გუშინ, 1-ელ სექტემბერს, სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა.

ბოლო საათებში გუნდებმა მნიშვნელოვანი სატრანსფერო გაცვლები მოახერხეს.

კოლო მუანი ფრანკფურტის "აინტრახტიდან" კარიერას "პარი სენ ჟერმენში" გააგრძელებს, ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ გერმანულმა გუნდმა 95 მილიონი ევრო მიიღო. შემტევმა პარიზელებთან 5 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

21 წლის მეისონ გრინვუდი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" "ხეტაფეში" გადაბარგდება. მოგეხსენებათ, ინგლისელი ფეხბურთელი "წითელმა ეშმაკებმა" გუნდიდან გარიცხეს, მიუხედავად იმისა, რომ მეისონის შეყვარებულმა სასამართლოდან საჩივარი უკან გაიტანა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ფიორენტინადან" მაროკოელი სოფიანა ამრაბატი დაიმატა. ფეხბურთელი "წითელ ეშმაკებს" იჯარის წესით შეუერთდა.

"ბარსელონამ" ჟოაო ფელიშისა და ჟოაო კანსელუს ტრანსფერები დაადასტურა, პორტუგალიელები "ბლაუგრანას" იჯარის წესით შეუერთდნენ და გუნდსაც მნიშვნელოვნად გააძლიერებენ.

"ლივერპულმა" მიუნხენის "ბაიერნიდან" 34 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ რაიან გრავენბერხი დაიმატა, ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მერსისაიდულ გუნდთან 5 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

baba
რეალის ფანები ორი წელია მბაპეს ელოდებიან და ბოლოს ხოსელუ შერჩათ. გილოცავთ!!!
ალვარესი "ბარსელონაში"? არგენტინელს ლევანდოვსკის შემცვლელად განიხილავენ
AS: 2024 წლის ზაფხულში "რეალი" ალფონსო დევისის შესაძენად ყველაფერს გააკეთებს
"ბარსელონა" და "რეალი" სანეს დამატებით დაინტერესდნენ - ფეხბურთელი გადაწყვეტილებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარამდე მიიღებს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ