სერია ა-ს 2011/2012 წლების სეზონის კალენდრით განსაკუთრებით “ნაპოლის” პრეზიდენტი აღშფოთდა
სერია ა-ს 2011/2012 წლების სეზონის კალენდარში მატჩთა განრიგის შედგენის პროცესმა დიდ არეულობასა და ხმაურში ჩაარა. კლუბების მესვეურთა ნაწილი უკმაყოფუილო დარჩა კალენდრით, განსაკუთრებით კი “ნაპოლის” პრეზიდენტი აღშფოთდა და ერთი ამბავი დაატრიალა - მოვუსმინოთ აურელიო დე ლაურენტისს და უკეთ გავერკვევით ვითარებაში:

“ძალიან უკმაყოფილო ვარ, რადგან კალენდრის შედგენისას არც ერთი ჩვენი თხოვნა და რეკომენდაცია არ გაითვალისწინეს. არადა, მომდევნო სეზონში “ნაპოლიმ” ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ითამაშოს და ქვეყნის სახელი საერთაშორისო სარბიელზე დაიცვას. ყოველივე ამის შემდეგ, ნამდვილად არ მიკვირს, რომ ევროპულ ასპარეზზე წარუმატებლად გამოვდივართ და საკლუბო რეიტინგში ქულებს ვკარგავთ.

იმდენად ვარ გაწბილებული, რომ არ გამოვრიცხავ ფეხბურთიდან საერთოდს წავიდე და კვლავ კინოინდუსტრიას დავუიბრუნდე. მეტიც, შეიძლება იტალიის მოქალაქეობაზეც კი ვთქვა უარი, რადგან ამ ქვეყანაში უამრავი სიბინძურე ხდება. უკმაყოფილო აშკარად რბილად ნათქვამია, აღშფოთებული ვარ და ამის დამალვის სურვილიც არ მაქვს”.

პრეზიდენტის პოზიცია “ნაპოლის” მთავარ მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმაც გაიზიარა:

“დე ლაურენტისს აბსოლუტურად ვეთანხმები და ვფიქრობ, რომ “ლეგა კალჩოს” მესვეურებმა საქმისადმი მიდგომა უნდა შეცვალონ. პირველ რიგში გუნდების ინტერესები უნდა გაითვალისწინონ და არა მაგალითად ტელეკომპანიების, რომლებსაც თავისი ინტერტესები აქვთ და ხშირად კარნახობენ რომელ დღეს და რომელ საათზე უნდა გაიმართოს ესა თუ ის პაექრობა. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვაგრძელებთ მზადებას ახალი სეზონისთვის და შევეცდებით, რომ საკუთარი ძალის დემონსტრირება რთულ პირობებშიც მოვახდინოთ. გასულ სეზონშიც არაერთ სირთულეს გადავწყდით, მაგრამ ყველა ბარიერი გადავლახეთ და სასურველ რეზულტატს მივაღწიეთ. დარწმუნებული ვარ, მომდევნო სეზონშიც ასე იქნება”.

ალბათ თქვენც გიკვირთ რატომ ატეხეს ამხელა ამბავი “ნაპოლის” წარმომადგენლებმა და ასეთი რა კალენდარი შეუდგინეს, რომ ბედთან შეგუება უჭირთ - ამაზე ისევ და ისევ დე ლაურენტისი ისაუბრებს: “მართალია, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კალენდარი ჯერ არ გაცხადებულა, მაგრამ პრაქტიკულად ცნობილია რომელ რიცხვებში გაიმართება პაექრობები. სერია ა-ს კალენდარი კი ისეა შედგენილი, რომ სწორედ ლიგის დროს გვიწევს გრანდებთან დაპირისპირება. გარდა ამისა, რამდენიმე პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი რჩევა არ გაითვალისწინეს, რამაც ძალიან დამწყვიტა გული. “ლეგა კალჩოს” მესვეურები ყველას უსმენენ გარდა კლუბებისა”.

დე ლაურენტისის კომენტარებს “ლეგა კალჩოს” ერთ-ერთი ხელმძღვანელი ადრიანო გალიანი გამოეხმაურა, რომელმაც “ნაპოლის” პრეზიდენტს სიმშვიდისკენ მოუწოდა. სენიორ ადრიანოს თქმით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვის როდის შეხვდები, თუ გუნდი კარგად იქნება მომზადებული ახალი სეზონისთვის, წარმატება ისედაც არ დაახამებსო. გალიანიმ წარმატებები უსურვა “ნაპოლის” ევროარენაზე და დასძინა, რომ საერთაშორისო სარბიელზე ნებისმიერი იტალიური გუნდის თავგადაკლული გულშემატკივარია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა