ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ", სეზონში პირველად, უკვე მესამე ტურში წააგო ("ლაციოსთან" 1:2). ცალკეული მარცხი ტრაგედია არაა და არც მთავარ მწვრთნელს უნდა ჩავუყაროთ ყველაფერი წყალში, თუმცა პრობლემები უფრო ღრმაა, ვიდრე კონკრეტულ შეხვედრაში წარუმატებლობა.

თავიდანვე ვამბომბდით, რომ იმ დონის მეტოქე, როგორიც "ლაციო" და მისი მთავარი მწვრთნელი სარია, უფრო მეტს გამოაჩენდა და ასეც მოხდა. ის, რაც განვლილ ორ ტურში მოგვწონდა, თითქოს სადღაც გაქრა. მაგალითად, ნახევარდაცვას როგორც ბურთით, ასევე ბურთის გარეშე გაუჭირდა, იყო ზონებს შორის ჩავარდნა, რაც გუნდს გაშვებულ გოლებად დაუჯდა. თუკი ლობოტკას შემცირებულ როლს აღვნიშნავდით, "განსაცდელის ჟამს" სლოვაკს მაინც სხვაზე მეტი უნარი აღმოაჩნდა, სადავეები ხელში აეღო. არაფერი განსაკუთრებული - საკადრო დეფიციტმა და სიახლეების ნაკლებობამ გუნდს კვალი დაატყო. ნეაპოლელებს ხომ მოულოდნელობები სჭირდებათ, რათა ბრწყინვალე სეზონის შემდეგ მოწინააღმდეგეებს მათი შესწავლა გაუჭირდეთ.

იგივე პრობლემებია დაცვაში. კიმის არყოფნა უკვე საგრძნობი გახდა. საქმე მხოლოდ კონკრეტულ ფუნქციებში ან ორთაბრძოლების მოგებაში არაა; სამხრეთკორეელი უკანა ხაზის ლიდერი იყო, რომელიც მთელ გუნდს ენერგიას გადასცემდა; ასევე კარგად იწყებდა შეტევას და რეიდებსაც კი აწყობდა. ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ როცა შუა ხაზში ამხელა ჩავარდნაა, მცველებს დიდი ჯაფა ადგებათ.

გარსიას გარკვეული საკითხები, რომლებიც ამხანაგურ მატჩებში თუ საწყის ტურებში გამოიკვეთა, ვეღარ ვნახეთ და ცოტა ხანი ისიც ვიფიქრეთ, გუნდს კვლავ სპალეტი ხომ არ თავკაცობდა. მაგალითად, სტანდარტულების შესრულება კვარაცხელიას არ დაევალა, კუთხურებისას კი ალამთან ორი ფეხბურთელის ყოფნა ახალი სპეციალისტის ხელში თითქმის არ გვინახავს. გარდა ამისა, გარემარბები ძირითად დროს კვლავ უფრო გვერდით ხაზთან ახლოს ატარებდნენ. ხვიჩამ წინა ტურში ცოტა ხანი ითამაშა, მაგრამ მაშინ ისე ჩანდა, მეტი თავისუფლება ჰქონდა. მოგვიანებით, პოზიციებს ამ მატჩშიც უფრო ხშირად იცვლიდა. ამასთან, სრულად ადაპტირებას ნახევარდაცვის შესაბამისი თამაში სჭირდება. ასევე, თუ ფლანგელი ოლივერა ამას მეტ-ნაკლებად ალღოს უღებს, მარიო რუი შეხვედრაში სუსტად და არადამაჯერებლად ჩაერთო, თანაც რასპადორისთან, რომელსაც ცენტრისკენ შესვლა მოსწონს.

რუდის ბევრი მუშაობა დასჭირდება; ამავდროულად, მხოლოდ ლინდსტრომის ძალისხმევითა და ფაქტორით ახალი ელემენტების შემოტანას რამდენად შეძლებს, ამის პროგნოზირება გვიჭირს.

რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ინტერესი ხვიჩა კვარაცხელიას მიმართაა. სეზონის სტარტზე ფორმის პიკი არ არსებობს, ხვიჩა თავის კონდიციებს ეტაპობრივად იბრუნებს. იმ ფონზე, როცა 77-ე ნომერს კარგა ხანია არ გაუტანია, ულამაზესი გოლი, რასთანაც ძალიან ახლოს იყო, ფსიქოლოგიურადაც წაადგებოდა. "კვარას" მონდომება არ დაუკლია. არ ვიცით, მწვრთნელი დაცვით ფაზაში თამაშს რა დოზით ავალებს, თუმცა პირველი გოლის დროს ოლივერას მარტო აშკარად გაუჭირდა. რაც შეეხება ბურთის დაკარგვას, ამაზე მთავარ მწვრთნელს ტყუილი არ უთქვამს, ორ მეტოქეში მოქცეულმა ხვიჩამ სამჯერ ბურთი დაკარგა (ან წაართვეს). ამაზე არაერთხელ დაგვიწერია, ტექნიკურ ფეხბურთელს, რომელსაც გარს არაერთი მეტოქე ახვევია, ბურთის დათმობისა და შესაბამისად, მისი გუნდის კართან კონტრშეტევის საფრთხე სულ უდგას, რასაც მწვრთნელები უფრთხიან და მათ ამის გამო საყვედურობენ კიდეც. კვარაცხელია გუნდურობას არასდროს კარგავს, პასის გაკეთება უყვარს და ეს უმთავრესია, დრიბლინგი მისი თვითმიზანი არაა. რადგან პასი ვახსენეთ, იმ ძალიან კარგი დარტყმის დროს ქართველს ორი თანაგუნდელი ეხსნებოდა, მაგრამ როცა გჯერა, რომ ამ პოზიციიდან ასეთი დარტყმა შეგიძლია, ყოველთვის სხვა გაგრძელებაზე ვერ იფიქრებ. კვარაცხელია-ოსიმენის დუეტი ისევ ბევრს გააოცებს, თუკი ამაში მთლიანად გუნდი დაეხმარება.

სანაკრებო პაუზა დაიწყო, ხვიჩა ახლა ნაკრებში, ესპანეთსა და ნორვეგიასთან ეცდება გატანას და ამ ცოტათი მონატრებული ემოციის გახსენებას. გუნდურობა ვილი სანიოლის ბიჭებთანაც მნიშვნელოვანი იქნება, მხოლოდ ინდივიდუალიზმით რთულია. ხვიჩა მოედანზე უკვე დიდი ფაქტორია, რომელიც ბევრ ერთი შეხედვით შეუმჩნეველ საქმესაც აკეთებს - რამდენიმე მოწინააღმდეგის ყურადღების მიქცევა, მისი ფლანგიდან მეტოქის შეტევების ვერგაბედვა, დაცვის დახმარება თუ თანაგუნდელების გამხნევება...

NAPOLI !
გარსია მაგარი რომ ყოფილიყო რონალდო კიარ დაახვევინებდა გუნდიდან! გარსია ძალიან სუსტი მწვრთნელია!
მილანისტა
რა ცუდად უნდა გესმოდეს ფეხბურთი, ნაპოლიწე თქვა ოთხეულში ვერ შევაო, მილანი და ინტერი შევლენ და ფარჩაკ რომას, მკვდარ იუვენტუს და თავისზე ნაკლებ ლაციოს, ამ სამიდან ორს ვერ აჯობებს?)) ჩემპიონი მგონია ისევ თუ არ დაემტვრა ხალხი
tngh
წარმატებები ხვიჩას და საქართველოს ნაკრებს!!! "ნაპოლიზე" დუდუმ და დონ ვინჩენცომ იდარდოვ!!! ისშ
მწვრთნელი
ღმერთმა ქნას ესპანეთსაც გაუტანოს და ნორვეგიასაც, მაგრამ რაღაც არა მგონია ასე მოხდეს!
ბესო
წაგების მიზეზების ჩამოთვლაში მოტივაცია გამოგრჩათ. ოსიმენს კონტრაქტი არა აქვს, ხვიჩას კონტრაქტი არა აქვს, ზიელენსკის, რუის კოტრაქტები არა აქვთ, ანგისა ჰაერშია გამოკიდებული, ლობოტკა თითქოს გერმანელებს უნდოდათ და ახლა რა ხდება კაცმა არ იცის. ახლები არ ვიცი, მაგრამ ნაპოლის ძირითად ბირთვი რომ სრულიად მიშვებულია კარგად ჩანს. მადლობა ლაურიენტისს, მტერი ვერ უზამდა ასეთ ცუდ საქმეს გუნდს.
სოსო
შარშან,სეზონის სტარტზე,ნაპოლი გაცილებით უფრო უკეთეს ფიზიკურ მზადყოფნაში იყო.ამ თამაშში,მხოლოდ ხვიჩა კი არა,მთელი გუნდი დაიღალა.ამიტომ პრესინგიც გაუჭირდა.შარშან თუ ფლანგიდან ფლანგზე ბურთი ერთი,მაქსიმუმ ორი პასით გადაჰქონდათ,გაზაფხულის მსგავსად,ახლაც კაციდან კაცზე,ჯაჭვურად გადაჰქონდათ ბურთი და სიმწვავე იკარგებოდა.შოტლანდიასთან წაგებულ მატჩში,მარაოს გაშლის დროპს,ჩვენ რამდენჯერმე ვცადეთ,კაცის გამოტოვებით,ნოლო კაცზე შორ ი პასით შეტევვის გაგრძელება,მაგრამ მცირედი უზუსტობების გამო,ბურთს ვკარგავდით.შოტლანდიელებმა კი,სულ ცოტა ორი ლელო,იგივე კომბინაციის ზუსტი გათამაშებით დაგვიდეს.ჩვენ ვერ ვასწრებდით,ბოლო კაცის ჩაკეტვას.კლასში სხვაობაც ეს არის და შოტლანდია,ამიტომაც არის ჩვენზე უფრო მაღალი კლასის გუნდი.ასევეა ფეხბურთშიც.სანამ ნაპოლის ფეხბურთელები,ფლანგების ცვლას,კარგად ახერხებდნენ,ეს მათ მოწინააღმდეგეზე უპირატესობას აძლევდათ,გაზაფხულზე ,ეს უპირატესობა დაკარგეს და ვერც ამ თამაშში ბედავდნენ,ამის გაკეთებას.შედეგად ხვიჩას და პოლიტანოს ეფექტურობა,საგრძნობლადაა შემცირებული,რადგან ორივეს,მცველები უკვე ბურთის მიღებისთანავე ხვდებიან და სივრცეს უხურავენ.ორ კაცს ხვიჩა გაუმკლავდება,მაგრამ ყოველთვის ვერა და მერე,კონტრშეტევაც იწყებოდა,სადაც ის ორი მცველი,უკვე შეტევაში ჰქმნიდა რიცხობრივ უპირატესობას.გამოდის,რომ ნაპოლის უპირატესობა,ამ გრძელი პასის არ გამოყენებამ,ნაპოლის სისუსტედ გადააქცია.მარიო რუიც,მაშინ იყო ნაყოფიერი,როცა ხვიჩა ფლანგს უთავისუფლებდა,ის შერბოდა და იქიდან ჰგზავნიდა ბურთს,ოსიმენზე,ან კიდევ ფლანგიდან ფლანგზე გრძელი პასი ამარაგებდა ლოსანოს,ან პოლიტანოს და იქდან ამწვავებდა თამაშს,ან კიდევ დაცვის ფლანგიდან ფლანგზე სასწრაფოდ გადაჯგუფებას აიძულებდა.ასევე მარჯვნიდან მარცხენა ფლანგზე ბურთის სწრაფი გადმოტანაც,ხვიჩას საქმეს უადვილებდა.ნაპოლიმ რატომღაც ეს უპირატესობა დაჰკარგა და მათი შეტევაც დაბლაგვდა.შარშან,ესეც ეყოთ,უპირატესობის შესანარჩუნებლად,მაგრამ წელს,როცა ყველამ საწყისი პოზიციიდან აიღო სტარტი,უკვე გამოჩნდა,რომ ნაპოლის დაცვაც საკმაოდ მოწყვლადია,აღარც ნახევარდაცვაა,ძველებურად მობილური და აღარც შეტევაა,ძველებურად ყველაფრის წამლეკავი.ბურთზე სწრაფად ვერ ირბენ,ამიტომ ბურთის მოძრაობა უნდა ააჩქარონ და თვითონ აღარ მოუხდებათ იმდენი სირბილი,რომ მატჩის ბოლოს,სირბილის თავი აღარ ჰქონდეთ.როგორც ეს ლაციოსთან მოხდა.ამ თამაშში,ლაციომ,ნაპოლის 10 კარში დარტყმა დაბლოკა,ნაპოლიმ კი,ვერც ერთი.ლაციოს მცველები ასწრებდნენ,შეტევის მიმართულების ჩაკეტვას,ნაპოლის მცველები კი,ვერა.ესეც ბურთის ფლანგიდან ფლანგზე გრძელი პასით გადატანის, არსენალიდან ამოგდებამ გამოიწვია.რა თქმა უნდა,კიმ მინ ჯეს წასვლამაც დიდი გავლენა მოახდინა დაცვის დასუსტებაზე.ეს მოსალოდნელი იყო და ნახევარდაცვას უნდა მოეხერხებინა,საყრდენი ზონის გაძლიერების ხარჯზე,დაცვის ცენტრის დასუსტების კომპენსირება,მაგრამ თვითონ ნახევარდაცვაც ვეღარ გამოიყურება შარშანდელივით ძლიერად და რა დაცვის გაძლიერებაზეა ლაპარაკი!პირველ ტურებში ცხადი იყო,რომ გარსია ცდილობდა თამაშის გადაწყობას,მაგრამ როგორც კი გაუჭირდათ,შემოდგომის ნაპოლის თამაშზე გადავიდა გუნდი.ეს ნიშნავს,რომ გარსიას სისტემა, გუნდს ჯერ არ შეუთვისებია და მისი არც სჯერა.ეს კიდევ ერთი პრობლემაა ,რუდი გარსიასათვის.ფეხბურთელების ნდობის მოპოვება!ვნახოთ,რამდენი დრო დასჭირდება ამ პრობლემების მოსაგვარებლად,რუდი გარსიას,ან საერთოდ შესძლებს თუ არა,ამას.ჩემპიონ გუნდში მისვლა,ხომ განსაკუთრებულად ძნელია,ახალი მწვრთნელისათვის.რა თქმა უნდა წარმატებას ვუსურვებ,ჯერ ხვიჩასათვის და მერე,საერთოდ ფეხბურთისათვისაც,რადგან შარშანდელი ნაპოლის თამაში,შეუძლებელია ფეხბურთის გულშემატკივარს,არ მოსწონებოდა.პირადად ჩემთვის,შარშანდელმა ნაპოლის თამაშმა,ბარსელონას თამაში ჩაანაცვლა,თავისი სილამაზით და ეს,კვარაცხელიას ფაქტორის გარეშეც.
dato
ანგისა მკვდარივით დადიოდა, სავარაუდოდ მალე იღლება ახალ ტაქტიკაში. ხვიჩას შეცვლა კიდევ ნაადრევი იყო.
თენგო
ანგისას არაფერი არ გაუკეთებია, მთავარი მიზეზი წამებისა ეს არის. ანგისა უნდა შეეცვალა ზელენსკის ნაცვლად
Givi
ჩემი აზრით ხვიჩა ისევ ძლიერად თამაშობს, მაგრამ არ უმართლებს რატომღაც, არადა ბევრს მიგვაჩნია და აღარ ვკმაყოფილდებით მცირედით...
რობი
სამწუხაროდ ნაპოლის თამაში მეორე ტაიმში ჩააგდო ორმა კაცმა ანგისამ და გარსიამ, ხვიჩა სანამ არ დაიღალა კარგი იყო!
გერმანია
სამწუხაროდ ხვიჩა ისე ვეღარ თამაშობს როგორც გვინდა. არვიცი რატომ.
გოგა
ოთხეულში ვერ შევა ეს ნაპილი, უბრალოდ არ ყავთ სათადარიგო ფეხბურთელები, გადარლილობაც მალე მოვა, თან სპალეტის დონის მწვრთნელი არ არის გარსია.
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "სოშოს" მოუგო
აბუაშვილმა "მეცს" "გენგამთან" გამარჯვება მოუპოვა
[VIDEO] მიქაუტაძემ გაიტანა, ოსიმენმაც - "ვილიარეალმა" სტამბოლში "გალათასარაის" მოუგო
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
ლუკა ზიდანმა ესპანეთში გუნდი გამოიცვალა
ჯიმი ტაბიძე თურქულ გუნდში გადავიდა
სამწუხარო ამბავი - ლიონელ მესის მამა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
"კარიერაში ნაბიჯი უკან გადადგა" - კარაგერმა სალაჰს არჩევანი დაუწუნა
დე ძერბის სიაშია - "ტოტენჰემი" მიქაუტაძის შეძენას განიხილავს
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს
"სეზონს ალისონი დაიწყებს, მამარდაშვილს შანსის გამოსაყენებლად მოთმინება სჭირდება, რომელსაც 100%-ით მიიღებს" - განაცხადა "ლივერპულის" ყოფილმა მეკარემ
გაყიდიან თუ არა საფონოვს და შევალიეს - ვინ იქნება პსჟ-ს ძირითადი მეკარე?
VIDEO | ეროვნული ლიგა | "რუსთავმა" უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, "ტორპედომ" გვიან გაიღვიძა...
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ისრაელთან მარცხით გახსნა
მამუკელაშვილი ბრუნდება - მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის საქართველო მზადებას 15 კალათბურთელით იწყებს
"უმცროსი ბორჯღალოსნების" ხუთი ლელო ინგლისთან
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
"რეალმა" "ლაიფციგისგან" შემტევი 140 მილიონად შეიძინა
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
[VIDEO] კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
კვარაცხელია და "ოქროს ბურთი" სულ უფრო რეალური ხდება - ხვიჩამ საფრანგეთიდან დიდი მხარდაჭერა მიიღო
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
"კვარავაჯოს" გზა ოქროს ბურთამდე: თანამედროვე ქართული ზღაპარი
უარი რუსების 20-მილიონიან წინადადებას - "ნაპოლი" არგენტინელ ფეხბურთელს იმატებს
ლუკაკუს "ნაპოლის" დატოვება და კარიერის MLS-ში გაგრძელება სურს
ალეგრის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ხილა "მილანში" გადავიდა და მასიმილიანო უკმაყოფილო დარჩა
კვარაცხელიასთან ერთად შეუტევს - მუნდიალის გმირი მალე პსჟ-ს ფეხბურთელი გახდება
ხვიჩა ტრავმას გადაურჩა - ქართველის პრეასისტი და პსჟ-ს ფრე "მანჩესტერ იუნაიტედთან"
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
"ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა გვჭირდება. ვნახოთ, რამდენად შეასრულებს ჩემს მოთხოვნას" - დე ლაურენტისმა ალეგრიზე ისაუბრა