაგებს თავი.
G.LA
ძალიან კარგი რომ გარსია მიხვდა რა მარგალიტია მის ხელში. სპალეტი ვითომ ლაპარაკობდა ხვიჩას ლიდერობაზე, მაგრამ სარბენ ბილიკზე არბენინა რამის. მჯერა გარსია უფრო ეფექტურად წარმოაჩენს ხვიჩას უნარებს. ნაპოლი გაცილებით მზვარი გახდება ხვიჩს თავისუფლებით მოედანზე. მერე კვაეაჯიოს მართლა ნახავენ ხვიჩას სახით. პირველი სეზონი მხოლოდ დასაწყისი იყო.
მწვრთნელი
დავით ყიფიანის პოზიცია უნდა 80-იანების დინამოდან კვარაცხელიას და არა მარცხენა ფლანგზე წინ და უკან სირბილი!
ATP 16
სპალეტის მიღწევის დაკნინება არ შეიძლება, გუნდი ჩემპიონი გახადა, თუმცა ფაქტია გარსია ხვდება რომ ხვიჩას მარტო აუტის ხაზზე სირბილი საცოდაობაა. კიდევ უფრო მეტი შეუძლია და უნდა მისცეს თავისუფლება აუცილებლად და გუნდიც უფრო მოქნილი გახდება ნახევარდაცვაში.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება