გშტაადის ტურნირში მასპინძელმა სტანისლას ვავრინკამ ავსტრალიელ პეტერ ლუჩაკს იოლად სძლია
ხორვატიის ქალაქ უმაგში ბრძოლას გამოეთიშა პირველ ნომრად განთესილი ხუან-იგნასიო ჩელა. არადა, არგენტინელისთვის იტალიელ პოტიტო სტარაჩესთან მატჩი კარგად უნდა დასრულებულიყო - ჩელამ მესამე სეტის დასაწყისში ორი ბრეიკი გააკეთა და 3:0 დაწინაურდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ნაადრევად ირწმუნა გამარჯვება და ამისთვის დაისაჯა კიდეც.

ჩელას გავარდნის შემდეგ უმაგში მთავარ ფავორიტად იქცა მასპინძელი მარინ ჩილიჩი, რომელსაც რთული ბრძოლის გადატანა მოუწია ჰოლანდიელი რობინ ჰაასეს წინააღმდეგ. ხორვატმა ცხრიდან შვიდი ბრეიკ-პოინტი მოიგერია და სწორედ მნიშვნელოვან ბურთებზე ზუსტი თამაში წყალობით შეძლო მატჩის გადარჩენა.

სამაგიეროდ, ყველაფერი წესრიგში ჰქონდა ლოს ანჯელესის ტურნირის პირველ ნომერ მარდი ფიშს, რომელმაც ორ სეტში დაამარცხა ჟილ მიულერი. ამერიკელს მხოლოდ პირველ სეტში გაუჭირდა, როცა სეტბოლის მოგერიება მოუწია, სამაგიეროდ, ტაი-ბრეიკზე დომინირებდა და შემოკლებული გეიმი 7:1 მოიგო. მეორე სეტი კი ფორმალობა გახდა და იქ ფიშმა მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო მოწინააღმდეგეს.

ფიშმა გასულ კვირას ატლანტას ტურნირი მოიგო და ახლა ზედიზედ მეორე ტიტულს უმიზნებს. სხვათა შორის, ატლანტაში მიულერმაც კარგად ითამაშა და იქ ნახევარფინალამდე გააღწია.

რაც შეეხება გშტაადის ტურნირს, აქ სათამაშო დღის სრულად დამთავრება კვლავ წვიმის გამო ვერ მოხერხდა. დასრულებული თამაშებიდან კი აღსანიშნავია მასპინძელი სტანისლას ვავრინკას იოლი მოგება ავსტრალიელი პეტერ ლუჩაკის წინააღმდეგ. შვეიცარიელმა ცხრა ეისი დააგროვა და სტაბილური პირველი მოწოდების ხარჯზე მოიგო მატჩი.

მისი მეტოქე მეოთხედფინალში მარსელ გრანოლერსი იქნება, ვინც რუსი იგორ ანდრეევი გაანადგურა - 6:1, 6:3. ასევე გავიდნენ შემდეგ წრეში ესპანელი ფავორიტები- ფერნანდო ვერდასკო და ფელისიანო ლოპესი, რაც შეეხება ტურნირის პირველ ნომერს, ასევე ესპანელ ნიკოლას ალმაგროს, წვიმის გამო სწორედ მისი შეხვედრა გადაიდო ფინელი იარკო ნიემინენის წინააღმდეგ.

ATP

Farmers Classic

ლოს ანჯელესი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 619 500 დოლარი

II წრე

გრიგორ დიმიტროვი (ბულ)-ალექს ბოგომოლოვი (აშშ) 4:6, 3:6; რაიან სვიტინგი (აშშ)-იგორ კუნიცინი (რუს) 6:7, 6:7; ტომაშ ბელუჩი (ბრა)-ალეხანდრო ფალა (კოლ) 6:0, 6:1; მარდი ფიში (აშშ)-ჟილ მიულერი (ლუქ) 7:6, 6:1.

Croatia Open

უმაგი (ხორვატია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 398 250 ევრო

II წრე

ფაბიო ფონინი (იტა)-ოლივიე როხუსი (ბელ) 6:4, 6:1; მარინ ჩილიჩი (ხორ)-რობინ ჰაასე (ჰოლ) 4:6, 6:4, 6:3; დიეგო ხუნკეირა (არგ)-ანდრეას სეპი (იტა) - 5:7, 1:6; ხუან იგნასიო ჩელა (არგ)-პოტიტო სტარაჩე (იტა) 6:4, 4:6, 5:7.

Suisse Open

გშტაადი (შვეიცარია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 398 250 ევრო

II წრე

ჟულიან ბენეტო (საფ)-მატიას ბახინგერი (გერ) 6:4, 6:4; მარსელ გრანოლერსი (ესპ)-იგორ ანდრეევი (რუს) 6:1,6:3; სანტიაგო ხირალდო (კოლ)-ანდრეას ჰეიდერ-მაურერი (ავსტრია) 6:3, 2:6, 4:6; ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 4)-ფრედერიკო ჟილი (პორ) 6:3, 6:2; დანიელ ხიმენო-ტრავერი (ესპ)-ფელისიანო ლოპესი (ესპ) 3:6, 4:6; პეტერ ლუჩაკი (ავსტრა)-სტანისლას ვავრინკა (შვეიც) 3:6, 5:7.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
[VIDEO] უბრალოდ როჯერ ფედერერი - შვეიცარიელის განსაკუთრებული ჟესტი უიმბლდონზე
"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ