სერია ა-ს გუნდებს შორის, “იუვენტუსმა” ერთ-ერთმა ბოლომ დაიწყო მზადება ახალი სეზონისთვის, რაც ანტონიო კონტეს პირადი სურვილით გახლდათ განპირობებული
სერია ა-ს გუნდებს შორის, “იუვენტუსმა” ერთ-ერთმა ბოლომ დაიწყო მზადება ახალი სეზონისთვის, რაც ანტონიო კონტეს პირადი სურვილით გახლდათ განპირობებული.

ახალგაზრდა სპეციალისტის აზრით, მომქანცველი სეზონის შემდეგ, ფეხბურთელებს კარგად დასვენება სჭირდებათ, რათა მომდევნო წლის ბატალიებს ჩვეული ენთუზიაზმით შეხვდნენ. მწვრთნელის ასეთმა გადაწყვეტილებამ ყველაზე მეტად ფეხბურთელები გაახარა, რაც ალესანდრო დელ პიეროს სიტყვებით დასტურდება:

“კონტემ შვებულება გაგვიხანგრძლივა, რამაც ყველანი გაგვახარა. ფეხბურთის თამაში უკვე მენატრება კიდეც, მაგრამ მეორე მხრივ, ვაცნობიერებ, რომ მომდევნო სეზონის მაღალ დინეზე ჩასატარებლად კარგად დასვენება აუცილებელია. თავს შესანიშნავად ვგრძნობ და ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება ახალი სეზონი. ბევრი რამე გვაქვს დასამტკიცებელი და დიდი იმედი მაქვს, რომ ახალ მწვრთნელთან ერთად, ყველაფერს შევძლებთ”.

დასვენება ნაკლებად სჭირდება ალესანდრო მატრის, რადგან პრაქტიკულად ნახევარი სეზონის გამოტოვება მოუხდა. თუმცა, ისიც დაეთანხმა კონტეს გადაწყვეტიულკებას და შემდეგი დაამატა:

“ანტონიოს ძალიან საინტერესო მოსაზრებები აქვს, რომელსაც სწორად გაგება და შემდეგ, საქმეში გადატანა სჭირდება. ვცდილობთ, რომ სწორედ ეს გავაკეთოთ და რამდენად კარგად გამოგვდის, ეს თავად მწვრთნელმა უნდა თქვას. ნებისმიერ შემთხვევაში, ცდას არ ვაკლებთ და მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ.

რაც მთავარია, ტრავმა ბოლომდე მოვუშუშე და თავს შესანიშნავად ვგრძნობ, არავითარი შიში არ მაქვს, რომ შეიძლება ისევ დავშავდე და შესაბამისად, წვრთნებზე ბოლომდე ვიხარჯები. ვნახოთ, წინ ძალიან საინტერესო სეზონი გველის”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა