საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ შედეგს მიაღწია და მსოფლიოს ჩემპიონატის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა პირველ ჯგუფურ ეტაპზე 3 თამაშიდან 2 მოიგო, სლოვენიის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა და ჯგუფიდან გავიდა. რამდენიმე წლის წინ მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა ოცნების ტოლფასი იყო, რაც გასულ 2 წელში ჩვენი ნაკრების თავგანწირულმა თამაშმა – ესპანეთის დამარცხებამ, ისლანდიაში მოგებამ და სხვა რიგითი გუნდების ფეხდაუცდენლად ძლევამ ხელშესახები გახადა და საქართველომ მიმდინარე წლის თებერვალში, პირველად ისტორიაში, მსოფლიო პირველობის საგზური მოიპოვა.

მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ეროვნულ გუნდს ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი გერმანია და არანაკლებ ძლიერი ავსტრალია შეხვდა. გერმანიასთან ჩინებული პირველი ნახევრის შემდეგ გამაყუჩებლით მოთამაშე თორნიკე შენგელიამ ტრავმა მიიღო, რიგ მოთამაშეებს, გარკვეულ სათამაშო კომპონენტებში არ გაუმართლათ და გორდონ ჰერბერტის (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი 2005-2007 წლებში) გაწვრთნილმა გერმანიამ საბოლოოდ იოლი გამარჯვება გაიფორმა. ამ მოგებით გერმანიამ (4 მოგება, 0 მარცხი) პლეი ოფის საგზური ოფიციალურად გაინაღდა, რომელსაც გვიან ღამით სლოვენიაც შეუერთდა.

ჩვენი ჯგუფის (K) მეორე მატჩში სლოვენიამ ავსტრალიას მოუგო და ამ შედეგით პლეი ოფში გამსვლელი გუნდების ვინაობა გაირკვა. გერმანიასთან ერთად წაუგებელ სლოვენიას 4 მოგება მოუგროვდა და ავსტრალიასა და საქართველოსთვის მიუწვდომელი გახდა. შედეგად, ბოლო ტურმა ის ინტრიგა შეინარჩუნა, თუ რომელი გუნდი გავა პირველ ადგილზე – გერმანია, თუ სლოვენია, რომლებიც 3 სექტემბერს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

საქართველოსა და ავსტრალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფის მესამე ადგილისთვის და პრესტიჟისთვის დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ამ მატჩში ამ ეტაპისთვის სათუოა ტრავმირებული თორნიკე შენგელიას თამაში. აღნიშნული შეხვედრა ოკინავა არენაზე თბილისის დროით დილის 11:30 საათზე გაიმართება. საქართველოს ნაკრები საქართველოში არასრული შემადგენლობით 4 სექტემბერს დაბრუნდება.

GBF

ტტტ
აბა 9-16 ადგილებიო? ტრუხა ბაზარი იყო? ამაზეც ეტყობა რა ფარჩაკი მსოფლიოცაა, შუა ტურნირის დროს ფორმატს ცვიან.
ეეე
ანუ 9-16 -ს ვიკიდებთ?DDDDDDDDDDDDDDDD
ტტტ
დედას გაბიცებთ რამდენი გადაგიხადეს ამ სტატიაში?დდდ
ნავე
ჩემპიონატზე ისლანდიასთან წაგებით წავედით; მეოთხედფინალში - კაბოვერდესა და კოლუმბიის ძლევით; თუ ავსტრალიას არ მოუგებენ, საერთო შეფასება ხუთბალიანი სისტემით "წაქცეული სამიანია"
ვაჟა მასწ.
ითქვა, რომ გათამაშდებოდა მე 9-16 ადგილები - აბა 4 სექტემბერს ვინ ბრუნდება?
გიორგი IV
იმედი მქონდა რამე სიურპრიზს მოახდენდა ნაკრები.მარა საშინელ ფორმაში იყვნენ უმეტესობა.შენგელია შერმადინი თადი.ყოჩაღ მამუს და ჯინჭარაძეს.იფრინეს!
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე